Blog
-

“ამის უფლებაც ავიღე….გულწრფელად გეუბნებით” – მამუკა მდინარაძე
მე ვფიქრობ, რომ ცოტა დასვენებასაც და საკუთარ ოჯახს და თავზე ზრუნვასაც ვიმსახურებ და ჩემი შვილები ერთი 9 წლისაა და მეორე 13-ის და პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ და რაღაც ადამიანური მომენტებიც მინდა დავიტოვო, – ასე ახსნა რეგიონული განვითარების მინისტრმა მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება.
კითხვაზე, რა მოხდა ასეთი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, მდინარაძემ უპასუხა: „ასეთი არაფერი მომხდარა, არც ისეთი არაფერი მომხდარა“.
-

მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა
მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს ათი წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე. თითოეულ მათგანს, ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზეც ჩვენ დღეს ამაყად შეგვიძლია, ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამ სიტყვებს – არასდროს საქართველოში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ, ქართველების, ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს შესახებ და დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. ამიტომ მე მადლიერი ვარ ყველა ამ გადაწვეტილების, რითაც ამ საერთო, დიდი საქვეყნო მიზნისკენ მივდიოდით.
მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა, მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ ათი წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, ურთულესია, არ არის მარტივი ამბავი. მინდა, დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე, ურთულესია, როცა ეს პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, მათ შორის თითოეულ მხარდამჭერს, არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე, რათა მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას“, – აღნიშნა მდინარაძემ.
-

27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია სეტყვაც – გარემოს ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს
27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 აგვისტოს აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
-

28 აგვისტოს მთვარე სისხლისფერი გახდება – ხალხი ვარაუდობს, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება ახდება
28 აგვისტოს ღამეს ცაზე იშვიათი სანახაობა გველოდება – მთვარის ნაწილობრივი დაბნელება, რომლის დროსაც დედამიწის ჩრდილი მთვარის ზედაპირის დაახლოებით 96%-ს დაფარავს და ის მოწითალო, ე.წ. “სისხლისფერი მთვარის” იერს მიიღებს.
მოახლოებულმა ასტრონომიულმა მოვლენამ სოციალურ ქსელებში უკვე არაერთი თეორია და მსჯელობა გამოიწვია. ზოგიერთი მომხმარებელი მას ბიბლიურ წინასწარმეტყველებებსა და სამყაროს აღსასრულის შესახებ ტექსტებს უკავშირებს.
მომხმარებლები სოციალურ ქსელებში მოსალოდნელ დაბნელებას ბიბლიის რამდენიმე მონაკვეთს, მათ შორის იოველ წინასწარმეტყველის წიგნს, მოციქულთა საქმეებსა და “გამოცხადებას”, უკავშირებენ.
განსაკუთრებით ხშირად ციტირებენ იოველის წიგნის ერთ-ერთ მონაკვეთს, სადაც ნათქვამია, რომ “მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის დიდი და საშინელი დღე”.
სწორედ ამ ტექსტმა გააჩინა მოსაზრება, თითქოს მთვარის მოწითალო შეფერილობა რაიმე დიდი მოვლენის ან სამყაროს მასშტაბის ცვლილების წინასწარმეტყველებაა.
თუმცა მეცნიერები ასეთ ინტერპრეტაციებს არ იზიარებენ და მთვარის ფერის ცვლილებას სრულიად ბუნებრივი ასტრონომიული პროცესით ხსნიან.
მთვარის დაბნელების დროს დედამიწა მზესა და მთვარეს შორის ექცევა და მისი ჩრდილი მთვარის ზედაპირს ფარავს. ამ დროს მთვარე სრულად არ ქრება. დედამიწის ატმოსფეროში გავლისას მზის სინათლე გარდატყდება და მისი წითელი და ნარინჯისფერი ტალღები მთვარის ზედაპირამდე აღწევს. სწორედ ამიტომ დაბნელებული მთვარე შეიძლება მოწითალო ან მუქი წითელი გამოჩნდეს. ამ მოვლენას ხშირად “სისხლიან მთვარეს” უწოდებენ.
მოსალოდნელი დაბნელების დროს დედამიწის ჩრდილი მთვარის დაახლოებით 96%-ს დაფარავს, რის გამოც მისი ფერი განსაკუთრებით შესამჩნევად შეიცვლება.
მითითებული დროის მიხედვით, დაბნელება 27 აგვისტოს, 22:34-ზე დაიწყება, პიკს კი 28 აგვისტოს 00:12-ზე მიაღწევს და დაახლოებით 01:51-ზე დასრულდება. მთლიანობაში ასტრონომიული პროცესი დაახლოებით 5,5 საათს გასტანს.
მოვლენის ნახვა შესაძლებელი იქნება ამერიკის დიდ ნაწილში, ასევე დასავლეთ ევროპასა და დასავლეთ აფრიკაში.
“სისხლისფერი მთვარე” მთვარის დაბნელების დროს წარმოქმნილი ჩვეულებრივი ფენომენია და ასტრონომებმა მისი მიზეზი კარგად იციან. ბიბლიურ ტექსტებთან მისი დაკავშირება უკვე რელიგიური ინტერპრეტაციის საკითხია. ზოგიერთი მორწმუნე ასეთ მოვლენებს მნიშვნელოვან სიმბოლოდ აღიქვამს, თუმცა მეცნიერებისთვის 28 აგვისტოს დაბნელება ბუნებრივი და წინასწარ გამოთვლადი ასტრონომიული მოვლენაა.
ამიტომ “სისხლისფერი მთვარე” შესაძლოა, მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა იყოს, მაგრამ მისი გამოჩენა სამყაროს აღსასრულის ან რაიმე კატასტროფის მოახლოების მტკიცებულებად არ ითვლება.
წყარო: resonancedaily. com -

