გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

Written by

in

გომის მთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი რომელიც გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, გზიდან გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *