Blog

  • ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება… – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

    ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება… – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

    11 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,  10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • 12 აგვისტოს სამყარო უიშვიათესი ციური ფენომენის მოწმე გახდება – როგორ გამოვიყენოთ ეს ენერგია

    12 აგვისტოს სამყარო უიშვიათესი ციური ფენომენის მოწმე გახდება – როგორ გამოვიყენოთ ეს ენერგია

    ლითეროთერაპევტი, ფსიქოლოგი და ჟურნალისტი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2026 წლის 12 აგვისტოს სამყარო უიშვიათესი ციური ფენომენის მოწმე გახდება.

    „2026 წლის 12 აგვისტოს სამყარო უიშვიათესი ციური ფენომენის მოწმე გახდება: მერკური, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი გამთენიისას ცაზე თითქმის ერთ ხაზზე განლაგდებიან. ეს არ არის უბრალო ოპტიკური სწორება , ეს არის ცნობიერების ველში შექმნილი უძლიერესი „კოსმიური აკორდი“, რომელიც პლანეტების ინდივიდუალურ ენერგიებს ათასჯერ აძლიერებს.ამ კოსმიურ პორტალს განსაკუთრებულ ძალას სძენს იმავე კვირაში დასავლეთ ევროპასა და არქტიკაში მოსალოდნელი მზის სრული დაბნელება, ახალი მთვარე და პერსეიდების მეტეორული ნაკადის პიკი.

    ეს არის ერთგვარი კოსმიური Reset „ნულოვანი წერტილი“, სადაც წარსულის ილუზიები და ეგოს ძველი სტრუქტურები მსხვრევას იწყებს, რათა გზა დაუთმოს ახალ, 14-წლიან ევოლუციურ ციკლს.

    პლანეტარული არქიტექტურის კოდი:მერკური და მარსი: აზრის უზადო სიცხადესა და იდეების მყისიერ მატერიალიზაციას ააქტიურებენ.

    იუპიტერი: სულიერი გაფართოების, იღბლისა და უმაღლესი კოსმიური მფარველობის ენერგიას აფრქვევს.

    სატურნი: მოითხოვს მკაცრ დისციპლინასა და კარმულ პასუხისმგებლობას, რათა ოცნებები მიწაზე დაეშვას.

    ურანი და ნეპტუნი: ხსნიან უმაღლეს ცნობიერებას, ამახვილებენ ინტუიციას და ანგრევენ ძველ მენტალურ შაბლონებს.

    როგორ გამოვიყენოთ ეს უძლიერესი ენერგია?

    ენერგეტიკული წმენდა.

    დაბნელებისა და აღლუმის სინთეზი იდეალურია ტოქსიკური კავშირებისა და კარმული ვალების სამუდამოდ დასახურავად.

    სტრატეგიული მანიფესტაცია:

    ჩამოწერეთ მკაფიო, რეალისტური მიზნები. სატურნის მონაწილეობის გამო, სამყარო მხარს დაუჭერს მხოლოდ მათ, ვინც მზად არის პრაქტიკული მოქმედებისთვის.

    დუმილის პრაქტიკა:

    12 აგვისტოს მზის ამოსვლამდე 60-90 წუთით ადრე, როდესაც პლანეტები აღმოსავლეთ ჰორიზონტზე განლაგდებიან, გაატარეთ დრო მედიტაციასა და სრულ სიმშვიდეში , ეს დაგეხმარებათ კოსმიური გზავნილების პირდაპირ მიღებაში“,- წერს ასტროლოგი.

  • 10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ენერგიული დღე გელოდება. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. ფინანსებში სიფრთხილე გამოიჩინე.

    კურო

    სიმშვიდე და მოთმინება დღეს შენს სასარგებლოდ იმუშავებს. ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.

    ტყუპები

    აქტიური და საინტერესო დღეა. ახალი ამბავი, ან მოულოდნელი შეხვედრა გეგმებს შეგიცვლის. ენდე საკუთარ ინტუიციას.

    კირჩხიბი

    დღეს საკუთარ ემოციებს მეტი ყურადღება მიაქციე. სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

    ლომი

    შენი თავდაჯერებულობა დღეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. კარგი დღეა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და ინიციატივის გამოსაჩენად.

    ქალწული

    წვრილმანებზე ზედმეტად ნუ იდარდებ. ერთ მნიშვნელოვან საკითხზე კონცენტრირება უკეთეს შედეგს მოგიტანს. ფინანსური გადაწყვეტილებები კარგად აწონ-დაწონე.

    სასწორი

    ურთიერთობებში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. თუ რამე გაწუხებს, დღეს საუბრის დაწყებისთვის კარგი დროა.

    მორიელი

    ინტუიცია სწორ მიმართულებას გაჩვენებს. მოერიდე ზედმეტ ეჭვიანობასა და ემოციებზე აყოლას, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან.

    მშვილდოსანი

    ახალი შესაძლებლობა შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს. იყავი გახსნილი ცვლილებებისთვის და ნუ შეგეშინდება კომფორტის ზონის დატოვების.

    თხის რქა

    საქმიანი თვალსაზრისით პროდუქტიული დღეა. მოთმინებით დაწყებული საქმე კარგ შედეგს მოგიტანს. პირად ურთიერთობებში მეტი სითბო გამოიჩინე.

    მერწყული

    დღეს კრეატიული იდეები მოგივა. შესაძლოა საინტერესო შეთავაზება ან ახალი ნაცნობობა გამოჩნდეს. მხოლოდ ნუ იჩქარებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

    თევზები

    მშვიდი, მაგრამ ემოციური დღეა. საკუთარ გრძნობებს ყურადღება მიაქციე და ზედმეტად ნუ აიღებ სხვის პრობლემებს საკუთარ თავზე. საღამო დასვენებისთვის კარგი იქნება.

  • ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

    ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

    ნატა ვიბლიანის უფლებადამცველის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საზოგადოება საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეს შეიტყობს. ადვოკატი ამბობს, რომ ნატა ვიბლიანი ოფიციალურად მიიღებს დაზარალებულის სტატუსს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია.

    „ყველაფერი კეთდება სიმართლის დასადგენად! ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სამეგრელო ზემო – სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი ხელს უშლის გამოძიებას. მე მაქვს აქტიური კომუნიკაცია გამოძიებასთან და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მსგავსი რამ არ გამოკვეთილა. მსგავს ფაქტს რომ ადგილი ჰქონოდა, მე ვერავინ დამასწრებდა უმკაცრეს რეაგირებას! გთხოვთ, ნუ მიაწვდით ნატა ვიბლიანს გადაუმოწმებელ ინფორმაციას! ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება შეაფერხოს გამოძიება. თუ მე დავინახავ, რომ რომელიმე თანამდებობის პირი მართლაც ახდენს გამოძიებაზე ზეწოლას, მე ვიქნები პირველი, ვინც ამის შესახებ ხმას ამოიღებს. ეს გამიკეთებია არაერთ საქმეზე და მომავალშიც გავაკეთებ! შეგახსენებთ, რომ 35 წლის წინანდელ დანაშაულებრივ ფაქტებზე ახლახან დაიწყო გამოძიება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ რეალობაში. გვიწევს ძალიან ძველი ფაქტების აღდგენა, რაც დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. დაგველოდეთ“,- წერს ტარიელ კაკაბაძე.

    შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) დაიწყო.

    საგამოძიებო პროცესი დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვების შემდეგ აღიძრა.

  • „ძალიან ფრთხილად იყავით, ვისთან მიდიხართ და ვის ენდობით“ – გოგა მანია

    „ძალიან ფრთხილად იყავით, ვისთან მიდიხართ და ვის ენდობით“ – გოგა მანია

    ეზოთერიკოსი გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს. ის ეგზორციზმის საკითხზე საუბრობს.

    მისი თქმით, ადამიანები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდონ იმას, თუ ვის მიმართავენ დახმარებისთვის.

    „კიდევ ერთი გაფრთხილება: ძალიან ფრთხილად იყავით, ვისთან მიდიხართ და ვის ენდობით. ქალებს ეგზორციზმის ჩატარება არ შეუძლიათ, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ ასეთ ადამიანებს მიმართავთ“, – განაცხადა გოგა მანიამ.

  • გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა… – რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა

    გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა… – რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა

    მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ იმნაძის ბებიის მიერ გასაჯაროებული მიმოწერის შესახებ მისთვის დიდი ხანია ცნობილი იყო. მისი განმარტებით, აღნიშნული მიმოწერა ვითარებას არ ცვლის, ვინაიდან ნია იმნაძეს უშუალოდ მკვლელობას არავინ ედავებოდა, ბრალდება სწორედ დანაშაულის წაქეზებას ეხება.

    ეკა კუპატაძის შეფასებით, ის, რაც საქმის მასალებშია ასახული, წარმოუდგენელი და დაუჯერებელია.

    „ათმა არასრულწლოვანმა 4 დღეში დაგეგმა და ჩაიდინა მკვლელობა. თქვენზე მეტად მე მიკვირის. უფრო მეტად მიკვირს, რაც დევს საქმის მასალებში. მკვლელობისთანავე, როგორც კი ტაქსიში ჩაჯდა გაბაშვილი, დროის სიზუსტით გეუბნებით, მაშინვე წერს ანი ნასყიდაშვილს [შეტყობინებები] წაშალე.

    ტრაგედიამდე ალექსანდრე გაბაშვილი ChatGPT-ის აწვდის თავისი ელექტროშოკის ინფორმაციებს და ეუბნება გათიშავს თუ არა პიროვნებას, თან ეუბნება, დაივიწყე რაც გითხარი. ხალხო, ჩვენ საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ კრიმინალებთან. მე რა, რომ იყვნენ 17 წლის ბიჭები? ფაქტია, თქვენ ნახეთ მათი ძალადობის კადრები, მათ დარტყმის ტექნიკებიც იციან“, – განაცხადა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ, „TV პირველთან“.

  • „გააკეთეთ ეს 12 აგვისტომდე, აიღეთ გამხმარი დაფნის ფოთოლი…“ – თამუნა იოსელიანი

    „გააკეთეთ ეს 12 აგვისტომდე, აიღეთ გამხმარი დაფნის ფოთოლი…“ – თამუნა იოსელიანი

    ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს რეკომენდაციას, რომლის თანახმად, 12 აგვისტომდე შესრულებული სიმბოლური რიტუალი, ფინანსური კეთილდღეობისკენ მიმართული განზრახვის გაძლიერებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას უწყობს ხელს.

    „გააკეთეთ ეს 12 აგვისტომდე – გახსენით გზა კეთილდღეობისკენ! ეზოტერულ ტრადიციაში პლანეტარული ახალი წლის პერიოდი განახლებისა და ცხოვრების ახალი სცენარის არჩევის დროდ მიიჩნევა. ახლა კარგი დროა, გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას ფულის მიმართ და გაათავისუფლოთ ის შეზღუდვები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით.

    რიტუალი დაფნის ფოთლით:

    აიღეთ გამხმარი დაფნის ფოთოლი და ხელისგულებს შორის მოიქციეთ. წარმოიდგინეთ, როგორ რჩება ფინანსური სირთულეები წარსულში, ხოლო თქვენს წინ ახალი შესაძლებლობები იხსნება. სამჯერ ჩურჩულით წარმოთქვით:
    „მზის ნათელი ოქროს შობს, კეთილდღეობას ჩემს სახლში ამრავლებს. ფული მოდის, სიკეთე მოაქვს, ჩემს სახლში რჩება და ყოველდღე იზრდება!“

    ფრთხილად დაწვით დაფნის ფოთოლი არაწვად ჭურჭელზე, ხოლო გაციებული ფერფლი გარეთ, ქარში გაფანტეთ. უსაფრთხოების მიზნით: დაიცავით ხანძარსაწინააღმდეგო წესები და ცეცხლი უყურადღებოდ არ დატოვოთ.

    განამტკიცეთ თქვენი განზრახვა რეალური მოქმედებით: გადადეთ თქვენთვის კომფორტული თანხა, გააუქმეთ არასაჭირო გამოწერა ან გადადგით ერთი ნაბიჯი დამატებითი შემოსავლისკენ“, – წერს თამუნა იოსელიანი.

  • რას ეუბნება ნია იმნაძე მამას.ჩანაწერი სახლში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატიდან.

    რას ეუბნება ნია იმნაძე მამას.ჩანაწერი სახლში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატიდან.

    მოკლული მასწავლებლის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეზე მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული, სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ.

    სონიძის განმარტებით, ჩანაწერში ვალერ იმნაძე შვილს ეუბნება, რომ ბრალდებულს აღნიშნული ქმედება არ უნდა ჩაედინა და არასწორად მოიქცა.

    მისივე თქმით, ნია იმნაძე პასუხობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღების თანამედროვე მიდგომა განსხვავდება უფროსი თაობის ხედვისგან, რის გამოც მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს.

    „ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ. თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეშიც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ, არაინფორმაციული აღმოჩნდა, უბრალოდ არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ვერ მოვიპოვეთ.

    საუბარი მიმდინარეობს ნია იმნაძესა და მამამის, ვალერ იმნაძეს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან. განიხილავდნენ როგორ ჩაიდინა დანაშაული ალექსანდრე გაბაშვილმა. ნიას მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი. მოკლედ, მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა. ასევე, დემონსტრირებას ახდებს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ …“, – განაცხადა პროკურორმა.

    ამასთან, სონიძემ აღნიშნა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად „მეტას“ კვლავ მიმართეს და ამ დრომდე კომპანიის პასუხს ელოდებიან შუამდგომლობაზე.

    „მეტადან“ ისევ ველოდებით შუამდგომლობაზე პასუხს“,- განაცხადა პროკურორმა.