„სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა…“ – რა არის ცნობილი გურიაში დატრიალებულ ტრაგედიაზე

Written by

in

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, მათგან ერთი კი კლინიკაში, ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

კლინიკა მედალფას დირექტორს, დათო მდინარაძის განმარტებით, მოზარდს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

ოთხი მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *