Blog

  • 27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი 
    დღე აქტიურ მოქმედებას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამსახურში შესაძლოა ახალი პასუხისმგებლობა ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ხარჯვას. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.

    კურო 
    დღეს სტაბილურობის შენარჩუნება თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაძლოა სასიამოვნო ფინანსური სიახლე ან მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. საღამო ახლობლებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელია.

    ტყუპები 
    ინფორმაციითა და კომუნიკაციით დატვირთული დღე გელით. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზარი, შეტყობინება ან შეხვედრა. კარგი დროა ახალი კონტაქტების დასამყარებლად. სიყვარულში მოერიდეთ ორაზროვან სიტყვებს – პირდაპირობა უკეთეს შედეგს მოგიტანთ.

    კირჩხიბი 
    ემოციური ფონი შეიძლება ცვალებადი იყოს, ამიტომ ეცადეთ სხვისი სიტყვები ზედმეტად პირადად არ მიიღოთ. სამუშაო საკითხებში მშვიდი ტაქტიკა ყველაზე ეფექტური აღმოჩნდება. საღამოს დასვენება და ენერგიის აღდგენა დაგჭირდებათ.

    ლომი 
    თქვენი თავდაჯერებულობა დღეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. კარგი დროა საკუთარი იდეების წარსადგენად და ინიციატივის გამოსაჩენად. თუმცა ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფთა მოსაზრებებსაც. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.

    ქალწული 
    პრაქტიკული და ორგანიზებული მიდგომა საშუალებას მოგცემთ დაგროვილი საქმეები სწრაფად მოაგვაროთ. შესაძლოა საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებდათ, საბოლოოდ გადაწყდეს. ფინანსურად სიფრთხილე გამოიჩინეთ და საეჭვო შეთავაზებებს ნუ ენდობით.

    სასწორი 
    დღე ურთიერთობების დალაგებასა და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევას უწყობს ხელს. შესაძლოა ძველი ნაცნობი დაგიკავშირდეთ. სამსახურში კომპრომისი უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე დაპირისპირება. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან ახალი ნაცნობობაა მოსალოდნელი.

    მორიელი 
    ძლიერი ინტუიცია სწორი მიმართულების არჩევაში დაგეხმარებათ. ნუ უგულებელყოფთ დეტალებს – მცირე ფაქტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგცეთ. ფინანსურ საკითხებში გადაწყვეტილება ემოციების გარეშე მიიღეთ. ურთიერთობებში ზედმეტ ეჭვიანობას მოერიდეთ.

    მშვილდოსანი 
    ახალი იდეებისა და ცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისთვის, სწავლისთვის და ახალი საქმის დასაწყებად. მოულოდნელმა შესაძლებლობამ შესაძლოა გეგმები შეგიცვალოთ. სიყვარულში მეტი სპონტანურობა სასიამოვნო შედეგს მოგიტანთ.

    თხის რქა 
    პროფესიულ სფეროში თქვენი შრომა და პასუხისმგებლობა შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბარი ხელმძღვანელთან ან პარტნიორთან. ფინანსური გეგმების გადასახედად კარგი დღეა. საღამოს ეცადეთ სამუშაოზე ფიქრს ცოტა ხნით მაინც მოწყდეთ.

    მერწყული 
    უჩვეულო იდეები და შემოქმედებითი მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. დღეს შესაძლოა ისეთი გამოსავალი იპოვოთ, რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდით. ახალი ადამიანების გაცნობა მომავალში საინტერესო შესაძლებლობად იქცევა. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი სიახლეა შესაძლებელი.

    თევზები დღეს საკუთარ ინტუიციას განსაკუთრებით ენდეთ. ემოციური მგრძნობელობა გაიზრდება, თუმცა სწორედ ეს დაგეხმარებათ ადამიანების განწყობის სწორად შეფასებაში. ფინანსურ საკითხებში ზედმეტი რისკი არ ღირს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და საკუთარ თავს დასვენების საშუალება მიეცით.

  • „სუხიშვილების“ ოქროს თაობის მოცეკვავე გარდაიცვალა

    „სუხიშვილების“ ოქროს თაობის მოცეკვავე გარდაიცვალა

    „სუხიშვილების“ ოქროს თაობის მოცეკვავე რაულ მამალაძე გარდაიცვალა.

    „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, ბატონი რაულ მამალაძის გარდაცვალების გამო.

    ბატონმა რაულმა თავისი ნიჭითა და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული ქორეოგრაფიის ისტორიაში.

    1975 წელს მან ამერიკის კონტინენტისა და საბჭოთა კავშირის ფოტოკონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად ქართულ ქორეოგრაფიულ საზოგადოებას!“- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ‼ იხილეთ სექტემბრის თვის ამინდის პროგნოზი

    ‼ იხილეთ სექტემბრის თვის ამინდის პროგნოზი

    როგორი ამინდი იქნება საქართველოში სექტემბრის თვეში –  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

    betaplus clinics

    სექტემბრის პირველი ნახევარი წვიმიანი და შედარებით გრილი იქნება. მეორე ნახევრიდან პირიქით, ნაკლები ნალექი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს.

    ზოგადად, სექტემბრის თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც კლიმატურ ნორმაზე მაღალი მაჩვენებელია.

    ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. შავი ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერი +28, +29 გრადუსამდე გათბება, კოლხეთის დაბლობზე კი შესაძლოა +37, +38 გრადუსს მიაღწიოს. დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში ტემპერატურა +33, +34 გრადუსამდე მოიმატებს, მაღალმთიან ზონაში კი +28 გრადუსამდე იქნება.

    ქართლსა და კახეთში ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა +37, +38 გრადუსამდე მოიმატებს.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა +30 გრადუსამდე იქნება.

    სექტემბერში ნალექების რაოდენობა, სავარაუდოდ, საშუალო მრავალწლიური მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

    რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სექტემბერში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით +22 გრადუსი იქნება. ცალკეულ დღეებში კი ტემპერატურამ შესაძლოა +38 გრადუსს მიაღწიოს.

  • ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომაზე მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება

    ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომაზე მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება

    2026 წლის შემოდგომა ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდება. ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, სექტემბრიდან ნოემბრამდე ზოგიერთ მათგანს კარიერული წინსვლის, ფინანსური შესაძლებლობებისა და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შანსი ექნება.

    სეზონის ერთ-ერთი მთავარი გავლენა იუპიტერს უკავშირდება, რომელიც 2026 წლის 30 ივნისიდან ლომის ნიშანში იმყოფება. ასტროლოგიაში იუპიტერი ზრდის, წარმატებისა და ახალი შესაძლებლობების პლანეტად მიიჩნევა. ამასთან, ურანის ტყუპებში ყოფნა მოულოდნელი ცვლილებებისა და ახალი მიმართულებების გაჩენას უწყობს ხელს:

    ვერძი – მნიშვნელოვანი ნაბიჯების დრო
    ვერძებისთვის შემოდგომა განსაკუთრებით აქტიური პერიოდი იქნება. სატურნის მათ ნიშანში ყოფნა პასუხისმგებლობის გაზრდასა და სამომავლო გეგმებზე სერიოზულად დაფიქრებას მოითხოვს, იუპიტერის გავლენა კი ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.

    შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდში მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც კარიერაში ან პირად ცხოვრებაში ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს. მთავარია, შესაძლებლობები გამოიყენოთ და სიახლეებზე უარი არ თქვათ. წინ არაერთი საინტერესო დღე გელოდებათ.

    ლომი – იღბალი თქვენ მხარესაა
    ლომებისთვის 2026 წლის მეორე ნახევარი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერიოდად განიხილება. იუპიტერი სწორედ მათ ნიშანში იმყოფება და თავდაჯერებულობას, წარმატებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას უწყობს ხელს.

    შემოდგომაზე ლომებს ახალი პროექტის დაწყების, პროფესიული წინსვლის ან პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილების შესაძლებლობა ექნებათ. ყურადღების ცენტრში ყოფნაც მათთვის უჩვეულო ნამდვილად არ იქნება.

    ტყუპები – მოულოდნელი შესაძლებლობები
    ტყუპებისთვის ცვლილებების პერიოდი გრძელდება. ურანის ტყუპებში გადასვლა ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ახალი იდეების, მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და ცხოვრების მიმართულების შეცვლის შესაძლებლობას აჩენს.

    შემოდგომაზე განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება პროფესიული და საგანმანათლებლო მიმართულებები აღმოჩნდეს. ერთი შეხედვით მოულოდნელი შეთავაზება ან ახალი ნაცნობობა შესაძლოა, სწორედ იმ შესაძლებლობად იქცეს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ…ვრცლად

  • “ნამდვილი ჯოჯოხეთი ხდება ამ წუთებში” – ვიდეოში ისმის მოქალქეების განწირული კივილი; ვრცელდება მძიმე კადრები ნეპალიდან, სადაც წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

    “ნამდვილი ჯოჯოხეთი ხდება ამ წუთებში” – ვიდეოში ისმის მოქალქეების განწირული კივილი; ვრცელდება მძიმე კადრები ნეპალიდან, სადაც წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

    ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

    ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.

    ნეპალის პოლიციის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

    ასევე, ნეპალის ტურიზმის საბჭოს ცნობით, 380-ზე მეტი ტურისტი დაკარგულად ითვლება.

    „წინასწარი მონაცემების თანახმად, დაზარალებულ რაიონებში 384 ტურისტი, მათ შორის 291 უცხოელი და 93 ნეპალელი, დაკარგულად ითვლება“, – ნათქვამია ტურიზმის საბჭოს განცხადებაში.

    წყალდიდობამ ტიბეტიც დააზარალა. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სამძებრო სამუშაოების დაწყების ბრძანება გასცა.

    ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის, შიშირ ხანალის ინფორმაციით, წყალდიდობის გამომწვევი მიზეზი მიწისძვრა და მეწყერი გახდა.

    „დღეს, დილის 08:37 საათზე მიწისძვრა მოხდა, რამაც მასშტაბური მეწყერი გამოიწვია. მეწყერმა მდინარე ჩახერგა, რასაც, სავარაუდოდ, წყალდიდობა მოჰყვა“, – აღნიშნა ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

  • როგორი იქნება თბილისის მეტროს ახალი ვაგონები

    როგორი იქნება თბილისის მეტროს ახალი ვაგონები

    მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება – ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

    „მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

    ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    2-1787751239.jpg3-1787751251.jpg11-1787751263.jpg

  • 🔻 კადრებში ჩანს, როგორ გარბის პანიკაში მყოფი ხალხი, რათა წყალდიდობას თავი დააღწიოს

    🔻 კადრებში ჩანს, როგორ გარბის პანიკაში მყოფი ხალხი, რათა წყალდიდობას თავი დააღწიოს

    ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

    ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.

    ნეპალის პოლიციის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

    ასევე, ნეპალის ტურიზმის საბჭოს ცნობით, 380-ზე მეტი ტურისტი დაკარგულად ითვლება.

    „წინასწარი მონაცემების თანახმად, დაზარალებულ რაიონებში 384 ტურისტი, მათ შორის 291 უცხოელი და 93 ნეპალელი, დაკარგულად ითვლება“, – ნათქვამია ტურიზმის საბჭოს განცხადებაში.

    წყალდიდობამ ტიბეტიც დააზარალა. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სამძებრო სამუშაოების დაწყების ბრძანება გასცა.

    ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის, შიშირ ხანალის ინფორმაციით, წყალდიდობის გამომწვევი მიზეზი მიწისძვრა და მეწყერი გახდა.

    „დღეს, დილის 08:37 საათზე მიწისძვრა მოხდა, რამაც მასშტაბური მეწყერი გამოიწვია. მეწყერმა მდინარე ჩახერგა, რასაც, სავარაუდოდ, წყალდიდობა მოჰყვა“, – აღნიშნა ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

  • კადრები ავჭალიდან, სადაც 17 წლის გოგო დაიღუპა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე?

    კადრები ავჭალიდან, სადაც 17 წლის გოგო დაიღუპა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე?

    ამ წუთებში, ავჭალაში, სადაც 17 წლის მარი ლომიშვილი დაიღუპა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.