Author: tea

  • “ამის უფლებაც ავიღე….გულწრფელად გეუბნებით” – მამუკა მდინარაძე

    “ამის უფლებაც ავიღე….გულწრფელად გეუბნებით” – მამუკა მდინარაძე

    მე ვფიქრობ, რომ ცოტა დასვენებასაც და საკუთარ ოჯახს და თავზე ზრუნვასაც ვიმსახურებ და ჩემი შვილები ერთი 9 წლისაა და მეორე 13-ის და პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ და რაღაც ადამიანური მომენტებიც მინდა დავიტოვო, – ასე ახსნა რეგიონული განვითარების მინისტრმა მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება.

    კითხვაზე, რა მოხდა ასეთი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, მდინარაძემ უპასუხა: „ასეთი არაფერი მომხდარა, არც ისეთი არაფერი მომხდარა“.

  • მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა

    მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა

    მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

    ამის შესახებ მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

    „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს ათი წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე. თითოეულ მათგანს, ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზეც ჩვენ დღეს ამაყად შეგვიძლია, ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამ სიტყვებს – არასდროს საქართველოში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ, ქართველების, ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს შესახებ და დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. ამიტომ მე მადლიერი ვარ ყველა ამ გადაწვეტილების, რითაც ამ საერთო, დიდი საქვეყნო მიზნისკენ მივდიოდით.

    მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა, მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ ათი წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, ურთულესია, არ არის მარტივი ამბავი. მინდა, დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე, ურთულესია, როცა ეს პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, მათ შორის თითოეულ მხარდამჭერს, არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე, რათა მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

  • 27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია სეტყვაც – გარემოს ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს

    27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია სეტყვაც – გარემოს ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს

    27-28 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით წვი­მა.

    გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, 27 აგ­ვის­ტოს აფხა­ზეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მის და ქვე­მო სვა­ნე­თის და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ო­ნებ­ში, 28 აგ­ვის­ტოს ასე­ვე კა­ხე­თის და ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ო­ნებ­ში, მათ შო­რის დე­და­ქა­ლაქ­ში და შე­მო­გა­რენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ზო­გან ძლი­ე­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბის. შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი, სე­ტყვა და ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

    “მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გაქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო).”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • 28 აგვისტოს მთვარე სისხლისფერი გახდება – ხალხი ვარაუდობს, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება ახდება

    28 აგვისტოს მთვარე სისხლისფერი გახდება – ხალხი ვარაუდობს, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება ახდება

    28 აგ­ვის­ტოს ღა­მეს ცაზე იშ­ვი­ა­თი სა­ნა­ხა­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა – მთვა­რის ნა­წი­ლობ­რი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა, რომ­ლის დრო­საც დე­და­მი­წის ჩრდი­ლი მთვა­რის ზე­და­პი­რის და­ახ­ლო­ე­ბით 96%-ს და­ფა­რავს და ის მო­წი­თა­ლო, ე.წ. “სის­ხლის­ფე­რი მთვა­რის” იერს მი­ი­ღებს.

    მო­ახ­ლო­ე­ბულ­მა ას­ტრო­ნო­მი­ულ­მა მოვ­ლე­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უკვე არა­ერ­თი თე­ო­რია და მსჯე­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მას ბიბ­ლი­ურ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბებ­სა და სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ ტექ­სტებს უკავ­ში­რებს.

    მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მო­სა­ლოდ­ნელ დაბ­ნე­ლე­ბას ბიბ­ლი­ის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთს, მათ შო­რის იო­ველ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის წიგნს, მო­ცი­ქულ­თა საქ­მე­ებ­სა და “გა­მო­ცხა­დე­ბას”, უკავ­ში­რე­ბენ.

    გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად ცი­ტი­რე­ბენ იო­ვე­ლის წიგ­ნის ერთ-ერთ მო­ნაკ­ვეთს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ “მზე სიბ­ნე­ლედ იქ­ცე­ვა და მთვა­რე სის­ხლად, ვიდ­რე დად­გე­ბო­დეს უფ­ლის დიდი და სა­ში­ნე­ლი დღე”.

    სწო­რედ ამ ტექ­სტმა გა­ა­ჩი­ნა მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს მთვა­რის მო­წი­თა­ლო შე­ფე­რი­ლო­ბა რა­ი­მე დიდი მოვ­ლე­ნის ან სამ­ყა­როს მას­შტა­ბის ცვლი­ლე­ბის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბაა.

    თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი ასეთ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ებს არ იზი­ა­რე­ბენ და მთვა­რის ფე­რის ცვლი­ლე­ბას სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი პრო­ცე­სით ხსნი­ან.

    მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის დროს დე­და­მი­წა მზე­სა და მთვა­რეს შო­რის ექ­ცე­ვა და მისი ჩრდი­ლი მთვა­რის ზე­და­პირს ფა­რავს. ამ დროს მთვა­რე სრუ­ლად არ ქრე­ბა. დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო­ში გავ­ლი­სას მზის სი­ნათ­ლე გარ­და­ტყდე­ბა და მისი წი­თე­ლი და ნა­რინ­ჯის­ფე­რი ტალ­ღე­ბი მთვა­რის ზე­და­პი­რამ­დე აღ­წევს. სწო­რედ ამი­ტომ დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი მთვა­რე შე­იძ­ლე­ბა მო­წი­თა­ლო ან მუქი წი­თე­ლი გა­მოჩ­ნდეს. ამ მოვ­ლე­ნას ხში­რად “სის­ხლი­ან მთვა­რეს” უწო­დე­ბენ.

    მო­სა­ლოდ­ნე­ლი დაბ­ნე­ლე­ბის დროს დე­და­მი­წის ჩრდი­ლი მთვა­რის და­ახ­ლო­ე­ბით 96%-ს და­ფა­რავს, რის გა­მოც მისი ფერი გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩნე­ვად შე­იც­ვლე­ბა.

    მი­თი­თე­ბუ­ლი დრო­ის მი­ხედ­ვით, დაბ­ნე­ლე­ბა 27 აგ­ვის­ტოს, 22:34-ზე და­ი­წყე­ბა, პიკს კი 28 აგ­ვის­ტოს 00:12-ზე მი­აღ­წევს და და­ახ­ლო­ე­ბით 01:51-ზე დას­რულ­დე­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით 5,5 სა­ათს გას­ტანს.

    მოვ­ლე­ნის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამე­რი­კის დიდ ნა­წილ­ში, ასე­ვე და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში.

    “სის­ხლის­ფე­რი მთვა­რე” მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის დროს წარ­მოქ­მნი­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფე­ნო­მე­ნია და ას­ტრო­ნო­მებ­მა მისი მი­ზე­ზი კარ­გად იცი­ან. ბიბ­ლი­ურ ტექ­სტებ­თან მისი და­კავ­ში­რე­ბა უკვე რე­ლი­გი­უ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­კი­თხია. ზო­გი­ერ­თი მორ­წმუ­ნე ასეთ მოვ­ლე­ნებს მნიშ­ვნე­ლო­ვან სიმ­ბო­ლოდ აღიქ­ვამს, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის 28 აგ­ვის­ტოს დაბ­ნე­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი და წი­ნას­წარ გა­მოთ­ვლა­დი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა.

    ამი­ტომ “სის­ხლის­ფე­რი მთვა­რე” შე­საძ­ლოა, მარ­თლაც შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა იყოს, მაგ­რამ მისი გა­მო­ჩე­ნა სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის ან რა­ი­მე კა­ტას­ტრო­ფის მო­ახ­ლო­ე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად არ ით­ვლე­ბა.
    წყარო: resonancedaily. com

  • „ღმერთო, რატომ, რატომ… ჩვენი ულამაზესი გოგო აღარ გვყავს…“ – გურიაში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს გლოვობენ

    „ღმერთო, რატომ, რატომ… ჩვენი ულამაზესი გოგო აღარ გვყავს…“ – გურიაში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს გლოვობენ

    ოზურგეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა. მასთან ერთად მყოფი 4 პირი კი დაშავდა.

    თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა-რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ერთ ერთი ადგილობრივი მცხოვრების ეზოში შევარდა.

    გარდაცვლილი 16 წლის გოგონაა, რომელიც სოფელ გომში სტუმრად იმყოფებოდა.

    გარდაცვლილი გოგონას შესახებ მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ და სამძიმარს გამოთქვამენ.

    „ვაი, შვილო, ეგ რა დამართე შენს ოჯახს და ჩვენ, უბანს… უფალს ებარებოდე“

    „ღმერთო, რატომ, რატომ… ჩვენი ულამაზესი გოგო, 16 წლის მარიამი აღარ გვყავს… ჩვენი უბნის ტკივილი ხარ, მარი“. – წერენ დაღუპულის ახლობლები.

    როგორც კლინიკა „მედალფაში“ ამბობენ, ოთხი მოზარდი სტაციონარში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.

    ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

  • მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

    მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:

    „27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • “ჩემი ნაბოლარაც აღარ მყავს…” – მასწავლებელს, ნინო გელდიაშვილს მეორე ვაჟიც გარდაეცვალა

    “ჩემი ნაბოლარაც აღარ მყავს…” – მასწავლებელს, ნინო გელდიაშვილს მეორე ვაჟიც გარდაეცვალა

    მასწალებელს, ნინო გელდიაშვილს მეორე შვილიც გარდაეცვალა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს.

    “ჩემი ნაბოლარაც, იოსები – ჯოზიკო, აღარ მყავს. ძმები სულ ერთად იყვნენ და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ნეტავ მჯეროდეს, რომ ერთად და კარგად არიან. სულ მინდოდა საუკეთესო დედა ვყოფილიყავი და თურმე ურჩხული ვყოფილვარ. მიხედე შენს ძმას, რასაც ყოველთვის აკეთებდი. ჯოზიკოს, გარდაცვალების მიზეზია – სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები, რომლებიც მჭრელი და მჩხვლეტავი იარაღით იყო მიყენებული. რა მოხდა? არ ვიცი,” – წერს ნინო გელდიაშვილი.

