Blog

  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    დღეს შესაძლოა მოვლენები თქვენს გეგმებზე სწრაფად განვითარდეს. სამსახურში ახალი დავალება ან მოულოდნელი ცვლილება გელოდებათ. ფინანსებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინეთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

    კურო

    დღე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე შეიძლება დაგაყენოთ. ნუ დაეყრდნობით მხოლოდ სხვების რჩევებს – საკუთარ გამოცდილებასაც ენდეთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია საუბარი, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

    ტყუპები

    აქტიური კომუნიკაციის დღე გელოდებათ. შესაძლოა მიიღოთ შეტყობინება ან შეთავაზება, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, თუმცა დაპირებების გაცემისას რეალისტები იყავით.

    კირჩხიბი

    დღეს ყურადღება ფინანსებსა და ყოველდღიურ საქმეებზე გადაიტანეთ. შესაძლოა მოულოდნელი ხარჯი გაჩნდეს, ამიტომ ბიუჯეტი წინასწარ დაგეგმეთ. ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა გულწრფელი საუბრით მარტივად მოგვარდება.

    ლომი

    თქვენი თავდაჯერებულობა და ქარიზმა დღეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. კარგი დროა ინიციატივისთვის, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად და ახალი საქმის დასაწყებად. სიყვარულში კი სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.

    ქალწული

    ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას. პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ბევრ დროს დაგიზოგავთ. შესაძლებელია წარსულში დაწყებულ საქმეს დაუბრუნდეთ და საბოლოოდ წარმატებით დაასრულოთ.

    სასწორი

    სოციალურად აქტიური დღეა. ახალი ნაცნობობა მომავალში მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს. მეგობრისგან საინტერესო წინადადებასაც მიიღებთ. პირად ცხოვრებაში კი ინიციატივის გამოჩენის დროა – ნუ დაელოდებით პირველ ნაბიჯს მხოლოდ მეორე ადამიანისგან.

    მორიელი

    პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი დღე გელოდებათ. თქვენი სიტყვები და გადაწყვეტილებები განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს. მოერიდეთ ემოციურ რეაქციებს და ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ფინანსურად სასიამოვნო სიახლეც შესაძლებელია.

    მშვილდოსანი

    დღეს ახალი გამოცდილების სურვილი გაგიჩნდებათ. ხელსაყრელი დროა მოგზაურობის დაგეგმვისთვის, სწავლისთვის ან ახალი პროექტის დასაწყებად. მოულოდნელმა ინფორმაციამ შესაძლოა სამომავლო გეგმებიც შეგაცვლევინოთ.

    თხის რქა

    დღის მთავარი თემა ფინანსური სტაბილურობა იქნება. შესაძლოა შემოსავალთან, ვალთან ან მნიშვნელოვან შენაძენთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღოთ. სიყვარულში ეცადეთ ნაკლები აკონტროლოთ და პარტნიორს მეტი თავისუფლება მისცეთ.

    მერწყული

    ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებების დღეა. შესაძლებელია ახალი ნაცნობობა, ძველი კავშირის აღდგენა ან გულწრფელი საუბარი საყვარელ ადამიანთან. სამსახურში თანამშრომლობა ინდივიდუალურ მოქმედებაზე უკეთეს შედეგს მოგიტანთ.

    თევზები

    დაგროვილი საქმეების დასრულებისთვის კარგი დღეა. შესაძლოა პასუხისმგებლობა მოგემატოთ, მაგრამ შედეგიც შესაბამისი იქნება. საღამოს საკუთარ თავს დასვენების საშუალება მიეცით. ემოციურად მნიშვნელოვანი ადამიანისგან სასიამოვნო სიტყვებს მოისმენთ.

  • უმძიმესი ავარია – არის მსხვერპლი

    უმძიმესი ავარია – არის მსხვერპლი

    მარნეულში უბედური შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი დაიღუპა.

    გავრცელებულ ინფორმაციით, მამაკაცი მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას სიმაღლიდან ჩამოვარდა. შემთხვევა დღეს, 18 აგვისტოს მოხდა.

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • გურჯაანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

    გურჯაანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

    გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საბავშვო გასართობ სივრცეში 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.

    ადგილობრივებმა ცხედარს დღეს მიაგნეს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მამაკაცი დიდი ხნის გარდაცვლილია. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

    ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

    ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

    რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

    მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

  • ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს

    ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს

    საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს.

    „საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.

    სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.

    მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.

    ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა..“, – წერს ღარიბაშვილი.

  • ცნობილია, რა გახდა “ისთ ფოინთში” ევაკუაციის მიზეზი

    ცნობილია, რა გახდა “ისთ ფოინთში” ევაკუაციის მიზეზი

    “მომხმარებელმა შემთხვევით მიაჭირა ღილაკს” – ასე განმარტეს bm.ge-სთან კომპანიაში ბოლო 10 დღეში რიგით მეორე ევაკუაციის მიზეზი.

    ცნობისთვ ის, რამდენიმე წუთის წინ სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა.

    როგორც ადგილიდან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სავაჭრო ცენტრში მყოფებს მოსთხოვეს მაღაზიების ტერიტორია დაეტოვებინათ.

  • “ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა

    “ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა.

    როგორც ადგილიდან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სავაჭრო ცენტრში მყოფებს მოსთხოვეს მაღაზიების ტერიტორია დაეტოვებინათ.

    ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია.

  • 🔴ანი მიქაძე-ჩიკვაიძე საკუთარი შვილის დაკარგვის ისტორიას იხსენებს და სოფო ბიბილაშვილს მიმართავს.

    🔴ანი მიქაძე-ჩიკვაიძე საკუთარი შვილის დაკარგვის ისტორიას იხსენებს და სოფო ბიბილაშვილს მიმართავს.

    ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედას სოფო ბიბილაშვილს მიმართავს და საკუთარი შვილის დაკარგვის ისტორიას იხსენებს.

    “როცა ლუკა დაიკარგა, სახლიდან წავიდა, საშინლად წვიმდა. ქარი ამივარდა. შუქი ჩაქრა. სოფლის სახლში ვიყავით თელეთში. 10 წუთიც არ იყო გასული კარის გაჯახუნებიდან, მეორე სართულზე ავედი და რომ ვერ ვნახე, მაშინვე დავრეკე პატრულში…

    იმ წამიდან, ჩემს დანახვაზე პოლიციის ყველა განყოფილებაში გულყრა ემართებიდათ… ვეძებდით ყველგან… ზარები ფიქსირდებოდა (ბედად მობილური თან ჰქინდა ). იყო ლოკაცია – ზუგდუდი, ფოთი.

    ცხონებულმა ზურა მიქაძემ მთელი დასავლეთის პოლიცია ფეხზე დააყენა. გავრბოდით ყველგან, საიდანაც გვირეკავდნენ, რომ ნახეს. მალთაყვის სასტუმრომ აქ კუნძულზე გაათენა. გადაგდებული სავარძელი გვთხოვაო. ვიცოდით, რომ ცოცხალი იყო და ვეძებდით. გამოვტივებ, როგორ შემოგვტენა პოლიციამ ვიღაცის გვამი – დიღმის მასივის მორგში და შვილი მკვდრად გამისაღა.. და იუსტიციაში მკვდრად გამოაცხადეს…

    ერთი თვის თავზე ზარი შემოვიდა ჩემს მობილურზე – “დე აქ ვარ და წამიყვანე”… არ ვიცი რატომ მჯერა, მაგრამ შენი გურიკა ცოცხალია სოფო…” – წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

  • 🔴”მე-11 დღე დაიწყო ბრძოლის და ლოდინის” – რას წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში, ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔴”მე-11 დღე დაიწყო ბრძოლის და ლოდინის” – რას წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში, ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებლი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში დედის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    “მე-11 დღე დაიწყო ბრძოლის და ლოდინის…დილა იწყება დედასთან შესვლით… გული მიჩერდება ყველა შესვლის წინ, ვიდრე გავიგებ ღამემ როგორ ჩაიარა რეანიმაციაში… ძილის რეჟიმში ჰყავთ…

    რომ შევდივარ პირველი მორიგე ექიმს ვუყურებ თვალებში… ვიდრე მეტყვის უნდა მივხვდე …. დედას მშვიდი სახე აქვს… ხელებზე ვეფერები და ველაპარაკები…. მჯერა ესმის… დედას არ შეიძლება შვილის ხმა არ ესმოდეს …. ვუყვები, რომ ყველა ველოდებით … სულ მის ფანჯარასთან ვართ ახლოს… ყველაზე მეტად უხაროდა, როცა ყველა შვილი ერთად ვიკრიბებოდით და 11 დღეა არ ვშორდებით ამ ფანჯარას ….

    საავადმყოფოს ეზოს ყველა მიუსაფარი ძაღლი დაბანეს, დავარცხნეს და დააპურეს ჩემმა ძმამ და რძალმა… უვლიან ეს დღეები და ესაუბრებიან… ამბობენ, ეს სითბოც დედასთან მიდისო … მამა გაბრიელის ზეთს ვუსმევ ყოველ დღე… ბერი პაისის ქუდი ჩამობრძნდა და შევახე დედა …. ბერი გაბრიელის ფაჩუჩიც …. ყველგან ლოცულობენ… სასწაულს ველოდები…

    სასწაული დედაა თავად სიკეთის და უპირობო სიყვარულის მაგალითი მთელი ცხოვრება ჩვენთვის. არასოდეს არსად მივუტოვებივარ მარტო და არც ახლა არ დაუშვებს რომ არ იყოს ჩვენთან. ველოდებით… ლოცვებში მოიხსენიეთ გულნარა (გულიზარი) და გააძლიერებს” – წერს ეკა ბესელია.

    ასევე იხილეთ: “ერთად ვიბრძვით მისი გადარჩენისთვის და მჯერა, რომ აუცილებლად გადავიტანთ ამ განსაცდელს უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით, მოულოდენლად, თავის არეში სისხლძარღვი (ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში”- ეკა ბესელია

  • მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად.

    თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით აღინიშნოს აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

  • “ძალიან პრობლემური განცხადებაა” – რას ამბობს ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე?

    “ძალიან პრობლემური განცხადებაა” – რას ამბობს ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე?

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ძალიან პრობლემურია მისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

    პრემიერი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქმეზე კონკრეტული განაჩენი დამდგარია და „დანარჩენი მთლიანად არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე“.

    „მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვიცი, ერთი რამ – რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს მის განცხადებაზე, მათ შორის, იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას და შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება.

    ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. არსებობს ეთიკური სტანდარტები, რაც მე მიზღუდავს ამ თემაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობას,“ – განაცხადა კობახიძემ.

    პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ გუშინ მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე საუბარი არ ჰქონიათ.

    „კომუნიკაცია გუშინ გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. არ მახსოვს წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე. ეს საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს. ამაზე ჩვენ არ გვიმსჯელია. ეს საკითხი არსებითად არ განგვიხილავს,“ – განაცხადა პრემიერმა.

    ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.

    „ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.