Blog

  • 21 წლის სილამაზის დედოფლის ცხედარი სახლში იპოვეს

    21 წლის სილამაზის დედოფლის ცხედარი სახლში იპოვეს

    ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატში, 21 წლის ბრინ კარნესეკას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ადგილობრივი საზოგადოება და ჟურნალისტური წრეები ღრმა მწუხარებაში ჩააგდო.

    ბრინ კარნესეკა ფართო საზოგადოებამ 2024 წელს გაიცნო, როდესაც „მის ამერიკან ფორკის“ (Miss American Fork) ტიტული მოიპოვა. მოგვიანებით ის „მის იუტას“ კონკურსზე „მის კეთილგანწყობილის“ (Miss Congeniality) წოდებითაც დააჯილდოვეს. თუმცა მისი საქმიანობა მხოლოდ სილამაზის კონკურსებით არ შემოიფარგლებოდა.

    21 წლის ახალგაზრდა იანგის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას სწავლობდა, სტაჟირება გაიარა KSL News-ში და თანამშრომლობდა არაერთ ადგილობრივ გამოცემასთან. მეგობრებისა და კოლეგების თქმით, ბრინი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობითა და ადამიანების დახმარების განსაკუთრებული სურვილით.

    მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინიციატივა იყო Envelopes of Hope – პროექტი, რომელიც საზოგადოების წევრებსა და პატიმრებს შორის წერილობითი კომუნიკაციის დამყარებას ემსახურებოდა. ბრინს სჯეროდა, რომ თანაგრძნობასა და ადამიანურ ურთიერთობებს ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეეძლო.

    მისი ხსოვნის პატივსაცემად სანთლების ანთების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ასობით ადამიანი დაესწრო.

    ამ ეტაპზე , არც ოჯახს და არც სამართალდამცავებს რაიმე კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუ რატომ გადაწყვიტა ბრინ კარნესეკამ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება. მისი დედა მხოლოდ ადასტურებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა და საზოგადოებას სთხოვს, არ ივარაუდონ მიზეზები და ბრინი მხოლოდ ამ ტრაგიკული ფაქტით არ დაამახსოვრონ. ბრინის დედამ, მიშელ კარნესეკამ, საზოგადოებას სთხოვა, მისი შვილი მხოლოდ ტრაგიკული დასასრულით არ დაიმახსოვრონ.

  • ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

    ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

    გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

    კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 აგვისტოს 10:00-დან 11:10 საათამდე და 18:00-დან 18:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა, გალავანი, წილკანი, კოტორაანთკარი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა და მიმდებარე სოფლებში.

    10:30-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩარგალი, კაწალხევი, გველეთი, გოგოლაურთა, ბარისახო, ჯაღმიანი, ზაქათკარი, ხადა, კაიშაურნი, ჭართალი და მიმდებარე სოფლებში.

    სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

  • 🔻 რამ გამოწვია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა – რა დეტალები ხდება ცნობილი- ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 რამ გამოწვია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა – რა დეტალები ხდება ცნობილი- ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდება.

    ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი ავარიის ზუსტი მიზეზების დასადგენად.

    „მინდა, გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენგურჰესის აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება.

    ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.

    როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“,- წერს გიორგი ფანგანი სოციალურ ქსელში.

  • ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

    ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

    გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

    კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 აგვისტოს 10:00-დან 11:10 საათამდე და 18:00-დან 18:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა, გალავანი, წილკანი, კოტორაანთკარი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა და მიმდებარე სოფლებში.

    10:30-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩარგალი, კაწალხევი, გველეთი, გოგოლაურთა, ბარისახო, ჯაღმიანი, ზაქათკარი, ხადა, კაიშაურნი, ჭართალი და მიმდებარე სოფლებში.

    სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

  • 🔻 ხანძარი ლოტკინზე – არსებული ინფორმაციით ცეცხლი სახლს უკიდია – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 ხანძარი ლოტკინზე – არსებული ინფორმაციით ცეცხლი სახლს უკიდია – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    ნაძალადევის რაიონში, ლოტკინზე, სვირის ქუჩაზე ხანძარია. ადგილობრივის ინფორმაციით ცეცხლი სახლს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

  • ზაალ ლატარია ქუთაისელ სასულიერო პირს ექვთიმე სარალიძეს პასუხობს

    ზაალ ლატარია ქუთაისელ სასულიერო პირს ექვთიმე სარალიძეს პასუხობს

    “დიდი მადლობა, მამაო, მეამაყები. გამწარებული მეომარი მამა, ზაალ ლატარია.“- წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია. “

    ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს. დამირეკონ… ერთი სულის გადარჩენა მირჩევნია, ვიდრე ათასი საყვედურის მოსმენას. […]ერთი დაკარგულისთვის ღირს ჯოჯოხეთში ჩასვლა და ამოყვანა ცეცხლის ალისაგან. ვლოცულობ ლანასათვის და არ მივცემ ბოროტ ძალებს რომ დაღუპონ მისი სული,” – დაწერა გუშინ მღვდელმა ექვთიმე სარალიძემ სოციალურ ქსელში.

    უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ზაალ ლატარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი – თავისუფლების ქუჩა 15…”

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    „დღეს, თბილისის დროით 08:01-ზე, დაბა ყაზბეგიდან სამხრეთით 15კმ-ში, სოფელ წკერეში მოხდა 3,1(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • უმძიმესი ავარია ქუთაისის ავტობანზე -არის მსხვერპლი‼

    უმძიმესი ავარია ქუთაისის ავტობანზე -არის მსხვერპლი‼

    ქუთაისის ავტობანზე ავარია მოხდა – ერთმანეთს ევაკუატორი და მიკროავტობუსი შეეჯახა. მთავარის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს

  • ფონიჭალიდან გატაცებული 7 წლის ბიჭის მკვლელის შემზარავი ჩვენება – ამ საქმემ თბილისი შეძრა

    ფონიჭალიდან გატაცებული 7 წლის ბიჭის მკვლელის შემზარავი ჩვენება – ამ საქმემ თბილისი შეძრა

    2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა – შემზარავი ამბის მოწმე გახდა – 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.

    როგორც გაირკვა, პოლიციელმა ბავშვი საკუთარი კორპუსის ეზოდან გაიტაცა და გადამალვის მიზნით გარდაბნის რაიონის სოფელ მუხრანთელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა.

    დაკარგვიდან ერთ საათში გამტაცებელი ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა და გამოსასყიდი თანხა – 10.000 დოლარი მოითხოვა, თან გააფრთხილა, რომ სამართალდამცველებს ინფორმაციას თუ მიაწვდიდა, შვილს ცოცხალს ვეღარ ნახავდა. მუქარის მიუხედავად, ოჯახის წევრებმა მისი მოთხოვნა არ შეასრულეს, რის შემდეგაც გამტაცებელმა ბავშვი სასტიკად აწამა და მოკლა, გვამის მოშორება კი თავის 17 წლის ვაჟს, კახას დაავალა.

    ჯემალ სამადაშვილი იმავე ღამეს დააკავეს. სასამართლომ გატაცებისა და სასტიკი მკვლელობის ჩადენისთვის პოლიციელს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა,- არასრულწლოვან კახა სამადაშვილს კი მძევლად ხელში ჩაგდებისა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. აღშფოთებული მეზობლები და ახლობლები სამადაშვილის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ.

    ბიჭის მშობლებისთვის დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს მათი ერთადერთი შვილი. ოფიციალური ვერსიით, ბავშვი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, მაგრამ რეალურად მკვლელობის მოტივს პასუხი ვერ გაეცა.

    43 წლის ჯემალ სამადაშვილისა და მისი მსხვერპლის ოჯახი გვერდიგვერდ სადარბაზოში ცხოვრობდნენ. იმ პერიოდში სამადაშვილი მეცნიერებათა აკადემიის დაცვის თანამშრომელი იყო. მკვლელობის მოტივად ანგარიშსწორება გამოირიცხა, ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვის გატაცებაც თითქმის დაუჯერებელი ვერსია იყო, რადგან ბიჭის მშობლები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. გამოძიებამ სხვა ორ ვერსიაზეც იმუშავა, კერძოდ, სამადაშვილი მანიაკი იყო ან ბავშვის მკვლელობა რიტუალური მოტივით მოხდა.

  • „ფუტკრების” შეჭრა და „სისხლით სავსე მიწები“ – ვრცელდება მიშელ ნოსტრადამუსის პროგნოზი 2026 წლისთვის

    „ფუტკრების” შეჭრა და „სისხლით სავსე მიწები“ – ვრცელდება მიშელ ნოსტრადამუსის პროგნოზი 2026 წლისთვის

    2026 წლის მოახლოებასთან ერთად, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ფრანგი წინასწარმეტყველის, ნოსტრადამუსის, თითქმის 470 წლის წინ დაწერილი იდუმალი ჩანაწერების ახალი ინტერპრეტაციები. ვირუსული განხილვები გლობალურ კონფლიქტებს, გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და შესაძლო კატასტროფებს პროგნოზირებს, თუმცა ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ტექსტები სიმბოლურია და არ ეფუძნება სამეცნიერო მტკიცებულებებს.

    განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რამდენიმე ოთხკუთხედს, სადაც ნახსენებია 26 წელი, „ფუტკრების უზარმაზარი გროვა“ და „სისხლით სავსე მიწები“. თანამედროვე ანალიტიკოსები ფუტკრებს არა პირდაპირ მოვლენად, არამედ მეტაფორად განიხილავენ – ზოგი ამას ძლიერ პოლიტიკურ ძალას ან მასობრივ სოციალურ მოძრაობებს უკავშირებს, სხვები კი სამხედრო ან ტექნოლოგიურ სიმბოლოდ აღიქვამენ.

    ნოსტრადამუსის ლექსების ნაწილი ინტერპრეტირდება როგორც გლობალური დაძაბულობის ზრდის ან ძალაუფლების დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაადგილების მინიშნება. არსებობს მოსაზრება, რომ საუბარი შეიძლება არა სამხედრო ომზე, არამედ ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ კონკურენციაზე — განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებაზე აზიის ქვეყნებში.

    ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ინტერპრეტაცია ეხება „დიდი ფიგურის უეცარ დაცემას“, რასაც ზოგი 2026 წელს მნიშვნელოვანი მსოფლიო ლიდერის მოულოდნელ სიკვდილად ან მკვლელობად განიხილავს.

    მიუხედავად ფართო საზოგადოებრივი ინტერესისა, მკვლევრები და მეცნიერები მოუწოდებენ მკითხველს, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები აღიქვან კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში და არა როგორც მომავლის სანდო პროგნოზი.

    ასევე იხილეთ: ლოცვა, რომელიც ნათლისღების წინა დღეს უნდა წაიკითხოთ

    წყარო: primetime.ge