მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა

Written by

in

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ამის შესახებ მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს ათი წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე. თითოეულ მათგანს, ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზეც ჩვენ დღეს ამაყად შეგვიძლია, ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამ სიტყვებს – არასდროს საქართველოში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ, ქართველების, ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს შესახებ და დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. ამიტომ მე მადლიერი ვარ ყველა ამ გადაწვეტილების, რითაც ამ საერთო, დიდი საქვეყნო მიზნისკენ მივდიოდით.

მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა, მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ ათი წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, ურთულესია, არ არის მარტივი ამბავი. მინდა, დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე, ურთულესია, როცა ეს პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, მათ შორის თითოეულ მხარდამჭერს, არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე, რათა მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *