Category: Uncategorized

  • 17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღეს ენერგიით სავსე იქნებით და გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას ადვილად შეძლებთ. სამუშაო სფეროში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში კი გულწრფელობა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.

    კურო
    ფინანსური საკითხები ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. კარგი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისა და სამომავლო მიზნების განსაზღვრისთვის. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს.

    ტყუპები
    თქვენთვის აქტიური და საინტერესო დღეა. კომუნიკაცია, შეხვედრები და ახალი ნაცნობობები წარმატებული იქნება. შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც მომავალში გამოგადგებათ.

    კირჩხიბი
    დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე და ინტუიციური იქნებით. ოჯახურ და პირად საკითხებში სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ. შინაგანი სიმშვიდე წარმატების გასაღები იქნება.

    ლომი
    თქვენი ბუნებრივი ლიდერული თვისებები დღეს კიდევ უფრო გამოიკვეთება. კარგი დროა ინიციატივის გამოსავლენად. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და თქვენი აზრი ბევრისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

    ქალწული
    პრაქტიკული მიდგომა და დეტალებისადმი ყურადღება წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა სამსახურში მნიშვნელოვანი დავალება ან ახალი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ.

    სასწორი
    ურთიერთობები და პარტნიორობა დღის მთავარი თემა იქნება. ეცადეთ მოუსმინოთ სხვების პოზიციასაც. დიპლომატიურობა ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

    მორიელი
    დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებულად ძლიერია. საიდუმლო ან დაფარული ინფორმაცია შეიძლება გამოვლინდეს. ფინანსურ საკითხებში წარმატების შანსი გაქვთ.

    მშვილდოსანი
    ახალი იდეები და შთაგონება მოგაკითხავთ. მოგზაურობის, სწავლის ან ახალი პროექტის დაწყებისთვის კარგი დროა. ოპტიმიზმი ბევრ კარს გაგიღებთ.

    თხის რქა
    კარიერული საკითხები აქტიურდება. მოთმინება და დისციპლინა შედეგს აუცილებლად მოგიტანთ. ნუ იჩქარებთ — ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა ყველაზე ეფექტური იქნება.

    მერწყული
    შემოქმედებითი და არასტანდარტული აზროვნება დღეს თქვენს უპირატესობად იქცევა. კარგი დროა იდეების გაზიარებისა და თანამოაზრეებთან თანამშრომლობისთვის.

    თევზებიემოციური და რომანტიკული დღეა. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სურვილებსა და ოცნებებს. ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში.

  • მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

    მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

    ილია თოფურიას წაგებასთან დაკავშირებულ მიმოხილვასა და გამოხმაურებებს UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ეხმიანება და ქართველ გულშემატკივრებს აკრიტიკებს.

    „რამდენჯერაც შემოვედი „ფეისბუკზე“ და „ინსტაგრამზე“ ყველა ილია თოფურიას ბრძოლას განიხილავს და სასწაული ვერსიები მოვისმინე. საიდან ამდენი ფანტაზია, ყველა პროფესორი როგორ გახდა… განიხილავენ სხვადასხვა სისულელე მიზეზს, არ ჩამოვთვლი. მიკვირს, ამდენი ნეგატიური აზრი, ამდენი ეჭვიანობა, ამდენი აბსურდული ანალიზი… ჩვენ მებრძოლები ვართ, როგორც მოგებისთვის ვართ მზად, ისე ვიცით, რომ შეიძლება, დავმარცხდეთ. რატომ აძლევთ თქვენ თავს უფლებას, ამდენი ცუდი აზრი გაავრცელოთ?! მე ვამაყობ ილიათი, მან არაფრისგან ბევრი შეძლო. ღმერთის წყალობით მალე დაბრუნდება,“ – ამბობს დვალიშვილი.

    ვრცლად ↓

  • სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 27 ივნისიდან ამოქმედდება

    სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 27 ივნისიდან ამოქმედდება

    სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 27 ივნისიდან ამოქმედდება

    დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    მისივე თქმით, ცვლილება იგეგმება N293 მარშრუტზეც, რომელსაც ორი ერთეული ავტობუსი დაემატება.

  • კიდევ ერთი ავარია ტრაგიკული დასასრულით – სად მოხდა უმძიმედი შემთხვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა?

    კიდევ ერთი ავარია ტრაგიკული დასასრულით – სად მოხდა უმძიმედი შემთხვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა?

    გონიოში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს და წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

  • ვინ არის სოფია რომანო? – რა არის ცნობილი ჯასტინ გეიჯის შეყვარებულზე, რომელიც ილია თოფურიასთან დაპირისპირებისას, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა?

    ვინ არის სოფია რომანო? – რა არის ცნობილი ჯასტინ გეიჯის შეყვარებულზე, რომელიც ილია თოფურიასთან დაპირისპირებისას, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა?

    ჯას­ტინ გე­ი­ჯი­სა და სო­ფია რო­მა­ნოს ურ­თი­ერ­თო­ბის თა­ო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე წლის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი თავ­და­პირ­ვე­ლად გაც­ნო­ბის აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით იპო­ვა.

    სო­ფი­ას­თან გა­მო­ჩე­ნამ­დე, მე­დია და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჯას­ტინს ნამ­დვილ “მარ­ტო­ხე­ლა მგლად“ მი­იჩ­ნევ­დნენ. ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, რო­დე­საც მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე კი­თხვას უს­ვამ­დნენ, ის ყო­ველ­თვის თავს არი­დებ­და პა­სუხს ან ხუმ­რობ­და, რომ მისი ერ­თა­დერ­თი “სიყ­ვა­რუ­ლი და მე­წყვი­ლე“ ოქ­ტა­გო­ნი და სის­ხლი­ა­ნი ბრძო­ლე­ბი იყო. ის იმ­დე­ნად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო კა­რი­ე­რა­ზე, რომ პრე­სას ეჭ­ვიც კი ეპა­რე­ბო­და, ეცა­ლა თუ არა მას სა­ერ­თოდ პა­ემ­ნე­ბის­თვის.

    მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ძი­რი­თა­დად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ჯას­ტინ გე­ი­ჯის მო­მა­ვალს UFC-ში (გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც მან ტურ­ნირ­ზე UFC Freedom 250 ილია თო­ფუ­რი­ას­თან ბრძო­ლა­ში ტრი­უმ­ფა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა), სა­ზო­გა­დო­ე­ბას სპორ­ტსმე­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც არა­ნაკ­ლებ აინ­ტე­რე­სებს. სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც ამ კონ­ტექ­სტში ყვე­ლა­ზე ხში­რად ფი­გუ­რი­რებს, სო­ფია რო­მა­ნოა – გე­ი­ჯის სა­ცო­ლე/შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბი­ლი სა­ხეა.

    • ვინ არის სო­ფია რო­მა­ნო?

    სო­ფია რო­მა­ნო 1995 წლის აპ­რილ­ში და­ი­ბა­და. ის ამე­რი­კე­ლი მო­დე­ლი, ინფლუ­ენ­სე­რი და კონ­ტენტ კრე­ა­ტო­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ MMA-ის (შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის) ფა­ნებ­მა იგი ძი­რი­თა­დად ჯას­ტინ გე­ი­ჯის პარტნი­ო­რო­ბით გა­იც­ნეს, სო­ფი­ას საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ჰქონ­და მა­ნამ­დეც, ვიდ­რე UFC-ის სამ­ყა­როს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვდე­ბო­და.

    • სო­ფია რო­მა­ნოს კა­რი­ე­რა

    მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვიდ­რე მო­დე­ლო­ბი­თა და ციფ­რუ­ლი კონ­ტენ­ტის შექ­მნით სე­რი­ო­ზუ­ლად და­კავ­დე­ბო­და, სო­ფია სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში მუ­შა­ობ­და. მან ოთხ წელ­ზე მეტი გა­ა­ტა­რა ცნო­ბილ ტე­ლე­კომ­პა­ნია ABC Studios-ში. გარ­და ამი­სა, მას საპ­რო­დი­უ­სე­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ისეთ მე­დია გი­გან­ტებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა Warner Bros. Discovery და Fox.

    ამ­ჟა­მად მან მთე­ლი ფო­კუ­სი სა­მო­დე­ლო სფე­რო­სა და ციფ­რულ მე­დი­ა­ზე გა­და­ი­ტა­ნა. მის “ინ­სტაგ­რამ­გვერდს”, უკვე ათა­სო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი მან სწო­რედ UFC-ის ვარ­სკვლავ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ შე­ი­ძი­ნა. სო­ფია სა­კუ­თარ პრო­ფილ­ზე ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მო­დურ ფო­ტო­სე­სი­ებს, ლა­იფსტა­ილ და სა­მოგ­ზა­უ­რო ბლო­გებს, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ბრენ­დებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ებს. თუმ­ცა, მზარ­დი პო­პუ­ლა­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იგი ინარ­ჩუ­ნებს უშუ­ა­ლო იმიჯს და გლა­მუ­რულ კად­რებ­თან ერ­თად ხში­რად აზი­ა­რებს იუ­მო­რის­ტულ და ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ პოს­ტებს.

    სო­ფია რო­მა­ნოს ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი და ზუს­ტი ციფ­რე­ბი არ არ­სე­ბობს, რად­გან არც თა­ვად ინფლუ­ენ­სერს და არც მის წარ­მო­მად­გენ­ლებს ეს მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ჯა­როდ არას­დროს გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბი­ათ. თუმ­ცა, მისი წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა (ტე­ლეპ­რო­დუქ­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა) და ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის (სა­მო­დე­ლო სფე­რო, ინფლუ­ენ­სე­რო­ბა და მსხვი­ლი ბრენ­დე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მას საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რი და მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის წყა­რო აქვს.

    • სო­ფია რო­მა­ნო­სა და ჯას­ტინ გე­ი­ჯის ურ­თი­ერ­თო­ბა

    წყვი­ლის რო­მა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ცნო­ბი­ლია. რო­გორც ირ­კვე­ვა, მათი პირ­ვე­ლი კონ­ტაქ­ტი გაც­ნო­ბის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში და­ი­წყო. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სა­უბ­რე­ბი მა­ლე­ვე პი­რად შეხ­ვედ­რებ­ში გა­და­ი­ზარ­და და რაც თა­ვი­დან ჩვე­უ­ლებ­რივ, მე­გობ­რულ კო­მუ­ნი­კა­ცია იყო, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ო­ზულ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და.

    დღეს­დღე­ო­ბით მო­დე­ლი გე­ი­ჯის თით­ქმის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ბრძო­ლას ეს­წრე­ბა. მას ხში­რად შე­ამ­ჩნევთ ოქ­ტა­გონ­თან ახ­ლოს, სა­დაც ის ემო­ცი­უ­რად გულ­შე­მატ­კივ­რობს საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს, შემ­დეგ კი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მხარ­დამ­ჭერ პოს­ტებს უძღვნის. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ხში­რად ანე­ბივ­რე­ბენ გა­მომ­წე­რებს ერ­თობ­ლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი­სა თუ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი სა­ჯა­რო­ო­ბი­სა, წყვილს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნო­ბის ან ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი გა­მო­უ­ცხა­დე­ბია.

    ჯას­ტინ გე­ი­ჯი UFC-ის ფა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სის ეპი­ცენ­ტრში რჩე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ორ­შა­ბათს გა­მარ­თულ UFC Freedom 250-ზე ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა ილია თო­ფუ­რი­ას­თან და ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი და­ი­სა­კუთ­რა. ამ დიდ წარ­მა­ტე­ბას­თან ერ­თად, სო­ფია რო­მა­ნო კვლავ რჩე­ბა გე­ი­ჯის ყვე­ლა­ზე დიდ და­საყ­რდე­ნად და მო­ტი­ვა­ტო­რად, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, იგი წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის დამ­კვიდ­რე­ბას და მხო­ლოდ “UFC-ის ვარ­სკვლა­ვის შეყ­ვა­რე­ბუ­ლის“ სტა­ტუ­სით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

  • თუ ეს კადრები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ გამოდის რომ … ვრცელდება კადრები რომელიც განხილვის საგანი გახდა

    თუ ეს კადრები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ გამოდის რომ … ვრცელდება კადრები რომელიც განხილვის საგანი გახდა

    თუ  ეს კადრები სიმართლეს შეესაბამება,  მაშინ გამოდის  რომ  ილია თოფურია,  მეტოქის  არასწორმა საქციელმა  დაამარცხა და არა ძალმომრეობამ….

    წერენ სოციალურ ქსელში

  • “რა მაგარი ამბავიააა!!!” – სასიხარულო ინფორმაცია ილია თოფურიასთან დაკავშირებით

    “რა მაგარი ამბავიააა!!!” – სასიხარულო ინფორმაცია ილია თოფურიასთან დაკავშირებით

    როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელიც თეთრი სახლის ეზოში გაიმართა, ამერიკელ ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა.

    საგულისხმოა, რომ მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ ქართველი მებრძოლის კუთხემ ბრძოლის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

    ესპანელი ჟურნალისტი, ირატი პრატი “ელ მატადორის” ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

    “კარგი ამბები ვაშინგტონიდან: ილია თოფურია კარგად არის. ისვენებს.”

    იქვე, პრატის პასუხი კომენტარზე თვალბუდის ძვლის შესაძლო მოტეხილობაზე:

    “საბედნიეროდ, არ ყოფილა.”

    სასიხარულო ამბავია, რომ ჩვენი ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.