Blog

  • 🔻 რა ხდება ამ წუთებში რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზაზე – კადრები ადგილიდან იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 რა ხდება ამ წუთებში რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზაზე – კადრები ადგილიდან იხილეთ კომენტარებში ⤵️

    ძლიერმა წვიმამ დედაქალქში და მათ შორის ქალაქ რუსთავში პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში ვრცელდება რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ წყალმა მანქანის სავალი ნაწილი დატბორა.

  • წვიმებს სიცხე ჩაანაცვლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ივლისიდან

    წვიმებს სიცხე ჩაანაცვლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ივლისიდან

    7-9 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ძლიერი წვიმებისა და უამინდობის შემდეგ, ამინდი ეტაპობრივად გაუმჯობესდება.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან ნალექი შესუსტდება და ქვეყნის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 ივლისიდან საქართველოში კვლავ მზიანი და თბილი ამინდები დამყარდება.

    დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +31-დან +36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა +37 გრადუსსაც მიაღწიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შედარებით გრილი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა დღის მეორე ნახევარში ადგილ-ადგილ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი კვლავ შესაძლებელია.

    შეგახსენებთ, რომ 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებითი წვიმა, ზოგან ძლიერი, რის გამოც შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

  • თბილისში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

    თბილისში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

    თბილისში, გია ჭანტურიას ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ჯგუფები.

    „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

  • თეონა კონტრიძე საზოგადოებას აფრთხილებს – “აბსოლუტური ჯოჯოხეთია!

    თეონა კონტრიძე საზოგადოებას აფრთხილებს – “აბსოლუტური ჯოჯოხეთია!

    “ოზემპიკი” – გახდომის საშუალებად ქცეული დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი. სიმსივნური დაავადების მაღალი რისკი და “კურიერი P.S“-ის ექსპერიმენტი.

  • რას ჰყვება გიორგი ყიფშიძე?

    რას ჰყვება გიორგი ყიფშიძე?

    რას ვერ პატიობს გიორგი ყიფშიძეს ვაჟი, ალექსანდრე, რომელიც მეორე ქორწინებიდან ჰყავს. გიორგი ყიფშიძე “დედების პოდკასტში” საუბრობს.

  • „ზღვისპირა ქალაქებში, იყავით ფრთხილად…“ – გოგა მანია

    „ზღვისპირა ქალაქებში, იყავით ფრთხილად…“ – გოგა მანია

    გოგა მანია სოციალურ ქსელში ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.

    „6 ივლისი, 2026 წლის ახალი ჩანაწერი ( წინასწარმეტყველება)
    იყავით ფრთხილად ზღვისპირა ქალაქებში და არა მარტო… შოვის მსგავსი საკითხების წინაშე დავდგებით! გაუფრთხილდით ერთმანეთს. ძალიან დიდი ნგრევები წლის სახით, მცოცავი მიწა! სახლებს მიხედეთ! სრულიად საქართველოს ეხება! ძალიან ბევრი აღმოსავლეთით და დასავლეთში“,- წერს გოგა მანია.

  • 🔻 “ვე­ნე­ბი და­ხეთ­ქი­ლი იყოო, თრომ­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა და ექიმ­მა ვერ გა­ი­გო” –  10 წლის ბიჭის ოჯახი მედიკოსების დასჯას ითხოვს.

    🔻 “ვე­ნე­ბი და­ხეთ­ქი­ლი იყოო, თრომ­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა და ექიმ­მა ვერ გა­ი­გო” – 10 წლის ბიჭის ოჯახი მედიკოსების დასჯას ითხოვს.

    10 წლის ბი­ჭის ოჯა­ხი კლი­ნი­კა “გორ­მე­დის” ექი­მე­ბის დას­ჯას და მათ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ითხოვს. მათი თქმით, მე­დი­კო­სე­ბის გულ­გრი­ლო­ბი­სა და არას­წო­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მო­ზარდს ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და.

    ვიდეო: “ფორმულა”

     

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

    გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი, კახეთის რეგიონში- ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

  • ქალს 6 წლის შვილი იმ სახლის აუზში დაეხრჩო, სადაც დამლაგებლად მუშაობდა

    ქალს 6 წლის შვილი იმ სახლის აუზში დაეხრჩო, სადაც დამლაგებლად მუშაობდა

    საბერძნეთში, მესინიის რეგიონის სოფელ იალოვაში, 6 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის აუზში დაიხრჩო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც იმავე სახლში დამლაგებლად მუშაობდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

    გავრცელებული ცნობებით, ალბანელი ქალი ზედა სართულზე დასუფთავების სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ბავშვი მისი ყურადღების მიღმა დარჩა. წინასწარი ინფორმაციით, ბიჭს ფეხი დაუცდა და აუზში ჩავარდა, რაც თავდაპირველად ვერავინ შენიშნა.

    ცოტა ხნის შემდეგ დედამ ბავშვი აუზში უგონო მდგომარეობაში იპოვა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა რეანიმაციული ღონისძიებები დაიწყეს და ბავშვი პილოსის ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმებისა და მაშველების მცდელობის მიუხედავად, ექვსი წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბავშვის დედა, რომელიც დააკავეს, შოკურ მდგომარეობაშია.

    მედიის ინფორმაციით, 33 წლის დედა გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც, რომელმაც ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს.

    გავრცელებული ცნობებით, ქალი ბოლო სამი წელია განქორწინებული იყო და შვილთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, 6 წლის ბიჭი მისი ერთადერთი შვილი იყო.

    ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ, აღნიშნავენ, რომ იგი შვილთან ძალიან ახლოს იყო, უზომოდ უყვარდა და მასზე ზრუნავდა.

  • 🔻 ტრაილერი ხრამში გადავარდა – ცნობილი ხდება შროშა-რიკოთის მონაკვეთზე დაღუპული მამაკაცის ვინაობა – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 ტრაილერი ხრამში გადავარდა – ცნობილი ხდება შროშა-რიკოთის მონაკვეთზე დაღუპული მამაკაცის ვინაობა – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    შროშა-რიკოთის მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა – 32 წლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა – ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს და წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მათივე ცნობით, დაღუპულია სამტრედიელი გოჩა შენგელია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია