Blog

  • რა მისწერა ნია იმნაძის ბიძამ ეკა კუპატაძეს? – გიგა ავალიანის დედა “სქრინს” აქვეყნებს

    რა მისწერა ნია იმნაძის ბიძამ ეკა კუპატაძეს? – გიგა ავალიანის დედა “სქრინს” აქვეყნებს

    “ვი­საც ლ(ь)ეგი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი გაქვთ, 2-3 დღის შემ­დეგ ჩავ­წერ პა­ტა­რა ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ავ­ხსნი დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს, რა კი­თხვებ­საც წა­ვა­წყდე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში” – ამის შე­სა­ხებ მოკ­ლუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

    მისი თქმით, ნია იმ­ნა­ძის ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი და ად­ვო­კა­ტი არის მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი.

    გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ასე­ვე წერს, რომ 24 იან­ვრის ღა­მეს თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის ძმამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­წე­რა. ეკა კუ­პა­ტა­ძე ე.წ. სქ­რინს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ნია იმ­ნა­ძის ბიძა ამ­ბობს, რომ ნიამ გი­გა­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და.

    “ვი­საც ლ(ь)ეგი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი გაქვთ, 2-3 დღის შემ­დეგ ჩავ­წერ პა­ტა­რა ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ავ­ხსნი დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს, რა კი­თხვებ­საც წა­ვა­წყდე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. და­მერ­წმუ­ნეთ, ჩემ­ზე სრულ­ყო­ფი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო ამ საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს!

    დღეს, “ფე­ის­ბუ­ქის:” ალ­გო­რით­მმა რამ­დენ­ჯერ­მე ამო­აგ­დო “მთა­ვა­რი”-ის გვერ­დზე 24 იან­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის პოს­ტი. (ვდებ სქ­რინს.)

    23-24 იან­ვარს აღვწერ დე­ტა­ლუ­რად: 23 იან­ვრის სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე პო­ლი­ცია თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად შე­ვი­და ყვე­ლა ოჯახ­ში, ჩხრე­კის მიზ­ნით. (სა­ღა­მოს იმი­ტომ, რომ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი სახ­ლში ყო­ფი­ლი­ყო და არა იმი­ტომ, რომ “არაშ­რუ­ლჭ­ლოვ­ნე­ბის” ოჯა­ხე­ბი და­ე­ბულ(ь)ინ­გე­ბი­ნათ.)

    რა თქმა უნდა, ნავ­რო­ზაშ­ვი­ლებ­მა ის­ტე­რი­კე­ბი ატე­ხეს და პო­ლი­ცი­ას კარი არ გა­უ­ღეს ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე. (არც ერთ სხვა ოჯახ­ში მსგავ­სი სცე­ნე­ბი არ გა­მარ­თუ­ლა.) ად­ვო­კა­ტის მობ­რძა­ნე­ბამ ჩხრე­კის პრო­ცე­სის და­წყე­ბა და­აგ­ვი­ა­ნა და დამ­თავ­რდა, როცა უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო 24 იან­ვა­რი. (თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვილ­მა მო­ას­წრო თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნის გა­და­მალ­ვა.)

    ნავ­რო­ზაშ­ვი­ლებ­მა იგ­რძნეს, რომ საფრ­თხე რე­ა­ლუ­რი იყო, თან ამ დროს ჩი­ქო­ვა­ნის დედა უკვე შიმ­შო­ლობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან. ჩხრე­კის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ცოტა ხან­ში, 24 იან­ვრის ღა­მის 3:51 სთ-ზე, თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის ძმა ლუ­კას ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი მიგ­ზავ­ნის მე­სიჯს. (ვდებ სქ­რინს.) მე ვერ ვნა­ხე მე­სი­ჯი, რად­გან ჩა­ვარ­და “სპა­მებ­ში”.

    ამის შემ­დეგ, ის­ტე­რი­ჩკა დე­დი­კომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, იმა­ვე ღა­მეს, როცა სახ­ლში ნამ­დვი­ლი წი­ო­კი ჰქონ­დათ, “იპო­ვა” არაშ­რუ­ლჭ­ლო­ვა­ნი შვი­ლი­კოს წე­რი­ლი მა­თე­მა­ტი­კის რვე­ულ­ში და აპოს­ტა. (გახ­სოვთ ალ­ბათ ის “წე­რი­ლი”, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ად­ვო­კა­ტის კარ­ნა­ხით იყო და­წე­რი­ლი და აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ სა­სა­მარ­თლომ ეს წე­რი­ლი არ მი­ი­ღო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად.) სა­ზო­გა­დო­ე­ბა მიხ­ვდა, რომ წე­რი­ლი იყო სხვი­სი კარ­ნა­ხით და­წე­რი­ლი და თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვილ­მა კი­დევ “აჯა­ხა” პოს­ტი, სა­დაც ეწე­რა ის, რა­საც მთა­ვა­რის გვერ­დზე გვიტ­რი­ა­ლებს დღეს ფე­ის­ბუ­ქის ალ­გო­რით­მი.

    თქვე­ნი ეგოს და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ლ(ь)ეგი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი ვი­საც გაქვთ, აქ არ გაქვთ კი­თხვა, რა­ტომ მიმ­ტკი­ცებს მე ლუ­კას ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი, რომ ნი­ა­კო უდა­ნა­შა­უ­ლოა და იმავდრო­უ­ლად (იმა­ვე დღეს) რა­ტომ პოს­ტა­ობს თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი, რომ ეკამ იცის ნი­ა­კოს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბაო?

    გთხოვთ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, ლუ­კას ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის მე­ო­რე მე­სი­ჯის თა­რიღ­საც. ეს არის დღე, როცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა. ანუ, ოღონდ იმ­ნა­ძე გა­დარ­ჩეს და წყალს წა­უ­ღია გა­ბაშ­ვი­ლი და ჩი­ქო­ვა­ნიო. (რი­კა­ძის ოჯა­ხი სა­ნაგ­ვე­ზე ცოტა ადრე მო­ის­რო­ლეს.)ახ­ლაც, როცა მე­რაბ მაი ამ­ბო­ბენ, რომ ნი­ა­კო უდა­ნა­შა­უ­ლოა. ე.ი. მათი გეგ­მით ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ბაშ­ვილს მი­ა­წო­და მა­ლა­ნი­ამ და წყალს წა­უ­ღია მა­ლა­ნი­ე­ბი, ოღონდ “ნი­ა­კო” გა­მო­აძ­ვრი­ნონ.

    ყვე­ლა ქმე­დე­ბა­ში ჩანს მათი მა­ნი­პუ­ლა­ცია ნე­ბი­მი­ერ პი­როვ­ნე­ბა­ზე. ამ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რიც და ად­ვო­კა­ტიც, არის მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი. თუმ­ცა ვერ გა­ა­ცუ­რეს ექი­მე­ბი და მა­ლე­ვე გა­ამ­წე­სეს იზო­ლა­ტორ­ში! ვერ გა­ა­ცუ­რეს სა­სა­მარ­თლო! ნია იმ­ნა­ძეს ვე­და­ვე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით არა­ჯან­სა­ღი აზ­როვ­ნე­ბის და არამ­დგრა­დი ნე­ბის­ყო­ფის მქო­ნე გა­ბაშ­ვი­ლის წა­ქე­ზე­ბას და არა მკვლე­ლო­ბის დაკ­ვე­თას!” – წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

  • ,,უბ­რა­ლოდ წა­ი­კი­თხეთ ეს სი­ტყვე­ბი” – რა სქრინებს ასაჯაროებს ნია იმნაძის ბებია?

    ,,უბ­რა­ლოდ წა­ი­კი­თხეთ ეს სი­ტყვე­ბი” – რა სქრინებს ასაჯაროებს ნია იმნაძის ბებია?

    ნია იმ­ნა­ძის ბე­ბია, შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, ერთი ოჯა­ხის ენით აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­ო­რე ოჯა­ხის 16 წლის ბავ­შვის სა­ჯა­როდ გა­ნად­გუ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

    და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ზარ­დის ბე­ბია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­ვე, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის (SASHKAAA) და ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რის “სქ­რი­ნებ­საც” აქ­ვეყ­ნებს.

    ,,კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის, სად და რა სი­ტყვე­ბით წა­ა­ქე­ზა ნია იმ­ნა­ძემ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი გიგა ავა­ლი­ან­ზე თავ­დას­ხმის­თვის?

    ათი თვე გა­ვი­და. ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა. ამო­ღე­ბუ­ლი იყო ტე­ლე­ფო­ნე­ბი, შეს­წავ­ლი­ლი იყო მი­მო­წე­რე­ბი, და­კი­თხუ­ლი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

    ნია არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში – 16 წლის ბავ­შვის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და უმ­ძი­მე­სი და და­უნ­დო­ბე­ლი სა­ჯა­რო კამ­პა­ნია.

    16 წლის ბავ­შვი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე გა­ა­სა­მარ­თლა – საქ­მის მა­სა­ლე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე.

    წინა პოს­ტში გა­გი­ზი­ა­რეთ ვა­ლე­რი­ან იმ­ნა­ძის მიერ გად­მოგ­ზავ­ნი­ლი სქ­რი­ნე­ბი 34-ე ტო­მი­დან, და რას ვხე­დავთ იქ?

    29-30 სექ­ტემ­ბე­რი – თავ­დას­ხმამ­დე.

    ეს არის ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის (SASHKAAA) და ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რა.

    ნია ამ სა­უ­ბარ­ში სა­ერ­თოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობს.

    ალექ­სან­დრე ამ­ბობს:

    „ძლივს და­ვა­ჯე­რე რომ არა­ფერს არ ვა­პი­რებ“

    შემ­დეგ:

    „ანუ ამან არ უნდა გა­ი­გოს არა­ფე­რი “ ვაფ­შე.

    „არა­ფე­რი“

    ანი:

    „მა­გას ვერც გა­ი­ფიქ­რებს რო ცემ“

    ალექ­სან­დრე ნიას მე­გო­ბარს სთხოვს, ნიას უთხრას, თით­ქოს:

    „ვი­თომ პროს­ტა და­ვე­ლა­პა­რა­კე და ვსო იმ მა­თე­მა­ტი­კას“

    ამა­ვე სა­უ­ბარ­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ნიამ რო “ცემა-ტყე­პა გა­ი­გოს ” ალექ­სან­დრეს და­შორ­დე­ბა.

    უბ­რა­ლოდ წა­ი­კი­თხეთ ეს სი­ტყვე­ბი და და­ფიქ­რდით: თუ ნიამ ალექ­სან­დრე გი­გას ცე­მის­თვის წა­ა­ქე­ზა – რა­ტომ უმა­ლავ­და ალექ­სან­დრე ნიას, რომ ცე­მას აპი­რებ­და?

    თუ ნია იყო „წამ­ქე­ზე­ბე­ლი“ – რა­ტომ და­ა­ჯე­რა ალექ­სან­დრემ, რომ არაფ­რის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებ­და?

    თუ ნია ითხოვ­და ძა­ლა­დო­ბას – რა­ტომ ეუბ­ნე­ბა მე­გო­ბარს, რომ ნიამ არა­ფე­რი უნდა გა­ი­გოს?

    თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნიას სურ­ვი­ლით ხდე­ბო­და – რა­ტომ ფიქ­რობ­დნენ, რომ სი­მარ­თლის გა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნია გაბ­რაზ­დე­ბო­და და შე­საძ­ლოა ალექ­სან­დრეს და­შო­რე­ბო­და?

    და რა­ტომ წე­რია თავ­დას­ხმამ­დე: „მა­გას ვერც გა­ი­ფიქ­რებს რო ცემ“?

    რას ამ­ბობს კა­ნო­ნი „წა­ქე­ზე­ბა­ზე“? – სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 24-ე მუხ­ლი ამ­ბობს: „წამ­ქე­ზე­ბე­ლია ის, ვინც და­ი­ყო­ლია სხვა პირი გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად.“

    სწო­რედ ამი­ტომ ვსვამთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვას:

    • სად არის და­ყო­ლი­ე­ბა? – გვაჩ­ვე­ნეთ ნიას სი­ტყვე­ბი.
    • რა უთხრა? – გვაჩ­ვე­ნეთ მისი შე­ტყო­ბი­ნე­ბა.
    • რა და­წე­რა? – გვაჩ­ვე­ნეთ მისი მი­თი­თე­ბა.
    • რა მოს­თხო­ვა ალექ­სან­დრეს? – ამ მი­მო­წე­რა­ში კი­დევ ერთი რამ გვხვდე­ბა.

    ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მონ­სტრად წარ­მო­უდ­გი­ნეს, ამ პი­რად სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ის ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც: „ჭი­ან­ჭვე­ლა­საც არ მოკ­ლავს.“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­დის და რა გა­რე­მო­ე­ბა­ში იწე­რე­ბა ეს სი­ტყვე­ბი. ეს არ და­წე­რი­ლა ნიას და­სა­ცა­ვად , არ და­წე­რი­ლა სა­სა­მარ­თლოს­თვის, არ და­წე­რი­ლა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ – ეს იყო პი­რა­დი სა­უ­ბა­რი ტრა­გე­დი­ამ­დე, რო­დე­საც არა­ვის წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­დათ, რა ელო­დათ წინ.

  • ადვოკატი უახლეს ვიდეოს აქვეყნებს ექსკურსიაზე დაკარგულ ბიჭზე

    ადვოკატი უახლეს ვიდეოს აქვეყნებს ექსკურსიაზე დაკარგულ ბიჭზე

    უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს ამ­ბავს, რო­მე­ლიც 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბიჭს ეხე­ბა. 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ მო­ზარ­დის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.

    გუ­რა­მი მლე­თა­ში მე­გო­ბა­რი ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფს გაჰ­ყვა. ყვე­ლა მათ­გა­ნი, 13 ადა­მი­ა­ნი, თბი­ლის­ში ისე დაბ­რუნ­და, რომ არც ერთ მათ­განს არ აქვს პა­სუ­ხი, სად გაქ­რა მათი მე­გო­ბა­რი გუ­რა­მი და რა­ტომ არ დაბ­რუნ­და მათ­თან ერ­თად.

    გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გავ­რცელ­და წარ­წე­რით: “მე­გობ­რე­ბო, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ ლო­მი­სა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც მკვეთ­რად ის­მის სა­ვა­რა­უ­დოდ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ (გუ­რი­კა) და­დი­ა­ნი­ძის გან­წი­რუ­ლი ხმა: „წა­მო­დი, ბიჭო“, „კახა“, „არ მი­მა­ტო­ვო, გეხ­ვე­წე­ბი“. ვი­დე­ოს ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად ვი­დეო გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ექ­სპერ­ტი­ზა­ზე.”

    და­დი­ა­ნი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ამ თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ დე­დამ ვი­დე­ო­ში შვი­ლის ხმა ამო­იც­ნო.

     

  • სიახლე 1-ელი, მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის – “წარმოუდგენლად დიდი სამუშაო ჩატარდა”

    სიახლე 1-ელი, მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის – “წარმოუდგენლად დიდი სამუშაო ჩატარდა”

    სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე, ეს მსოფლიო პრაქტიკითა არის დადგენილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

    გივი მიქანაძის თქმით, რეფორმა, სასკოლო ფორმების შემოღებასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებზეა ორიენტირებული.

    წყარო: ​palitravideo.ge

  • საუკუნის ძარცვა თბილისში – დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა

    საუკუნის ძარცვა თბილისში – დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა

    10 წლის წინ, „საქართველოს ბანკიდან“ დამნაშავემ 10 მილიონამდე ლარის გატაცება მოახერხა. მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ 39 წლის ილია გელაშვილი 2015 წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 197 771 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა, ნაქურდალი ფული კი, წინასწარი შეთანხმებით, მისმა ნაცნობებმა – თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ გადამალეს.

    თანხის დიდი ნაწილი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

    ვინ არის ილია გელაშვილი?

    ილია გელაშვილი დაიბადა ბორჯომში, სკოლა დაამთავრა გორში. მისი ოჯახის და სხვა წევრების შესახებ ცნობილი არაფერია.

    „საქართველოს ბანკში“ მუშაობამდე ილია გელაშვილი „პრივატბანკის“ თანამშრომელი იყო და საინკასაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.

    თუმცა, მას შემდეგ, რაც „პრივატბანკი“ „საქართველოს ბანკმა“ შემოიერთა, ილია გელაშვილი გაერთიანებული საინკასაციო სამსახურის ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე დაინიშნა.

    სამუშაო დღის ბოლოს ინკასაციის მიერ ფილიალებიდან ამოღებული თანხის ტრანსპორტირების მეთვალყურეობა სწორედ გელაშვილს ევალებოდა.

    ილია გელაშვილი ამ დრომდე იძებნება.

  • ცნობილია, როდის დაიწყება 2026-2027 სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში

    ცნობილია, როდის დაიწყება 2026-2027 სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში

    საქართველოში 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ეს თარიღი უცვლელი რჩება და შესაბამისი სასწავლო კალენდარიც უკვე განსაზღვრულია.

    რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ასევე 15 სექტემბრიდან განახლდება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და სააღმზრდელო პროცესი სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

    2026-2027 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება პირველ კლასში მიღების წესსაც. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლაში პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
    სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები ისარგებლებენ ზამთრის, საგაზაფხულო და სააღდგომო არდადეგებით, ხოლო კლასების მიხედვით სასწავლო პროცესის დასრულების თარიღები განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული აკადემიური კალენდრის შესაბამისად განისაზღვრება.

    წყარო: ​primetime.ge

  • ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები” – გურამის დედა ადასტურებს რომ ეს არის მისი შვილის ხმა.

    ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები” – გურამის დედა ადასტურებს რომ ეს არის მისი შვილის ხმა.

    უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს ამ­ბავს, რო­მე­ლიც 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბიჭს ეხე­ბა. 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ მო­ზარ­დის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.

    გუ­რა­მი მლე­თა­ში მე­გო­ბა­რი ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფს გაჰ­ყვა. ყვე­ლა მათ­გა­ნი, 13 ადა­მი­ა­ნი, თბი­ლის­ში ისე დაბ­რუნ­და, რომ არც ერთ მათ­განს არ აქვს პა­სუ­ხი, სად გაქ­რა მათი მე­გო­ბა­რი გუ­რა­მი და რა­ტომ არ დაბ­რუნ­და მათ­თან ერ­თად.

    გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გავ­რცელ­და წარ­წე­რით: “მე­გობ­რე­ბო, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ ლო­მი­სა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც მკვეთ­რად ის­მის სა­ვა­რა­უ­დოდ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ (გუ­რი­კა) და­დი­ა­ნი­ძის გან­წი­რუ­ლი ხმა: „წა­მო­დი, ბიჭო“, „კახა“, „არ მი­მა­ტო­ვო, გეხ­ვე­წე­ბი“. ვი­დე­ოს ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად ვი­დეო გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ექ­სპერ­ტი­ზა­ზე.”

    და­დი­ა­ნი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ამ თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ დე­დამ ვი­დე­ო­ში შვი­ლის ხმა ამო­იც­ნო.

    “ბოლო წა­მებ­ზე ნამ­დვი­ლად ის­მის გან­წი­რუ­ლი ხმა: “კახა, არ მი­მა­ტო­ვო, გეხ­ვე­წე­ბი”. გუ­რა­მის დედა კა­ტე­გო­რი­უ­ლად ადას­ტუ­რებს, რომ ეს არის მისი შვი­ლის ხმა. ეს ვი­დეო 12 წლის წინ და­ი­დო იუ­თუბ­ზე” – წერს კა­კა­ბა­ძე.

  • „აქ არ შეიძლება დაყოვნება… ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში“ – ექიმის საგანგებო გაფრთხილება

    „აქ არ შეიძლება დაყოვნება… ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში“ – ექიმის საგანგებო გაფრთხილება

    სმენის უეცარ დაქვეითებაზე, ექიმი, ნეიროოტოლოგი, ეკატერინე ხარხელი საუბრობს.

    „არსებობს სმენის ასაკობრივი დაქვეითება. სმენის დაქვეითება იწყება 40 წლის შემდეგ. არსებობს საინტერესო ფენომენი. სმენის უეცარი დაქვეითება მოწმენდილ ცაზე, რომელსაც არაფერი არ აპროვოცირებს. პაციენტები ამბობენ, რომ „გავიღვიძე და ცალ ყურში საერთოდ არ მაქვს სმენა”. აგვიანებენ ექიმთან ვიზიტს. ჰგონიათ, რომ ეს გაივლის, ჰგონიათ, რომ გოგირდოვანი საცობის პრობლემაა.

    აქ არ შეიძლება დაყოვნება, ეს არის ისეთი პათოლოგია, რომელიც სწრაფ, გადაუდებელ რეაგირებას და დახმარებას მოითხოვს. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში, თუ დროზე არ ჩაერიე, მერე ხდება შეუქცევადი ცვლილებების განვითარება ყურში და სმენა აღარ აღდგება.

    თუ უეცრად დაგვაკლდა სმენა ცალ ყურზე, განსაკუთრებით თუ ამას თავბრუსხვევა და ტინიტუსი ანუ ხმაური და შუილი თან ერთვის, მაშინ არ უნდა დააყოვნოთ და უნდა მიმართოთ სპეციალისტს“,- ამბობს ეკატერინე ხარხელი.