„ღმერთო, რატომ, რატომ… ჩვენი ულამაზესი გოგო აღარ გვყავს…“ – გურიაში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს გლოვობენ
ოზურგეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა. მასთან ერთად მყოფი 4 პირი კი დაშავდა.
თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა-რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ერთ ერთი ადგილობრივი მცხოვრების ეზოში შევარდა.
გარდაცვლილი 16 წლის გოგონაა, რომელიც სოფელ გომში სტუმრად იმყოფებოდა.
გარდაცვლილი გოგონას შესახებ მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ და სამძიმარს გამოთქვამენ.
„ვაი, შვილო, ეგ რა დამართე შენს ოჯახს და ჩვენ, უბანს… უფალს ებარებოდე“
„ღმერთო, რატომ, რატომ… ჩვენი ულამაზესი გოგო, 16 წლის მარიამი აღარ გვყავს… ჩვენი უბნის ტკივილი ხარ, მარი“. – წერენ დაღუპულის ახლობლები.
როგორც კლინიკა „მედალფაში“ ამბობენ, ოთხი მოზარდი სტაციონარში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
-

მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – ამინდი მკვეთრად გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:
„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
-

“ჩემი ნაბოლარაც აღარ მყავს…” – მასწავლებელს, ნინო გელდიაშვილს მეორე ვაჟიც გარდაეცვალა
მასწალებელს, ნინო გელდიაშვილს მეორე შვილიც გარდაეცვალა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს.
“ჩემი ნაბოლარაც, იოსები – ჯოზიკო, აღარ მყავს. ძმები სულ ერთად იყვნენ და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ნეტავ მჯეროდეს, რომ ერთად და კარგად არიან. სულ მინდოდა საუკეთესო დედა ვყოფილიყავი და თურმე ურჩხული ვყოფილვარ. მიხედე შენს ძმას, რასაც ყოველთვის აკეთებდი. ჯოზიკოს, გარდაცვალების მიზეზია – სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები, რომლებიც მჭრელი და მჩხვლეტავი იარაღით იყო მიყენებული. რა მოხდა? არ ვიცი,” – წერს ნინო გელდიაშვილი.
გასულ წელს, ნინო გელდიაშვილის უფროსი ვაჟი, ექიმი-ანესთეზიოლოგი გიორგი გელდიაშვილი ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა.

-

„სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა…“ – რა არის ცნობილი გურიაში დატრიალებულ ტრაგედიაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, მათგან ერთი კი კლინიკაში, ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
კლინიკა მედალფას დირექტორს, დათო მდინარაძის განმარტებით, მოზარდს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.
ოთხი მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
-

ტრაგედია ოზურგეთში – ავარიას მოზარდი ემსხვერპლა, 4 კლინიკაშია გადაყვანილი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, მათგან ერთი კი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.
ოთხი მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
