Blog

  • “ყველაფერი 2026 წლის შემოდგომაზე დაიწყება” – რისთვის უნდა მოემზადოს კაცობრიობა? – ბრიტანელი ექსტრასენსის შოკიმომგვრელი წინასწარმეტყველება

    “ყველაფერი 2026 წლის შემოდგომაზე დაიწყება” – რისთვის უნდა მოემზადოს კაცობრიობა? – ბრიტანელი ექსტრასენსის შოკიმომგვრელი წინასწარმეტყველება

    ბრი­ტა­ნელ­მა ექ­სტრა­სენ­სმა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ თა­ვის დრო­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია და დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, ახალ შე­მაშ­ფო­თე­ბელ პროგ­ნოზს ავ­რცე­ლებს. კრე­იგ ჰა­მილ­ტონ-პარ­კე­რი, რო­მელ­საც ხში­რად “ბე­დის­წე­რის წი­ნას­წარ­მე­ტყველს” ან “ახალ ნოს­ტრა­და­მუსს” უწო­დე­ბენ, იუ­წყე­ბა, რომ 2026 წლის მი­წუ­რულს მსოფ­ლი­ოს გლო­ბა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტი ელის.

    “2026 წლის ოქ­ტომ­ბე­რი გარ­დამ­ტე­ხი იქ­ნე­ბა”თა­ვის YouTube -არხზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში, სა­დაც მას 240 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ადევ­ნებს თვალს, ექ­სტრა­სენ­სმა გა­ნა­ცხა­და, რომ 2026-2027 წლე­ბი მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა.

    “აგ­ვის­ტო­სა და სექ­ტემ­ბერს შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფლიქ­ტე­ბის ეს­კა­ლა­ცია და­ი­წყე­ბა, ხოლო 2026 წლის ოქ­ტომ­ბრის­თვის ომში, შე­საძ­ლოა, ერ­თდრო­უ­ლად ხუთი ქვე­ყა­ნა ჩა­ერ­თოს. ეს თა­რი­ღი უკვე ძა­ლი­ან ახ­ლო­საა,” – აფრ­თხი­ლებს ჰა­მილ­ტონ-პარ­კე­რი.

    წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი სიზ­მა­რი და დო­ნალდ ტრამ­პის საფრ­თხე

    “ახალ­მა ნოს­ტრა­და­მუს­მა” ყუ­რა­დღე­ბა აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპზეც გა­ა­მახ­ვი­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ მის სი­ცო­ცხლეს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. განაგრძეთ კითხვა

  • „სიკეთის ადამიანი იყავი… დაუჯერებელია ეს ყველაფერი“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

    „სიკეთის ადამიანი იყავი… დაუჯერებელია ეს ყველაფერი“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

    მარნეულში, მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას დაღუპული მამაკაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მკვიდრია.

    41 წლის ვალერი ზავრაშვილს, მონტაჟის დროს, კიბეზე ასვლისას ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ჩამოვარდა.
    მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

    ახალგაზრდა კაცს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

    „სიკეთის ადამიანი იყავი… უმძიმესი ამბავია… დაუჯერებელია ეს ყველაფერი.“.

    „ეს რა გვიყავი მეგობარო, კლასელო, როგორ მოგიხსენო წარსულში?“.

    „ვაიმე, გასკდა გული, როგორ დამენანა“.

    „ჩემო კარგო ადამიანო, როგორ მეწყინა… ნათელი შენს ლამაზ სულს“, – წერენ სოციალურ ქსელში.

    ზავრაშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

  • “ჩემი შვილიც მასე გაქრა, შეყვარებულთან ერთად იყო…10 წელია კვალს ვერ მივაგენი” – რას წერს ლალი კანიაშვილი?

    “ჩემი შვილიც მასე გაქრა, შეყვარებულთან ერთად იყო…10 წელია კვალს ვერ მივაგენი” – რას წერს ლალი კანიაშვილი?

    “ჩემი შვილიც რუსუდან ახალბედაშვილიც მასე გაქრა შეყვარებულთან ერთად იყო , სადაც ივახშმეს. იქიდან გამოვიდნენ და ჩემი შვილი გაქრა. 10 წელია კვალს ვერ მივაგენი,” – წერს სოციალურ ქსელში ლალი კანიაშვილი.

  • “სრიალით ჩამოვიდა ესტაკადიდან, შემოვარდა საპირისპირო ზოლში და რა დღეში ჩააგდო ხალხი!” – ვრცელდება ავარიის კადრი სოციალურ ქსელში

    “სრიალით ჩამოვიდა ესტაკადიდან, შემოვარდა საპირისპირო ზოლში და რა დღეში ჩააგდო ხალხი!” – ვრცელდება ავარიის კადრი სოციალურ ქსელში

    “სრიალით ჩამოვიდა ესტაკადიდან, შემოვარდა საპირისპირო ზოლში და რა დღეში ჩააგდო ხალხი!!! მარკა რათქმაუნდა BMW. ეს არ იყო შემთხვევა, ეს იყო განზრახი დანაშაული!” – წერენ სოციალურ ქსელში.

    333-1787158746.png

  • “პენსიონერები ამოისუნთქავენ, როგორც იქნა ..” – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    “პენსიონერები ამოისუნთქავენ, როგორც იქნა ..” – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა.

    მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

    „კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა იქამდე, ვიდრე მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

  • გოგა მანიას კიდევ ერთი წინასწარმეტყველბა, რომელიც ახდა

    გოგა მანიას კიდევ ერთი წინასწარმეტყველბა, რომელიც ახდა

    23 დეკემბერს თბილისის (ნაძალადევის) ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გაბრიელ ასათიანი გარდაიცვალა. სასულიერო პირის გარდაცვალება ეზოტერიკოსმა, მეტაფიზიკოსმა გოგა მანიამ იწინასწარმეტყველა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, 20 დეკემბერს თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი მელიქიძე გარდაიცვალა, გოგა მანიამ ამის შემდეგ დაწერა რომ კიდევ ორი სასულიერო პირი გარდაიცვლებოდა:

    „მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი.  ძალიან დამწყდა გული. 20.12.2025 წლის ჩანაწერი! კიდევ 2 სასულიერო პირის გარდაცვალებას გავიგებთ უახლოეს მომავალში“, – წერდა გოგა მანია 20 დეკემბერს. სასულიერო პირის გარდაცვალების შესახებ ცნობილი დღეს, 24 დეკემბერს გახდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში „საპატრიარქოს უწყებანმა“ გაავრცელა: „ამა წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისის (ნაძალადევის) ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გაბრიელ ასათიანი. დეკანოზი გაბრიელი დაიკრძალება შაბათს, 27 დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გაბრიელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გაბრიელი“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

  • სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად.

    თბილისში, შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი), შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

  • რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

    რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

    ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) “მოვიდა დრო”, 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ არ იცის, ვინ დაწერა პოსტი მისი შვილის სახელით და პასუხს გამოძიებისგან ელის.

    სოფო ბიბილაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისი გაუჩინარებული შვილის ანგარიშზე სოციალურ ქსელში ასეთი გზავნილი ჩნდება.

    „წუხანდელი პოსტის შესახებაც სხვამ გამაგებინა. ეს ნამდვილად გურიკას ფეისბუკის გვერდია, მაგრამ არ ვიცი, ვინ შევიდა, როგორ შევიდა, რატომ დაწერეს, იმედია, გამოძიება დაადგენს. პირადად მე, გამოძიება ჯერჯერობით არ დამკავშირებია“.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ „ინფორმაციას ამოწმებენ“. სხვა დეტალები, ამ დროისათვის უცნობია.

  • კახელმა გოგო გაათხოვა. სიძეს ბინა არ ქონდა და კახელმა თავის სახლში ჩაისიძა. პირველი ღამეა… სიძე-პატარძალი დააწვინეს მეორე სართულზე. ქვევით დაწვა კახელი და მისი ცოლი. სიძემ მთელი ღამე არ მოისვენა, სულ ხმაური და საწოლის ჭრაჭუნი ისმოდა. გავიდა ორი საათი

    კახელმა გოგო გაათხოვა. სიძეს ბინა არ ქონდა და კახელმა თავის სახლში ჩაისიძა. პირველი ღამეა… სიძე-პატარძალი დააწვინეს მეორე სართულზე. ქვევით დაწვა კახელი და მისი ცოლი. სიძემ მთელი ღამე არ მოისვენა, სულ ხმაური და საწოლის ჭრაჭუნი ისმოდა. გავიდა ორი საათი

    მიხომ გოგო გაათხოვა. სიძეს ბინა არ ქონდა და კახელმა თავის სახლში ჩაისიძა. პირველი ღამეა…

    სიძე-პატარძალი დააწვინეს მეორე სართულზე. ქვევით დაწვა მიხო და მარო.

    სიძემ მთელი ღამე არ მოისვენა, სულ ხმაური და საწოლის ჭრაჭუნი ისმოდა. გავიდა ორი საათი, სამი საათი…

    მიხომ ვეღარ მოითმინდა და მაროს ეუბნება: – ადე ქალო, ჩაენაცვლე, თორემ მოგვიკლა ბალღი მაგ შობელძაღლმაო…