Blog

  • 🔻”ქალი და ბავშვი ალბათ უკან ისხდნენ და დარტყმისგან საბარგულში იყვნენ გადავარდნილები. მძღოლი მაშინვე დაიღუპა” –  რას ჰყვება რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი?

    🔻”ქალი და ბავშვი ალბათ უკან ისხდნენ და დარტყმისგან საბარგულში იყვნენ გადავარდნილები. მძღოლი მაშინვე დაიღუპა” – რას ჰყვება რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი?

    რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. მანქანაში მყოფი ბავშვი და ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

    როგორც ფაქტის თვითმხილველი გვიამბობს, მანქანაში სულ 4 ადამიანი იყო.

    “ამ საშინელ ავარიას შევესწარით, რიკოთის “პერევალზე” ახალი მომხდარი იყო. “ფიტის” მარკის ავტომობილი ჯებირს იყო შეჯახებული, სამწუხაროდ მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, გვერდზე ვინც იჯდა ის მამაკაცი თავიდან გონზე იყო, მანქანიდან ის ფაქტის შემსწრე გამვლელმა ბიჭმა გადმოიყვანა, ნახევარი საათი ალბათ გონებაზე იყო, მერე გაითიშა და გარდაიცვალა. მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იჯდა, სამი სრულწლოვანი და პატარა ბავშვი, ქალი და ბავშვი გადარჩნენ. კლინიკაში არიან გადაყვანილები და ძალიან მაინტერესებს მათი მდგომარეობა. იმედია მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მანქანა ქართული ნომრებით იყო, მაგრამ სავარაუდოდ ეროვნებით აზერბაიჯანელები იყვნენ. რა გახდა ავარიის მიზეზი, არ ვიცი, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ მძღოლს ჩაეძინა, იქ ეს ვარაუდი გამოითქვა. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის ამ ფაქტის ნახვა, მე და ჩემი მეუღლე შევესწარით და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით დაშავებულებს. განაგრძეთ კითხვა>>>

  • “გავგზავნე მესიჯი, ჩემთან არის და არ ინერვიულოთთქო…” – 7 წლის ბიჭის მკვლელის ჩვენება, რომელმაც საქართველო შეძრა

    “გავგზავნე მესიჯი, ჩემთან არის და არ ინერვიულოთთქო…” – 7 წლის ბიჭის მკვლელის ჩვენება, რომელმაც საქართველო შეძრა

    2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა – შემზარავი ამბის მოწმე გახდა – 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს. როგორც გაირკვა, პოლიციელმა ბავშვი საკუთარი კორპუსის ეზოდან გაიტაცა და გადამალვის მიზნით გარდაბნის რაიონის სოფელ მუხრანთელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა.

    დაკარგვიდან ერთ საათში გამტაცებელი ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა და გამოსასყიდი თანხა – 10.000 დოლარი მოითხოვა, თან გააფრთხილა, რომ სამართალდამცველებს ინფორმაციას თუ მიაწვდიდა, შვილს ცოცხალს ვეღარ ნახავდა. მუქარის მიუხედავად, ოჯახის წევრებმა მისი მოთხოვნა არ შეასრულეს, რის შემდეგაც გამტაცებელმა ბავშვი სასტიკად აწამა და მოკლა, გვამის მოშორება კი თავის 17 წლის ვაჟს, კახას დაავალა.

    ჯემალ სამადაშვილი იმავე ღამეს დააკავეს. სასამართლომ გატაცებისა და სასტიკი მკვლელობის ჩადენისთვის პოლიციელს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა,- არასრულწლოვან კახა სამადაშვილს კი მძევლად ხელში ჩაგდებისა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. აღშფოთებული მეზობლები და ახლობლები სამადაშვილის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ.

    ბიჭის მშობლებისთვის დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს მათი ერთადერთი შვილი. ოფიციალური ვერსიით, ბავშვი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, მაგრამ რეალურად მკვლელობის მოტივს პასუხი ვერ გაეცა.

    43 წლის ჯემალ სამადაშვილისა და მისი მსხვერპლის ოჯახი გვერდიგვერდ სადარბაზოში ცხოვრობდნენ. იმ პერიოდში სამადაშვილი მეცნიერებათა აკადემიის დაცვის თანამშრომელი იყო. მკვლელობის მოტივად ანგარიშსწორება გამოირიცხა, ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვის გატაცებაც თითქმის დაუჯერებელი ვერსია იყო, რადგან ბიჭის მშობლები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. გამოძიებამ სხვა ორ ვერსიაზეც იმუშავა, კერძოდ, სამადაშვილი მანიაკი იყო ან ბავშვის მკვლელობა რიტუალური მოტივით მოხდა.

    ჯემალ სამადაშვილი ყველა დაკითხვაზე მომხდარს სხვადასხვანაირად აღწერდა, დაკავებისას განაცხადა:

    “ჩავედი ეზოში, მანქანა გავაჩერე და ბავშვს ვუთხარი, გაგასეირნებ-მეთქი. წავედით სოფელში. იქ ვაპირებდი, რომ დამება და მერე ოჯახისთვის რაღაც მომეთხოვა. სოფელში არის დიდი მილი, მიწის ქვეშ, 20 მეტრია. ხელი ვკარი და დავარდა. შეიძლება რაღაც იტკინა. ჩავხტი მეც, ბავშვი თოკით შევბოჭე, რომელიც წინასწარ მქონდა მომარაგებული, პირი ნაჭრებით ავუკარი. მერე გავგზავნე მესიჯი – ჩემთან არის და არ ინერვიულოთ, პოლიციას არ შეატყობინოთ, დაგიკავშირდებით ერთ-ორ დღეში-მეთქი. ბავშვს თოკი რომ მოვხსენი, ძალიან აგრესიული იყო. შემეშინდა და მოვგუდე”.

    სასამართლო პროცესზე კი სრულიად განსხვავებული ჩვენება მისცა – თითქოს დედასთან უსიამოვნების გამო განერვიულებული იყო, დილით კი ავარია მოუხდა, მანქანა სწრაფად მიატრიალა და გიორგის დააჯახა. მისი თქმით, ვეღარ აზროვნებდა, ბავშვი ბინაში აიყვანა და ცდილობდა, წყლით მოესულიერებინა, მაგრამ უკვე მკვდარი იყო. ამის შემდეგ გადაწყვიტა, გადაემალა. შინ მისი გოგონა იყო და გააფრთხილა, ოთახიდან არ გამოსულიყო. ბავშვი კი ეზოში დიდი ჩემოდნით ჩაიტანა. საბარგულში ჩადო და შვილთან, კახასთან ერთად სოფელში წავიდა. ჩვენების თანახმად, სოფელში მისვლისას, ბავშვის გვამი სათავსოში შეიტანა ისე, რომ არ უწამებია. ამის შემდეგ მან ბავშვის მამას დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი მასთან იყო და ისევ დაუკავშირდებოდა.

    ოპერატიული დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი კახა ჩიხლაძე იხსენებდა, როგორ გაიხსნა სასტიკი დანაშაული ერთ დღე-ღამეში:

    – 8 წელი არ ჰყავდა შვილი, გიორგი ერთადერთი შვილი იყო. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, ალბათ, 10.000 დოლარი ერთად ცხოვრებაში არ ენახათ. მამა წისქვილკომბინატში, დედა კი მისივე სადარბაზოს პირველ სართულზე, პოლიკლინიკაში ექთანად მუშაობდა…

    თანხის გარდა, გამტაცებლის ერთ-ერთი მოთხოვნა ის იყო, რომ ოჯახს პოლიციაში არ უნდა განეცხადებინა. ასეთ დროს ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაო, რადგან მძევლის სიცოცხლეა მთავარი. სამწუხაროდ, გაჟონა ინფორმაციამ, რომ საქმეში სამართალდამცველები იყვნენ ჩართული… გამტაცებელი იმავე კორპუსში ცხოვრობდა, რომელშიც გატაცებული ბავშვის ოჯახი და ერთ-ერთი მეზობლისთვის სხვათა შორის უკითხავს, როგორ არის გატაცებული ბავშვის საქმეო? როცა შეიტყო, მშობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს, მოუკლავს…

    დავადგინეთ, რომ გამტაცებელი ორი ტელეფონით სარგებლობდა. ერთი მათგანით ბავშვის მამას მესიჯი მისწერა, მანამდე კი თავის უფროსს ინკოგნიტოდ უგზავნიდა სადისტურ მესიჯებს ცოლ-შვილზე. მოგვიანებით, ადრესატმა გვითხრა, ისეთი მესიჯები მომდიოდა, თავის მოკვლა მინდოდაო…

    ანძების შესწავლით დავადგინეთ, სად შეიძლებოდა ბავშვი ყოფილიყო, თუმცა არ ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ მკვდარი… დრო არ ითმენდა, გათენებას ვერ დაველოდებოდით, ბავშვის სიცოცხლეს ეხებოდა საქმე. მე და ჩემი თანამშრომელი ავედით სამადაშვილის აგარაკზე. დილის 5 საათია და ვხედავთ, მორბის გამტაცებლის 17 წლის ვაჟი, გაოფლიანებულია და ნერვიულად ლაპარაკობს ტელეფონზე. ბიჭს ვკითხე, რა გჭირს-მეთქი? მიპასუხა, შეყვარებულმა გამანერვიულაო. ავუხსენით, რომ პოლიციელები ვიყავით, თითქოს დამნაშავე გაგვექცა და ნებართვა ვთხოვეთ, მათი ეზოს გავლით სხვა მხარეს გადავსულიყავით. გავლისას მათ სახლშიც შევიხედეთ და თვალში მომხვდა, მოხუცი ქალი (გამტაცებლის დედა) სახეს იხოკავდა. წარმოიდგინეთ, დილის 5 საათია, ყველას ღვიძავს და ჩაცმულია. ამ გარემოებამ ეჭვი გაგვიძლიერა…

    შემდეგ ფონიჭალაში, სამადაშვილის ბინაში მივედით, სადაც ჩვენი ყურადღება მიიქცია ახალმოწმენდილმა იატაკმა. სველი ჩვარი ექსპერტიზაზე წავიღეთ და გავაგრძელეთ მუშაობა. მთავარი იყო იმ ტელეფონის პოვნა, რომლითაც დამნაშავე მესიჯებს გზავნიდა. დილისთვის დადგინდა ადგილსამყოფელი – ტელეფონს სამადაშვილის მეგობრის სახლში მივაკვლიეთ. სავარაუდოდ, წინასწარ გათვალა – ნივთმტკიცების აღმოჩენის შემთხვევაში დანაშაული მის თანამშრომელს უნდა დაჰბრალებოდა. ისიც დავაკავეთ, თუმცა საბოლოოდ მისი უდანაშაულობა დამტკიცდა და გავუშვით. როცა ვუთხარით, თავისუფალი ხარო, არ სჯეროდა, ბედნიერებისგან ლამის ხელში ჩაგვაკვდა.

    ამასობაში 17 წლის კახა სამადაშვილმაც აღიარა, ბავშვის გვამი მამაჩემის დავალებით გადავაგდე ხევშიო (აგარაკის მიდამოების დათვალიერების დროს ჩვენ რომ შეგვხვდა განერვიულებული, მაშინ). ხევში გვამის ძებნა დავიწყეთ. ერთმა თანამშრომელმა დაიძახა, აქ რაღაც ლურჯი პარკიაო,- არ დამავიწყდება ის მომენტი, როცა პარკი გავხსენით და…  კინაღამ გონება დავკარგე.

    აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იატაკის ჩვარზე – ამ ბავშვის გარდა, სამი სხვა ადამიანის სისხლიც აღმოჩნდა, რომლებიც ოჯახის არც ერთი წევრისას არ დაემთხვა. გაგვიჩნდა ეჭვი, რომ სერიულ მკვლელთან გვქონდა საქმე. დავიწყეთ მოკვლევა, მაგრამ სისხლის პატრონები ვერ ვიპოვეთ…

    მკვლელმა დანაშაული კი აღიარა, მაგრამ მოტივი არ თქვა. ფაქტია, ანგარიშსწორება არ იყო, გამტაცებელს არც თანხის მიღების იმედი უნდა ჰქონოდა, ფული შირმა იყო. ბრალდებულს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და მას ფსიქიკური პრობლემები არ აღმოაჩნდა. ერთადერთი მოტივი, რაც მეზობლებმა გაახმოვანეს, ის იყო, რომ თითქოს სამადაშვილი საეჭვო სექტის წევრი გახლდათ და არ გამორიცხავდნენ, რომ საქმე რიტუალურ მკვლელობას უკავშირდებოდა. სამადაშვილების ოჯახს მეზობლები კარჩაკეტილ, უცნაურ ადამიანებად ახასიათებდნენ. ამბობდნენ, რომ შვილებს მამის ძალიან ეშინოდათ. სამადაშვილის მამას კი (რომელიც მაღალი წოდების პოლიციელი ყოფილა) სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია. ვარაუდობდნენ, რომ პოლიციელმა მამამ ისეთი რამ შეიტყო შვილზე, თვითმკვლელობამდე მივიდაო.

  • საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა +40, +42 გრადუსამდე მოიმატოს

    საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა +40, +42 გრადუსამდე მოიმატოს

    საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე აღნიშნავს. მისივე ინფორმაციით, ტემპერატურამ შესაძლოა +42 გრადუსამდეც მოიმატოს.

    “საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება, ხოლო ნალექი ნორმის ფარგლებში. ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, დაბლობსა და ბარში +39 +42 გრადუსამდე,  მთიან ზონაში +37 +40 გრადუსამდე, ხოლო მაღალ მთიან ზონაში +33 +37 გრადუსამდე.

    ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენები, როგორიც არის – გვალვა, თბური ტალღები და ასევე ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელია ძლიერი ნალექიც”, – აღნიშნავს ხათუნა ქოქოსაძე.

  • გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

    გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

    ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

    ეზოთერიკოსი ამბობს, რომ წლის ბოლომდე ორი ცნობილი და წარმატებული ადამიანის გარდაცვალებას ხედავს.

    „დღეიდან ზუსტად ექვსი თვის განმავლობაში ეს მოვლენები განვითარდება. ზღვისპირა ქალაქებთან ფრთხილად. წყალთან და მდინარეებთან იყავით ყურადღებით,“ – ამბობს გოგა მანია.

    ეზოთერიკოსი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, იყვნენ ყურადღებით, ერთმანეთი მეტად დააფასონ და მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებენ.

  • “ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა… გერმანიიდან ერთი თვის ჩამოსული იყო, სახლი შეიძინა” – რა დეტალები ხდება ცნობილი ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე?

    “ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა… გერმანიიდან ერთი თვის ჩამოსული იყო, სახლი შეიძინა” – რა დეტალები ხდება ცნობილი ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე?

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ვახო ხუციშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ვახო მეგობართან ერთად „ვაზ-2106“-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სოფელ ცხაკაიასთან, სავარაუდოდ, ცუდი ხილვადობის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა. ახალგაზრდა საუბედუროდ ადგილზე დაიღუპა, მის გვერდით მყოფი პირი კი დაშავდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ვახო ხუციშვილი თურმე გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო.

    “ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, რა უნდა გითხრათ არ ვიცი, ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი, ვახო ჩემი ნათესავია, ძალიან განადგურებული ვარ ამ ამბით. დედისერთა იყო, დედას თავისი ერთადერთი შვილი აღარ ჰყავს და აქ რა არის სალაპარაკო, რა უნდა ვთქვათ, განვიცდით ამ ტრაგედიას. გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო, ერთი თვე იქნება ალბათ. სოფელ არეშფერანში სახლი შეიძინა და დედასთან ერთად სოფელ ბაღდადიდან საცხოვრებლად იქ გადავიდა. არ ვიცი სამძიმარი როგორ უნდა ვუთხრა მის დედას, ირმას. მეტს ვერაფერს გეტყვით, აღარ შემიძლია”,- უთხრა ოჯახის ახლობელმა “კვირის პალიტრას”.

    განაგრძეთ კითხვა>>>

  • 10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სამუშაოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან მოულოდნელი სიახლე გელოდებათ.

    კურო
    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ემოციური ხარჯები მოერიდეთ. ოჯახთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სითბოს შეგმატებთ. ჯანმრთელობასაც მეტი ყურადღება დაუთმეთ.

    ტყუპები
    კომუნიკაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. წარმატებას მიაღწევთ მოლაპარაკებებსა და საქმიანი კონტაქტების დამყარებაში. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა ყველაფერს გაამარტივებს.

    კირჩხიბი
    შესაძლოა, დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც სამომავლო გეგმებზე გავლენას მოახდენს. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას – ინტუიციას ენდეთ.

    ლომი
    ენერგიით სავსე დღე გელით. თქვენი იდეები ყურადღების ცენტრში მოექცევა, თუმცა ლიდერობისას სხვების აზრის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.

    ქალწული
    დაგროვილი საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელი დღეა. დეტალებზე კონცენტრირება წარმატებას მოგიტანთ. საღამოს დასვენება და განტვირთვა აუცილებელია.

    სასწორი
    დღე ახალ ნაცნობობასა და საინტერესო შესაძლებლობებს გპირდებათ. შემოქმედებითი იდეები განსაკუთრებით წარმატებული იქნება. ფინანსურ საკითხებში წინდახედულობა გამოიჩინეთ.

    მორიელი
    პროფესიულ სფეროში თქვენი ძალისხმევა დაფასდება. შესაძლოა, მოულოდნელი შეთავაზებაც მიიღოთ. ემოციების კონტროლი კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

    მშვილდოსანი
    ახალი ცოდნის მიღებისა და მოგზაურობის დაგეგმვისთვის კარგი დღეა. ოპტიმიზმი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.

    თხის რქა
    ფინანსურ და საქმიან საკითხებში ყურადღება და სიფრთხილე დაგჭირდებათ. დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ – შედეგი არ დააყოვნებს. ახლობლის რჩევა თქვენთვის სასარგებლო იქნება.

    მერწყული
    ურთიერთობები დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. კარგი დროა პარტნიორებთან საერთო გადაწყვეტილებების მისაღებად. საღამოს სასიამოვნო ამბავი განწყობას აგიმაღლებთ.

    თევზებისამუშაო საქმეებში ორგანიზებულობა წარმატებას მოგიტანთ. ნუ გადადებთ მნიშვნელოვან ვალდებულებებს. საკუთარ ჯანმრთელობასა და დასვენებას მეტი დრო დაუთმეთ.

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა ცნობილია ვინაობა

    ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა ცნობილია ვინაობა

    მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა.

    შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები ვახო ხუციშვილი მსუბუქი ავტომობილით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა. მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.

    ხუციშვილი ადგილზე დაიღუპა, მის გვერდით მყოფი პირი კი დაშავდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

  • მძიმე ავარია რიკოთზე – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    მძიმე ავარია რიკოთზე – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

    არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

    ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • SOS”ფრთხილად იყავით! პარკში ვიღაც ქალს ჩემი შვილი მიჰყავდა, არ მიბრუნებდა, ახლაც მაკნკალებს” – ახალგაზრდა მამაკაცი გლდანის მცხოვრებლებს აფრთხილებს

    SOS”ფრთხილად იყავით! პარკში ვიღაც ქალს ჩემი შვილი მიჰყავდა, არ მიბრუნებდა, ახლაც მაკნკალებს” – ახალგაზრდა მამაკაცი გლდანის მცხოვრებლებს აფრთხილებს

    მშობელი, რომელსაც მისი მცირეწლოვანი შვილი გლდანში, ერთ-ერთ პარკში ჰყავდა სასეირნოდ, საზოგადოებას აფრთხილებს.

    მისი თქმით, ბავშვი უცნობ ქალს მიჰყავდა და მშობელს არ უბრუნებდა. მშობლებს სხვა ადამიანებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

    “ფრთხილად იყავით! მე-3 მიკროში! ჩემი შვილი გამყავდა გარეთ, როგორც ყოველთვის. მე-3 მიკროში 173-ე საჯარო სკოლასთან პარკში, შვილი დამეკარგა, გული გამისკდა. ლამის პოლიციას შევატყობინე! გავიხედე უკან და ვიღაცა ქალს მიჰყავს ჩემი შვილი!

    გავეკიდე იმ ქალს. ბავშვს არ მიბრუნებდა! გავიკითხე სხვა მშობლებთანაც და როგორც შემატყობინეს მაგ ქალს აქვს ჯამთელობის პრობლემები! თუ შეამჩნიეთ, გაიყვანეთ თქვენი შვილები შორს! სულ უჭირავს დიდი ბოთლები კოკა-კოლის ან სხვა რაიმის! ბოთლით გამომეკიდა. ბავშვი ძლივს გავათრიე! ახლაც აკანკალებული ვარ, როგორ შეიძლება ეს!” – წერს გლდანის დახურულ ჯგუფში მშობელი.

  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივლისში მნიშვნელოვანი სიურპრიზი ელოდება

    ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივლისში მნიშვნელოვანი სიურპრიზი ელოდება

    მოვლენათა მოულოდნელი განვითარება განსხვავებული ხასიათისაა: ზოგიერთი მათგანი ახალ შესაძლებლობებს აჩენს, ნაწილი კი გეგმებისა და პრიორიტეტების შეცვლას მოითხოვს. 2026 წლის ივლისი მსგავს ცვლილებას ერთდროულად ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის მოამზადებს. თუმცა, შედეგები და გავლენა მათ მომავალზე მხოლოდ ინდივიდუალურ მიდგომასა და რეაგირებაზეა დამოკიდებული.

    ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, ზოგიერთ ადამიანს უახლოესი გარემოცვის ნამდვილი ზრახვების დანახვა მოუწევს, ზოგს კი საკუთარი ინტერესების დაცვა დასჭირდება. გარკვეულ შემთხვევებში ეს პროცესები სტრესული აღმოჩნდება, ზოგისთვის კი – პოზიტიური გარდაქმნების საფუძველი:

    ქალწული
    ქალწულებისთვის ივლისი მნიშვნელოვანი, შესაძლოა შოკის მომგვრელი მოვლენებითაც დაიწყოს, რადგან ამ პერიოდში ბევრი დაფარული ინფორმაცია გაცხადდება. კრიზისულ მომენტში გამორიცხული არ არის იმ ადამიანების არასახარბიელო ქმედებები, რომლებსაც აქამდე სანდო პარტნიორებად ან მეგობრებად მიიჩნევდით.

    ბუნებრივია, სასურველია მოულოდნელობები მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტს ატარებდეს, თუმცა ზაფხულის მეორე თვე ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის საგულისხმო გამოწვევებს მოამზადებს.

    დღის შუქზე გამოვა ისეთი ფაქტებიც, რომლებიც მიმდინარე გეგმების სასწრაფო კორექტირებას მოითხოვს. რამდენად პროდუქტიული იქნება ეს ცვლილებები, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კუთხით შეხედავთ შექმნილ მოცემულობას.

    ამასთან, წინასწარ ნეგატიურ სცენარებზე ნუ ფოკუსირდებით. პროგნოზი არ გამორიცხავს დადებით სიურპრიზსაც: შესაძლოა, რთულ ვითარებაში მხარდაჭერა სწორედ იმ ადამიანისგან მიიღოთ, ვისთანაც აქამდე დაძაბული ურთიერთობა გქონდათ. ივლისი ქალწულებისთვის ნიღბების ჩამოხსნის პერიოდია, ხოლო ამ პროცესის შედეგების მართვა სრულად თქვენს ხელთაა.

    მერწყული
    მერწყულებისთვის ივლისი გამძლეობის სერიოზულ გამოცდად იქცევა. ეს ჰაერის ნიშანი იმ ჯგუფში მოხვდა, რომლისთვისაც უახლოესი პერიოდი გარკვეული გამოწვევებით იქნება სავსე.

    ტესტის გავლა მოუწევს ყველა ტიპის ურთიერთობას – როგორც საქმიანს, ისე პირადს. მოსალოდნელია გეგმების ჩაშლა, გაუგებრობები და უმიზეზო კონფლიქტები. გარდა ამისა, შესაძლოა გააქტიურდნენ ძველი ოპონენტებიც, რომლებიც თქვენს დროებით სისუსტეს ხელსაყრელ მომენტად მიიჩნევენ.

    მიზანშეწონილია წინასწარ მოემზადოთ შესაძლო ინტრიგებისა და მათი შედეგებისთვის. სიტუაციის გაკონტროლება და სიფხიზლის შენარჩუნება დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანაში დაგეხმარებათ.

    პარალელურად, შესაძლებელია პოზიტიური სიურპრიზებიც. ეს შეიძლება იყოს საინტერესო საქმიანი შემოთავაზება, ახალი ვაკანსია ან ანაზღაურების ზრდა. შესაძლებლობა სრულიად მოულოდნელი წყაროდან გაჩნდება და ვარსკვლავები მის გამოყენებას დაუყოვნებლივ გირჩევენ…ვრცლად