Blog

  • ბათუმის სანაპიროდან გავრცელებული წარმოუდგენელი ვიდეო

    ბათუმის სანაპიროდან გავრცელებული წარმოუდგენელი ვიდეო

    ათუმის პლაჟზე მოქალაქე გაშიშვლდა და შიშველ მდგომარეობაში ირუჯებოდა, რამაც სხვების უკმაყოფილება გამოიწვია.

    სანაპიროზე მყოფი მოქალაქეების თქმით, კაცის ქცევა შეუფერებელი იყო და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რის გამოც 112-ში დარეკეს.

    ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც მოქალაქეს ტანსაცმლის ჩაცმისკენ მოუწოდეს.

    ვიდეო: “აჭარა თაიმსი”

  • 🔻ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეომიმართვა იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეომიმართვა იხილეთ კომენტარებში⤵️

    “ვახო სანაიას მიუსაჯეს 14 დღიანი პატიმრობა ფბ სტატუსის გამო. ეს უკვე საგანგაშო ამბავია! სოლიდარობა ძალიან საამაყო კოლეგას! სწორ მოქალააქეს და კარგ ადამიანს!” – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

  • საქართველოში წუხელ კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში წუხელ კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

    სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთი მი­წისძვრა მოხ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

    პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცით, დღეს თბი­ლი­სის დრო­ით 00:34-ზე ქა­ლაქ ნი­ნოწ­მინ­და­დან აღ­მო­სავ­ლე­თით 10კმ-ში, სო­ფელ გო­რე­ლოვ­კა­დან 3კმ-ში მოხ­და 3(Ml) მაგ­ნი­ტუ­დის სი­დი­დის მი­წისძვრა.

    მა­ნამ­დე მი­წისძვრა 20:40-ზე დაბა ახალ­გო­რი­დან ჩრდი­ლო­ე­თით 23კმ, სო­ფე­ლი უკა­ნამ­ხა­რი­დან 1კმ-ში მოხ­და.

    მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რე 3.3(Ml) მაგ­ნი­ტუ­დას შე­ად­გენ­და.

  • 4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი – ნახეთ, ვის გაუმართლებს უახლოეს დღეებში

    4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი – ნახეთ, ვის გაუმართლებს უახლოეს დღეებში

    ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 4 ნიშანს, რომლებსაც ივლისის ბოლო კვირაში განსაკუთრებით გაუმართლებთ.

    ლომი
    ლომებისთვის იღბლიანი პერიოდი იწყება. მოსალოდნელია წარმატება როგორც კარიერაში, ისე პირად ურთიერთობებში. შესაძლოა, მიიღოთ სასიხარულო ამბავი ან დიდი ხნის ნანატრი შესაძლებლობა.

    სასწორი
    სასწორებს ფინანსური და პროფესიული კუთხით სასიამოვნო სიახლეები ელით. წარმატებული მოლაპარაკებები, ახალი ნაცნობობები და მოულოდნელი შანსები მათ სასარგებლოდ განვითარდება.

    მშვილდოსანი
    მშვილდოსნებს ენერგია და მოტივაცია არ მოაკლდებათ. იღბალი განსაკუთრებით მოგზაურობას, სწავლასა და ახალი პროექტების დაწყებას უკავშირდება. თამამი ნაბიჯები შედეგს მოიტანს.

    თევზებითევზებისთვის ეს პერიოდი სასიამოვნო სიურპრიზების მომტანია. ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ, ხოლო პირად ცხოვრებაში ჰარმონია და პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი.

  • 22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ეს დღე კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, თქვენს რჩეულს როგორ უყვარხართ. თქვენც ნუ დაიშურებთ სითბოსა და სიყვარულს მათთვის, ვინც თქვენთვის ძვირფასია! შეეცადეთ, შინაგანი კრიტიკოსი ცოტა ხნით „გამორთოთ“ და ყველაფერში ნაკლი თუ უზუსტობა არ ეძებოთ. პროფესიული საკითხების მოგვარებაში საიმედო მოკავშირეების პოვნას შეძლებთ. თანამოაზრეების გარემოცვაში შრომა ხომ ყოველთვის სასიამოვნოა! შესაძლებლობა გექნებათ, ხარისხიანი ნივთი საკმაოდ კარგი ფასდაკლებით შეიძინოთ. ნუ მისცემთ გარშემომყოფებს უფლებას, განწყობა გაგიფუჭონ. ყურადღება საკუთარ გეგმებზე გადაიტანეთ და ნერვებს ნუ აჰყვებით.

    კურო

    თუ ურთიერთობა ახლახან დაიწყეთ, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მაქსიმალური თავშეკავება გმართებთ. აბობოქრებული მარსი თქვენს წყვილს კონფლიქტებისკენ უბიძგებს. შესაძლოა, უფროსი თაობის წარმომადგენლებს თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევა მოუნდეთ. დროსა და ნერვებს დაზოგავთ, თუ საუბარს მშვიდ, ნეიტრალურ თემაზე გადაიტანთ. შემოქმედებითი საქმიანობა დიდ კმაყოფილებასა და აღიარებას მოგიტანთ. თუ საკუთარ ძალებს ირწმუნებთ და თავდაუზოგავად იმუშავებთ საკუთარ სფეროში მწვერვალების დაპყრობას შეძლებთ. მშვენიერი პერიოდია მსხვილი ფინანსური გარიგებების, ასევე მიწის ნაკვეთის, ბინის ან ავტომობილის შესაძენად. ამ დღეს თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად და თავისუფლად იგრძნობთ — ისარგებლეთ ამით და თამამად დაელაპარაკეთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ.

    ტყუპები

    ამ დღეს ახლობელ ადამიანთან კამათის რისკი მაღალია. სატურნი ვენერასთან ოპოზიციაშია, ამიტომ სკანდალების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. ნუ მოსთხოვთ საყვარელ ადამიანებს იმას, რაც თავად არ შეგიძლიათ. ასტროლოგები შეგახსენებენ, რომ გადაჭარბებული პერფექციონიზმი ყოველთვის სასარგებლო არ არის. შესაძლოა, ამ დღეს მოულოდნელმა პრობლემებმა თავი იჩინონ, ამიტომ ახალი საქმის დაწყებას არ გირჩევთ. მოერიდეთ საეჭვო ავანტიურებს, განსაკუთრებით, თუ მათში თითქმის უცნობი ადამიანი გითრევთ — შესაძლოა, სასწორზე არა მხოლოდ თქვენი ავტორიტეტი, არამედ ფული და თავისუფლებაც კი დადგეს. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა ფსიქოლოგიურ დაძაბულობას მოგიხსნით და სხეულს გაგიკაჟებთ.

    კირჩხიბი

    საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა გარკვეული გაუცხოება გაჩნდეს. ეს რომ თავიდან აირიდოთ, ასტროლოგები გირჩევენ, ერთად მეტი დრო გაატაროთ. ბობოქარი ვნებები, ეჭვიანობის შემოტევა, კამათი და შერიგება — უახლოესი რამდენიმე დღეში თქვენი ცხოვრება სწორედ ამ სცენარით განვითარდება. დღე სავსეა პროვოკაციებითა და დაპირისპირებებით. სამსახურებრივმა ინტრიგებმა, კოლეგების შურმა და მოულოდნელმა დაბრკოლებებმა შესაძლოა თქვენი გეგმების განხორციელება შეაფერხოს, თუმცა, მალე შემოსავლის დამატებითი წყარო გამოჩნდება, რაც მიმდინარე ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

    ლომი

    საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნას, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. შეეცადეთ, ყველაფერი ღიად განიხილოთ და ერთმანეთის გაგება სცადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მშობლებსა და უფროს ნათესავებს მეტი ყურადღება დაუთმოთ — მით უმეტეს, რომ მათგან დიდ მორალურ მხარდაჭერას იგრძნობთ. მშვენიერი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის — ეცადეთ, ეს დრო საკუთარი ნიჭის განვითარებისთვის გამოიყენოთ. ხომ არ დადგა დრო, რომ სტომატოლოგს ეწვიოთ? პროფილაქტიკური შემოწმება სამომავლო პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

    ქალწული

    დღის მეორე ნახევარში შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. მოემზადეთ პარტნიორთან მნიშვნელოვანი საუბრისთვის და გახსოვდეთ, რომ ერთად ყველაფერს შეძლებთ. წარმატებული დღეა მნიშვნელოვანი წამოწყებებისა და ინფორმაციის ხელსაყრელად გამოყენებისთვის. გარშემომყოფები აუცილებლად დააფასებენ თქვენს აქტიურობას, თუმცა, ამ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. შეეცადეთ, ეს დღე ჩვეულებრივი რუტინისგან განსხვავებულად გაატაროთ —ყოველდღიური ერთფეროვნება თქვენს ნერვულ სისტემაზე მძიმედ მოქმედებს.

    სასწორი

    სიყვარულში დიდი წარმატება გელით. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომ მეორე ნახევარი იპოვოთ. ბინის რემონტის დასაწყებად არახელსაყრელი დროა — ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლის მასშტაბური კეთილმოწყობისგან თავი შეიკავოთ. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კამათს — შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწევთ, საქმიან ურთიერთობას კი ნამდვილად გაიფუჭებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღევანდელი შენაძენი ფულის ამაო ფლანგვა იქნება. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე სირბილის და სიარულის დრო გამონახოთ — მსუბუქი კარდიოდატვირთვა ძალიან წაგადგებათ.

