Blog

  • “აღარ გვყავს… მდუმარებით და ცრემლიანი ვწერ ამ პოსტს…“ – კოლეგები და მეგობრები საოპერო მომღერალს ემშვიდობებიან

    “აღარ გვყავს… მდუმარებით და ცრემლიანი ვწერ ამ პოსტს…“ – კოლეგები და მეგობრები საოპერო მომღერალს ემშვიდობებიან

    საოპერო მომღერალი ლელა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ლელა ვაშაყმაძე მძიმე სენს ებრძოდა. სამწუხაროდ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა.

    „ჩვენი ლელუკა აღარ გვყავს… გარდაიცვალა საოპერო დასის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ჩემი მეგობარი ლელა ვაშაყმაძე…უფალმა აცხონოს და მოიხსენოს შენი სული…“,- წერს ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე.

    ლელა ვაშაყმაძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს პიანისტი საბა მიქელაძეც.

    „ლელა, ძალიან გვატკინე გული. მდუმარებით და თან ცრემლიანად ვწერ ამ პოსტს. მთელი ჩემი გულით გგულშემატკივრობდი და მიუხედავად დაავადების ვერაგობისა, მაინც მჯეროდა, რომ გაიმარჯვებდი… შენი სიცოცხლე ამით არ მთავრდება… სულ გვემახსოვრები… გვიყვარხარ …. ნათელი შენს სულს შენს სულს…“, – წერს საბა მიქელაძე.

  • 9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე ენერგიულად დაიწყება. წარმატებას მიაღწევთ იმ საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან საინტერესო სიახლე გელოდებათ.

    კურო
    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.

    ტყუპები
    კომუნიკაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი ზარი სასარგებლო შესაძლებლობას გაგიხსნით. იდეების განხორციელება წარმატებით დაიწყება.

    კირჩხიბი
    საკუთარ ჯანმრთელობასა და დასვენებას მეტი ყურადღება დაუთმეთ. სამსახურში მოთმინება დაგეხმარებათ დაძაბული სიტუაციების თავიდან აცილებაში.

    ლომი
    დღე თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. შეძლებთ ლიდერული თვისებების გამოვლენას და გარშემომყოფების მხარდაჭერის მოპოვებას. სიყვარულშიც სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.

    ქალწული
    პრაქტიკული მიდგომა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. ნუ გადაიღლებით წვრილმანებზე ფიქრით — ზოგჯერ მოვლენებს ბუნებრივი განვითარება სჭირდება.

    სასწორი
    კრეატიული იდეები და ახალი პროექტები წარმატების საფუძველი გახდება. კარგი დროა მეგობრებთან ურთიერთობისა და სამომავლო გეგმების დასაწყებად.

    მორიელი
    სამუშაოსა და ოჯახურ საკითხებს შორის ბალანსის დაცვა მოგიწევთ. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სწორად მიღებაში.

    მშვილდოსანი
    ახალი გამოცდილებისა და მოგზაურობის სურვილი გაგიძლიერდებათ. სასარგებლო ინფორმაციის მიღება ან ახალი ცოდნის შეძენა მომავალში დიდ უპირატესობას მოგცემთ.

    თხის რქა
    ფინანსური საკითხების მოწესრიგებისთვის ხელსაყრელი დღეა. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს და ყურადღება გაამახვილეთ გრძელვადიან გეგმებზე.

    მერწყული
    დღე პარტნიორულ ურთიერთობებში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. თანამშრომლობა და კომპრომისი საუკეთესო შედეგს მოგიტანთ როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში.

    თევზებიდღე ნაყოფიერი იქნება ყოველდღიური საქმეების დასასრულებლად. ინტუიციას ენდეთ – ის სწორ გზას გაჩვენებთ. საღამოს მშვიდი გარემო ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

  • VIDEO: შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა იქორწინეს – ვრცელდება კადრები

    VIDEO: შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა იქორწინეს – ვრცელდება კადრები

    შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა, ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძემ იქორწინეს.

    კადრებს სოციალურ ქსელში შორენას ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე ავრცელებს. როგორც კადრებიდან ირკვევა, ცერემონია იტალიაში, კომოს ტბაზე გაიმართა.

    აღსანიშნავია, რომ დღეს შორენას დაბადების დღეა.

  • მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები

    მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები

    როდის გაქრება დედამიწაზე ბოლო მცენარე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას პლანეტარული მეცნიერების სპეციალისტები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით შეეცადნენ. მათი გათვლებით  ჩვენს პლანეტაზე ბოლო მცენარე შეიძლება 1.87 მილიარდ წელში მოკვდეს. ამ დროისთვის მზის სიკაშკაშე დაახლოებით 20%-ით გაიზრდება, რაც, სავარაუდოდ, დედამიწის მწვანე საფარს სრულად გაანადგურებს.

