Blog

  • რა ხდება ამ წუთებში კახეთში, კადრები ადგილიდან

    რა ხდება ამ წუთებში კახეთში, კადრები ადგილიდან

    კახეთში, სოფელ გამარჯვებაში ძლიერი წვიმა და სეტყვაა. კადრებს დედოფლისწყაროს ახალი ამბები ავრცელებს.

    “საშინელი ქარბორბალა და წვიმა სოფელ გამარჯვებაში, კაკლის ხეები დაგლიჯა, კლუბის ეზოში ნაძვები ძირიანად მოთხარა,საწყობებს და სახლებს სახურავები გადახადა.”

  • როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – წინასწარი პროგნოზი

    როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – წინასწარი პროგნოზი

    კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C , მაღალმთიან ზონაში +17, +19°C -ის ფარგლებშია.

    ივლისი საქართველოს დიდ ნაწილში წლის ყველაზე ცხელი თვეა. ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობზე +42, +41, ქართლსა და კახეთში +37, +41°C, მთაში +36, +42°C, მაღალმთიან ზონაში +31, +38°C-ს აღწევს.

    ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +12, +14°C-ს შეადგენს, ქართლსა და კახეთში +6, +13°C-ს, მთიან რაიონებში +5, +8°C-ს შეადგენს, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში კი +4°C-დან  -3°C-მდე იკლებს.

    დასავლეთ საქართველო

    შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +25, +26°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო ტემპერატურასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +19, +16° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +33, +36°C-მდე.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +25°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +18, +19°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება მთაში ღამით +17, +14°C -მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +12, +9°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება მთაში დღისით +34, +37°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში +30, +33°C -მდე.

    აღმოსავლეთ საქართველო

    ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24 +27°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +16, +13°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +36, +39°C-მდე

    კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +26°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე, თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +17, +14°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +33, +38°C-მდე.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მთაში მოსალოდნელია +21, +23°C, მაღალმთიან რაიონებში +17, +18°C,  რაც 10-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +9, +6°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +34, +37°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +29, +32°C-მდე.

  • ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა

    ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა

    ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმში, „მაიაკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის დავით გაბისონია დაიღუპა.

    სანაპიროზე ბავშვის პირადი ნივთები იპოვეს, თავად კი დაკარგულად ითვლებოდა.სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მყვინთავებმა არასრულწლოვნის ცხედარი სავარაუდო საბანაო ადგილზე, წყლის ქვეშ აღმოაჩინეს.მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებასა და გარემოებების დადგენას აგრძელებენ.

  • საგანგაშო პროგნოზი, სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    საგანგაშო პროგნოზი, სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    5 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთიან რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.

    სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მთიან რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგიერთ ადგილას ნალექი ძლიერი იქნება, მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ინტენსიურმა ნალექებმა შესაძლოა პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას შეუწყოს ხელი.

    სპეციალისტები მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში მცხოვრებლებსა და დამსვენებლებს, ურჩევენ, ყურადღებით ადევნონ თვალი ამინდის განახლებულ პროგნოზებს და საჭიროების შემთხვევაში დაიცვან შესაბამისი უსაფრთხოების რეკომენდაციები.

  • ნობილია იმ მანქანის მძღოლის ვინაობა, ვინც ქართველი სერჟანტი ქალი იმსხვერპლა – რა დეტალები ხდება ცნობილი?

    ნობილია იმ მანქანის მძღოლის ვინაობა, ვინც ქართველი სერჟანტი ქალი იმსხვერპლა – რა დეტალები ხდება ცნობილი?

    მძღოლი, რომელიც ტრო­ტუ­არ­ზე მი­მა­ვალ ქალს ავ­ტო­მო­ბი­ლით დაეჯახა, რუსეთის მოქალაქე ოლგა სვიატკინაა.

    ის მეუღლესთან ერთად ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რამდენიმე წელია ცხოვრობს.

    მისი ადვოკატის თქმით, მომხდარის მიზეზი მანქანის გადამცემი კოლოფის გაუმართაობა გახდა.

    ,,თავად, რუსეთის მოქალაქეა, ქმარი ჰყავს უკრაინის მოქალაქე. დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან და არავითარი კავშირი არ აქვთ არც რუსებთან და არც უკრაინასთან. ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლია, მაგრამ ხდება ხოლმე. ეს იყო მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა. განადგურებულია, ასე რომ ვთქვათ”, – ამბობს ადვოკატი.

    მას წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

  • რა შენიშნა ქალმა, რომელიც დადიანზე,  65 წლის თამილა კაზალიკაშვილს მანქანით დაეჯახა

    რა შენიშნა ქალმა, რომელიც დადიანზე, 65 წლის თამილა კაზალიკაშვილს მანქანით დაეჯახა

    ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. ჩემ­თან თქვა – ყვე­ლა­ფე­რი გა­ივ­ლის, მაგ­რამ მე ამ ცოდ­ვით რო­გორ ვი­ცხოვ­რო მთე­ლი ცხოვ­რე­ბაო. ძა­ლი­ან ნა­ნობს ამ ყვე­ლა­ფერს, – ამის შე­სა­ხებ და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის ად­ვო­კატ­მა იმე­და ქარ­ქა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

    რო­გორც ად­ვო­კატ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ ავა­რი­ის მო­მენ­ტი არ ახ­სოვს და იმ დღეს, რო­დე­საც შემ­თხვე­ვა მოხ­და, ჩვე­უ­ლებ­რივ, სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქეს და­ე­ჯა­ხა ოლგა სვი­ატ­კი­ნაა. რო­გორც ცნო­ბი­ლია ის უკ­რა­ი­ნელ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად თბი­ლის­ში წლე­ბია ცხოვ­რობს.

  • მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას

    მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას

    5 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთიან რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.

    სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მთიან რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგიერთ ადგილას ნალექი ძლიერი იქნება, მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ინტენსიურმა ნალექებმა შესაძლოა პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას შეუწყოს ხელი.

    სპეციალისტები მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში მცხოვრებლებსა და დამსვენებლებს, ურჩევენ, ყურადღებით ადევნონ თვალი ამინდის განახლებულ პროგნოზებს და საჭიროების შემთხვევაში დაიცვან შესაბამისი უსაფრთხოების რეკომენდაციები.

  • ზღაპრული ქორწილი ჭყონში და ქართული ცეკვა, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

    ზღაპრული ქორწილი ჭყონში და ქართული ცეკვა, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

    როგორ ღელავს, აქ ვინც ღლიცინებს ერთი თქვენი ჩაჩაჩა და ჯაივი მანახა, – წერენ კომენტარებში.

    სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა ემო­ცი­უ­რი და სა­ო­ცა­რი კად­რე­ბი მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭყო­ნი­დან, სა­დაც ამე­რი­კე­ლი წყვი­ლის ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლი შედ­გა. ვი­დე­ომ, სა­დაც ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი – მა­დე­ლინ მაკ­ლა­ი­ნი და მისი რჩე­უ­ლი დიდი მონ­დო­მე­ბით ცეკ­ვა­ვენ ქარ­თულს, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გუ­ლე­ბი მა­ლე­ვე და­ი­პყრო.

    Ambebi.ge და­უ­კავ­შირ­და ქორ­წი­ლის ფო­ტოგ­რაფს, ილო­ნა გან­გა­ვას, რო­მელ­მაც მა­მას­თან – ვი­დე­ოგ­რაფ დათა გან­გა­ვას­თან ერ­თად, ეს და­უ­ვი­წყა­რი დღე კად­რე­ბად აქ­ცია. ილო­ნამ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ამე­რი­კე­ლი წყვი­ლი­სა და ჭყონ­ში გა­მარ­თუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა.

    5 წელი სა­მეგ­რე­ლო­ში და ინ­გლი­სუ­რი ენის ცენ­ტრი სოფ­ლად

    რო­გორც ირ­კვე­ვა, პა­ტარ­ძლის­თვის, მა­დე­ლინ მაკ­ლა­ი­ნის­თვის, სა­მეგ­რე­ლო და სო­ფე­ლი ჭყო­ნი უცხო სუ­ლაც არ არის. ის ოჯახ­თან ერ­თად უკვე ხუთი წე­ლია, რაც მარ­ტვი­ლის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს. განაგრძეთ კითხვა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.

    მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59კმ-ში, სოფელ მამიშლართან იყო.

    მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.