‼ იხილეთ სექტემბრის თვის ამინდის პროგნოზი

Written by

in

როგორი ამინდი იქნება საქართველოში სექტემბრის თვეში –  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

betaplus clinics

სექტემბრის პირველი ნახევარი წვიმიანი და შედარებით გრილი იქნება. მეორე ნახევრიდან პირიქით, ნაკლები ნალექი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს.

ზოგადად, სექტემბრის თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც კლიმატურ ნორმაზე მაღალი მაჩვენებელია.

ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. შავი ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერი +28, +29 გრადუსამდე გათბება, კოლხეთის დაბლობზე კი შესაძლოა +37, +38 გრადუსს მიაღწიოს. დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში ტემპერატურა +33, +34 გრადუსამდე მოიმატებს, მაღალმთიან ზონაში კი +28 გრადუსამდე იქნება.

ქართლსა და კახეთში ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა +37, +38 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა +30 გრადუსამდე იქნება.

სექტემბერში ნალექების რაოდენობა, სავარაუდოდ, საშუალო მრავალწლიური მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სექტემბერში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით +22 გრადუსი იქნება. ცალკეულ დღეებში კი ტემპერატურამ შესაძლოა +38 გრადუსს მიაღწიოს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *