“ზუგდიდში ერთ-ერთი შეხვედრის წინ მომიტანეს ინფორმაცია საკმაოდ სერიოზული წყაროდან, რომ “ქილერები” იყვნენ დაქირავებული და ბიძინას მოკვლას აპირებდნენ. ის მაინც ჩავიდა…“ – ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
Blog
-

„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით…“ – თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
ფული – შენი შინაგანი სამყაროს სარკე: როგორ ვცვლით რეალობას დამოკიდებულებით? – აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს Astrologia.ge სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„დაფიქრებულხართ, რატომ არის, რომ ზოგისთვის ფული ადვილად მოდის, ზოგისთვის კი ის მუდმივი ბრძოლისა და შიშის საგანია? პასუხი არა ეკონომიკაში, არამედ ჩვენს დამოკიდებულებაში იმალება.
ფული ენერგიაა, რომელსაც უყვარს მოძრაობა და დაფასება. მდგომარეობა ჩვენს ცხოვრებაში სწორედ მაშინ იცვლება როცა ხედვას ვცვლით:
1. დეფიციტის ფსიქოლოგიიდან – სიუხვისკენ ➔
დეფიციტი: „ფული არ მყოფნის“, „ძალიან ძვირია“, „მე ამას ვერასდროს ვიყიდი“. ასეთი ფიქრებით თქვენ ბლოკავთ ფინანსურ ნაკადს. სამყარო გპასუხობთ: „მართალი ხარ, არ გყოფნის“.
სიუხვე: ნაცვლად იმისა, რომ თქვათ „ვერ ვიყიდი“, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ შემიძლია ამის უფლება მივცე საკუთარ თავს?“ ეს კითხვა ტვინს აიძულებს ახალი შესაძლებლობები ეძებოს.
2. შიშიდან – მადლიერებისკენ ➔
ბევრი ჩვენგანი გადასახადების გადახდისას სტრესს განიცდის.
შეცვალეთ დამოკიდებულება: ყოველი გადახდილი ლარი არის დასტური იმისა, რომ თქვენ გაქვთ რესურსი! როცა იხდით კომუნალურებს, მადლობა გადაიხადეთ სითბოსთვის და სინათლისთვის.
შედეგი: მადლიერება ზრდის თქვენს ვიბრაციას, რაც მაგნიტივით იზიდავს ახალ შემოსავლებს.
3. ფული როგორც „ბოროტება“ – თუ როგორც „ინსტრუმენტი“? ➔
თუ ქვეცნობიერად გჯერათ, რომ „ფული ადამიანს აფუჭებს“, თქვენი გონება ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გქონდეთ ის (რათა „არ გაფუჭდეთ“).
ახალი პროგრამა: ფული არის საშუალება, რომ გააკეთო სიკეთე, იმოგზაურო, განვითარდე და დაეხმარო სხვებს. ფული მხოლოდ აძლიერებს იმას, რაც უკვე ხარ.
პრაქტიკული სავარჯიშო: „დალოცეთ ნაკადი“
დღეიდან, ყოველთვის, როცა ფულს გასცემთ (მაღაზიაში თუ ონლაინ), გულში თქვით:
„სიხარულით ვუშვებ და ასმაგად დაბრუნებულს ველოდები“. დააკვირდით, როგორ შეიცვლება თქვენი განწყობა და რა საინტერესო გზებით დაიწყებს სამყარო თქვენს დასაჩუქრებას.
თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ფულთან? გიხარიათ მისი ხარჯვა თუ ყოველი თეთრი „გენანებათ“? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში!
სწორად შერჩეული ძი მძივი აძლიერებს შენს არჩევანს.
დაწერე კომენტარში მხოლოდ ერთი სიტყვა:
სიყვარული / ფინანსები / კარიერა იმისთვის რომ ავარჩიოთ შენი კონცენტრირებისთვის მნიშვნელოვანი ძი, მიზნების მარტივად და სასიკეთოდ მისაღწევად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
-

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში – ბოლო ერთ წელში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მინიმუმ 28 ადამიანი ითვლება: “ჩემი შვილი ვერც ცოცხალი ვნახე და ვერც მკვდარი”
საქართველოში ყოველწლიურად ათეულობით ადამიანი იკარგება ისე, რომ მათ კვალს ვერც ოჯახის წევრები და ვერც სამართალდამცავები ვერ აგნებენ. დღეს არაერთი ადამიანი ეძებს დაკარგულ საყვარელ ადამიანს და იმის მიუხედავად, რომ მათი გაუჩინარებიდან საკმაო დროა გასული, ისინი იმედს მაინც არ კარგავენ, ცდილობენ როგორმე ხელჩასაჭიდი იპოვონ და მიაგნონ მათ კვალს. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე ხშირად 25-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები იკარგებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გასული წლის სტატისტიკა დევს.
- არსებული ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით სულ 64 ადამიანი დაიკარგა, მათგან 36 მოიძებნა, სამწუხაროდ მათ შორის 6 გარდაცვლილი იპოვეს და ამ დრომდე მოსაძებნი დარჩა 28 ადამიანი. აქედან 18 წლამდე ასაკის ანუ, არასრულწლოვანი ხუთი პირია.
ეს გასული წლის სტატისტიკაა და სამწუხაროდ მას მერეც გავიგეთ არაერთი ახალგაზრდის გაუჩინარების ამბავი. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა. მაგალითად 2024 წელს 114 პირი დაიკარგა, მათგან 57 მოიძებნა, მაგრამ დღემდე 42 იძებნება. მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი, ხოლო 18 პირი 25-დან 45 წლამდე ასაკის არის. სტატისტიკის მიხედვით, 1973 წლიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით საქართველოში სულ დაიკარგა 6747 ადამიანი და ამ დრომდე მოსაძებნი დარჩა 1024 ადამიანი. დაკარგულთა უმეტესობა 25- დან 45 წლამდე ასაკისაა. 66 პროცენტი კაცია, 34პროცენტი კი ქალი. დაკარგული 1024 ადამიანიდან 37 არასრულწლოვანია.
იმის მიუხედავად, რომ დრო გაურკვევლობაში გადის, უმძიმესი მდგომარეობაშია დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები, ისინი მაინც იმედს ებღაუჭებიან და აქვთ იმის მოლოდინი, რომ დაკარგულ საყვარელ ადამიანს იპოვიან. როგორც ცნობილია, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება სასამართლოს გზით ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას, სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსს ანიჭებს. იმ შემთხვევაში, თუკი დაკარგულად აღიარებული პირი დაბრუნდება, ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენა მოხდება, სასამართლოს გადაწყვეტილება უქმდება.
ამ სტატისტიკაში ჯერჯერობით ვერ მოხვდებოდა 18 წლის ზურაბ გულაროვი, რომელსაც გასული წლის 12 დეკემბრიდან ეძებენ. ბიჭი კასპში ცხოვრობს. ის გამთენიას გავიდა სახლიდან და მას შემდეგ მის კვალს ვერსად მიაგნეს.
“საერთოდ არაფერი ხელჩასაჭიდი ამ დრომდე არ გვაქვს. უაღრესად კარგი ბავშვია ზუკა, სტუდენტი გახდა წელს, ჯავახიშვილში სწავლობდა. ღამე ადგა და სახლიდან გავიდა. მას მერე ვერსად ვპოულობთ. მობილური ტელეფონი სახლში დატოვა, არაფერი არ ვიცით გარდა იმის, რომ ვეძებთ. ღმერთს შევთხოვ ვიპოვოთ უვნებელი. ყველგან ვეძებთ, არსად არ არის ჯერჯერობით. არანაირი პრობლემები არ ჰქონია,” – გვითხრა ზურაბ გულაროვის ნათესავმა.

ზურაბ გულაროვი ერთ წელზე მეტი გავიდა არასრულწლოვნის, მეცხრე კლასელი ალექსანდრე მიქელაძის გაუჩინარებიდან. მის ძებნაში ლამის მთელი საქართველო ჩაერთო, მაგრამ ბიჭის კვალს ვერსად მიაგნეს.
ალექსანდრე მიქელაძე ბათუმში გაუჩინარდა 2025 წლის 16 იანვრის ღამეს. 22:00 საათის შემდეგ მოზარდის კვალს ვერავინ მიაგნო. მისი პირადი ნივთები, ჩანთა და ტელეფონი, ოჯახის წევრებმა ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინეს. დაკარგულის ძებნა ზღვაში კარგა ხანს მიმდინარეობდა. გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ გაუჩინარებამდე მოზარდი ინგლისურის გაკვეთილსა და ვარჯიშზეც იმყოფებოდა, თუმცა შემდეგ მისი კვალი ზღვის სანაპიროსთან გაქრა. პერიოდულად აქვეყნებს სოციალურ ქსელში სტატუსებს მისი დედა.
“ალექსანდრე… სახელი, რომლის გაგონებაზეც გული მეკუმშება… სახელი, რომელიც მე შევარჩიე ჩემი მუცლად მყოფი შვილისთვის… სახელი, რომელმაც ძალიან დიდი ძალა და სიმტკიცე მომიტანა დაბადებიდან… ამ სახელის მატარებელი, ჩემი შვილი, ჩემი ნაწილი, ჩემი ძალა და ახლა უკიდეგანო მონატრებაა… როგორ მინდა დავუძახო ჩემს ალექსანდრეს და გავიგო მისი “ხო დეე…” – დაწერა რამდენიმე დღის წინ დედამ ნათია დიაკვნიშვილმა სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე მიქელაძე წლების წინ დაკარგულ შვილს ისევ ეძებს დარეჯან დიასამიძის დედა, ლამზირა მახარაძე. დღემდე შვილის მოლოდინშია და ამდენი წლის მერეც არ აქვს მთავარ კითხვაზე პასუხი, სად გაუჩინარდა მისი 16 წლის გოგონა. დარო (დარეჯან) დიასამიძე 2013 წლის 7 აგვისტოს აჭარაში, სოფელ ახალშენში დაიკარგა. ბიძის სახლიდან შინ წავიდა, მაგრამ გზაში გოგონა გაქრა.