    მცენარეები დედამიწის მთლიანი ბიომასის დაახლოებით 80%-ს შეადგენს და დღეს მათ არსებობისთვის აუცილებელი პირობები – მზის სინათლე, წყალი და ნახშირორჟანგი – საკმარისი რაოდენობით აქვთ. თუმცა, მეცნიერებს აინტერესებდათ, რამდენ ხანს შენარჩუნდება ეს გარემო. სწორედ ამიტომ, მათ სამგანზომილებიანი კლიმატური მოდელი შექმნეს, რომელმაც მომდევნო 2 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწის სავარაუდო პირობები შეაფასა. კვლევის მთავარი ყურადღება მზის სიკაშკაშის ზრდასა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის ცვლილებაზე გამახვილდა.

    მოდელირებისას სპეციალისტებმა გაითვალისწინეს დედამიწის ბუნებრივი კარბონატ-სილიკატური ციკლიც. ამ პროცესის დროს ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგი თანდათან ოკეანეებში გადადის, ფსკერზე ილექება და ქანებად გარდაიქმნება, შემდეგ კი ტექტონიკური მოძრაობებისა და ვულკანური ამოფრქვევების შედეგად ისევ ატმოსფეროში ბრუნდება.  უცნობია, რამდენადაა ეს ყველაფერი ხმელეთის ტემპერატურაზე დამოკიდებული, ამიტომ მეცნიერებმა სუსტი და ძლიერი ციკლის სიმულაციები შექმნეს.

    სიმულაციების ერთ-ერთ სცენარში დედამიწაზე ტემპერატურა თითქმის უცვლელი დარჩა, თუმცა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ასეთ პირობებში მცენარეებს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნახშირორჟანგი აღარ ეყოფათ, რის გამოც, მეცნიერების შეფასებით, ისინი დაახლოებით 1.84 მილიარდ წელში სრულად გადაშენდებიან.

    მეორე, სუსტი კარბონატ-სილიკატური ციკლის მოდელში, პირიქით, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია პრაქტიკულად არ შეცვლილა, თუმცა დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 65°C-ს მიაღწია. ამ სცენარის მიხედვით, მცენარეული სიცოცხლე დაახლოებით 1.87 მილიარდ წელს გასტანს, რაც უფრო ხანგრძლივი პერიოდია, ვიდრე ამ თემაზე ჩატარებული სხვა კვლევების უმეტესობა ვარაუდობს.

    თუ ეს პროგნოზი გამართლდება, დედამიწაზე ფოტოსინთეზური ბიოსფერო იმ პერიოდამდე იარსებებს, სანამ პლანეტა წყლის დაკარგვას დაიწყებს. თუმცა კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სიმულაციებში არც მცენარეების შესაძლო ევოლუცია და არც მომავალი ტექნოლოგიური განვითარების გავლენა არ გაუთვალისწინებიათ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, სწორედ ამ ფაქტორებმა მომავალში მცენარეთა ბედზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

  • გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი

    გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი

    ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ტარიელ ჭანტურიას ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

    ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

    პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ -1964 წელს.

    მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ.

    ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.

  • მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

    მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

    მარნეულში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • SOS‼️‼️საგანგაშო ვითარება თბილისის საცხოვრებელ კორპუსში❌ ვაიმეე…🥹😢ეს რა ხდებაა…😱😱 (ვიდეო)

    SOS‼️‼️საგანგაშო ვითარება თბილისის საცხოვრებელ კორპუსში❌ ვაიმეე…🥹😢ეს რა ხდებაა…😱😱 (ვიდეო)

    SOS! “სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია” – “საგანგაშო ვითარება თბილისის ერთ-ერთ კორპუსში, რას ამბობენ ადგილობრივები?

     

  • “ჯანმრთელობისთვის საშიშია, შეიცავს კიბოს გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებას”

    “ჯანმრთელობისთვის საშიშია, შეიცავს კიბოს გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებას”

    “შეიცავს კიბოს გამომწვევ ნივთიერებას”- ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია სათამაშოზე, რომელიც ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

  • “დავიჯერო ეს ნამდვილია?”

    “დავიჯერო ეს ნამდვილია?”

    ლიფტის რიგები ბათუმში – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    55-1783508500.jpg

  • კახეთი ამ წუთებში – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    კახეთი ამ წუთებში – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და სარდაფი დაიტბორა.

    📽️ მთავარი ამბები კახეთიდან