Blog

  • 🔻რა დეტალები ხდება ცნობილი? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻რა დეტალები ხდება ცნობილი? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, ამჟამად მატარებელი გაჩერებულია და მგზავრებს ვაგონების დატოვების უფლებას არ აძლევენ.

    ინფორმაცია ქალის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით უცობია.

  • მიზეზი გაირკვა…😢👉რას წერს ოჯახის მეგობარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ?

    მიზეზი გაირკვა…😢👉რას წერს ოჯახის მეგობარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ?

    ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი და მოდელი ლიზი მოისწრაფიშვილია. იგი ცნობილი ქართველი კინოოპერატორის ლომერ ახვლედიანის შვილიშვილია.

    სოციალურ ქსელში მას მწუხარებით ემშვიდობებიან:

    „რატომ გააკეთე ეს, ლიზი, შვილო…

    მე და დედას ხომ თურქეთში მიგვყავდი, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა შენთვის… რატომ დაგვასწარი, შვილო? რატომ დაგვტოვე ასე მოულოდნელად…

    ნანა, ჩემო მეგობარო, რა გითხრა… სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამ ტკივილს როგორმე უნდა გაუძლოთ“, – წერს ოჯახის მეგობარი ნანა სარიშვილი.

    როგორც კომენტარებში წერენ, გოგონა ავად იყო და სამკურნალოდ თურქეთში აპირებდნენ წაყვანას, თუმცა ტრაგედია მანამდე დატრიალდა.

  • გურიკა დადიანიძის დედის პასუხი გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტს‼

    გურიკა დადიანიძის დედის პასუხი გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტს‼

    მლეთაში 2014 წელს დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტს, ანი გელაშვილს პასუხობს.

    ანი გელაშვილს ვერაფერში დავეთანხმები – უთხრა მან “პირველებს” ახალგაზრდა ქალის მიერ “ტვ პირველისთვის” მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს შეფასებისას.

    დიასამიძის დედა ინტერვიუს იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც გელაშვილი ამბობს, რომ “ხმა, რომელიც 12 წლის წინ გადაღებულ ვიდეოში ისმის, გურიკა დიასამიძეს არ ეკუთვნის”.

    “დამცინიან, რას მირევენ გზა-კვალს, რა უნდათ ჩემგან არ ვიცი”- აცხადებს სოფო ბიბილაშვილი.

    გურიკა დიასამიძის დედის თქმით, კახა გელაშვილი, ვის მიმართაც კითხვები აქვს, მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა და თუ ტელეფონს აიღებდა, “უივიროდა”:

    ღამის სამ-ხუთ სათზე რომ დაერეკა, ყოველთვის ვპასუხობდითო და რა პასუხს მცემდნენ? – მამამისი იმხელაზე მიყვიროდა, ტელეფონი მივარდებოდა ხელიდან. რას მირევენ გზა-კვალს, რა უნდათ ჩემგან არ ვიცი – არ უნდათ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, არ უნდათ, რომ გამოაშკარავდეს რა მოხდა?! კარგი, ცოცხალია, ვიპოვეთ და ბავშვმა სიმართლე აღიარა, გონებაზე რომ მოვა და იტყვის რა მოუვიდა, მერე სად უნდა წავიდნენ?! – თქვა დაკარგული ბიჭის დედამ.

    მლეთაში გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი, რომელიც17 წლის ბიჭის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს, “დღის ამებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ვერსიით, 12 წლის გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია.

    გელაშვილმა TV პირველის ეთერიდან საპატრიარქოსაც მიმართა და დაუშვა ვარაუდი, რომ დიასამიძე რომელიმე ეპარქიაში მსახურობს.

    17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

    სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისმის ბიჭის ხმა “არ მიმატოვო“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
    გუშინ “პირველებმა” ჩაწერა ანი გელაშვილი, რომელიც 12 წლის წინ გურიკა დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე. საქმის მოწმე დარწმუნებულია, რომ გურიკა ციცხალია, ხმა კი რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა დადიანიძეს არ ეკუთვნის.

  • 12 წლის წინ დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

    12 წლის წინ დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

    საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას, სადაც 12 წლის წინ გურამ დადიანიძის კვალი დაიკარგა.

    ადგილზე სრულად გადაატარეს სპეც მოწყობილობები, მაგრამ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, ახლა კი მიუვალ ადგილებზე მისასვლელად ტრაქტორები შეიყვანეს.

    გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება და მიწა, რაც დარჩა, იქ სკანერი ვერ გაივლის, მითხრეს, გულში ისე რომ არ დაგრძეს, დღეს 10:00 საათზე ტრაქტორებს შემოიყვანდნენ. მეყერის ვერსია გამოირიცხა, მეწყერს მე ვიძახი, თორემ როგორც მითხრეს, ქვა-ღორღია. წუალი-მსასა ხომ ჩამოწვა და გაჩერდა ადგილზე?!

    ადგილზე დალუქული ჭაა და დღეს მაგასც ვეტყვი – ორმოა და მერე ჭა. ორმოდან რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენა და რატომ? “- აცხადებს დაკარგულის დედა.

    17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

    სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისმის ბიჭის ხმა “არ მიმატოვო“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
    გუშინ “პირველებმა” ჩაწერა ანი გელაშვილი, რომელიც 12 წლის წინ გურიკა დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე. საქმის მოწმე დარწმუნებულია, რომ გურიკა ციცხალია, ხმა კი რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა დადიანიძეს არ ეკუთვნის.

  • ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს – უახლოესი დღეების პროგნოზი

    ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს – უახლოესი დღეების პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში უმეტესად ზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდია მოსალოდნელი.

    აღმოსავლეთ საქართველოში დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა უმეტეს რაიონებში +32…+38 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოში +29…+35 გრადუსამდე დათბება. სანაპირო ზოლში შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

    ცალკეულ დღეებში, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, დასავლეთ და მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ადგილობრივად შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც.

    თბილისში 15 აგვისტოს ჩათვლით, უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდია ნავარაუდევი. დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +35…+37 გრადუსს მიაღწევს.

    სინოპტიკოსები მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებენ – განსაკუთრებით შუადღის საათებში, როდესაც მზის სხივები ყველაზე ინტენსიურია. რეკომენდებულია სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება და მზეზე ხანგრძლივი ყოფნისგან თავის არიდება.

  • 🔻 ვინ არიან გომის მთაზე, ავარიისას დაღუპულები? ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან – ვრცლად  იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 ვინ არიან გომის მთაზე, ავარიისას დაღუპულები? ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელორუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

    ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ნაწილის უახლოეს კლინიკაში ტრანსპორტირება მიმდინარეობს.

    ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილთა შორის ბავშვები არ არიან.

    “გომის მთაზე ავარიას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც გვითხრეს, მძღოლმა მოსახვევში მიკროავტობუსი ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა, მანქანაში იჯდა ბავშვიც, მადლობა უფალს, გადარჩა. მგზავრები ბელორუსი ტურისტები არიან”, – აცხადებს ადგილობრივი.

    არსებული ცნობებით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლები იმყოფებიან. შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • „ორის მდგომარეობა მძიმეა…“ – უახლესი ინფორმაცია გომის მთაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების შესახებ

    „ორის მდგომარეობა მძიმეა…“ – უახლესი ინფორმაცია გომის მთაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების შესახებ

    გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმის შეფასებით, ორი პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო ცხრა პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

    გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

    სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოსული არის 11 პაციენტი, აქედან ექვსი პაციენტი არის პედიატრიული ასაკის და ხუთი პაციენტი არის მოზრდილი. აქედან გამოვარჩევდით ორი პაციენტის მდგომარეობას. ისინი შედარებით მძიმე პაციენტები არიან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტოლოგმა ანა კოჩაძემ.

  • „საოცარი ბიჭია, ახლახან დაოჯახდა, არანაირი ნასვამი. ეს მანქანა სულაც არ იყო ძველი, ნუ წერთ ჯართიაო…“ – რას ამბობენ გომის მთაზე მომხდარ ტრაგედიაზე

    „საოცარი ბიჭია, ახლახან დაოჯახდა, არანაირი ნასვამი. ეს მანქანა სულაც არ იყო ძველი, ნუ წერთ ჯართიაო…“ – რას ამბობენ გომის მთაზე მომხდარ ტრაგედიაზე

    გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ბელარუსის 4 მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, დაშვებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მიკროავტობუსს, რომელიც ხრამში გადავარდა, ტურისტები გადაჰყავდა.

    სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ისინი ოზურგეთის და ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს.

    ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

    ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება მიკროავტობუსის მძღოლი:

    „ეს მანქანა სულაც არ იყო ძველი, ნუ წერთ ჯართიაო. პირიქით ახალი მიკროავტობუსი იყო, სპრინტერი მერსედესის მარკის. ახლახან იყიდა, ჩამოაყვანინა დიდი ხანი არცაა გასული, საათივით იყო გამართული. რა მოხდა არ ვიცი და ძალიან ვწუხვარ, საოცარი ბიჭია, საოცარი ოჯახი აქვს. ჩემი მეზობელია. თვითონაც საავადმყოფოში ჰყავთ ჯერ. ორსული ცოლი ჰყავს, ახლახან დაოჯახდა. ეს ბიჭი თბილისის ხაზზე მუშაობდა. ძალიან თანამედროვე მიკროავტობუსი იყო. რა მოხდა, არ ვიცი, ვფიქრობ უბრალოდ მანქანამ უღალატა. ძლიერი მძღოლი იყო, არანაირი ნასვამი და არანაირი ჯართი, როგორც აქ წერენ,”- წერს სოციალურ ქსელში მიკროავტობუსის მძღოლის მეზობელი.