“შვილის გაუჩინარებიდან ამდენი წლის შემდეგაც არაფერი სიახლე არ მაქვს. ვართ იმ წერტილში, სადაც ვიყავით. არ გვაქვს არანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც დრო გადის, უფრო ცუდად ვარ. ყველას ვემუდარები, იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. ჩემსავით განადგურებული ბევრი დედაა, ვერ ამიხსნია რატომ უნდა იკარგებოდნენ ახალგაზრდები ქვეყანაში? ამაზე ფიქრს რომ ვიწყებ, აზროვნების უნარს ვკარგავ, გამაგებინეთ, ასე უგზო უკვალოდ რატომ ქრებიან ადამიანები საქართველოში? ყველგან ვეძებდი ჩემს შვილს. მათ შორის საზღვარგარეთ, უბრალოდ ვერსად ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ ვიპოვე.
ამდენი წელი გავიდა და არაფერი მაქვს სალაპარაკო. ნეტა მქონდეს სიახლე, წინ გადადგმული ნაბიჯი. ჟურნალისტი თქვენ ხართ და მაპატიეთ კითხვას რომ ვსვამ, მაგრამ მაინტერესებს, ამდენი ადამიანი რომ იკარგება ყოველწლიურად, მათი ოჯახის წევრებს დნმ-ის ანალიზები აღებული აქვთ? მაინტერესებს სხვა ქვეყნებშიც ეძებენ თავიანთ შვილებს? ჩემი შვილის ძებნა როცა დაიწყო ინტერპოლით, მაშინ მე ჩავაბარე დნმ-ის ანალიზიც, რამდენიმე ხანი იძებნებოდა წითელი ცირკულარით, ხუთი წლის მერე გადავიდა ყვითელ ცირკულარში. მითხარით, სად უნდა გაქრეს ადამიანი ასე უგზო-უკვლოდ? რადგან არ ინახა საქართველოში ჩემი შვილი, მაქვს ეჭვი რომელიმე ქვეყანაში ხომ არ გადაიყვანეს. ხომ შეიძლებოდა საზღვრებს გარეთ გაეყვანათ, ყველგან შესაძლებელია იყოს და ამიტომ არ ვკარგავ იმედს. თურქეთშიც ვეძებე ჩემი შვილი, იქაურ პოლიციასაც მივაწოდე ინფორმაცია მის გაუჩინარებაზე”, – ამბობს ლამზირა მახარაძე.

დარეჯან დიასამიძე რამდენიმე წელია გაუჩინარებულ ერთადერთ შვილს ეძებს ასევე ინგა ვეკუა. ჩხოროწყუში, ტობავარჩხილის ხეობაში დაკარგა 33 წლის გიორგი მუჩიაშვილი 2015 წლის აგვისტოში.
“ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერ ვიპოვეთ ჩემი შვილი. ასე ხომ არ შეიძლება, სადღაც ხომ უნდა იყოს? მეგობრებთან ერთად სალაშქროდ წავიდა. ფეხსაცმელი უჭერდა და მათთვის უთქვამს, რომ მეორე ტბამდე ვერ წავიდოდა და პირველ ტბასთან დაელოდებოდა. პირველიდან მეორე ტბამდე რვა საათის შუალედია. მობრუნებულ მეგობრებს იგი ადგილზე არ დახვდათ. მაშინ ტობავარჩხილის ტბის მიმდებარედ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ეძებდნენ. მე როგორც ვიცი, სამძებრო ღონისძიებაში ასამდე ადამიანი იყო ჩართული. მადლობელი ვარ მათი… იმედი მაქვს ახლაც, სადღაც არის და უბრალოდ ამნეზია აქვს. მე ვესაუბრე ფსიქოლოგებსაც და მითხრეს, რომ როდესაც ადამიანს ეშინია, ამნეზია ემართება. ცოტა მშიშარაც იყო. სხვანაირად არ შეიძლება. ჩემი შვილი სხვანაირად არ მომექცეოდა… არ ვიცი რა გითხრათ, მაშველების რამდენიმე ჯგუფი ეძებდა ჩემს შვილს, ადგილობრივი მონადირეები, ვერტმფრენიც იყო ჩართული. სოციალურ ქსელშიც იდება ინფორმაციები ადამიანების გაუჩინარებაზე და ზუსტად ეს მაოცებს, სად იკარგება ეს ხალხი? თუ არის რომელიმე უწყება, რომელიც ზუსტად ამ კუთხით მუშაობს? რვა წელი გავიდა ჩემი შვილის დაკარგვიდან.

გიორგი მუჩიაშვილი არანაირი ხელჩასაჭიდი არ მაქვს. არაფერს არ ვაგრძელებ ახლა, რა აზრი აქ. ეს საქმე ასე იქნება, არ დაიხურებაო, გასაგებია არ დაიხურება, მაგრამ რა კეთდება ეს მაინტერესებს. მე როგორც შემეძლო, ჩემს სამეგობროს, სანათესავოს, რა ვიცი, რაც შევძელით, მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ არაფერი არ ისმის, მე იმედს არ ვკარგავ და ვფიქრობ, რომ ცოცხალია, თორემ გარდაცვლილს მაინც ხომ იპოვიდნენ. არაფერი ვერსია არა მაქვს აბსოლუტურად. უწყების წარმომადგენლებთან რამდენიმეჯერ იმის მერეც დავრეკე, ველაპარაკე გამომძიებელს, მაგრამ მეუბნებიან ვეძებთო და რა? უმადური ვერ ვიქნები კი, გვერდზე დამიდგა ხელისუფლებაც, ხალხიც, ერთი ჯგუფი, მეორე ჯგუფი, უშიშროება, სხვადასხვა ჯგუფები იყვნენ ჩასულები და ჩვენი მხრიდან კიდევ მთამსვლელების ჯგუფებიც იყვნენ, ყველგან მოვიკითხეთ, ტაძრებშიც, ეკლესიებიც მოვიარეთ ახლომახლო რაც იყო, ჯერჯერობით არსაიდან არაფერი ისმის. დასავლეთ საქართველოშიც ყველგან გავაკარით გიორგის ფოტოები, მაგრამ არაფერი.
სტატისტიკაც ნახეთ, გასულ წელს 28 კაცი დაიკარგაო ამბობთ, ეს ხომ არ არის ადვილი, ჩემი შვილის დაკარგვის დროიდან რამდენია დღემდე დაკარგული, წელიწადში რომ ამდენი იკარგება, სად ქრება ეს ადამიანები” – ამბობს ინგა ვეკუა.
სამწუხაროდ ლაგოდეხელი პედაგოგი ციცო ლაზაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ დაკარგული შვილის, ოთარ ლაზაშვილის შესახებ ვერანაირი ხელჩასაჭიდი ინფორმაცია ვერ მოიძია.
რამდენიმე წლის მანძილზე ყოველ გაზაფხულს იმ ტერიტორიებზე ფეხით დადიოდა, სადაც მისი შვილი დაიკარგა და ცდილობდა როგორმე მისი კვალისთვის მიეგნო. ეკონტაქტებოდა ჟურნალისტებსაც და ინფორმაციის გავრცელებაში დახმარებას გვთხოვდა. ოთარ ლაზაშვილი 2013 წლის ზაფხულში, მთაში გაუჩინარდა.

ოთარ ლაზაშვილი “ლამის შევიშალე, შვილს ვერ ვპოულობ. მისი ოცნება იყო, ბევრი საქონელი ჰყოლოდა. საჭმელს არ შეჭამდა, ტანსაცმელს არ იყიდდა, ფულს აგროვებდა და იმ ფულით ხან კვიცს ყიდულობდა, ხან ხბოს, ხან ცხვარს. ასე მოამრავლა საქონელი. ზაფხულში ცხვრები მთაში დაჰყავდა, მაგრამ ის მთა, სადაც შვილი დამეკარგა, უცხო იყო მისთვის, იქ პირველად წავიდა. 10 დღე გზაში იარა. ბოლოს დუშეთის მთებში, ბარისახოსთან დაბანაკდა. მასთან ერთად ორი თანასოფლელი ბიჭი იყო, უბრალოდ ერთმანეთს იცნობდნენ, მეგობრები არ ყოფილან. იმათ დაკითხვას დღემდე ვითხოვ, მაგრამ საშველი არ არის. დარწმუნებული ვარ, იმ დღეს იქ რაღაც მოხდა. ვერ გავიგე, ცამ ჩაყლაპა ჩემი შვილი? ნემსი იყო და გაქრა? გამწარებული დედა მთებში დავდივარ და ვცდილობ, მის კვალს მივაგნო” – ამბობდა მაშინ ოთარის დედა, ციცო ლაზაშვილი ჩვენთან ინტერვიუში, რომელიც გაუჩინარებულ შვილს სიკვდილის ბოლომდე ეძებდა.
-

+39 გრადუსი – როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ივლისიდან 5 აგვისტომდე
საქართველოში 29 ივლისიდან 5 აგვისტომდე უმეტეს რეგიონში კვლავ ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ქვეყნის დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ძირითადად +35…+38 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო ცალკეულ ადგილებში შესაძლოა +39 გრადუსამდეც მოიმატოს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დედაქალაქ თბილისში ამ პერიოდის განმავლობაში მზიანი და ცხელი ამინდი შენარჩუნდება. დღის მაქსიმალური ტემპერატურა ძირითადად +35…+37 გრადუსიიქნება, ღამით კი +20…+23 გრადუსამდე დაიკლებს. ქარი უმეტესად ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან დაუბერავს.
მთიან და მაღალმთიან რეგიონებში დღის მეორე ნახევარში ადგილ-ადგილ შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, თუმცა ხანგრძლივი ნალექი მოსალოდნელი არ არის. სანაპირო ზოლში კი მაღალი ტემპერატურის ფონზე პერიოდულად ქარის გაძლიერებაა შესაძლებელი.
-

რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს – ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში 29 ივლისის სავსემთვარეობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე.
„29 ივლისს, თბილისის დროით 18:36 წუთზე (GMT 14:36) მოხდება სავსემთვარეობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, რომელსაც „ირმის მთვარესაც“ უწოდებენ, რაც ენერგეტიკულად ძლიერი და ემოციური პერიოდია. სავსემთვარეობა ჩვეულებრივ ასოცირდება დასრულებასთან, ემოციების გაძლიერებასთან და შედეგების გამოვლენასთან, თუმცა, ეს სავსემთვარეობა გაძლიერებულია არა მხოლოდ მერწყულის ენერგიებით, არამედ პლუტონისა და იუპიტერის ეპოქალური ოპოზიციით.
მერწყულის უნიკალური თვისება მდგომარეობს იმაში, რომ ამ ნიშანს შეუძლია გააერთიანოს წარსული და მომავალი, მისი მმართველი პლანეტებია: სატურნი – დროის, კარმის, ბედის, პასუხისმგებლობის მბრძანებელი, ის ასოცირდება სიბრძნესთან, გამოცდილებასთან და იმ ყველაფერთან, რაც უკვე შექმნილია, ხოლო მისი მე-2 მმართველია რევოლუციური ურანი, რომელიც მომავლის, პროგრესის, ევოლუციისა და იმ ყველაფრის მმართველია, რაც ჯერ კიდევ არ შექმნილა. თუ ამ ორ პლანეტას შევაფასებთ ასაკობრივად სატურნი გულისხმობს გამოცდილ, ხნიერ თაობას, ხოლო ურანი – მოზარდებს. ამიტომ, ეს სავსემთვარეობა ეხება თაობათა შორის ურთიერთობებსა და ეს მოვლენა გვახსენებს, რომ ჩვენი წარსული, ტრადიციები, წინაპრები და მათი გამოცდილება გვეხმარებიან არ დავუშვათ შეცდომები მომავალში. ამ პერიოდში, დრო თითქოს კრავს წრეს და უფროსი თაობის სიბრძნე იკვეთება მომავალი თაობის ოცნებებთან, სასიცოცხლო ძალებთან და ასეთ დღეებში, საუბრები ჩვენს ასაკოვან ოჯახის წევრებთან, უეცრად გვაძლევს პასუხებს ისეთ კითხვებზე, რაც დიდი ხანია გვაწუხებს, გვივსებს შინაგან სიცარიელეს და გვეხმარება გავიგოთ, თუ რა დაუმთავრებელ ოჯახურ ისტორიას და კარმას ვატარებთ წარსულიდან. ამ სავსემთვარეობას მოაქვს ძლიერი ენერგეტიკული მუხტი, ზოგადად, ასეთ დროს, მთვარე და მზე დგება ერთმანეთთან ოპოზიციაში და ქმნის ერთიან ენერგიის ხაზს, თუმცა ეს დღე გამორჩეულია იმით, რომ მთვარე გააკეთებს შეერთებას პლუტონთან, ხოლო მზე იუპიტერთან.
მერწყული არის ჩვენი მომავლის და ოცნებების სიმბოლო, თუმცა, ყველა მათგანს არ უწერია ასრულება და ამ სავსემთვარეობის დროს, ბევრი ადამიანი იტყვის უარს თავის აუხდენელ ოცნებებზე და შეცვლის მიმართულებას. ასეთ დროს, ის პროცესები, რომელიც გრძელდებოდა ინერციით და არ ჰქონდა განვითარების პოტენციალი საბოლოოდ დასრულდება, ხოლო ის ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ფსიქოლოგიურად მზად არ არიან რაღაცების გასაშვებად, შეუძლიათ გაწელონ დრო 28 აგვისტომდე, სანამ არ მოხდება მთვარის დაბნელება. სავსემთვარეობა ასრულებს და დებს იმ მოვლენების შედეგებს, რომელსაც ჩაეყარა საფუძველი მერწყულში ახალმთვარეობის დროს, რაც მოხდა ა.წ. 17 თებერვალს. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ სავსემთვარეობა მოხდება მზისა და იუპიტერის ზუსტი შეერთების დროს, რადგან ზუსტად ამ დღეს, ჩვენ შეგვიძლია დავსახოთ გეგმა, რა მიმართულებით და საქმით შევძლებთ გავზარდოთ საკუთარი თავი და გავლენები წლის განმავლობაში, ამიტომ, ამ დღეს მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ჩვენი იუპიტერი. მერწყული გულისხმობს სისწრაფეს, პროგრესს, ამიტომ ასეთ დროს ის გარემოებები, რომელიც აუჩქარებლად და მდორედ მიმდინარეობდა თვეების განმავლობაში ახლა ერთიანად განვითარდება. ახლა შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მომავალი შევიგრძნოთ ფიზიკურად, სავსემთვარეობა არ ქმნის ახალს, ის უბრალოდ გვინათებს მოვლენებს. ახლა ყველა შეგრძნება ხდება მკვეთრი და შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ადამიანების განწყობა და ხასიათი ხელს შეუწყობს შექმნას ფიზიკურად საგრძნობი დაძაბულობა სამყაროში, იუპიტერისა და პლუტონის მონაწილეობა ამ პროცესში შესძენს დიდ მასშტაბს, გრანდიოზულობას და საკრალურ მნიშვნელობას იმ პროცესებისა და შედეგების, რომელსაც მივიღებთ. ამ პერიოდში, ყველაფერი ის, რაც ეკუთვნის ჩვენს მომავალს მოგვიახლოვდება და გახდება უფრო ნათელი, ხოლო ის რაც ყალბი, ზედაპირული და პრერენზიულია დაკარგავს თავის მომხიბვლელობას, ხოლო ყველაფერი ნამდვილი, რეალური და ჭეშმარიტი შეიძენს ძალას. ასევე ჩვენი ცხოვრებიდან წავა ის ყველაფერი, რაც ეფუძნებოდა ილუზიებს, შიშებსა და ჩვევებს. ამ სავსემთვარეობის პერიოდში, აგრეთვე აქტუალური იქნება პირადი ურთიერთობების თემებიც, მივხვდებით რეალურია თუ არა ჩვენი გრძნობები, თუ უბრალოდ მოგვწონს ჩვენი როლი, ამ ურთიერთობაში ან თუ ხომ არ ვსჯით ამ ურთიერთობებით საკუთარ თავს.
2026 წლის 29 ივლისის სავსემთვარეობის მთავარი თემები უკავშირდება:
* ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების საბოლოო ეტაპზე გადასვლას, დასრულებასა და გათავისუფლებას;
* შესაძლოა გამოიკვეთოს ინფორმაცია, რომელიც აქამდე დაფარული იყო და გამჟღავნდეს სიმართლე;
* უფრო თვალსაჩინო ხდება ემოციური საკითხები; ზოგი ურთიერთობა შეიძლება გაძლიერდეს, ზოგიც საბოლოოდ დასრულდეს;
* სამსახურისა და კარიერის კუთხით შესაძლებელია დასრულდეს მნიშვნელოვანი პროექტი ან მიიღოთ თქვენი შრომის შედეგი;
* ბევრი ადამიანი, ამ პერიოდში გახდება უფრო მგრძნობიარე, იმატებს ემოციური ფონი და გაძლიერდება ინტუიცია.ვერძი:
სავსემთვარეობა ხვდება თქვენს მე -11-ე სახლში, ხოლო მზის და იუპიტერის შეერთება მე -5-ე სახლში – აქცენტები გაკეთდება სიყვარულზე, შემოქმედებასა და შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეიძლება დასრულდეს მნიშვნელოვანი რომანი ან შემოქმედებითი პროექტი.კურო:
სავსემთვარეობა ხვდება თქვენს მე -10-ე სახლში, ხოლო მზის და იუპიტერის შეერთება მე -4-ე სახლში – ამ პერიოდის მთავარი თემებია ოჯახი, საცხოვრებელი და პირადი უსაფრთხოება. შესაძლებელია მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სახლის, ოჯახის, კარიერის, მიზნებისა და პირადი სტატუსის საკითხებში.ტყუპები:
სავსემთვარეობა ხვდება თქვენს მე- 9-ე სახლში, ხოლო მზის და იუპიტერის შეერთება მე -3-ე სახლში აქტიურდება კომუნიკაციები, სწავლა, საბუთები და მოკლე მოგზაურობები. შესაძლოა მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც შეცვლის თქვენს გეგმებს.კირჩხიბი:
სავსემთვარეობა ხვდება თქვენს მე -8-ე სახლში, ხოლო მზის და იუპიტერის შეერთება მე-2-ე სახლში – წინა ხაზზე გამოდის ფინანსები, შემოსავალი და თვითშეფასება. შეიძლება დაასრულოთ ძველი ფინანსური საქმიანობა, გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობები და აიღოთ ახალი ფინანსური პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე.
ლომი:
სავსემთვარეობა ხვდება თქვენს მე-7-ე სახლში, ხოლო მზის და იუპიტერის შეერთება 1-ელ სახლში – დგება პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი. შესაძლოა შეიცვალოთ იმიჯი, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გაქვთ უნიკალური შანსი შექმნათ თქვენი თავის ახალი ვერსია და დაასრულოთ ძველი ცხოვრების ციკლი.
ქალწული:
სავსემთვარეობა ხვდება თქვენს მე- 6-ე სახლში, ხოლო მზის და იუპიტერის შეერთება მე-12-ე სახლში – დროა დაისვენოთ და გათავისუფლდეთ ისეთი ფარული პროცესებისგან და ძველი ტვირთისგან, რაც გართმევდათ ძალებს. შეძლებთ მოაგვაროთ საქმიანობასთან და პირადთან დაკავშირებული პრობლემები, კარგი პერიოდია შინაგანი გააზრებისთვის და სამომავლო გეგმების ჩამოსაყალიბებლად.
