დაგეგმილი ქორწილი და ტრაგიკული შვებულება: გომის მთაზე ავარიას 21 წლის გლებისა და 20 წლის ნასტასიას სიცოცხლე ემსხვერპლა, ისინი ახალი დანიშნულები იყვნენ

Written by

in

ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნას­ტა­სი­ამ სწავ­ლა პინ­სკის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნაგ­რძო, მათ სიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს – ასე იწყე­ბა ბე­ლა­რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლი ბე­ლა­რუ­სი წყვი­ლის შე­სა­ხებ.

12 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს, ბე­ლა­რუ­სი ტუ­რის­ტე­ბით სავ­სე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე მა­ღალმთი­ა­ნი კუ­რორ­ტი­დან – გო­მის მთი­დან ბრუნ­დე­ბო­და. ოზურ­გე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გზის მე-16 კი­ლო­მეტრზე, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და, ხევ­ში გა­და­ვარ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. ტრა­გე­დი­ას ბე­ლა­რუ­სის ოთხი მო­ქა­ლა­ქე ემსხვერ­პლა. მათ შო­რის იყ­ვნენ ბრეს­ტე­ლი, 21 წლის გლებ მელ­ნი­კი და მისი 20 წლის სა­ცო­ლე, ნას­ტა­სია ფი­ლი­უ­კი.

გა­მო­ცე­მა აღ­წერს, რომ გო­მის მთა სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ულა­მა­ზეს კუ­თხე­ში, გუ­რი­ა­ში, ზღვის დო­ნი­დან 2755 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს. მას ხში­რად “ღრუბ­ლებს ზე­მოთ არ­სე­ბულ კუ­რორ­ტსაც“ უწო­დე­ბენ: კარგ ამინ­დში აქე­დან შავი ზღვის ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა, ღრუბ­ლე­ბი კი სათ­ვალ­თვა­ლო მო­ედ­ნე­ბის ქვე­მოთ და­ცუ­რა­ვენ. მოგ­ზა­უ­რე­ბი აქ მზის ჩას­ვლის სა­ნა­ხა­ვად და ისე­თი ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად ამო­დი­ან, სა­დაც თით­ქოს ცაში, ღრუბ­ლებს ზე­მოთ დგა­ხარ. გლე­ბი და ნას­ტა­სი­აც გო­მის მთას სწო­რედ ამ და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის­თვის ეწ­ვივ­ნენ, თუმ­ცა შინ დაბ­რუ­ნე­ბა აღარ ეწე­რათ.

ნას­ტა­სია ეკო­ნო­მი­კას სწავ­ლობ­და, გლე­ბი კი თევ­ზა­ო­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი

ორი­ვე მათ­გა­ნი ბრეს­ტი­დან იყო და 28-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. გლე­ბი ნას­ტა­სი­ა­ზე ერთი წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა, 2023 წლის ზა­ფხუ­ლი­დან და­ი­წყო. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის ჩვე­უ­ლებ­რივ, ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას ასა­ხავს: სე­ირ­ნო­ბა, კოც­ნა, ჩა­ხუ­ტე­ბა და ღი­მი­ლი.

წყვი­ლი სულ ცოტა ხნის წინ და­ი­ნიშ­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სას­ვე­ნებ­ლად სწო­რედ ამ სტა­ტუ­სით გა­ემ­გზავრნენ.

2023 წელს, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ნას­ტა­სი­ამ პინ­სკის პო­ლე­სი­ეს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­კი­სა და ფი­ნან­სე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. 2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში იგი, სხვა სტუ­დენ­ტთან ერ­თად, მშობ­ლი­ურ სკო­ლას ეწ­ვია, რათა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი ფა­კულ­ტე­ტი წა­რედ­გი­ნა.

  • გლე­ბი 21 წლის იყო. და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში მან ორ­ჯერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ინ­ფორ­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში. “ინ­სტაგ­რამ­ზე”, მის გვერ­დზე შე­მორ­ჩე­ნი­ლია სკო­ლის პე­რი­ო­დის ფო­ტო­ე­ბი სა­ზე­ი­მო კა­დეტ­თა ფორ­მა­ში.

გარ­და ამი­სა, მის პრო­ფილ­ზე შეხ­ვდე­ბით კად­რებს საბ­ჭო­თა ფორ­მა­ში, რომ­ლე­ბიც ბრეს­ტის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ეს ფო­ტო­ე­ბი 2022 წლის მარ­ტში, ბრეს­ტის ცენ­ტრა­ლუ­რის სად­გუ­რის დაც­ვის ის­ტო­რი­უ­ლი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის დროს მომ­ზად­და, სა­დაც ორ­მოც­და­ა­თამ­დე მო­ნა­წი­ლემ 1941 წლის ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი გა­ა­ცო­ცხლა.

გზა, რო­მელ­საც მუხ­რუ­ჭე­ბის სუნი ას­დის

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გზი­დან გა­და­ვი­და, ხევ­ში გა­და­ვარ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში მყო­ფი ოთხი მგზავ­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ბე­ლა­რუ­სის 15 მო­ქა­ლა­ქე კი და­შავ­და. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო თა­ვად მძღოლ­მაც. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ამ დაღ­მარ­თზე ხში­რად დგე­ბა გა­და­ხუ­რე­ბუ­ლი მუხ­რუ­ჭე­ბის სუნი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ შემ­თხვე­ვა­ში მუხ­რუ­ჭე­ბი გა­და­ხურ­და, რის გა­მოც, მძღოლ­მა ავ­ტო­მო­ბილ­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მძღოლს არ გა­აჩ­ნდა შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბა, რაც მგზავ­რთა აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გა­დაყ­ვა­ნას სჭირ­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი გა­დაჰ­ყავ­და.

მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს და ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით წა­უ­ყე­ნეს, რაც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი პი­რის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. მას 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. 15 აგ­ვის­ტოს სა­სა­მარ­თლომ მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

16 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან უკვე გა­წე­რეს 12 და­შა­ვე­ბუ­ლი ბე­ლა­რუ­სი, მათ შო­რის ხუთი ბავ­შვი. სამი პირი კვლავ ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ რჩე­ბა.

გლე­ბი­სა და ნას­ტა­სი­ას გარ­და, ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას 38 წლის სერ­გე­ი­სა და 55 წლის ჟა­ნას სი­ცო­ცხლეც ემსხვერ­პლა.

გარ­დაც­ვლილ­თა ცხედ­რებს სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა ბა­თუმ­ში ჩა­უ­ტარ­დათ. ბე­ლა­რუ­სის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პირ­ველ ეტაპ­ზე სამ­შობ­ლო­ში ნას­ტა­სი­ა­სა და გლე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უნდა გა­და­წყდეს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *