Blog

  • მეცნიერების თქმით, შესაძლოა ჩვენ ვიყოთ უკანასკნელი თაობა, რომელიც ციცინათელებს იხილავს: რატომ ქრებიან მანათობელი მწერები?

    მეცნიერების თქმით, შესაძლოა ჩვენ ვიყოთ უკანასკნელი თაობა, რომელიც ციცინათელებს იხილავს: რატომ ქრებიან მანათობელი მწერები?

    სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით, რომ ბავ­შვო­ბას­თან შე­და­რე­ბით, დღეს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ცი­ცი­ნა­თე­ლას ვხე­დავთ.

    National Geographic-ის ცნო­ბით, ამ სა­კითხს მი­უ­ძღვნა თა­ვი­სი დი­სერ­ტა­ცია ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის მკვლე­ვარ­მა რა­ფა­ელ დე კოკ­მა. ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ კვლე­ვას სა­მეც­ნი­ე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს, რად­გან ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში მცირ­დე­ბა.

    ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი მომ­ხიბ­ვლე­ლი მწე­რე­ბია, რომ­ლე­ბიც ზა­ფხუ­ლის ღა­მე­ებს თა­ვი­ან­თი ბი­ო­ლუ­მი­ნეს­ცენ­ტუ­რი კაშ­კა­შით ანა­თე­ბენ. ისი­ნი მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან Lampyridae-ს ოჯახს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 2000-ზე მეტ სა­ხე­ო­ბას, უმე­ტე­სო­ბა მათ­გა­ნი სი­ნათ­ლეს ას­ხი­ვებს.

    ეს რბი­ლი სხე­უ­ლის მქო­ნე ხო­ჭო­ე­ბი ცნო­ბი­ლი რო­გორც ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი. ისი­ნი ძი­რი­თა­დად შე­ბინ­დე­ბი­სას, პარტნი­ო­რე­ბის მო­სა­ზი­დად ანა­თე­ბენ.

    ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებს ოდით­გან­ვე ხიბ­ლავ­დნენ. მათი არ­სე­ბო­ბა სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რა­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პი­რო­ბე­ბის სიმ­ბო­ლოდ აღიქ­მე­ბო­და.

    • სამ­წუ­ხა­როდ, ეს ჯა­დოს­ნუ­რი მწე­რე­ბი ჩვე­ნი ლან­დშაფ­ტე­ბი­დან სწრა­ფად ქრე­ბი­ან.

    ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს, რომ შე­საძ­ლოა ჩვენ ბოლო თა­ო­ბა ვი­ყოთ, რო­მე­ლიც მათ მო­მა­ჯა­დო­ე­ბელ ბრწყინ­ვა­ლე­ბას იხი­ლავს.

    • და­კარ­გუ­ლი ჰა­ბი­ტა­ტი: გაქ­რო­ბის პი­რას მი­სუ­ლი ჭა­ო­ბე­ბი და ტყე­ე­ბი

    ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი ხში­რად გვხვდე­ბა ზო­მი­ერ და ტრო­პი­კულ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში და ძი­რი­თა­დად ისეთ ნო­ტიო გა­რე­მო­ში ცხოვ­რო­ბენ, რო­გო­რი­ცაა ჭა­ო­ბე­ბი და ნეს­ტი­ა­ნი ტყე­ე­ბი. ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მათი ლარ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბებს უზ­რუნ­ველ­ყოფს. ისი­ნი სი­ცო­ცხლის დიდ ნა­წილს ნი­ა­დაგ­ში ან ფოთ­ლე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის ქვეშ ატა­რე­ბენ.

    ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ამ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბამ და ტყე­ე­ბის გა­ჩე­ხამ ჰა­ბი­ტა­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, რაც ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბას სულ უფრო არ­თუ­ლებს.

    • გარ­და ამი­სა, ცი­ცი­ნა­თე­ლებ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ღა­მით, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ნა­თე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი.

    მწე­რებს შეჯ­ვა­რე­ბის­თვის მათი ბუ­ნებ­რი­ვი ბი­ო­ლუ­მი­ნეს­ცენ­ცია სჭირ­დე­ბათ, ხოლო ქუ­ჩის გა­ნა­თე­ბე­ბი, ბილ­ბორ­დე­ბი და სი­ნათ­ლის სხვა ხე­ლოვ­ნუ­რი წყა­რო­ე­ბი, ცი­ცი­ნა­თე­ლებს ერ­თმა­ნე­თის სი­ნათ­ლის და­ნახ­ვა­ში ხელს უშ­ლის და გამ­რავ­ლე­ბა ვერ ხდე­ბა.

    კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რია პეს­ტი­ცი­დე­ბი, რო­მე­ლიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ეს ქი­მი­კა­ტე­ბი არა მხო­ლოდ პირ­და­პირ კლავს ცი­ცი­ნა­თე­ლებს, არა­მედ ამ­ცი­რე­ბენ მათი საკ­ვე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ებს.

    გარ­და ამი­სა, პეს­ტი­ცი­დებს შე­უძ­ლი­ათ წყლის მა­რა­გე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა, რაც კი­დევ უფრო აზი­ა­ნებს მყი­ფე ეკო­სის­ტე­მებს.

    წყა­რო

  • „არ არის გამორიცხული, რომ სრულიად უპრეცედენტო პირობების წინაშე აღმოვჩნდეთ…“ – ბოლო ცნობები ელ-ნინიოზე

    „არ არის გამორიცხული, რომ სრულიად უპრეცედენტო პირობების წინაშე აღმოვჩნდეთ…“ – ბოლო ცნობები ელ-ნინიოზე

    დიდი ხნის განმავლობაში ნავარაუდები ელ-ნინიო უკვე დაიწყო და, როგორც ჩანს, მოლოდინებს ამართლებს.

    გაზაფხულზე კლიმატოლოგები პროგნოზირებდნენ, რომ წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში „ელ-ნინიო“ განვითარდებოდა.

    დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო მეტი კლიმატური მოდელი მიუთითებდა, რომ შესაძლოა განსაკუთრებით ძლიერი, ე.წ. „სუპერ ელ-ნინიო“ ჩამოყალიბებულიყო. თუმცა მეცნიერები მაშინვე აღნიშნავდნენ, რომ საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად ჯერ ნაადრევი იყო.

    აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ივნისის ყოველთვიურ ანგარიშში ელ-ნინიოს შესახებ გაფრთხილება გამოქვეყნდა. სააგენტომ დაადასტურა, რომ წყნარი ოკეანის იმ მონაკვეთში, რომელიც Niño 3.4-ის სახელითაა ცნობილი, წყლის ტემპერატურა უკვე საკმარისად გაიზარდა, რაც ელ-ნინიოს ოფიციალურად დაწყებას ნიშნავს.

    „ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. უკვე ძალიან ძლიერი ელ-ნინიოს ზღვარზე ვართ და არ არის გამორიცხული, რომ წლის ბოლოსთვის სრულიად უპრეცედენტო პირობების წინაშე აღმოვჩნდეთ“, – აცხადებს კლიმატოლოგი ზეკე ჰაუსფატერი.

  • გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ…” – თელავში, ქორწილში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე წერილს ავრცელებს

    გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ…” – თელავში, ქორწილში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე წერილს ავრცელებს

    ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს”, – ამის შესახებ თელავში, ქორწილში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის წერილშია აღნიშნული, რომელსაც მისი ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ავრცელებს.

    გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის და აცხადებს: „ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას“.

    „მე გიორგი ჭიღლაძე ამჟამად ვიმყოფები გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჩემი ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე მაწვდიან ყველა ინფორმაციას. მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის. ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას.

    ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ყველა ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს ამიტომ, გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ: ეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციას და ნუ იმოქმედებთ თქვენი შეურაცხყოფით გამოწვეული წამიერი აღელვების ნიადაგზე“, – ნათქვამია ჭიღლაძის წერილში.

    ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

    ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც.

    შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენაზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.

  • “მოვა ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე – ბევრგან სანიაღვრე სისტემები გადაიკეტა” – რა პროგნოზი აქვთ სპეციალისტებს

    “მოვა ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე – ბევრგან სანიაღვრე სისტემები გადაიკეტა” – რა პროგნოზი აქვთ სპეციალისტებს

    “რა და­ვი­ვი­წყეთ ახლა შე­ვახ­სე­ნებ თბი­ლი­სის მცხოვ­რებ­ლებს, ძა­ლი­ან ბევრ ქუ­ჩა­ზე იყო ნას­ვრე­ტე­ბი­ა­ნი თუ­ჯის სა­ნი­აღ­ვრე ჭები, ფი­ლე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი, არ­ცერთ რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ქუ­ჩა­ზე ასე­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი აღარ დარ­ჩა“, – ამის შე­სა­ხებ “სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა/დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ნინო ჩხო­ბა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

    • მისი თქმით, დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი ბევრ ად­გი­ლას გა­და­კე­ტი­ლია, რად­გან კორ­პუ­სე­ბი და შე­ნო­ბე­ბი ჩად­გეს.

    “პრობ­ლე­მა ის არის, რომ ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი არ უნდა იტ­ბო­რე­ბო­დეს, იმი­ტომ არის სა­ინ­ჟინ­რო გა­და­წყვე­ტე­ბი და როცა ვამ­ბობთ, რომ კლი­მა­ტი იც­ვლე­ბა, ესე იგი ჩვენ უნდა ვე­ლო­დოთ…

    რამ­დე­ნი­მე წე­ლია ვამ­ბობ, მოვა ერთ დღეს ისე­თი წვი­მა, ისე­თი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ლე­ქი, რო­გო­რიც იყო ვე­რა­ზე 2015 წელს. ჩვენ თვი­თონ ვნა­ხეთ რა გა­მო­იწ­ვია ამ კა­ტას­ტრო­ფამ.

    დღეს არა­ნაკ­ლებ პრობ­ლე­მუ­რია. შე­იძ­ლე­ბა იმ სიმ­ძლავ­რის არ ყო­ფი­ლა, რო­გორც ვა­კე­ში იყო მა­შინ, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ლე­ქი მო­ვი­და ერ­თბა­შად…გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

  • სამწუხარო ინფორმაცია: დიდი ფეხბურთის დიდი ლეგენდა გარდაიცვალა

    სამწუხარო ინფორმაცია: დიდი ფეხბურთის დიდი ლეგენდა გარდაიცვალა

    Sky Sports-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი კევინ კიგანი ონკოლოგიური დაავადების შედეგად, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. იანვარში კიგანს კიბოს მეოთხე სტადია დაუდგინეს.

    „სრული მწუხარებით გაცნობებთ, რომ კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინგლისის ნაკრების ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი კიბოს ებრძოდა და სიცოცხლის ბოლო წუთები ცოლისა და ქალიშვილების გარემოცვაში გაატარა. ოჯახს სურს მადლობა გადაუხადოს კევინის შესანიშნავ სამედიცინო პერსონალს გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან რთული დროა და ოჯახი პირად სივრცესა და სიმშვიდეს ითხოვს“, – ნათქვამია კიგანების ოჯახის განცხადებაში.

    კიგანმა „ოქროს ბურთი“ 1978 და 1979 წლებში მოიპოვა. „ნიუკასლის“ გარდა, ის თამაშობდა ისეთ ინგლისურ კლუბებში, როგორიცაა „ლივერპული“, „სკანტორპ იუნაიტედი“ და „საუთჰემპტონი“, ასევე გერმანულ „ჰამბურგსა“ და ავსტრალიურ „ბლექთაუნ სიტიში“.

    „ლივერპულთან“ ერთად კიგანი ინგლისის სამგზის ჩემპიონი, ინგლისის სუპერთასისა და უეფას თასის ორგზის მფლობელი, ქვეყნის თასისა და ევროპული ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა. „ჰამბურგის“ შემადგენლობაში ინგლისელი გერმანიის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.

    სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კიგანი სათავეში ედგა „ნიუკასლს“, „ფულჰემს“, „მანჩესტერ სიტის“ და ინგლისის ეროვნულ ნაკრებსაც.

  • 🔻 რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური ქალზე, რომელიც თელავში ქორწილში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური ქალზე, რომელიც თელავში ქორწილში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქე ქალი, უკრაინაში ძებნილთა სიაში შეიყვანეს. მისი თქმით, ის რუსეთ ინფორმაციას აწვდიდა.

