ეზოტერიკოსი გოგა მანია ივლისის ფინანსურად წარმატებულ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს.
Blog
-

🔻MMA-ის მსოფლიო ვიცე ჩემპიონის მარიამ თოფურიას მორიგი ვიდეომიმართვა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის შესახებ – ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️
“გადავაზიაროთ რადგან ყველა ქართველის ყურამდე მივიდეს სიმართლე, აქ უკვე მთავარი ის არაა ვინ მოიგო ვინ წააგო, აქ უკვე ისაა მთავარი რომ შეიძლებოდა ფატალურად დასრულებულიყო ყველაფერი და ჩვენი ჩემპიონი მოეკლათ. ეს არაა საპატიებელი!” – ამის შესახებ MMA-ის მსოფლიო ვიცე ჩემპიონი მარიამ თოფურია სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
-

ავარიის შემდეგ ქვეითი მიატოვა და გაიქცა… – პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაცდელში მიტოვებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და შეეჯახა ქვეითს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეჯახებისას მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) და 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
-

როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივლისს საქართველოში
11 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს წვიმას ელოდებიან. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
ახალციხეშიც წვიმააა, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +15 იქნება. წვიმა იქნება ახალქალაქშიც, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +29 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
ომალოშიც წვიმიანი დღეა. დღისით +23 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა გურჯაანში, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზე იქნება. დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზიანი დღეა. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
-

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღე ენერგიულად დაიწყება. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად და ახალი იდეების განსახორციელებლად. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.კურო
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე დაგჭირდებათ. მოერიდეთ სპონტანურ ხარჯებს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან სასიხარულო ამბავი გელით.ტყუპები
კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. წარმატებას მიაღწევთ მოლაპარაკებებსა და საქმიან შეხვედრებზე. სიყვარულში გულწრფელობა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.კირჩხიბი
დღე ოჯახურ საკითხებსა და ახლობლებთან ურთიერთობას დაეთმობა. კარგი დროა დაგეგმილი საქმეების მშვიდად დასასრულებლად. ჯანმრთელობასაც მეტი ყურადღება მიაქციეთ.ლომი
თქვენი თავდაჯერებულობა ბევრ კარს გაგიღებთ. შესაძლებელია საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. ეცადეთ, ემოციებმა გადაწყვეტილებების მიღებაზე არ იმოქმედოს.ქალწული
პროდუქტიული დღეა სამუშაოსა და სწავლისთვის. დეტალებზე ყურადღება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. საღამოს დასვენებისთვის დრო აუცილებლად გამონახეთ.სასწორი
პირად ურთიერთობებში ჰარმონიის აღდგენის კარგი შესაძლებლობა გექნებათ. ახალი ნაცნობობა შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვან კავშირად გადაიქცეს.მორიელი
ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.მშვილდოსანი
აქტიური და დატვირთული დღე იქნება. მოგზაურობის, სწავლის ან ახალი გამოცდილების მიღების სურვილი გაგიძლიერდებათ. ოპტიმიზმი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.თხის რქა
კარიერულ საკითხებში წინსვლის შანსი გამოჩნდება. მოთმინება და დისციპლინა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. მოერიდეთ გადაღლას.მერწყული
კრეატიული იდეები წარმატებას მოგიტანთ. კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად ან გეგმების გადახედვისთვის. მეგობრებთან ურთიერთობა პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.თევზებიემოციური, მაგრამ საინტერესო დღე გელით. ინტუიციას ენდეთ და არ შეგეშინდეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის. საღამოს დასვენება და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება ენერგიას შეგმატებთ.
-

„მოუშუშებელია ეს ტკივილი…“ – თბილისის N89 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის 89-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ნია პაპკიაურის გარდაცვალების გამო.
მოუშუშებელია ეს ტკივილი მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. მან ჩვენს გულებში წარუშლელი კვალი, სითბო და სიყვარული დატოვა.
თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი!“, – წერს სკოლა სოციალურ ქსელში. -