სასწორი:
სავსემთვარეობა ხვდება თქვენს მე- 5-ე სახლში, ხოლო მზის და იუპიტერის შეერთება მე- 11-ე სახლში – აქტიურდება ის პროცესები, რომელიც უკავშირდება მეგობრებს, კოლექტივსა და სამომავლო გეგმებს. ზოგიერთი თქვენი მიზანი და ოცნება რეალობად იქცევა, ხოლო ის რაც უკავშირდებოდა ილუზიებს, ტყუილებსა და ფანტაზიებს სწორად შეაფასებთ და დაასრულებთ.
მორიელი:
სავსემთვარეობა ხვდება თქვენს მე-4-ე სახლში, ხოლო მზის და იუპიტერის შეერთება მე- 10-ე სახლში –მნიშვნელოვანი შედეგები დაიდება კარიერისა და საზოგადოებრივი სტატუსის სფეროში. მოსალოდნელია დიდი წინსვლები, დაწინაურება, ახალი საქმის დაწყება ან მიმართულების რადიკალური ცვლილება, ასევე მათთვის, ვისთვისაც აქტუალურია, საბოლოოდ გაირკვევა უძრავი ქონების და ოჯახური ურთიერთობების თემები.
მშვილდოსანი:
სავსემთვარეობა ხვდება თქვენს მე- 3-ე სახლში, ხოლო მზის და იუპიტერის შეერთება მე- 9-ე სახლში – კულმინაციაში გადის ის საკითხები, რომელიც უკავშირდება განათლებას, მოგზაურობას, სამართლებრივ ან საერთაშორისო საკითხებს, ემიგრაციას, საბუთების მომზადებას, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილებას ან სასწავლებლად წასვლას.
თხის რქა:
სავსემთვარეობა ხვდება თქვენს მე- 2-ე სახლში, ხოლო მზის და იუპიტერის შეერთება მე- 8-ე სახლში – ამ პერიოდის მთავარი თემებია თქვენი და თქვენი პარტნიორის საერთო ფინანსები, კრედიტები, ინვესტიციები, ქონება და ღრმა ემოციური კავშირები. იპოვით მყარ საყრდენს და გადააფასებთ თქვენს დამოკიდებულებებს.
მერწყული:
სავსემთვარეობა ხვდება თქვენს 1-ელ, ხოლო მზის და იუპიტერის შეერთება მე- 7-ე სახლში – გადამწყვეტ ეტაპზე გადადის პირადი და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობები. შესაძლოა ახალი შეთანხმებების გაფორმება, ახალი იდეები და წამოწყებები, დასრულდება ძველი, სტაგნაციაში მყოფი ურთიერთობები და სიტუაციები.
თევზები:
სავსემთვარეობა ხვდება თქვენს მე- 12-ე სახლში, ხოლო მზის და იუპიტერის შეერთება მე-6-ე სახლში – თქვენთვის განსაკუთრებულად მისტიკური იქნება ეს სავსემთვარეობა, გაგიძლიერებთ ინტუიციას, ემოციებს, ქვეცნობიერს, იგრძნობთ შინაგან ძალებს, შეძლებთ გათავისუფლდეთ არა საინტერესო სამუშაოსგან დაასრულოთ მნიშვნელოვანი პროექტი, თქვენს ყურადღებას მოითხოვს ჯანმრთელობა და საჭიროა ყოველდღიური რეჟიმის და ჩვევების ცვლილება. გისურვებთ თქვენი ოცნებების ასრულებას“, – წერს ნინა ხომერიკი.
-

“გოგონა ყველაზე გამორჩეული სახელით” – ნოე სულაბერიძეს და ჯანეტ ქერდიყოშვილს მესამე შვილი შეეძინათ
პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს და მის მეუღლეს, მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილს მესამე შვილი შეეძინათ.
სასიხარულო ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში ნოე სულაბერიძე ავრცელებს. წყვილმა ახალშობილს ემმი დაარქვა.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში, ემმი სულაბერიძე.
მიყვარხარ და მარად ვიქნები შენი მადლიერი Janet Kerdikoshvili“, – წერს ნოე სოციალურ ქსელში.