    “რუსი ქალი, რომელმაც საქართველოში პროვოკაცია მოაწყო, უკრაინაში ძებნილად გამოცხადდა…არსებული ინფორმაციით, მან ინფორმაცია მტერს გადასცა და უკრაინაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.სწორედ ამიტომ იმალებოდა ის მოსკოვში.ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მალე გამოაქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში ეს ადამიანი.,” – წერს მამუკა მამულაშვილი.

    ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

    ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც.

    შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენაზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.

  • მღვდელმა წესის აგების დროს გვითხრა, კაბა ჩააცვითო, ვუთხარით, რომ ვერ ჩავაცმევთ, დანაწევრებულია გოგო… არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას – 17 წლის ლიზის, რაღაც უცნაურად იქცევა” – გორში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

    მღვდელმა წესის აგების დროს გვითხრა, კაბა ჩააცვითო, ვუთხარით, რომ ვერ ჩავაცმევთ, დანაწევრებულია გოგო… არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას – 17 წლის ლიზის, რაღაც უცნაურად იქცევა” – გორში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

    გორის ცენტრში 13 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჯიპის ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ანა ბერიანიძეს და მის 3 წლის გოგონას – მართა ვალიშვილს დაეჯახა. დაშავებული ქალი იქვე დაიღუპა, მისი მცირეწლოვანი შვილი კი კლინიკაში. ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარუდგინეს – “ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”. 35 წლის რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც დედა-შვილი იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

    “კვირის პალიტრა” ანა ბერიანიძის ბიძაშვილს, ირმა ამბარდნიშვილის ესაუბრა.

    “როგორ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით გაასამართლო ადამიანების სიცოცხლის მომსპობი? ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იყო განზრახ მკვლელობა. მთვრალი რომ ჯდები საჭესთან, მკვლელი ხარ, რად უნდა ამას ლაპარაკი?! სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა გამოუტანონ. ორი ადამიანი შეიწირა და დანარჩენებიც დაგვხოცა. მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა. ანა იქვე გარდაიცვალა, იმიტომ რომ მანქანამ დაარტყა და მერე ზედ გადაუარა. მთლად დაჩეჩქვილია, ხელ-ფეხი აღარ აქვს, ყველაფერი დაკეპილი აქვს… მღვდელმა წესის აგების დროს გვითხრა, კაბა ჩააცვითო, ვუთხარით, რომ ვერ ჩავაცმევთ, დანაწევრებულია გოგო. მართას ტვინი ჰქონდა გასხმული, გადარჩენის ერთი პროცენტიც არ არისო, თქვეს, ბავშვი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

    გორში კონცერტი ახალი დამთავრებული იყო და მთელი ქალაქი იქ ყოფილა. თვითმხილველებიც შოკში იყვნენ. ერთს ტანსაცმელი გაუხდია და ისე დარბოდაო, მეორესაც რომ ვერაფერი მოუფიქრებია, მომაკვდავი ბავშვი აუყვანია ხელში და ტვინი რომ გადმოდიოდა, თურმე თავზე აჭერდა ხელს… შოკურ მდგომარეობაში ყოფილა და ის ბიჭიც საავადმყოფოში გადაიყვანეს…

    არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას – 17 წლის ლიზის, რაღაც უცნაურად იქცევა და ღმერთმა ქნას, თავს არაფერი აუტეხოს. ლიზა ოთხ ენაზე ლაპარაკობს, მათ შორის იაპონურად, უცხოეთში უნდა გაეგრძელებინა სწავლა. ანას მეუღლე უპატიოსნესი მშრომელი ბიჭია. დაიქცა მოსიყვარულე და ტკბილი ოჯახი. მკვლელს რანაირი მფარველებიც არ უნდა ჰყავდეს, არ არსებობს, ვერ გამოძვრება” – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი. განაგრძეთ კითხვა>>>

  • 🔻 სოფი ახმეტელის ვიდეომიმართვა თელავში მომხდარ ინციდენტზე იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻 სოფი ახმეტელის ვიდეომიმართვა თელავში მომხდარ ინციდენტზე იხილეთ კომენტარებში⤵️

    “ეს არის ისტორია, რომელიც უნდა იცოდეთ.ეს არ არის ადამიანი, რომელიც ქალებს შეუვარდა ოთახში. ეს არის სიყვარულით სავსე ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს მის გარშემო.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ, რა არის აფექტური მდგომარეობა და რა შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ადამიანმა გააკეთოს” – წერს სოფი ახმეტელი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

    ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამათლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

    ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც.

    შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებოთ მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.

  • 🔻”მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა” – გორში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻”მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა” – გორში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    გორის ცენტრში 13 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჯიპის ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ანა ბერიანიძეს და მის 3 წლის გოგონას – მართა ვალიშვილს დაეჯახა. დაშავებული ქალი იქვე დაიღუპა, მისი მცირეწლოვანი შვილი კი კლინიკაში. ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარუდგინეს – “ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”. 35 წლის რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც დედა-შვილი იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

    “კვირის პალიტრა” ანა ბერიანიძის ბიძაშვილს, ირმა ამბარდნიშვილის ესაუბრა.

    “როგორ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით გაასამართლო ადამიანების სიცოცხლის მომსპობი? ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იყო განზრახ მკვლელობა. მთვრალი რომ ჯდები საჭესთან, მკვლელი ხარ, რად უნდა ამას ლაპარაკი?! სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა გამოუტანონ. ორი ადამიანი შეიწირა და დანარჩენებიც დაგვხოცა. მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა. ანა იქვე გარდაიცვალა, იმიტომ რომ მანქანამ დაარტყა და მერე ზედ გადაუარა. მთლად დაჩეჩქვილია, ხელ-ფეხი აღარ აქვს, ყველაფერი დაკეპილი აქვს… მღვდელმა წესის აგების დროს გვითხრა, კაბა ჩააცვითო, ვუთხარით, რომ ვერ ჩავაცმევთ, დანაწევრებულია გოგო. მართას ტვინი ჰქონდა გასხმული, გადარჩენის ერთი პროცენტიც არ არისო, თქვეს, ბავშვი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

    გორში კონცერტი ახალი დამთავრებული იყო და მთელი ქალაქი იქ ყოფილა. თვითმხილველებიც შოკში იყვნენ. ერთს ტანსაცმელი გაუხდია და ისე დარბოდაო, მეორესაც რომ ვერაფერი მოუფიქრებია, მომაკვდავი ბავშვი აუყვანია ხელში და ტვინი რომ გადმოდიოდა, თურმე თავზე აჭერდა ხელს… შოკურ მდგომარეობაში ყოფილა და ის ბიჭიც საავადმყოფოში გადაიყვანეს…

    არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას – 17 წლის ლიზის, რაღაც უცნაურად იქცევა და ღმერთმა ქნას, თავს არაფერი აუტეხოს. ლიზა ოთხ ენაზე ლაპარაკობს, მათ შორის იაპონურად, უცხოეთში უნდა გაეგრძელებინა სწავლა. ანას მეუღლე უპატიოსნესი მშრომელი ბიჭია. დაიქცა მოსიყვარულე და ტკბილი ოჯახი. მკვლელს რანაირი მფარველებიც არ უნდა ჰყავდეს, არ არსებობს, ვერ გამოძვრება” – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი. განაგრძეთ კითხვა>>>

  • “სასტუმროს ადმინისტრაციამ საერთოდ ვერ დაგვიცვა თავდასხმისგან, ბოდიშიც არ მოუხდია” – თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირის, ალიონა ნესტერიუკის პირველი კომენტარი

    “სასტუმროს ადმინისტრაციამ საერთოდ ვერ დაგვიცვა თავდასხმისგან, ბოდიშიც არ მოუხდია” – თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირის, ალიონა ნესტერიუკის პირველი კომენტარი

    სოციალურ ქსელში თელავში, ქროწილში, ინციდენტში მონაწილე ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კის ვიდეოინტერვიუ ვწრცელდება.

    ვიდეოს რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­ი მა­მუ­კა ფი­ფი­ა აქვეყნებს.

    “საქართველოში დაახლოებით მერვედ ვარ. ეს ნამდვილად არ არის ჩემი პირველი ვიზიტი. აქამდეც ვყოფილვარ და 5 წლის წინაც. მსგავსი პრობლემები არასდროს მქონია. ზოგადად, არც ვარ პრობლემური ადამიანი. სიტუაცია, რაც შეიქმნა, ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა.

    არ ვთვლი, რომ რაიმე პროვოკაცია მოვაწყეთ. ის, რასაც ინტერნეტში წერენ, არ გაგვიკეთებია – ვენ იქ არა­ფე­რი გა­დაგ­ვის­ხამს, ვედ­რო­თი წყა­ლი არ დაგ­ვიღ­ვრია და ა.შ ჩვენ მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვედით, 5 გოგო ვიყავით. მხოლოდ გოგოები, კაცები არ ყოფილან. ამავდროულად, მეორე მხარე დღესასწაულს, ქორწილს აღნიშნავდა.

    ნო­მერ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 20:11 ან 20:15 საათზე შე­ვე­დით. გვქონ­და შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლი, გავ­ხსე­ნით, შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლოა წვე­თე­ბი მოხ­ვდა, რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ. პრინ­ციპ­ში, იქ სა­ხუ­რა­ვიც გვქონ­და და ჩვე­ნი ად­გი­ლია აი­ვა­ნი. ჩვენ არ­სად გავ­დი­ო­დით. ანუ, ჩვენ მხო­ლოდ ფან­ჯრი­დან ვი­ყუ­რე­ბო­დით. და ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა ორ მხა­რეს შო­რის რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და.

    შესაძლოა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო. მაგრამ ცალსახად, 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხარე, ჩვენი გოგოები ვულგარულად არ მოქცეულან. ისინი არ იგინებოდნენ და არ ჩხუბობდნენ. პირველად ჩხუბი მეორე მხარემ დაიწყო. ეს მათ ვიდეოზეც კი ჩანს.

    მე საერთოდ ოთახში ვიყავი. როცა ეს სიტუაცია მოხდა, უბრალოდ გოგოების დასაცავად დავდექი, რადგან ის ოთახში შემოიჭრა… გოგოებმ

    კარი გააღეს და არც კი შეუხედავთ, ვინ მოდიოდა. ეგონათ, რომ მენეჯერი იყო, რადგან მენეჯერი მანამდე უკვე იყო ჩვენთან შემოსული ერთხელ. სხვათა შორის, ჩვენ ვთხოვეთ მას კონფლიქტის მოგვარება. ის ჩვენთან ოთახში დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. დახმარება ვითხოვეთ, რადგან შექმნილი ვითარება ჩვენთვისაც მიუღებელი იყო. ჩვენც სტუმრები ვართ. ჩვენც სრული პატივისცემით ჩამოვედით ამ ქვეყანაში, თანაც არა პირველად, და ვიცით აქ როგორ უნდა მოვიქცეთ.

    მეორე მხარე ძალიან აგრესიული იყო. როცა ის ადამიანი ოთახში შემოიჭრა, ვიდეოც არსებობს, ჩვენც გვაქვს სრული ვიდეომასალა, არაადეკვატური იყო და დიახ, ყველას შეგვეშინდა.

    არ ვფიქრობ, რომ სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურმა ხელი შეუწყო. უფრო მეტიც, მათ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს. მაგალითად, გვეუბნებოდნენ: “ფანჯრიდან არ გადმოიხედოთ”, “პირდაპირ ქუჩაში არ გამოხვიდეთ”. ყვიროდნენ: “ფანჯრიდან არ გადმოიხედოთ, შებრუნდით უკან ოთახში.

    რაც ჩვენ მიმართაც არასწორია, რადგან ჩვენც სტუმრები ვართ. ისეთივე თანაბარუფლებიანი ვართ, როგორც ისინი, ვინც ქორწილს აღნიშნავდა. სასტუმრომ საერთოდ არ დაგვიცვა ამ თავდასხმისგან. ბოდიშიც კი არ მოუხდია და არ გაუკეთებია ის ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო კონფლიქტის მოსაგვარებლად.

    ჩემი გამოკითხვა რამდენიმე საათით ადრე მოხდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს ადვოკატს ველოდებოდი. პოლიციამ მხოლოდ 24 საათის შემდეგ, მეორე დღეს დამკითხა.

    პოლიციის მხრიდან ჩემს მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მიგრძვნია. პირიქით, შეეცადნენ, რომ ნორმალურად და მშვიდად აეხსნათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა მოხდებოდა შემდეგ. მთხოვეს ვყოფილიყავი აბსოლუტურად გულწრფელი” – ამბობს ვიდეოში ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი.