Blog

  • ცნობილია, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა

    ცნობილია, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა

    ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია.

    გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას.

    „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის, როგორ გამწარდა ოჯახი გამისკდა გული. ვაიმე შენს დედას, რატომ უფალო…

    დათუჩა ჩემო სასწაულო, რატო წახვედი ასე უდროოდ რატო“,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

    არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • „ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – გოგა მანია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

    „ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – გოგა მანია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

    საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი, გოგა მანია, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება.

    მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

    იგი „პრაიმტაიმს“ ესაუბრება და ახალ წინასწარმეტყველებაზე უყვება.

    როგორც გოგა ამბობს, სამეფო კარზე დიდი არეულობაა მოსალოდნელი და გარდაიცვლება მეფე ჩარლზი.

    „გარდაცვალება იქნება სამეფო კარზე მეფე ჩარლზის, მას აქვს დაავადება, რომელსაც ვერ უშველიან. მისი გარდაცვალება ძალიან ახლოსაა, ეს მოხდება 2025-2026 წელს. მანდ მთელი დიდი ოინებია და დიდი თამაშია. ეწირებიან, იმ არასწორ ქმედებებს რაც მოხდა. პრინცესა დაიანას გარდაცვალება – ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს და მოიშორეს. ამაზე არ საუბრობენ, ეს დამალულია. ისინი პასუხს აგებენ სწორედ ამ ყველაფრის გამო.

    სიმსივნე ეს არის ენერგეტიკული დაზიანების დაავადება, ერთგვარი ფსიქოსომატიკური. თუმცა ჩარლზს ვერ უშველიან და ის მალე გარდაიცვლება. ამის მერე, სამეფო კარზე უდიდესი ცვლილებები იქნება“,- ამბობს გოგა მანია.

    მისი თქმით, ასევე ამერიკაში, რეზიდენციაში მოხდება გარდაცვალება.

  • VIDEO: “ფეხი ჩაჰყვა და ვეღარ გადაასწრო მატარებელს… არ გვეგონა, ასე უცებ თუ დაიმსხვრეოდა შენი ოცნებები!” – რას ამბობენ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ 16 წლის გოგოზე?

    VIDEO: “ფეხი ჩაჰყვა და ვეღარ გადაასწრო მატარებელს… არ გვეგონა, ასე უცებ თუ დაიმსხვრეოდა შენი ოცნებები!” – რას ამბობენ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ 16 წლის გოგოზე?

    ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული 16 წლის სანდრა შარაშიძეა.

    ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, ბოტანიკურ ბაღთან მოხდა. სანდრას სამგზავრო მატარებელი შეეჯახა და ის ადგილზე დაიღუპა.

    ახლობლების ინფორმაციით, გოგონას ლიანდაგზე ფეხი ჩაჰყვა და ვერ გაასწრო მატარებელს.

    როგორც “პალიტრავიდეოს” წყარო უყვება, გოგონა მწვანე კონცხზე ცხოვრობდა და როცა ეს ტრაგედია მოხდა, ზღვიდან სახლში ბრუნდებოდა.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც სარკინიგზო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

    სანდრას სოციალურ ქსელში ახლობლები და ოჯახის წევრები ემოციურად ემშვიდობებიან.

  • “ზღვაზე იყო გადასული, სანდრა ერქვა გოგოს, დედამ გაიგო უკვე” – ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც მატარებელი არასრულწლოვან გოგონას შეეჯახა და გარდაიცვალა

    “ზღვაზე იყო გადასული, სანდრა ერქვა გოგოს, დედამ გაიგო უკვე” – ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც მატარებელი არასრულწლოვან გოგონას შეეჯახა და გარდაიცვალა

    ბა­თუმ­ში, ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­თან სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას შე­ე­ჯა­ხა.

    Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 16 წლის გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

    შემ­თხვე­ვა დღეს, 13 აგ­ვის­ტოს მოხ­და.

    რო­გორც Ambebi.ge-ის წყა­რო უყ­ვე­ბა, გო­გო­ნას სან­დრა ქვია. ის ზღვი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

    “მწვა­ნე კონ­ცხზე ცხობ­რობ­დნენ და ზღვა­ზე იყო გა­და­სუ­ლი ბავ­შვი. უკან რომ ბრუნ­დე­ბო­და სა­ვა­რა­უ­დოდ მაგ დროს მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. სან­დრა ერ­ქვა. გო­გო­ნას დე­დამ გა­ი­გო უკვე. მარ­ტო იყო რო­გორც ვიცი, რო­დე­საც ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და,” – უყ­ვე­ბა წყა­რო Ambebi.ge-ის.

    სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 275 მუხ­ლით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, რაც რკი­ნიგ­ზის, წყლის, სა­ჰა­ე­რო ან სა­ბა­გი­რო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

  • ტემპერატურა დაიკლებს – უახლესი დღეების პროგნოზი

    ტემპერატურა დაიკლებს – უახლესი დღეების პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. სინოპტიკოსების თქმით, 20 აგვისტოდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

    „დღეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

    ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს და დასავლეთს საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 25-30 გრადუსი.

    თბილისშიც უახლოესი სამი დღის განმავლობაში წვიმიან ამინდს ველოდებით. აქ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს“, – განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.

  • “მეგრელ გოგონას ვიღაც გააუპ*ტიურებს, გაგიჟებულ მამას მეზობლები აწყნარებენ …” – საუკეთესო ანეკდოტი

    “მეგრელ გოგონას ვიღაც გააუპ*ტიურებს, გაგიჟებულ მამას მეზობლები აწყნარებენ …” – საუკეთესო ანეკდოტი

    მეგრელ გოგონას ვიღაც გააუპატიურებს. გაგიჟებულ მამას მეზობლები აწყნარებენ.

    ამ დროს ჭიშკართან მაგარი ჯიპი ჩერდება და დაცვის თანხლებით იქედან ახალგაზრდა კაცი გადმოდის და ძუკუს ეუბნება:

    – თქვენი ქალიშვილი მე გავაუპატიურე…

    5 წუთი მაცალე ჩემსას ვიტყვი და მერე თუ გინდა მომკალი. თუ შენს გოგოს ბიჭი შეეძინება ცოლად შევირთავ
    შენ კი 5 მილიონს ჩაგირიცხავ ანგარიშზე… თუ გოგო შეეძინება ცოლად ვერ მოვიყვან მაგრამ 5 მილიონს მაინც ჩაგირიცხავ… ბავშვს კიდევ არაფერს მოვაკლებ.

    – ერთი შეკითხვა შეიძლება? – ეკითხება ძუკუ.

    – ბრძანეთ ბატონო;

    – დავუშვათ და არ დაფეხმძიმდა ჩემი გოგო მეორედ თუ მო@@ნავთ პატივცემულო?….)))

  • 14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი 

    აქტიური და ენერგიული დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად ახალი საქმე ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.

    კურო 

    დღეს სიმშვიდე და მოთმინება თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. სამსახურში შეიძლება საკითხი, რომელიც გაჭიანურდა, საბოლოოდ გადაწყდეს. კარგი დღეა ფინანსების დაგეგმვისთვის. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და დასვენებას.

    ტყუპები

    კომუნიკაციისთვის წარმატებული დღეა. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრა, ზარი ან ინფორმაცია, რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ. სიყვარულში სასიამოვნო სიახლე ან მოულოდნელი შეხვედრაც არ არის გამორიცხული.

    კირჩხიბი 

    ემოციურად დატვირთული დღე შეიძლება იყოს. ეცადეთ, სხვის სიტყვებს ზედმეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ფინანსებთან დაკავშირებით კარგი შესაძლებლობა გამოჩნდება, თუმცა დეტალები ყურადღებით შეამოწმეთ. საღამოს მშვიდ გარემოში ყოფნა სასარგებლო იქნება.

    ლომი 

    თავდაჯერებულობა და ინიციატივა წარმატებას მოგიტანთ. კარგი დროა მნიშვნელოვანი საუბრისთვის, ახალი იდეის წარსადგენად ან საქმის დასაწყებად. პირად ცხოვრებაში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. შესაძლოა, სასიამოვნო სიურპრიზიც მიიღოთ.

    ქალწული 

    საქმეები ორგანიზებულად დაგეგმეთ და ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ნუ ეცდებით. შესაძლოა, მნიშვნელოვანი დეტალი აღმოაჩინოთ, რომელიც აქამდე გამოგრჩათ. ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა დაგეხმარებათ.

    სასწორი

    სოციალური და სასიამოვნო დღეა. მეგობრებთან შეხვედრა, ახალი ნაცნობობა ან საინტერესო შეთავაზება კარგ განწყობას შეგიქმნით. სიყვარულში მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილება. ფინანსურად კი ზომიერება შეინარჩუნეთ.

    მორიელი

    პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება დაგჭირდეთ. ემოციების ნაცვლად ფაქტებს დაეყრდენით. თქვენი შრომა შესაძლოა სწორედ ახლა შეამჩნიონ. პირად ურთიერთობაში ზედმეტ ეჭვიანობას მოერიდეთ.

    მშვილდოსანი

    ახალი გამოცდილებისა და ცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. კარგი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისთვის, სწავლისთვის და სამომავლო გეგმებზე ფიქრისთვის. შესაძლოა, მოულოდნელმა ინფორმაციამ გეგმები უკეთესობისკენ შეცვალოს.

    თხის რქა 

    ფინანსური და სამუშაო საკითხები ყურადღებას მოითხოვს. შესაძლებელია ძველი ვალდებულების დასრულება ან მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ. საღამო დასვენებას დაუთმეთ.

    მერწყული

    ურთიერთობები დღის მთავარი თემა გახდება. შესაძლოა, ადამიანთან, ვისთანაც უთანხმოება გქონდათ, საერთო ენა იპოვოთ. ახალი თანამშრომლობა ან ნაცნობობა პერსპექტიული აღმოჩნდება. სიყვარულში მოულოდნელი ემოციებია მოსალოდნელი.

    თევზები 

    ყურადღება ყოველდღიურ საქმეებსა და საკუთარ ენერგიაზე გადაიტანეთ. გადაღლას მოერიდეთ და პრიორიტეტები სწორად განსაზღვრეთ. სამსახურში მცირე ცვლილებამ შეიძლება კარგი შედეგი მოიტანოს. საღამოს სასიამოვნო ამბავი ან ახლობელთან თბილი საუბარი გელოდებათ.

  • ახალი ეტაპის დასაწყისი! ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის აგვისტო გარდამტეხი თვე იქნება

    ახალი ეტაპის დასაწყისი! ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის აგვისტო გარდამტეხი თვე იქნება

    აგვისტოს ასტროლოგიური ფონი მნიშვნელოვანი გარდაქმნებით გამოირჩევა. პლანეტების აქტიური გადაადგილება და დაბნელებების პერიოდი ბევრ ადამიანს უბიძგებს, გადახედოს საკუთარ მიზნებს, ურთიერთობებსა და ცხოვრების იმ სფეროებს, რომლებიც შესაძლოა, უკვე აღარ შეესაბამებოდეს მის ნამდვილ სურვილებსა და მისწრაფებებს.

    ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ამ თვეში განსაკუთრებით პოზიტიური ცვლილებები ზოდიაქოს ოთხი ნიშნის წარმომადგენლებს შეეხებათ. მათთვის აგვისტო შეიძლება, გახდეს პერიოდი, როდესაც ძველი ეტაპი დასრულდება და ახალი შესაძლებლობები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და პიროვნული ზრდა დაიწყება.

    ვერძი
    ვერძებისთვის აგვისტო საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენისა და ახალი შესაძლებლობების გამოვლენის თვე იქნება. შესაძლოა, მათ გააცნობიერონ, რომ გარკვეული როლები, ჩვევები ან იმიჯი, რომელსაც წარსულში ინარჩუნებდნენ, უკვე აღარ გამოხატავს მათ ნამდვილ სურვილებს.ეს პერიოდი ვერძებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო თამამად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, წამოიწყონ ახალი საქმე ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ პირად ცხოვრებაში. ცვლილებები მათ დაეხმარება, გათავისუფლდნენ ზედმეტი მოლოდინებისგან და უფრო თავდაჯერებულად იმოქმედონ.

    კურო
    კუროებისთვის აგვისტო ცხოვრების მნიშვნელოვანი სფეროების გადახედვისა და საფუძვლების გამყარების პერიოდად გადაიქცევა. განსაკუთრებული ყურადღება შესაძლოა ოჯახურ საკითხებს, საცხოვრებელ გარემოსა და პირად სტაბილურობას დაეთმოს.

    ამ თვეში კუროები გააცნობიერებენ, რომ ყოველთვის სხვების პრობლემების მოგვარება და ყველასთვის კომფორტის შექმნა მათი ერთადერთი პასუხისმგებლობა არ არის. საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინება მათ ახალი ეტაპის დაწყებაში დაეხმარება.

    ლომი
    აგვისტო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება ლომებისთვის, რადგან ცვლილებები მათ პირად იდენტობასა და საკუთარი თავის აღქმას შეეხება. შესაძლოა, მათ წინაშე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს, რომლებიც საკუთარი თავის განსხვავებულად წარმოჩენასა და ძველი შეხედულებების გადახედვას მოითხოვს.

    ამ პერიოდში ლომებისთვის მთავარი გაკვეთილი იქნება იმის გაცნობიერება, რომ მათი ღირებულება მხოლოდ გარშემომყოფების შეფასებაზე არ არის დამოკიდებული. მოსალოდნელი ცვლილებები მათ უფრო თავისუფალ, თავდაჯერებულ და საკუთარი სურვილების ერთგულ ადამიანებად ჩამოაყალიბებს…ვრცლად