ხვალ შაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი – ნახეთ, რომელ ნიშნებზე საუბარი
ვერძი
დილიდანვე მოიცილეთ ნეგატიური აზრები და შეუდექით რუტინული საქმეების შესრულებას. თუნდაც პირადი ნივთების, სახლის დალაგებას, რომელიც დღეს არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ აქტუალურიც.
კურო
შეამცირეთ კომუნიკაცია, განსაკუთრებით ონლაინ: მიმოწერისას, შეიძლება დაუშვათ შეცდომა, რომელიც გამოიწვევს დაბნეულობას და, შედეგად, კონფლიქტს, რომელიც მალე არ მოგვარდება.
ტყუპი
დღეს ყველაზე მთავარია შეიკავოთ ემოციები, თუ ნეგატივს გააღვივებთ, ხვალ ინანებთ თქვენი სიტყვებისა და, განსაკუთრებით, ქმედებების გამო; არ უნდა მიიყვანოთ საქმე ღია დაპირისპირებამდე.
კირჩხიბი
ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც შეიძლება თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჩნდეს, დიდი ალბათობით, უსაფუძვლო იქნება, ამიტომ ეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ – ხვალ ის ბოდიშს მოგიხდით.
ლომი
ფრთხილად უნდა იყოთ სწრაფი და მარტივი ფულის გამომუშავების შეთავაზებებთან, განსაკუთრებით თუ მათ უცნობი ადამიანისგან მიიღებთ, თუმცა, ახლობლისგანაც კი შეიძლება საფრთხე იყოს.
ქალწული
ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო, აკრძალულია: თუნდაც მცირე თანხის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მატერიალური ზარალის ჯაჭვური რეაქცია – არ ღირს რისკი.
სასწორი
აკონტროლეთ ემოციები, ზედმეტმა გაღიზიანებამ შეიძლება საუკეთესო გავლენას არ მოახდინოს არც თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე და არც პირად ცხოვრებაზე.
მორიელი
პროვოკაციებზე ემოციური რეაგირებით კვებავთ ბოროტების ძალებს. უმჯობესია გამოიჩინოთ თავშეკავება და არ უპასუხოთ მათ.
მშვილდოსანი
არავის გაუზიაროთ ის პროფესიული იდეები, რაც გაქვთ: დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენს ოცნებებს სხვები მიისაკუთრებენ, განახორციელებენ და წარმატებასაც მიაღწევენ.
თხის რქა
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. და ნუ გასცემთ დაპირებებს, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ მათ შესრულებას და მოიპოვებთ არასანდო პარტნიორის რეპუტაციას.
მერწყული
უმჯობესია უარი თქვათ წარსულის ადამიანთან შესაძლო კომუნიკაციაზე – დიდი ალბათობით, ის თქვენს ცხოვრებაში ცუდი განზრახვებით გამოჩნდება, არ მისცეთ საშუალება დაანგრიოს თქვენი დღე და ამავდროულად თქვენი ცხოვრება.
თევზები
მნიშვნელოვანია ხანდაზმული ნათესავების დაცვა ცხოვრებისეული კატაკლიზმებისგან; მათ თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე გაუჭირდებათ.
-

26 წლის კაცი ხმაურმა შეაწუხა, დანა გამოიტანა და სკოლის მოსწავლეს ხუთჯერ დაარტყა – თბილისში მეზობელმა 15 წლის მოზარდი დაჭრა: ახალი დეტალები
თბილისში მეზობელმა 15 წლის მოზარდი ცივი იარაღით დაჭრა. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.
- შემთხვევა ღამით ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
TV პირველის“ ინფორმაციით, დაკავებული 26 წლის მამაკაცია. ის ქუჩაში მყოფი მოზარდების ხმაურმა შეაწუხა, მათ ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი სახლიდან დანა გამოიტანა და სკოლის მოსწავლეს, რომელიც იქ თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა, ხუთჯერ დაარტყა
ოჯახის წევრების თქმით, მოზარდს მთელი სხეული ცივი იარაღით აქვს დასახიჩრებული, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება
ბრალდებული არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.
-

🔴 ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ… – მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს საათებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 ივლისს, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მათივე ცნობით, შესაძლებელია, მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
-

🔴 ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ… – მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს საათებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 ივლისს, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მათივე ცნობით, შესაძლებელია, მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
