Blog

  • 15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    აქტიური დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა ბევრ გაუგებრობას აგარიდებს.

    კურო 

    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღეს ჯობს გადაწყვეტილებები ემოციების ნაცვლად კარგად გააზრებულ გეგმას დაეყრდნოს.

    ტყუპები

    კომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობის დღეა. სასიამოვნო საუბარმა შესაძლოა მნიშვნელოვანი იდეა ან შესაძლებლობა მოგიტანოთ.

    კირჩხიბი

    ოჯახი და ახლობელი ადამიანები თქვენს ყურადღებას მოითხოვენ. ემოციური დღეა, თუმცა გულწრფელი საუბარი ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს.

    ლომი

    თქვენი თავდაჯერებულობა დღეს განსაკუთრებით იგრძნობა. კარგი დროა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და ახალი საქმის დასაწყებად.

    ქალწული

    დეტალებზე ყურადღების გამახვილება წარმატებაში დაგეხმარებათ. სამსახურსა და ფინანსებში მცირე, მაგრამ სასიამოვნო წინსვლაა მოსალოდნელი.

    სასწორი

    ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ძველი საკითხის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.

    მორიელი 

    ინტუიციას მოუსმინეთ. შესაძლოა, ისეთი რამ იგრძნოთ, რასაც სიტყვებით ჯერ ვერ ხსნით. საღამო სასიამოვნო სიახლეს ან შეხვედრას გპირდებათ.

    მშვილდოსანი 

    ცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. კარგი დღეა ახალი გეგმის დასაწყებად, მოგზაურობის დასაგეგმად ან დიდი ხნის გადადებული საქმისთვის ხელის მოსაკიდებლად.

    თხის რქა 

    მოთმინება და თანმიმდევრულობა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. ფინანსურ საკითხებში შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდეთ.

    მერწყული

    საინტერესო იდეები და ახალი შესაძლებლობები გელოდებათ. ნუ შეგეშინდებათ განსხვავებული გზის არჩევის – სწორედ ამან შეიძლება მოგიტანოთ წარმატება.

    თევზები

    ემოციური, მაგრამ თბილი დღეა. საყვარელი ადამიანისგან მიღებულმა ყურადღებამ შესაძლოა განწყობა საგრძნობლად გაგიუმჯობესოთ. საკუთარ სურვილებსაც მეტი ყურადღება მიაქციეთ.

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:

    „14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • 🔴ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები სამძიმრის წერის ავრცელებენ – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔴ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები სამძიმრის წერის ავრცელებენ – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.

    „ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო – მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული.

    ბადრი ვადაჭკორიასთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. გულითადად ვუსამძიმრებთ ბატონი ბადრის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ დიდი დანაკარგის გამო”, – წერია წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

  • დავით ოქიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს (ფოტო)

    დავით ოქიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს (ფოტო)

    ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

    სამწუხარო ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

    „ადამიანი, რომელმაც თავისი ობიექტივით დროის ისტორიას უამრავი დაუვიწყარი კადრი შემოუნახა…
    უამრავი არქივი საქართველოს კულტურის პალატის თითქმის ყველა პროექტის და ყველა ვარსკვლავის გახსნის. მშვიდობით, კარგო ადამიანო“, – წერს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.

  • “როგორც იქნა აღიარა” 😱😱 მთელი ქვეყანა გაოგნებულია: ანრი ჯოხაძემ დიდი საიდუმლო გაამხილა

    “როგორც იქნა აღიარა” 😱😱 მთელი ქვეყანა გაოგნებულია: ანრი ჯოხაძემ დიდი საიდუმლო გაამხილა

    მომღერალი ანრი ჯოხაძე “იმედზე” ნოე სულაბერიძესთან იყო გადაცემაში და საკუთარ ძმაზე ისაუბრა:

    “მყარი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა ცოცხალია და ის გააშვილეს. იმ წლებში ძალიან ბევრი ფაქტი მომხდარა ბავშვების მოპარვის და გაშვილების. ბოლო დროს ხალხი ამაზე ღიად ალაპარაკდა… ვესაუბრე თამუნა მუსერიძეს და მან დამაკვალიანა თუ როგორ დამეწყო გამოძიება”, – ამბობს ანრი.

    ანრიმ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მისი ამღერება მამის დაპატიმრებას უკავშირდებოდა. “ჩემი ამღერება უკავშირდება მამის პატიმრობას… როდესაც მამა დაიჭირეს – დედამ პირობა მისცა: “შენს შვილებს ყოველთვის ნახავ ტელევიზორში!” და ეს პირობა შეასრულა. ჩვენ სულ ვმონაწილეობდით საახალწლო სატელევიზიო გადაცემებში და მამა გვიყურებდა, მანამ სანამ პირადად გავიცნობდით…”

  • 🔴 ზუგდიდში, სასტუმრო “მარსში” 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

    🔴 ზუგდიდში, სასტუმრო “მარსში” 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

    🔴 ზუგდიდში, სასტუმრო “მარსში” 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს | ინფორმაციას ამის შესახებ ტვ პირველი ავრცელებს.
    🔴 მათი ცნობით, კაცი სავარაუდოდ, დღეს გადმოვიდა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და სასტუმროში ნომერი იქირავა. მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
    🔴 მთავარი დეტალებს არკვევს.
  • 🔴რეჟისორი ნანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔴რეჟისორი ნანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    რეჟისორი ნანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    “ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა” – წერს ნანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

    ლიზა მოისწრაფიშვილი 11 აგვისტოს ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში – განახლებული პროგნოზი

    როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში – განახლებული პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. სინოპტიკოსების თქმით, 20 აგვისტოდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

    „დღეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

    ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს და დასავლეთს საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 25-30 გრადუსი.

    თბილისშიც უახლოესი სამი დღის განმავლობაში წვიმიან ამინდს ველოდებით. აქ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს“, – განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.

  • 🔴”დედა ემიგრაციაში ჰყავდა, საშინელი ტრაგედია ტრიალებს, ოჯახის ერთადერთი შვილია” – რას ამბობს დაღუპულის ახლობელი, ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔴”დედა ემიგრაციაში ჰყავდა, საშინელი ტრაგედია ტრიალებს, ოჯახის ერთადერთი შვილია” – რას ამბობს დაღუპულის ახლობელი, ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ, ავტომაგისტრალზე გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

    გარდაცვლილი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილავოს მკვიდრი დავით კაკულიაა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ინფო მარტვილი” ავრცელებს.

    ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ახალგაზრდა ავტომობილში დაიწვა. მისი თქმით, გარდაცვლილის დედა ემიგრაციაში იმყოფება.

    “დედა ემიგრაციაში ჰყავდა, საშინელი ტრაგედია ტრიალებს, გლოვობს მთელი მარტვილი. ბიჭი მანქანაში ჩაიწვა, საშინელება მოხდა. ოჯახის ერთადერთი შვილია“ – აცხადებს ოჯახის ახლობელი “ინფო მარტვილთან” საუბარში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს

    ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს

    ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადება ავრცელებს.

    “სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია. შსს-მ რამდენიმე დღეში გააკეთა იმდენი, რამდენიც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.

    გამოძიება გრძელდება სხვა ვერსიების გადასამოწმებლად! ჭაც შემოწმდა.

    სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ: საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, სამაშველო სამსახური და კრიმინალური პოლიცია.

    ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ სამივე სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა.

    გამოძიება გრძელდება და წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი” – ნათქვამია ტარიელ კაკაბაძის განცხადებაში.

    ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.