Blog

  • ⭕️ ქუთაისში საავადმყოფოში   შეიყვანეს  ბავშვი, რომელსაც  მატარებელი დაეჯახა

    ⭕️ ქუთაისში საავადმყოფოში შეიყვანეს ბავშვი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა

    ქუთაისში საავადმყოფოში შეიყვანეს  ბავშვი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა.

    “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ბავშვი ქუთაისში კლინიკა “დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრშია”  გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

    შემთხვევა გურიაში  მოხდა.

    “ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • 31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ხელსაყრელი დღეა თავის ხელში ასაყვანად და შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად. თქვენი დიდსულოვნება ხშირად უბიძგებს ადამიანებს იმისკენ, რომ თავიანთი მოვალეობები თქვენ მოგაჩეჩონ.

    ეცადეთ, შემოსავლებისა და გასავლების მკაცრი აღრიცხვა წესად აქციოთ და რეალური მიზნები დაისახოთ, რომ მათი მიღწევა ნამდვილად შეძლოთ. სასიცოცხლო ენერგიით სავსე ხართდა თამამად შეგიძლიათ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ.

    სიფრთხილე გმართებთ: მარსის გავლენამ შესაძლოა გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოტეხილობები ან დამწვრობა გამოიწვიოს. თუ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდათ, უარი არ უთხრათ. ამ დღეს თაყვანისმცემლისგან სასიამოვნო რომანტიკული საჩუქრები გელით. შეგიძლიათ თამამად მიიღოთ — ეს არანაირ ვალდებულებას არ გაკისრებთ.

    კურო

    პირად ცხოვრებაში შესაძლოა კონფლიქტი უმიზეზოდ წარმოიშვას, თუმცა თუ მოინდომებთ, შეგიძლიათ ეს თავიდან აიცილოთ. რომანტიკული დასვენება მეუღლეებს კიდევ უფრო დაახლოებასა და გრძნობების განახლებაში დაეხმარება.

    სამსახურში საკმაოდ უცნაური ადამიანების გაცნობა და მათთან ერთად მუშაობა მოგიწევთ. საიდუმლოს ნუ გაუმხელთ ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ ადამიანმა თქვენი სიტყვები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს. ბევრი ფიქრისა და ყოყმანის გამო შესაძლოა, ფულის შოვნის კარგი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ. ნუ ინერვიულებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი მთავარი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა.

    ტყუპები

    ციური სხეულების ჰარმონიული განლაგება საყვარელ ადამიანთან შეხვედრასა და გულწრფელ საუბარში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოთ და დაგროვილი საკითხების განსახილველად დრო გამონახოთ. მოემზადეთ დიდი დაპირისპირებისთვის — თქვენს პოზიციაზე პრეტენზიას რამდენიმე კონკურენტი აცხადებს.

    საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც უნდა დაუმტკიცოთ, რომ მათზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ. ყურადღება არ მოადუნოთ, რადგან დაბნეულობის გამო შეიძლება თქვენთვის ძვირფასი ნივთი დაკარგოთ. საღამოს შესაძლოა კუჭმა შეგაწუხოთ, ამიტომ უარი მძიმე საკვებზე და ალკოჰოლურ სასმელებზე უარი თქვით.

    კირჩხიბი

    ამ დღეს რომანტიკული განწყობით გაიღვიძებთ და შესაძლოა, გარშემომყოფთა ყურადღებაც მიიქციოთ. ქორწინებაში მოსალოდნელია სტაბილური ურთიერთობა, ყოველგვარი უთანხმოებისა და ექსცესების გარეშე — ეს როგორც ძველ წყვილებს, ისე ახალდაქორწინებულებს ეხება.

    ახალი გეგმები თქვენგან ენერგიულობას და ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას მოითხოვს. ვარსკვლავები კომერციულ საქმიანობაში, ახალი კონტრაქტების გაფორმებასა და ფასიან ქაღალდებთან მუშაობაში წარმატებას გპირდებიან, თუმცა ბევრი რამ თქვენს აქტიურობასა და პირად არჩევანზეა დამოკიდებული.

