Blog

  • ტრაგედია ქობულეთში – დასუფთავების მანქანა კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა

    ტრაგედია ქობულეთში – დასუფთავების მანქანა კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა

    ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც ის თანამშრომელს დაეჯახა.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • 🔻 “გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ!” – ავჭალაში 17 წლის გოგო დაიღუპა: რას წერს გარდაცვლილის ახლობელი?

    🔻 “გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ!” – ავჭალაში 17 წლის გოგო დაიღუპა: რას წერს გარდაცვლილის ახლობელი?

    ავჭალაში, სახლიდან სასეირნოდ გასული 17 წლის მარი ლომიშვილი დაიღუპა.

    ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობელი ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ნანა ფარჩუკაშვილი წერს, მოზარდი, სავარაუდოდ, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან (თბილისის შემოვლითი რკინიგზის ხიდი) გადავარდა.

    “გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო…

    მარი ჩემი რძლის, ანას დაა!!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო…. გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ” – ნანა ფარჩუკაშვილი წერს.

    არსებული ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

  • ‼“ბიჭი შემთხვევით შემოაკვდათ და მერე გააქრეს”- გოგა მანია ახალ ინფორმაციას ავრცელებს

    ‼“ბიჭი შემთხვევით შემოაკვდათ და მერე გააქრეს”- გოგა მანია ახალ ინფორმაციას ავრცელებს

    ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წლების წინ გაუჩინარებულ ორ პირზე საუბრობს.

    „25.08.2026 ჩემი სათქმელი, წლების წინ გაუჩინარებულ ბიჭთან და გოგონასთან დაკავშირებით… ბიჭი შემთხვევით შემოაკვდათ და მერე გააქრეს მისი გვამი.

    ბევრს მოეკითხება პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით. (ბევრმა ახლობელმა იცის სიმართლე და უმალავენ შვილმკვდარ დედას) ხოლო რაც შეეხება გოგონას, რომელიც 13 წლის გაუჩინარდა, ის განზრახ არის მოკლული! ვწუხვარ ძალიან. უფალო გადმოგვხედე. დაე, მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი“, – წერს გოგა მანია.

  • დადგენილია! ახლა თვითმხილველებს ვესაუბრე…

    დადგენილია! ახლა თვითმხილველებს ვესაუბრე…

    მაქსიმალურად გააზიარეთ !!!!!!
    ახლა თვითმხილველებს ვესაუბრე. 2014 წელს, იმ დღეს, საღამის შვიდი საათის შემდეგ ძალიან კოკისპირულად წვიმდა და ყველა თვითმხილველი ადასტურებს, რომ შარვლებიც და ფეხსაცმელებიც ტალახიანი ჰქონდათ. ეს ფოტო, რომელიც დაიდო, ფოტოშოპით არის გაკეთებული, ვინაიდან იმავე გზაზე წამოსულ ადამიანებს ფეხსაცმელები მინიმუმ გატალახებული უნდა ჰქონოდათ, ხოლო შარვლებიც სულ ტალახში ჰქონდათ იმ დროს.
    ახლა ყველაზე მნიშვნელოვანს მინდა გავუსვა ხაზი: თავდაპირველი ვერსია, რისი გავრცელებაც გურიკაზე სურდათ, ის იყო, რომ გურიკა მგელმა შეჭამა. როდესაც მიხვდნენ, რომ ეს გეგმა არ გამოდგებოდა და სისულელე იქნებოდა, თავიდან სწორედ ამაზე მუშაობდნენ. მარშრუტკასთან იყვნენ ანა გელაშვილი და კიდევ სხვა გოგოები, რომლებიც ყვირილით მოცვივდნენ და იძახდნენ, რომ ვიღაც ბიჭი მგელმა შეჭამაო. ზევით ჯგუფის სხვა წევრებიც გაიქცნენ. ამას მოწმეებიც ადასტურებენ. გაქცევამდე ის გოგოები იძახდნენ,
    რომ მამიდას გამოშვებული იყო ეს ბიჭიო..
    გამოირიცხა ის ამბავი, რომ გურიკა ღამე წავიდა მოსალოცად  გურიკა 6-7 საათისთვის უკვე დაკარგული, მოკლული ან გატაცებული ჰყავდათ.
    ბევრ დეტალს კიდევ გაიგებთ, დაელოდეთ!, წერს დავით მახარაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს

  • ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ – ვის შეუძლია თანხის გატანა

    ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ – ვის შეუძლია თანხის გატანა

    საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 758 ათასი ადამიანია.

    2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 34,826 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 178,197,376.89 ლარი.

    ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

    ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით – 2%+2%+2%.

    „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

    • მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;

    • მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;

    • საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა;

    • საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.

  • გოგა მანია გურამ დადიანიძეზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

    გოგა მანია გურამ დადიანიძეზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

    ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წლების წინ გაუჩინარებულ ორ პირზე საუბრობს.

    „25.08.2026 ჩემი სათქმელი, წლების წინ გაუჩინარებულ ბიჭთან და გოგონასთან დაკავშირებით… ბიჭი შემთხვევით შემოაკვდათ და მერე გააქრეს მისი გვამი.

    ბევრს მოეკითხება პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით. (ბევრმა ახლობელმა იცის სიმართლე და უმალავენ შვილმკვდარ დედას) ხოლო რაც შეეხება გოგონას, რომელიც 13 წლის გაუჩინარდა, ის განზრახ არის მოკლული! ვწუხვარ ძალიან. უფალო გადმოგვხედე. დაე, მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი“, – წერს გოგა მანია.

  • 26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა! – ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

    26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა! – ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

    26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა.

    ქართველი საეკლესიო მოღვაწე – არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი

    ლოცვა, რომელიც ბერის დაბადების დღეს მორწმუნე მრევლმა უნდა წაიკითხოს:

    „ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!“

  • 26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღეს ენერგიულობა და მიზანდასახულობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა მოულოდნელი საქმე გამოჩნდეს, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. საღამოს დასვენება და მშვიდ გარემოში ყოფნა სასარგებლო იქნება.

    კურო
    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს. სამუშაო გარემოში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება ან ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს. სიყვარულში გულწრფელი საუბარი გაუგებრობის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

    ტყუპები
    აქტიური და კომუნიკაციებით დატვირთული დღე გელით. ახალი ინფორმაცია ან მნიშვნელოვანი საუბარი თქვენს გეგმებზე გავლენას მოახდენს. კარგი დროა შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისა და ახალი კონტაქტებისთვის. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე არ არის გამორიცხული.

    კირჩხიბი
    დღეს მეტი ყურადღება საკუთარ ემოციურ მდგომარეობას დაუთმეთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე შეგიძლიათ. ოჯახთან დაკავშირებული საკითხი შესაძლოა თქვენს ყურადღებას მოითხოვდეს. საღამოს სასიამოვნო ამბავი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

    ლომი
    თქვენი თავდაჯერებულობა და ინიციატივა დღეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. ხელსაყრელი დღეა ახალი იდეების წარსადგენად და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად. თუმცა ეცადეთ, სხვების აზრიც გაითვალისწინოთ. სიყვარულში რომანტიკული მომენტებია მოსალოდნელი.

    ქალწული
    დღეს დეტალებზე ყურადღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. სამსახურში შესაძლოა დაგჭირდეთ ძველი საკითხის დასრულება ან შეცდომის გამოსწორება. ფინანსურ გადაწყვეტილებებს ნუ იჩქარებთ. საღამოს დრო საკუთარ თავსა და დასვენებას დაუთმეთ.

    სასწორი
    ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნება დღის მთავარი ამოცანა იქნება. შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბარი ადამიანთან, რომლის აზრიც თქვენთვის ბევრს ნიშნავს. სამუშაოში თანამშრომლობა წარმატებას მოგიტანთ. სასიყვარულო სფეროში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.

    მორიელი
    ინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერი გექნებათ. შესაძლოა აღმოაჩინოთ დეტალი, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით. პროფესიულ სფეროში მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა ბევრ საკითხს გაამარტივებს.

    მშვილდოსანი
    ახალი იდეებისა და ცვლილებების დღეა. შესაძლოა მოგზაურობასთან, სწავლასთან ან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. ფინანსებში ზომიერება შეინარჩუნეთ. საღამოს მეგობრებთან ურთიერთობა კარგ განწყობას მოგიტანთ.

    თხის რქა
    დღეს შედეგის მისაღწევად მოთმინება და თანმიმდევრულობა დაგჭირდებათ. სამუშაოში თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლოა ფინანსებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაც მოგიწიოთ. პირად ცხოვრებაში მეტი სითბო გამოიჩინეთ.

    მერწყული
    მოულოდნელმა ამბავმა შესაძლოა დღის გეგმები შეგიცვალოთ, თუმცა საბოლოოდ ცვლილება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი იდეების განსახორციელებლად. სიყვარულში საინტერესო განვითარებაა მოსალოდნელი.

    თევზებიდღეს ინტუიციას ენდეთ, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით არ მიიღოთ. სამსახურში მშვიდი და ორგანიზებული მოქმედება საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. ახლობელ ადამიანს შესაძლოა თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს. საღამოს საკუთარ თავს დასვენების საშუალება მიეცით.

  • დედა-შვილს მანქანა დაეჯახა – მძიმე ავარია გარდაბანში

    დედა-შვილს მანქანა დაეჯახა – მძიმე ავარია გარდაბანში

    გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.

    ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა.

    ავარიის შედეგად ორივე მათგანი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

  • ვერაზე სიცილის გამო მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა ვიდეოს აქვეყნებს

    ვერაზე სიცილის გამო მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა ვიდეოს აქვეყნებს

    ნიკოლოზ ღუნაშვილი, რომელიც ვერაზე მომხდარ დანაშაულს ემსხვერპლა, წარმატებული აბიტურიენტი იყო. დღეს მასაც უნდა ეზეიმა უნივერსიტეტში ჩარიცხვა და სხვებთან ერთად გაეზიარებინა ეს სიხარული. თუმცა, არ დასცალდა.

    17 წლის ბიჭის დედა, თათია ჩირგაძე, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

    “ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე… მიყვარხარ ჩემო ცხოვრება…”

    შეგახსენებთ, ვერაზე მკვლელობა 22 ივლისს მოხდა. გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა, 43 წლის ნიკა კაპანაძემ გასროლა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაიჭრა, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.