Blog

  • “ამ წუთას ხდება ურეკში, ძლივს გამოდიან სასტუმროებიდან, ნახეთ, რა ხდება” – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    “ამ წუთას ხდება ურეკში, ძლივს გამოდიან სასტუმროებიდან, ნახეთ, რა ხდება” – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    “ერთი ასფლატი რა გახდა რომ დააგონ ურეკში? ჩვენ დამსვენებლები ვართ. ეს ხდება ურეკში ყოველ წელს ერთიაიგივე პრობლემაა”, – წერს ნინი ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

  • “მოულოდენლად, თავის არეში სისხლძარღვი ( ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში” – რას წერს ეკა ბესელია?

    “მოულოდენლად, თავის არეში სისხლძარღვი ( ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში” – რას წერს ეკა ბესელია?

    მე- 10 დღე დაიწყო, რაც ერთად ვიბრძვით დედას სიცოცხლისთვის…მოულოდენლად, თავის არეში სისხლძარღვი ( ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში, – ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებლი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

    “დედას ჩემზე ბევრი ფბ მეგობარი ჰყავს და ჩემზე აქტიურია ამ სამყაროში. არ ვწერდი აქამდე და არც მქონდა ამის ძალა , მაგრამ იმდენი მეგობარი ჰყავს დედას ( მათ შორის ჩემი მეგობრებიც ) , რომ ვალდებულად ვთვლი დავწერო მოკლედ და რომ კითხულობენ რატომ არ ჩანს – ვუთხრა , რომ მე- 10 დღე დაიწყო, რაც ერთად ვიბრძვით მისი სიცოცხლისთვის !

    ერთად ვიბრძვით მისი გადარჩენისთვის და მჯერა, რომ აუცილებლად გადავიტანთ ამ განსაცდელს უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით, მოულოდენლად, თავის არეში სისხლძარღვი ( ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში. მე- 10 დღეა ყველა ერთად ვიბრძვით ….მადლობა ექიმ ბუბა შალამბერიძეს , რომელმაც ორი ოპერაცია გაუკეთა და აკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია ….

    ყველა ექიმს და სანიტარს, ვინც დედას უვლის მირიანის და ნანას სახელობის კლინიკაში …ჩვენ ოთხივე შვილი დედას პალატის ქვემოთ ეზოში ,, დავბანაკდით “ და ველოდებით …ისეთი ძლიერია, ისეთი კეთილი, ისეთი მზრუნველი, უანგარო, თავდადებული, რომ აუცილებლად უნდა გადალახოს უფლის შეწევნით ეს დიდი განსაცდელი! მის მეგობრებს ცალ – ცალკე ვერ გპასუხობთ და დავწერ როგორც კი სიახლე გვექნება. კეთილი ადამიანების ლოცვა გააძლიერებს დედას,” – წერს ეკა ბესელია.

  • განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს

    განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე („მილანი-კორტინა-დ’ამპეცო 2026″) მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო პერსონალსა და ადმინისტრაციულ ჯგუფზე ფულადი პრიზები გაიცემა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

    განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, საპრიზო თანხმების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს საქართველოს სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.

    „XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის გასაცემი საპრიზო თანხები შემდეგი სახით გადანაწილდა: ფიგურულ ციგურაობაში (წყვილთა ასპარეზობა) II ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად პრიზს 51 000 ლარის ოდენობით და დამატებით ფულად პრიზს 449 000 ლარს, ხოლო ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილისთვის – 6 800 ლარს. ასევე, ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილის მფლობელები ფულადი პრიზის სახით მიიღებენ 6 800 ლარს და დამატებით 50 000 ლარს. ფიგურულ ციგურაობაში ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ფულადი პრიზის სახით გადაეცემა 71 400 ლარი.

    სამთო-სათხილამურო სპორტის (სლალომი/გიგანტური სლალომი) სახეობაში მონაწილეობისათვის განისაზღვრა დამატებითი ფულადი პრიზი 50 000 ლარის ოდენობით.

    საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის საექიმო პერსონალი ფულადი პრიზის სახით მიიღებს 42 840 ლარს, ხოლო საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის ადმინისტრაციული ჯგუფი – 28 560 ლარს“,-აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “დათბება, არ შეგეშინდეთ… ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს” – რას ამბობს სინოპტიკოსი აგვისტოს სიცივეებზე და როდის გამოიდარებს საქართველოში?

    “დათბება, არ შეგეშინდეთ… ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს” – რას ამბობს სინოპტიკოსი აგვისტოს სიცივეებზე და როდის გამოიდარებს საქართველოში?

    ბოლო დღე­ე­ბის გრი­ლი და წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა ნელ-ნელა მო­ი­მა­ტებს. რამ­დე­ნად ნორ­მა­ლუ­რია ასე­თი გრი­ლი აგ­ვის­ტო და რო­დი­დან დაბ­რუნ­დე­ბა მზი­ა­ნი დღე­ე­ბი? გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სი­ნოპ­ტი­კო­სი ნინო წვე­რა­ვა უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის ამინ­დის პროგ­ნოზ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებ­ზე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს.

    ნინო წვე­რა­ვა:

    – დღე­ი­დან აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს, უკე­თე­სი ამინ­დი გა­მო­ვა, აღარ იქ­ნე­ბა სიგ­რი­ლე. ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ხან­მოკ­ლე ხა­სი­ა­თის წვი­მა, ტემ­პე­რა­ტუ­რაც ნელ-ნელა მო­ი­მა­ტებს. და­სავ­ლეთ­ში დღეს და ხვალ წვი­მი­ა­ნი ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

    და­სავ­ლეთ­ში სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 33 გრა­დუ­სამ­დე გა­იზ­რდე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა, რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, 34 გრა­დუ­სამ­დე. ხვალ თბი­ლის­ში 31 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა. ზეგ და მა­ზეგ 32-33 გრა­დუ­სი. თუმ­ცა მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა თბი­ლის­ში ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში. ამ­ხე­ლა სიგ­რი­ლის შემ­დეგ, რომ დათ­ბე­ბა, არის შან­სი იწ­ვი­მოს. ოღონდ ხან­მოკ­ლე ხა­სი­ა­თის, უცებ რომ იწ­ვი­მებს და მალე გა­და­ი­ღებს.

    – ასე­თი ცივი დღე­ე­ბი ზა­ფხულ­ში, რამ­დე­ნად ნორ­მა­ლუ­რია?

    – რამე კონ­კრე­ტუ­ლი და სა­გან­გა­შო არ ხდე­ბა. ყო­ფი­ლა ასე­თი ამინ­დე­ბი, უბ­რა­ლოდ ბოლო წლებ­ში არა და ამი­ტომ არ გვახ­სოვს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის არის, რომ ბოლო პე­რი­ო­დის აგ­ვის­ტო არა­ვის ახ­სოვს ასე­თი, მაგ­რამ სენ­სა­ცი­უ­რი არა­ფე­რი ხდე­ბა. ასე რომ დათ­ბე­ბა, არ შე­გე­შინ­დეთ. დღეს უკვე 25-28 გრა­დუ­სამ­დე გა­იზ­რდე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა და მზეც გა­მო­ვა.

  • “ასეთი ამბავია ქობულეთში, ფრთხილად იყავით, ძალიან საშიშია” – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    “ასეთი ამბავია ქობულეთში, ფრთხილად იყავით, ძალიან საშიშია” – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    “ქობულეთი, ქვედა სამება… ახლა დათვიც შემოგვეჩვია… დათვი ძალიან საშიში ცხოველია… ფრთხილად იყავით სამებელებო“ – წერს მერაბ ბლადაძე.

  • სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

    სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

    სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს  – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

    „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ონლაინ რეჟიმში, ყოველგვარი ლოდინის გარეშე დაჯავშნონ.

    ახალი სერვისით ასევე ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი უკვე ჩააბარეს, თუმცა მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით ჯერ არ უსარგებლიათ.