    გასულ წელს, ნინო გელდიაშვილის უფროსი ვაჟი, ექიმი-ანესთეზიოლოგი გიორგი გელდიაშვილი ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა.

    22-1787815030.png

  • „სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა…“ – რა არის ცნობილი გურიაში დატრიალებულ ტრაგედიაზე

    „სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა…“ – რა არის ცნობილი გურიაში დატრიალებულ ტრაგედიაზე

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, მათგან ერთი კი კლინიკაში, ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

    კლინიკა მედალფას დირექტორს, დათო მდინარაძის განმარტებით, მოზარდს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

    ოთხი მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

    ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.

    ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

  • ტრაგედია ოზურგეთში – ავარიას მოზარდი ემსხვერპლა, 4 კლინიკაშია გადაყვანილი

    ტრაგედია ოზურგეთში – ავარიას მოზარდი ემსხვერპლა, 4 კლინიკაშია გადაყვანილი

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, მათგან ერთი კი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.

    ოთხი მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული.

    ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.

    ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

  • 27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი 
    დღე აქტიურ მოქმედებას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამსახურში შესაძლოა ახალი პასუხისმგებლობა ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ხარჯვას. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.

    კურო 
    დღეს სტაბილურობის შენარჩუნება თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაძლოა სასიამოვნო ფინანსური სიახლე ან მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. საღამო ახლობლებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელია.

    ტყუპები 
    ინფორმაციითა და კომუნიკაციით დატვირთული დღე გელით. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზარი, შეტყობინება ან შეხვედრა. კარგი დროა ახალი კონტაქტების დასამყარებლად. სიყვარულში მოერიდეთ ორაზროვან სიტყვებს – პირდაპირობა უკეთეს შედეგს მოგიტანთ.

    კირჩხიბი 
    ემოციური ფონი შეიძლება ცვალებადი იყოს, ამიტომ ეცადეთ სხვისი სიტყვები ზედმეტად პირადად არ მიიღოთ. სამუშაო საკითხებში მშვიდი ტაქტიკა ყველაზე ეფექტური აღმოჩნდება. საღამოს დასვენება და ენერგიის აღდგენა დაგჭირდებათ.

    ლომი 
    თქვენი თავდაჯერებულობა დღეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. კარგი დროა საკუთარი იდეების წარსადგენად და ინიციატივის გამოსაჩენად. თუმცა ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფთა მოსაზრებებსაც. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.

    ქალწული 
    პრაქტიკული და ორგანიზებული მიდგომა საშუალებას მოგცემთ დაგროვილი საქმეები სწრაფად მოაგვაროთ. შესაძლოა საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებდათ, საბოლოოდ გადაწყდეს. ფინანსურად სიფრთხილე გამოიჩინეთ და საეჭვო შეთავაზებებს ნუ ენდობით.

    სასწორი 
    დღე ურთიერთობების დალაგებასა და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევას უწყობს ხელს. შესაძლოა ძველი ნაცნობი დაგიკავშირდეთ. სამსახურში კომპრომისი უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე დაპირისპირება. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან ახალი ნაცნობობაა მოსალოდნელი.

    მორიელი 
    ძლიერი ინტუიცია სწორი მიმართულების არჩევაში დაგეხმარებათ. ნუ უგულებელყოფთ დეტალებს – მცირე ფაქტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგცეთ. ფინანსურ საკითხებში გადაწყვეტილება ემოციების გარეშე მიიღეთ. ურთიერთობებში ზედმეტ ეჭვიანობას მოერიდეთ.

    მშვილდოსანი 
    ახალი იდეებისა და ცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისთვის, სწავლისთვის და ახალი საქმის დასაწყებად. მოულოდნელმა შესაძლებლობამ შესაძლოა გეგმები შეგიცვალოთ. სიყვარულში მეტი სპონტანურობა სასიამოვნო შედეგს მოგიტანთ.

    თხის რქა 
    პროფესიულ სფეროში თქვენი შრომა და პასუხისმგებლობა შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბარი ხელმძღვანელთან ან პარტნიორთან. ფინანსური გეგმების გადასახედად კარგი დღეა. საღამოს ეცადეთ სამუშაოზე ფიქრს ცოტა ხნით მაინც მოწყდეთ.

    მერწყული 
    უჩვეულო იდეები და შემოქმედებითი მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. დღეს შესაძლოა ისეთი გამოსავალი იპოვოთ, რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდით. ახალი ადამიანების გაცნობა მომავალში საინტერესო შესაძლებლობად იქცევა. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი სიახლეა შესაძლებელი.

    თევზები დღეს საკუთარ ინტუიციას განსაკუთრებით ენდეთ. ემოციური მგრძნობელობა გაიზრდება, თუმცა სწორედ ეს დაგეხმარებათ ადამიანების განწყობის სწორად შეფასებაში. ფინანსურ საკითხებში ზედმეტი რისკი არ ღირს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და საკუთარ თავს დასვენების საშუალება მიეცით.