Blog

  • „ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება და +40 გრადუსსაც მიაღწევს“ – ივლისის ამინდის პროგნოზი სრულად

    „ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება და +40 გრადუსსაც მიაღწევს“ – ივლისის ამინდის პროგნოზი სრულად

    საქართველოში ივლისი სეზონისთვის დამახასიათებელი მაღალი ტემპერატურითა და უმეტესად მზიანი ამინდით გამოირჩევა.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, თვის განმავლობაში ქვეყნის დიდ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ დღეებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ძლიერი ქარი.

    დასავლეთ საქართველო

    შავი ზღვის სანაპიროზე და დასავლეთ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ძირითადად +29, +34 გრადუსის ფარგლებში იქნება. სანაპირო ზოლში მაღალი ტენიანობის გამო სიცხის შეგრძნება უფრო ინტენსიური იქნება. პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში.

    აღმოსავლეთ საქართველო

    ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის თბილისში, კახეთსა და ქვემო ქართლში, ივლისი ძირითადად ცხელი და მშრალი იქნება.

    დღისით ტემპერატურა ხშირად +34, +38 გრადუსს, ზოგიერთ დღეს კი +39, +40 გრადუსსაც მიაღწევს. ნალექი უმეტესად თვის მეორე ნახევარში, ლოკალურად ელჭექის სახითაა მოსალოდნელი.

    მთიანი და მაღალმთიანი რეგიონები

    მთიან რაიონებში დღის საათებში ტემპერატურა +20, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო მაღალმთიან ზონაში, +15, +22 გრადუსი. შუადღისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ადგილობრივად სეტყვა და ქარის გაძლიერება.

  • 🔻 ვრცელდება ტრაგედიამდე 35 წამით ადრე, გადაღებული ვიდეოჩანაწერი, როგორ გადაადგილდება დიდი სიჩქარით ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა

    🔻 ვრცელდება ტრაგედიამდე 35 წამით ადრე, გადაღებული ვიდეოჩანაწერი, როგორ გადაადგილდება დიდი სიჩქარით ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა

    გორ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, 13 ივ­ლისს ტრაგედოა დატრიალდა. „ჯი­პის“ ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალს და მის 3 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დე­დაც და შვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.

    ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია ტრაგედიამდე 35 წამით ადრე ჭავჭავაძის გამზირზე არსებული საგზაო მოძრაობა. ვიდეოს ტელეკომპანია “თრიალეთი” ავრცელებს.

    კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ავტომობილები აღნიშნულ მონაკვეთზე ჩვეულებრივი სიჩქარით.

    22:10:07-ზე კი კადრში დიდი სიჩქრით შემოდის ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი შეიწირა.

  • მთელი ქალაქი ტირის გარდაიცვალააა … დაუჯერებელია შენი არყოფნა, ჩვენო ციმციმა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია (ფოტო)

    მთელი ქალაქი ტირის გარდაიცვალააა … დაუჯერებელია შენი არყოფნა, ჩვენო ციმციმა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია (ფოტო)

    რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

    „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბაგა-ბაღების გაერთიანების ახალგაზრდა თანამშრომლის, მირანდა ჯალაღანიას მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ეს ტრაგიკული ამბავი დიდი დანაკლისია როგორც მისი ოჯახის, ისე ჩვენი გუნდისთვის. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

    „ჩვენო ციმციმა, მთელი ქალაქი ტირის, დაუჯერებელია შენი აღარ ყოფნა…“ 

    ყველას გული იყავი, უზომოდ მოსიყვარულე და კეთილი“, – წერენ პოსტის კომენტარებში.

    როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ახალგაზრდა ქალი, მოულოდნელად, სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა.

  • ⭕️ დედა გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები

    ⭕️ დედა გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები

    13 ივლისს, გორში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

    დაღუპულების ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი შემთხვევის ახალ გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავარიის ღამეს, შესაძლოა, საჭესთან რევაზ ელიზბარაშვილი არ იჯდა.

    „კადრებში ჩანს, უკან წითელი მანქანა, ეს არის რეზო ელიზბარაშვილის ცოლის მანქანა, რომელსაც ბიძა მართავდა. თვითმხილველები ამბობენ, ელიზბარაშვილი მანქანის საჭესთან არ იჯდა, თვითონ იბრალებს.

    დედა იმიტომ გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში…“, – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

    გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი 13 ივლისს დაეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, 3 წლამდე ბავშვი კი მეორე დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი, რევაზ ელიზბარაშვილი შემთხვევის დღესვე დააკავეს.

  • რა აღმოაჩინა დედამ 25 წლის ქალის დღიურში, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიის გზით დაასრულა – გახმაურებული საქმის დეტალები

    რა აღმოაჩინა დედამ 25 წლის ქალის დღიურში, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიის გზით დაასრულა – გახმაურებული საქმის დეტალები

    ესპანეთში გახმაურებული ევთანაზიის საქმის მონაწილე, 25 წლის ნოელია კასტილიოს დედამ პროკურატურას მიმართა და მისი ქალიშვილის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიება მოითხოვა.

    ნოელია კასტილიო 2026 წლის 26 მარტს ევთანაზიის პროცედურის შედეგად გარდაიცვალა. მის გადაწყვეტილებას წინ ხანგრძლივი სამართლებრივი დავა უძღოდა.

    ახლა კი საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა. ესპანური გამოცემა El País-ის ინფორმაციით, ნოელიას დედამ ბარსელონისა და ტარაგონას პროკურატურებში ორი საჩივარი შეიტანა და იმ ადამიანების იდენტიფიცირება მოითხოვა, რომლებმაც, მისი ქალიშვილის მონათხრობის მიხედვით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

    ნოელია ამტკიცებდა, რომ სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს, რის შემდეგაც მასზე სამმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა. სავარაუდო ძალადობის შემთხვევებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნოელიამ თვითმკვლელობა სცადა. ის გადარჩა, თუმცა მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად პარაპლეგია განუვითარდა და ქრონიკული ფიზიკური ტკივილებით ცხოვრობდა.

    მოგვიანებით ნოელიამ ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული ევთანაზიის უფლებით სარგებლობა მოითხოვა. მის გადაწყვეტილებას მამა ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც პროცესი ხანგრძლივ სამართლებრივ დავაში გადაიზარდა. 2026 წლის 26 მარტს, 25 წლის ასაკში, ნოელია კასტილიო ევთანაზიის პროცედურის შედეგად გარდაიცვალა.

    ახლა მისი დედა ცდილობს, ქალიშვილის მიერ დატოვებული წერილობითი მასალების საფუძველზე სავარაუდო ძალადობის შემთხვევები ოფიციალურად გამოიძიონ და შესაძლო დამნაშავეების ვინაობა დაადგინონ.

  • 🔴 ვის ეკუთვნოდა წითელი მანქანა და რა მოხდა ტრაგედიის ღამეს – გორის ავარიის ახალი დეტალები

    🔴 ვის ეკუთვნოდა წითელი მანქანა და რა მოხდა ტრაგედიის ღამეს – გორის ავარიის ახალი დეტალები

    13 ივლისს, გორში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

    დაღუპულების ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი შემთხვევის ახალ გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავარიის ღამეს, შესაძლოა, საჭესთან რევაზ ელიზბარაშვილი არ იჯდა.

    „კადრებში ჩანს, უკან წითელი მანქანა, ეს არის რეზო ელიზბარაშვილის ცოლის მანქანა, რომელსაც ბიძა მართავდა. თვითმხილველები ამბობენ, ელიზბარაშვილი მანქანის საჭესთან არ იჯდა, თვითონ იბრალებს.

    დედა იმიტომ გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში…“, –  ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

    გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი 13 ივლისს დაეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, 3 წლამდე ბავშვი კი მეორე დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი, რევაზ ელიზბარაშვილი შემთხვევის დღესვე დააკავეს.

  • სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

    სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

    სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს  – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

    „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ონლაინ რეჟიმში, ყოველგვარი ლოდინის გარეშე დაჯავშნონ.

    ახალი სერვისით ასევე ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი უკვე ჩააბარეს, თუმცა მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით ჯერ არ უსარგებლიათ.

    ცვლილების მიზანია გამოცდის პროცესის გამარტივება და კანდიდატებისთვის მომსახურების უფრო სწრაფად და მოქნილად ხელმისაწვდომობა“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • ვის ეკუთვნოდა წითელი მანქანა და რა მოხდა ტრაგედიის ღამეს – გორის ავარიის ახალი დეტალები

    ვის ეკუთვნოდა წითელი მანქანა და რა მოხდა ტრაგედიის ღამეს – გორის ავარიის ახალი დეტალები

    13 ივლისს, გორში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

    დაღუპულების ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი შემთხვევის ახალ გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავარიის ღამეს, შესაძლოა, საჭესთან რევაზ ელიზბარაშვილი არ იჯდა.

    „კადრებში ჩანს, უკან წითელი მანქანა, ეს არის რეზო ელიზბარაშვილის ცოლის მანქანა, რომელსაც ბიძა მართავდა. თვითმხილველები ამბობენ, ელიზბარაშვილი მანქანის საჭესთან არ იჯდა, თვითონ იბრალებს.

    დედა იმიტომ გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში…“, –  ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

  • ‼️ ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

    ‼️ ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

    მექსიკაში, ჩიაპასას სანაპიროსთან, პუერტო მადეროს რეგიონში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას მედია აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მიწისძვრამ წარმოქმნა ცუნამის აქტიური საფრთხეები წყნარი ოკეანის იმ ნაწილებში, რომლებიც ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.მათივე ცნობით, აშშ-ის ცუნამის გაფრთხილების სისტემამ ოფიციალურად განაცხადა, რომ სახიფათო ცუნამის ტალღები ამჟამად მოსალოდნელია სანაპირო ზოლში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს

  • ‼ ივლისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად

    ‼ ივლისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად

    კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C , მაღალმთიან ზონაში +17, +19°C -ის ფარგლებშია.

    ივლისი საქართველოს დიდ ნაწილში წლის ყველაზე ცხელი თვეა. ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობზე +42, +45°C, ქართლსა და კახეთში +37, +41°C, მთაში +36, +42°C, მაღალმთიან ზონაში +31, +38°C-ს აღწევს.

    ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +12, +14°C-ს შეადგენს, ქართლსა და კახეთში +6, +13°C-ს, მთიან რაიონებში +5, +8°C-ს შეადგენს, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში კი +4°C-დან -3°C-მდე იკლებს.

    ყინვები შესაძლებელია 1-2 დღეს აღინიშნოს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ივლისის თვეში ყინვას არ ელოდებიან.

    ივლისის თვეში დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი მოდის შავი ზღვის სანაპირო ზოლში, რაც 190-230 მმ-ს შეადგენს. კოლხეთის დაბლობზე თვეში მოსული ნალექების რაოდენობა დაახლოებით 60-150 მმ-ის ფარგლებში მერყეობს. შედარებით მცირე ნალექიანობით გამოირჩევა ქვეყნის მთიანი და მაღალმთიანი ზონა, სადაც მოსული ნალექების რაოდენობა 50-100 მმ-ს შეადგენს.

    კოლხეთის დაბლობის გამოკლებით, ნალექიან დღეთა რიცხვი საქართველოში ივნისთან შედარებით ყველგან მცირდება. მისი მნიშვნელობა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში საშუალოდ 8-10, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 6-11 დღეს შორის მერყეობს.

    დასავლეთ საქართველო

    შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +25, +26°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო ტემპერატურასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +19, +16° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +33, +36°C-მდე.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +25°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +18, +19°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება მთაში ღამით +17, +14°C -მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +12, +9°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება მთაში დღისით +34, +37°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში +30, +33°C -მდე.

    აღმოსავლეთ საქართველო

    ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24 +27°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +16, +13°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +36, +39°C-მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

    კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +26°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე, თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +17, +14°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +33, +38°C-მდე.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მთაში მოსალოდნელია +21, +23°C, მაღალმთიან რაიონებში +17, +18°C, რაც 10-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +9, +6°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +34, +37°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +29, +32°C-მდე.