    ცვლილების მიზანია გამოცდის პროცესის გამარტივება და კანდიდატებისთვის მომსახურების უფრო სწრაფად და მოქნილად ხელმისაწვდომობა“,- ნათქვამია განცხადებაში.

    წყარო: ​primetime.ge/

  • 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი 

    აქტიური დღეა. ახალი საქმის დაწყება და ინიციატივის გამოჩენა შედეგიანია, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.

    კურო

    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დროა გეგმების დასალაგებლად და პრიორიტეტების განსაზღვრისთვის.

    ტყუპები

    კომუნიკაცია და ახალი კონტაქტები დღის მთავარი თემაა. მიღებულ ინფორმაციას ყურადღებით გადაამოწმეთ.

    კირჩხიბი

    ემოციური ფონი შედარებით სტაბილურია. ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა.

    ლომი

    საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი გექნებათ. სამსახურში ან პირად საქმეებში ინიციატივა წარმატებას მოგიტანთ.

    ქალწული

    დეტალებზე ყურადღების გამახვილება დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს.

    სასწორი 

    მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ბალანსი შეინარჩუნეთ. პარტნიორული ურთიერთობები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

    მორიელი

    ინტუიცია გაძლიერდება. ენდეთ საკუთარ გამოცდილებას, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე ფაქტებიც გაითვალისწინეთ.

    მშვილდოსანი

    ახალი იდეებისა და შესაძლებლობების დღეა. ცვლილებების სურვილი შესაძლოა, კონკრეტულ მოქმედებაში გადაიზარდოს.

    თხის რქა

    სამუშაოსა და ფინანსებში დისციპლინა შედეგს გამოიღებს. მოთმინება და თანმიმდევრულობა თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება.

    მერწყული

    მოულოდნელი იდეა ან შეთავაზება შეიძლება საინტერესო შესაძლებლობად იქცეს. სიახლეებს გახსნილად შეხვდით.

    თევზები

    დღე ემოციური განტვირთვისა და საკუთარი გეგმების გადახედვისთვის გამოგადგებათ. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას.

  • როგორი ზამთარი გველოდება წინ. რა საგანგაშო პროგნოზი ვრცელდება.

    როგორი ზამთარი გველოდება წინ. რა საგანგაშო პროგნოზი ვრცელდება.

    წყნარ ოკეანეში, ეკვატორის გასწვრივ განვითარებადი ელ-ნინიოს მოვლენა „ძალიან ძლიერი“ იქნება და შესაძლოა,  ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური გახდეს. ამასთან, ელ-ნინიო შესაძლოა ქაოსურ ურთიერთქმედებაში შევიდეს სხვა მეტეოროლოგიურ ძალასთან, პოლარულ მორევთან, რამაც შეიძლება სრულიად  შეცვალოს ზამთრის ამინდი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, წერს antena3.ro.

    რა არის პოლარული მორევი?

    პოლარული მორევი ზამთრის მოვლენაა – ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებული ცივი ჰაერის ციკლონი, რომელიც, როგორც წესი, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების თავზე ტრიალებს. არქტიკასა და ანტარქტიდაზე მორევები შემოდგომით, ტემპერატურის დაცემისას ყალიბდება.

    ორივე მოვლენამ შესაძლოა ელ-ნინიოს გავლენა განიცადოს და ამინდის პირობების ცვლილება გამოიწვიოს. როგორც წესი, ძლიერი პოლარული მორევი კარგი ამბავია მათთვის, ვისაც ზამთარი არ უყვარს. მეორე მხრივ, სუსტი პოლარული მორევი ხშირად ნიშნავს იმას, რომ ცივი ჰაერი არქტიკიდან შესაძლოა შეერთებული შტატების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში ჩამოვიდეს. ამავდროულად, მეცნიერებს ჯერ კიდევ არ ესმით ბოლომდე ელ-ნინიოსა და პოლარულ მორევს შორის არსებული ურთიერთკავშირი. ელ-ნინიო, როგორც წესი, ასუსტებს მორევს ზამთრის მიწურულს და შესაძლოა გაზარდოს სტრატოსფეროში ანომალიურად სწრაფი დათბობის ალბათობა.

    როგორი იქნება ზამთრის ამინდი?

    მეცნიერები ჯერჯერობით დარწმუნებით ვერ ამბობენ, რომელი რეგიონები შეიძლება დაზარალდნენ ელ-ნინიოსა და პოლარული მორევის ურთიერთქმედებით.

    თუ პოლარული მორევი ამ ზამთარს ძლიერი დარჩება, მაშინ ზამთარი მთლიანობაში რბილი იქნება. თუმცა, თუ ელ-ნინიოს გავლენის ქვეშ მყოფ უფრო სუსტ პოლარულ მორევს თან დაერთვება სტრატოსფეროს მკვეთრი დათბობა, შესაძლოა განმეორდეს 2019–2020 წლების სეზონის მკაცრი ზამთრის მსგავსი სიტუაცია შუა ატლანტიკურ სანაპიროზე, აცხადებს ჯუდა კოენი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოლარული მორევის ექსპერტი.

    ევროპისთვის ელ-ნინიოს შედეგების პროგნოზირება უფრო რთულია. კონტინენტი, ჩრდილოეთ ამერიკისგან განსხვავებით, ამ მოვლენის პირდაპირ გავლენას არ განიცდის.

    ზამთრის პროგნოზები მიუთითებს სამხრეთ ევროპაში მაღალი წნევის არეალისა და კონტინენტის ჩრდილოეთსა და ჩრდილო-დასავლეთში დაბალი წნევის არეალის ჩამოყალიბების ტენდენციაზე. ამან შესაძლოა ზოგიერთ რეგიონში უფრო რბილი პერიოდები გამოიწვიოს.

    ზოგიერთი სცენარით, არსებობს ალბათობა, რომ ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასებმა ძირითადად დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში შეაღწიოს.

  • 🔻 ჩაქვში ახალგაზრდა კაცს სატვირთო მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა

    🔻 ჩაქვში ახალგაზრდა კაცს სატვირთო მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა

    🔻 ჩაქვში ახალგაზრდა კაცს სატვირთო მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა

  • პენსიების რამდენი ლარით გაზრდაა მოსალოდნელი 2027 წლიდან⁉️‼️ ცნობილია საქსტატის წინასწარი მონაცემები 🛑 ვრცლად ნახეთ კომენტარში👇👇👇

    პენსიების რამდენი ლარით გაზრდაა მოსალოდნელი 2027 წლიდან⁉️‼️ ცნობილია საქსტატის წინასწარი მონაცემები 🛑 ვრცლად ნახეთ კომენტარში👇👇👇

    2027 წლიდან 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიები უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს 2026 წელს მოხდა. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემები იძლევა.

    სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა (ინდექსაცია) ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 ივლისს და დღეს, 3 აგვისტოს, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო ექვსი კვარტალის (2025 წლის 4 კვარტალი და 2026 წლის პირველი 2 კვარტალი) მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალოს 80% 6,2%-ია, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის მომენტისთვის 12 თვის (სექტემბერი 2025 წელი – აგვისტო 2026 წელი) საშუალო ინფლაცია, დიდი ვარაუდით, იქნება მინიმუმ 5,0 %.

    მაშასადამე, პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი (ძნელად წარმოსადგენია, რომ აგვისტოში წლიური ინფლაციის 10%-ს გადააჭარბებს და 12 თვის საშუალო 5,5% გახდება, ამიტომ მათი პენსია კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობით ანუ 20 ლარით გაიზრდება), 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი 60 ლარი.

    აქედან გამომდინარე, 2027 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 390 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ ასაკის პირთა პენსია კი 555 ლარი.

    ცხადია, ხელისუფლებას, შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია პენსიები უფრო მეტადაც გაზარდოს.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში 900 ათასამდე პენსიონერია, თითოეული მაღგანის პენსიის 5 ლარით გაზრდისთვის წლის განმავლობაში დამატებით 50 მილიონ ლარამდე თანხაა საჭირო, 10 ლარით გაზრდისთვის – 100 მილიონ ლარამდე და ა.შ.

    წყარო: აიპრესი