-

ფინანსთა მინისტრის განცხადება
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800 მლნ ლარზე მეტით, – ამის შესახებ მან პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში:70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება;
გარდა პენსიისა, რომელიც, როგორც იცით ინდექსირებულია და კონკრეტული ფორმულით ხდება მისი ზრდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს;
ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი
-

„მანქანა ისე იყო დალეწილი, იქ ადამიანის გადარჩენა წარმოუდგენელი იყო“ – ცნობილია 4 შვილის მამის ვინაობა, რომელიც გუშინ უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა, მეორე ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაშია
27 ივლისს კიდევ ერთი მძიმე ავტოკატასტროფა მოხდა. ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, საპირისპირო ზოლში მიმავალი ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი მანქანის მძღოლი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მეორე მანქანის მძღოლი დაზიანებებით ასევე კლინიკაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ხელვაჩაურში მცხოვრები 39 წლის ლევან ლორთქიფანიძეა. ავარიის შემდეგ მანქანიდან გადმოყვანილს, ფაქტობრივად, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
“რომ მივედი, ავარია ახალი მომხდარი იყო და ყველა დაშავებულების დასახმარებლად გარბოდა. ორი “ბმვ”-ს მარკის ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს – საპირისპირო ზოლში მიდიოდნენ. ორივე მანქანაში მხოლოდ მძღოლები იყვნენ. ერთი გადმოყვანილი იყო უკვე, ძირს დააწვინეს. სასწრაფოს მოსვლამდე დავაპირე ჩემი მანქანით კლინიკაში გადამეყვანა და როგორმე დავხმარებოდი, მაგრამ მითხრეს, რომ მისი განძრევა არ შეიძლებოდა. მალე სასწრაფოც მოვიდა. თავიდან გონზე იყო ის ახალგაზრდა ბიჭი, მერე გონებაც დაკარგა…
მეორე მანქანა ისე იყო დალეწილი და დამტვრეული, იქ ადამიანის გადარჩენა წარმოუდგენელი იყო. ეტყობა, მანქანების შეჯახების შემდეგ, ის მეორე მანქანა ბორდიურსაც დაეჯახა. ბიჭი ძლივს გამოიყვანეს მანქანიდან. პულსს უსინჯავდნენ, ყვიროდნენ, არ ესინჯებაო, მაგრამ სასწრაფოში რომ ჩასვეს და წაიყვანეს, მქონდა იმედი, რომ ისიც გადარჩებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მერე გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი”, – უთხრა “კვირის პალიტრას” ფაქტის თვითმხილველმა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა 39 წლის ლევან ლორთქიფანიძე ოჯახთან ერთად ხელვაჩაურში ცხოვრობდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.
“ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა. ჩვენი მეზობელია ლევანი, ოთხი შვილის მამა, უფროსი შვილი 14 წლის იქნება, პატარა ერთი წლის არის. ჰყავს მეუღლე. ლევანის დედა ემიგრაციაში – იტალიაშია. ეს თავზარდამცემი ამბავი იქ გაიგო, რომ მონატრებული შვილი აღარ ჰყავს. საუკეთესო და თბილი ადამიანი იყო ლევანი, სიტყვები არ მყოფნის”, – ამბობს მეზობელი.
ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა ლევანის დამ სოციალურ ქსელში.
“დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეა… არ მჯერა, ღმერთო, რატომ?!
მე ახლა ვინ უნდა დამიძახოს დაია, ძმაო. ისე ლამაზად მეძახდი დაიას.
ძმაო, არ მჯერა, რომ შენ გარეშე უნდა გავაგრძელო ცხოვრება. თითქოს გულიდან ყველაზე ძვირფასი ნაწილი წამართვეს. შენ მხოლოდ ჩემი ძმა არ იყავი – ჩემი ძალა, ჩემი იმედი, ჩემი მეგობარი და ჩემი სიამაყე იყავი.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ვიცი, ზეციდან მიყურებ და ისევ დამიცავ, როგორც ყოველთვის. სამუდამოდ ჩემს გულში იცოცხლებ, ძმაო. სანამ მე ვსუნთქავ, შენი სახელი, შენი ღიმილი და შენი სიყვარული არასოდეს გაქრება”.
მეორე ახალგაზრდა დაზიანებებით კლინიკაშია. როგორც დაშავებული ბიჭის ახლობელი ამბობს, ის უმძიმეს მდგომარეობაშია, ამჟამად რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. დაშავებულს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
კვირის პალიტრა
-

ნაყინმა 8 წლის ბიჭი იმსხვერპლა – ფაქტს პოლიცია იძიებს
კანადაში ნაყინის ერთმა პორციამ ონტარიოს პროვინციაში მცხოვრები რვა წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ წერს Need To Know.
ოტავაში მცხოვრებ ლიამ გარტლანდს რძის პროდუქტებზე, კვერცხსა და არაქისზე მძიმე ალერგია ჰქონდა. გასეირნების დროს დედამ მას ნაყინი მას შემდეგ უყიდა, რაც წინასწარ დარწმუნდა, რომ ის არ შეიცავდა რძესა და სხვა ინგრედიენტებს, რომლებიც მისი შვილისთვის საშიში იყო. თუმცა, როგორც კი ბიჭმა ნაყინი გასინჯა, მაშინვე უთხრა დედას: „მგონი, აქ რძეა“.
ბავშვს მყისიერად დაეწყო მძიმე ალერგიული რეაქცია. ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში იბრძოდნენ ლიამის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამჟამად პოლიცია იძიებს, როგორ აღმოჩნდა რძის პროდუქტები დესერტში, რომელიც, წესით, ალერგიის მქონე ადამიანებისთვის უსაფრთხო უნდა ყოფილიყო.
-

ვაიმეე…. 😱😱ბოლომდე მიდის რუსეთი ‼️‼️რა ბრძანებას მოაწერა ხელი ვლადიმირ პუტინმა იხილეთ კომენტარში👇👇👇
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 27 000 ადამიანით გაიზრდება, მათ შორის, 25 000 სამხედრო მოსამსახურით.
შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 2 426 130 ადამიანს შეადგენს, ხოლო სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 1 535 000-ს მიაღწევს.
ეს 2026 წელს რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ მიღებული უკვე მესამე გადაწყვეტილებაა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება.