    ემოციური ფონი შედარებით სტაბილურია, თუმცა ზოგიერთი შესაძლოა მელანქოლიამ შეიპყროს. თუ გეუბნებიან, რომ ცუდად გამოიყურებით, იცოდეთ, რომ ამის მიზეზი მჯდომარე ცხოვრების წესი და ჟანგბადის ნაკლებობაა.

    ლომი

    ვარსკვლავები მარტოხელა ლომებს აფრთხილებენ, რომ სიმორცხვის და პასიურობის გამო მარტო დარჩენა ემუქრებათ. დღეს გეძლევათ შანსი, რომ ეს სიტუაცია გამოასწოროთ! იზრუნეთ წვრილმანი საქმეების მოგვარებაზე, რათა მათ თქვენი ცხოვრება ქაოსად არ აქციონ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას და სერიოზულ დოკუმენტებთან მუშაობას. ახლა მთავარია თქვენს მიზნებსა და ქმედებებში სრულად ჩამოყალიბდეთ.

    შესაძლოა, შემოსავლის დამატებითი წყარო დაგჭირდეთ, რადგან თქვენი გეგმები მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს. შესაძლოა, ბოლო დღეების უსიამოვნო მოვლენები ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს —მოსალოდნელია უძილობა.

    ქალწული

    ამ დღეს უამრავ სასიამოვნო ქათინაურს მოისმენთ, თუმცა საყოფაცხოვრებო პრობლემების ფონზე შესაძლოა, პარტნიორთან ურთიერთობა მოულოდნელად დაიძაბოს. წყენას გულში ნუ ჩაიდებთ, სჯობს ყველა მტკივნეული საკითხი აქ და ახლა განიხილოთ.

    არახელსაყრელი პერიოდია სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის, სამსახურის თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მოუსმინეთ ფინანსური ექსპერტების რჩევებს, თუმცა ნურც თქვენს პროფესიულ გამოცდილებას დაივიწყებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხშირი სტრესი ორგანიზმს ანგრევს. გაუფრთხილდით გულს და მოერიდეთ უარყოფით ემოციებს.

    სასწორი

    შესაფერისი დღეა საქმიანი და პირადი საკითხების მოსაგვარებლად და საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად. ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას თავი შეიკავეთ შენიშვნებისა და პრეტენზიებისგან. ამით თავიდან აიცილებთ საპასუხო საყვედურებს, რომლებმაც შეიძლება მთელი დღის განწყობა გაგიფუჭოთ.

    თუ ახალ სამსახურს ან კარიერულ ცვლილებებს ეძებთ, ამ დღეს გაგიმართლებთ. ხელსაყრელი დროა საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად. უმჯობესია ხელი ვაჭრობას მიჰყოთ და ყურადღება ფართო მოხმარების საქონელზე გადაიტანოთ.

    ნუ დაივიწყებთ წყლის მიღების მნიშვნელობას — წყალი დღეს თქვენი საუკეთესო მეგობარია. მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა დაძაბულობის მოხსნასა და ენერგიით დამუხტვაში დაგეხმარებათ.

    მორიელი

    პირად ცხოვრებაში ცვლილებების სურვილმა შესაძლოა შეცდომებამდე მიგიყვანოთ. ინტუიციას ნუ უგულებელყოფთ და ყოველთვის საღ აზრს დაეყრდენით. ბედისწერამ შესაძლოა თქვენს გეგმებში ცვლილებები შეიტანოს, ამიტომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავეთ.

    სამსახურში მოსალოდნელია ფინანსური შემოწმებები, ეცადეთ წინასწარ თავი დაიზღვიოთ და საბუთები მოაწესრიგოთ. შესაძლოა, ფინანსური პრობლემები გამწვავდეს ან ნათესავთან უთანხმოება მოგივიდეთ. მოსალოდნელია ახალი ამბავი, რომელიც თქვენს განწყობასა და ემოციურ მდგომარეობაზე იმოქმედებს. ამ დღეს ცხარე და ცხიმიან საკვებს უნდა მოერიდოთ.

    მშვილდოსანი

    ახლად დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება. ეცადეთ ერთობლივი დასვენებისთვის დრო გამონახოთ — ეს დაახლოებასა და ყოველდღიური საზრუნავისგან განტვირთვაში დაგეხმარებათ. მშვენიერი პერიოდია მოგზაურობის დაწყებისა და მნიშვნელოვანი კომერციული ოპერაციებისთვის.

    თქვენი პრაქტიკულობა და დისციპლინა შეუმჩნეველი არ დარჩება, მოსალოდნელია ხელფასის მომატება ან დაწინაურება. მეწარმეები შეიძლება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მოულოდნელ ცვლილებებს შეეჩეხონ. თუ საკუთარი ჯანმრთელობა გაეჭვებთ, გირჩევთ ექიმთან ვიზიტზე ჩაეწეროთ და გეგმური შემოწმება ჩაიტაროთ.

    თხის რქა

    ამ დღეს რომანტიკულ პაემანს ნუ დაგეგმავთ — წინ რუტინული საოჯახო საქმეები გელით. არასდროს გყოფნით გამბედაობა, რომ პარტნიორის ამბიციებს გადააბიჯოთ და საკუთარ ინტერესებზე იფიქროთ, მაგრამ მალე ამის დრო მოვა. საეჭვოა, რომ ეს საღამო მხიარული და საინტერესო აღმოჩნდეს.

    შესაფერისი დღეა ფინანსური სტრატეგიის გასაახლებლად, შემოსავლების გასაზრდელად და ხარჯების სამართავად ახალ იდეებზე უნდა დაფიქრდეთ. ახლობლებისგან დახმარებას ნუ ელოდებით — სჯობს საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. სტომატოლოგთან ვიზიტი უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადეთ.

    მერწყული

    საყვარელი ადამიანის პატივისცემას მხოლოდ მაშინ დაიმსახურებთ, თუ გულწრფელი იქნებით და პრინციპულად იმოქმედებთ! ნებისმიერ საქმეში თანმიმდევრულობა და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.

    ამ დღეს სხვის პრობლემებში ჩარევას მოერიდეთ, რადგან ამან შეიძლება დიდ დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ და პოლიციაში ან სასამართლოში მისვლაც კი მოგიწიოთ. ნუ დაეყრდნობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც უცნობი პირებისგან მიიღეთ.

    სპორტული ვარჯიშების ყოველდღიური კომპლექსი ჯანმრთელობისა და მხნეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად უკეთეს დროს ვერ ნახავთ. დროა, მოწევას თავი დაანებოთ — ეს უკვე მოდური არ არის.

    თევზები

    სასიყვარულო საქმეებში მოსალოდნელია დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები. გრძნობთ, რომ სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად მზად ხართ და დროს ფუჭად არ კარგავთ. გამორიცხული არ არის მეზობლებთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაპირისპირება.

    ასტროლოგები გირჩევენ, საკუთარ ინტერესებზე უარი არ თქვათ — „ცუდი მშვიდობა“ „კარგ ომს“ ყოველთვის არ სჯობს. კოლეგებზე დაკვირვება საშუალებას მოგცემთ, არაკეთილმოსურნე გამოავლინოთ. შესაძლოა დაგიბრუნონ ძველი ვალი, რომელიც უკვე დავიწყებული გქონდათ.

    თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, დღეს დაწყებული ავადმყოფობა შესაძლოა გაჭიანურდეს და ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.

  • სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება

    სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება

    სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც წილის წინ შეიძლება გამოვლინდეს, დამოკიდებულია სიმსივნის ტიპსა და მის მდებარეობაზე. ზოგადი ნიშნები, რომლებიც შეიძლება საყურადღებო იყოს:

    უძილობა ან ძილის დარღვევა – ტკივილი, დისკომფორტი ან შინაგანი შფოთვა, რომელიც ძილის პროცესს ართულებს.

    მუდმივი დაღლილობა – მიუხედავად საკმარისი დასვენებისა, სიმსივნის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მუდმივი სისუსტე და ენერგიის ნაკლებობა.

    ტკივილი ან დისკომფორტი – ზოგი სიმსივნე ღამის ტკივილით ვლინდება, განსაკუთრებით ძვლის ან შინაგანი ორგანოების სიმსივნეების შემთხვევაში.

    სუნთქვის გაძნელება – ფილტვების ან გულმკერდის სიმსივნე შეიძლება გამოიწვიოს ღამის ხველა ან სუნთქვის გაძნელება.

    მუცლის შებერილობა ან დისკომფორტი – ზოგი კუჭ-ნაწლავის სიმსივნე შეიძლება გამოიხატოს შებერილობით, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია დაწოლისას.

    მდგომარეობის გაუარესება – ზოგჯერ სიმსივნის გამო ორგანიზმი ცუდად რეაგირებს ღამით, რაც გამოიხატება დაურეგულირებელ ტემპერატურაში, კანკალში ან თავის ტკივილში.

  • ქარბუქი, ნისლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    ქარბუქი, ნისლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

    ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

    „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • დაიღუპა პოლიციელი, 52 წლის ქალი – სად მოხდა შემთხვევა

    დაიღუპა პოლიციელი, 52 წლის ქალი – სად მოხდა შემთხვევა

    🔻 ყვარელში ავარიის შედეგად პოლიციელი, 52 წლის ქალი დაიღუპა | ინფორმაციას გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს და წერს, რომ ავარია ცოტა ხნის წინ იმ დროს მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მათივე ცნობით, სწორედ ამ მანქანაში იჯდა პოლიციელი, რომელიც შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები

    📸 მთავარი ამბები კახეთიდან

  • „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ – ანდრია ჯაღმაიძე

    „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ – ანდრია ჯაღმაიძე

    „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.

    ჟურნალისტებთან საუბრისას, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა, წლების წინ, პატრიარქთან საუბარი.

    „მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო –  გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე კიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ – ასე რომ ამბობენ, ქამარზე კიდია ეს გასაღებიო, აქ არის, თუ იქ არისო, მაგით მეტად აღარ დაინტერესდნენო, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია, თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

  • ‼️ ავარია გორთან ავტომაგისტრალზე – რა ვითარებაა ადგილზე

    ‼️ ავარია გორთან ავტომაგისტრალზე – რა ვითარებაა ადგილზე

    გორთან ავტომაგისტრალზე დღეს კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ვიდეოს “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

    დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია.

     

  • “შევედი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე….” 😱😱  რა შეემთხვა ახალგაზრდა გოგონას ნახეთ კომენტარში 👇👇

    “შევედი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე….” 😱😱 რა შეემთხვა ახალგაზრდა გოგონას ნახეთ კომენტარში 👇👇

    გოგონას ანეკდოტად ქცეული ისტორია:

    “მე-12 კლასი. სადაცაა სკოლას დავამთავრებთ. დირექტორმა გამოაცხადა, სანამ დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლე სამედიცინო შემოწმებას არ გაივლის, ატესტატს არავის მივცემთო. ასე რომ, იძულებული გავხდით, საავადმყოფოში წავსულიყავით.

    ყველა ექიმი ჩამოვიარე და ბოლოსთვის შემოვიტოვე ყველაზე საინტერესო – ნაცხის აღება. შევდივარ კაბინეტში და ვხედავ: ზის ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი, სტუდენტი-პრაქტიკანტი. ბედი არ გინდა? – გავიფიქრე.

    რას გავაწყობდი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე… დუმილია. სრულიად არაფერი ხდება. ვგრძნობ, როგორ მიყურებს ის ვიგინდარა! ჯანდაბაშიც წასულა!

    უცბად ჩაახველა და სანდომიანი ხმით მომმართა: “ახალგაზრდა ქალბატონო, რომ იცოდეთ, ნაცხს ყელიდან ვიღებთ!”

  • შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა (ვიდეო)

    შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა (ვიდეო)

    ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, სხვა­დას­ხვა ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბი­სა და ფა­შის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის მხარ­დამ­ჭე­რი 13 პირი და­ა­კა­ვეს,– ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა ვაჟა სი­რა­ძემ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

    • ვაჟა სი­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბი­სა და ფა­შის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის მხარ­დამ­ჭე­რი პი­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლა­დობ­დნენ სხვა­დას­ხვა ასა­კის პი­რებ­ზე.

    „და­კა­ვე­ბულ­თა­გან 7 არას­რულ­წლო­ვა­ნია. გარ­და ამი­სა, ამა­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ანა­ლო­გი­უ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ კი­დევ 4 პირს, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­მა­ტე­ბით ბრა­ლი – ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტებ­ზე წა­რედ­გი­ნე­ბათ.

    სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ძა­ლა­დობ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წევ­რე­ბი თავს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ ნე­ო­ნა­ცის­ტე­ბად და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ ფა­შის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ით.

    ცნო­ბა­დო­ბის მოხ­ვე­ჭის, ფა­შის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი ქსე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გავ­ლე­ნე­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, ისი­ნი რა­დი­კა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იჩენ­დნენ მსხვერ­პლთა მი­მართ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხვა­დას­ხვა ბლაგ­ვი და ბას­რი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, მათ შო­რის ხელ­კე­ტე­ბი­თა და ე.წ. კას­ტე­ტე­ბით, ძა­ლა­დობ­დნენ სა­მიზ­ნე ობი­ექ­ტებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ მათ, ვინც ფა­შის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ას არ იზი­ა­რებ­და.

    გარ­და ამი­სა, მსხვერ­პლთა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის დროს, რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი მათ ძარ­ცვავ­დნენ და გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხებს სძა­ლავ­დნენ.

    დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წევ­რე­ბი მსხვერ­პლთა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის, წა­მე­ბის, ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი ქმე­დე­ბე­ბის, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ამ­სახ­ველ ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით იღებ­დნენ და სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ პლატ­ფორ­მა­ზე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აქ­ვეყ­ნებ­დნენ.

    აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი­სა და უთან­ხმო­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სხვა­დას­ხვა ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­საც სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, რაც დას­ტურ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით.

    აღ­ნიშ­ნუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია ათამ­დე პირი, მათ შო­რის 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი.

    ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია მათი კუთ­ვნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი, ხმო­ვა­ნი და ცივი ია­რა­ღე­ბი, ნა­ცის­ტუ­რი სიმ­ბო­ლი­კის ნივ­თე­ბი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ნიღ­ბე­ბი და სხვა­დას­ხვა ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნი­კა.

    მომ­ხდარ ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144-ე პრი­მა, 225-ე, 178-ე, 181-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ წა­მე­ბას, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ძარ­ცვა­სა და გა­მო­ძალ­ვას გუ­ლის­ხმობს – და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

    სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ფა­შის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რი ანა­ლო­გი­უ­რი ბრალ­დე­ბით სას­ჯელს უკვე იხ­დის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ა­კა­ვეს. მათ­თან ერ­თად, ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის კი­დევ 24 წევ­რი.

    ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას ფა­შის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის მქო­ნე ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ, მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბის სულ მცი­რე ნიშ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნონ, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ სას­ტი­კი მო­პყრო­ბა არას­რულ­წლო­ვან­თა მი­მართ და მსგავ­სი იდე­ო­ლო­გი­ის გავ­რცე­ლე­ბა ახალ­გაზ­რდებს შო­რის.

    აქვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს, წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის“, – გა­ნა­ცხა­და ვაჟა სი­რა­ძემ.

  • ჩემს სესხს, 400 ლარს ყოველთვიურად სახელმწიფო იხდის” – რა შემთხვევაში იხდის სახელმწიფო თქვენი იპოთეკური სესხის ნაწილს ყოველთვიურად?

    ჩემს სესხს, 400 ლარს ყოველთვიურად სახელმწიფო იხდის” – რა შემთხვევაში იხდის სახელმწიფო თქვენი იპოთეკური სესხის ნაწილს ყოველთვიურად?

    ჩემს სესხს, 400 ლარს ყოველთვიურად სახელმწიფო იხდის” – რა შემთხვევაში იხდის სახელმწიფო თქვენი იპოთეკური სესხის ნაწილს ყოველთვიურად?