    მორიელი

    თუ ცხოვრების მეგზური ნაპოვნი გყავთ, არ არის გამორიცხული, რომ მეგობრის ან ახლო ნათესავის ბედის განკარგვას დიდი ენთუზიაზმით შეუდგეთ. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების მოსმენა და გაგება — ამით ოჯახში ჰარმონიულ და ბედნიერ გარემოს შექმნით. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება, ამიტომ მზად იყავით, რომ კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენს მიღწევებს ყურადღებას მიაქცევენ. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ რაიმე ახალი და ორიგინალური შეიძინოთ. არახელსაყრელი გარემოებები საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე, რომლებიც ბოლო დროს ასე გაწუხებთ — ასტროლოგები სიმშვიდის შენარჩუნებას გირჩევენ.

    მშვილდოსანი

    ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს ახალი, ხანმოკლე გატაცება ელით. მშვენიერი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისა და კავშირების გასამყარებლად. ყურადღება, ზრუნვა, სულიერი კომფორტი და სითბო სწორედ ისაა, რაც ახლა საყვარელ ადამიანს უნდა აჩუქოთ. ნუ დახარჯავთ ფულს იმპულსურ შენაძენზე — ის უსარგებლო აღმოჩნდება. ეცადეთ, უახლოეს დღეებში მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტები მიირთვათ და ფიზიკური აქტივობა არ დაივიწყოთ — ვარჯიში როგორც აღნაგობას, ისე განწყობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.

    თხის რქა

    მალე სახლიდან მოშორებით გელით შეხვედრა, რომელსაც შეუძლია თქვენი ბედისწერა შეცვალოს. შეწყვიტეთ დახურულ კარზე კაკუნი — ახლა თქვენი აქტიურობა შესაძლოა ზეწოლად ჩათვალონ. ამ დღეს თქვენში წინააღმდეგობის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერ საკითხზე კამათობთ მაშინაც, როცა არავინ გეკამათებათ. მალე შეძლებთ თავს დაუგეგმავი საყიდლების უფლებაც მისცეთ, მანამდე კი შეეცადეთ, შემოსავლების ფარგლებში იცხოვროთ და ვალებს მოერიდოთ. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში. მშვენიერი პერიოდია ორგანიზმის გაჯანსაღების, სპორტისა და იმიჯის შესაცვლელად.

    მერწყული

    ეცადეთ, ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. გულახდილი საუბარი ურთიერთობებს გაამყარებს და ენერგეტიკულ ბალანსს აღადგენს. დღევანდელი სამუშაო გაკმაყოფილებთ და პროფესიის შეცვლას არ გეგმავთ. შეცდომები რომ თავიდან აირიდოთ, შეეცადეთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები და საპასუხისმგებლო მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ. ფინანსური სირთულეების ასაცილებლად, „დაზოგვის რეჟიმი“ უნდა ჩართოთ. მშვიდი და ჰარმონიული დღეა, თუმცა ნუ გადაიღლებით — რელაქსაცია ან მედიტაცია სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

    თევზები

    საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა? ასეთ შემთხვევაში, ეცადეთ, ცოტა ხნით საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც სულიერ და ზნეობრივ გარდასახვას უკავშირდება. მცდარმა რჩევამ ან არასწორად გაგებულმა ინფორმაციამ შეიძლება შეცდომები და ოჯახის წევრებთან დაპირისპირება გამოიწვიოს. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც ინტრიგებს ხლართავს, რომ დაგაზიანოთ. შეეცადეთ, სიტუაციაში ჩუმი, შეუმჩნეველი გამოძიებით გაერკვეთ. სატურნი-იუპიტერის ტრინის გავლენით, შეიძლება ენერგია ოდნავ დაგიქვეითდეთ, ამიტომ ყურადღება დადებით ფიქრებზე გადაიტანეთ და განწყობის ასამაღლებელი საშუალება იპოვეთ.

  • საშინელ დღეში იყო, მითხარით ჩემი და გადარჩა თუ არაო…მართლა შოკში იყო” – და-ძმა ავარიაში მოყვნენ, 35 წლის გოგო გარდაიცვალა.

    საშინელ დღეში იყო, მითხარით ჩემი და გადარჩა თუ არაო…მართლა შოკში იყო” – და-ძმა ავარიაში მოყვნენ, 35 წლის გოგო გარდაიცვალა.

    კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა მსხვერპლით. ავარია სამეგრელოში პარასკევს, 17 ივლისს, ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდა. მანქანა, რომელშიც ხუთი ადამიანი იჯდა, გადაბრუნდა, რის შედეგადაც ყველაზე მძიმე დაზიანება მანქანაში მყოფმა ახალგაზრდა გოგონამ, 35 წლის მალვინა გულუამ მიიღო. მალვინა უგონო მდგომარეობაში ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს, ორი დღე ებრძოდა სიკვდილს, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მანქანაში მყოფი სხვა მგზავრები გადარჩნენ, მათ სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, საჭესთან გარდაცვლილი გოგონას ძმა იჯდა, მძღოლის გვერდზე იყო მისი და, მალვინა გულუა, მანქანაში კიდევ სამი ადამიანი იყო, მათი ბიცოლა და ორი მეზობელი გოგონა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

    “შევესწარი ამ ავარიას. ძალიან განვიცადე, ავარია უკვე მომხდარი იყო მე რომ იქ აღმოვჩნდი. სულ ხუთი ადამიანი იჯდა მანქანაში. 4 გოგო და ერთი ბიჭი, მძღოლი გარდაცვლილის ძმა აღმოჩნდა, რომელიც შოკურ მდგომარეობაში იყო. მხოლოდ ერთ რამეს იძახდა, მითხარით, ჩემი და ცოცხალია თუ არაო. მე რომ მივედი 2 გოგო უკვე მოშორებით იყო, გადმოყვანილი ჰყავდათ და ხალხი ეხმარებოდა. ერთი ქალბატონი საშუალო ასაკის, მანქანის ერთ კართან იჯდა, აგონიაშია იყო, არც საუბრობდა, დანარჩენი ორი კონტაქტზე იყვნენ, ხოლო ის გარდაცვლილი გოგონა იწვა უგონო მდგომარეობაში, ვერაფერს ამბობდა, მხოლოდ თვალს ძლივს ახელდა. სასწრაფოს მოსვლამდე ხალხი ცდილობდა დაშავებულების დახმარებას. გოგონას ძმა მათგან ოდნავ მოშორებით იჯდა და ტიროდა, საშინელ დღეში იყო, მითხარით ჩემი და გადარჩა თუ არაო. ვერავის ეკარებოდა, მართლა შოკში იყო. განაგრძეთ კითხვა>>>

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    მათივე ცნობით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

    „დღეს, თბილისის დროით 20:40 საათზე, დაბა ახალგორიდან ჩრდილოეთით 23კმ, სოფელ უკანამხარიდან 1კმ-ში მოხდა 3.3(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • 🔻 როგორი იქნება ზაფხული საქართველოში და რა იწვევს ამინდის მკვეთრ ცვლილებებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 როგორი იქნება ზაფხული საქართველოში და რა იწვევს ამინდის მკვეთრ ცვლილებებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მსოფ­ლი­ოს გა­მოწ­ვე­ვაა. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რას ვა­რა­უ­დო­ბენ, ში­გა­და­შიგ წყალ­დი­დო­ბებ­საც. თბი­ლის­ში მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის გამო სხვა­დას­ხვა უბა­ნი და­იტ­ბო­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა დიდ დი­ღომ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ზე, გლ­დან­სა და ვარ­კე­თილ­ში. გარ­და ამი­სა, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას კლდი­სა და მი­წის მა­სე­ბიც ჩა­მო­ი­შა­ლა.

    ილი­ა­უ­ნის პრო­ფე­სო­რი, დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლი ამას ურ­ბა­ნულ წყალ­დი­დო­ბას უწო­დებს – წვი­მას დახ­ვდა წყალ­გა­უმ­ტა­რი ზე­და­პი­რი, ას­ფალ­ტი. ამი­ტო­მაც ახა­ლი სად­რე­ნა­ჟე სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ქა­ლა­ქის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მით უფრო, რო­დე­საც ზო­გი­ერ­თი უბ­ნის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა სწრა­ფად იზ­რდე­ბა. რა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ამ კლი­მა­ტურ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა, ამ და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხზე ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

    – სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ძა­ლი­ან ცხელ ზა­ფხულს პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რო­გორ უნდა გა­ვუმკლავ­დეთ მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებს?

    – ზა­ფხუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც უნდა იყოს, ანუ ცხე­ლი, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­უ­ლად ცხე­ლი. წელ­საც პე­რი­ო­დუ­ლად გვექ­ნე­ბა თავ­სხმა წვი­მე­ბი, ისე­თი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვაკ­ვირ­ვოს. დე­და­მი­წა­ზე ბოლო 10 წე­ლია უკვე რე­კორ­დე­ბი მყარ­დე­ბა, ყო­ვე­ლი შემ­დე­გი წელი წი­ნა­ზე უფრო ცხე­ლია, მაგ­რამ ეს არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მხო­ლოდ ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდა­ში. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­შიც, რომ ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდას თა­ვი­სი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, ნი­ა­და­გი­სა და მცე­ნა­რე­უ­ლი საფ­რის გა­მოშ­რო­ბა. ეს ნიშ­ნავს, ერთი მხრივ გვალ­ვას, მე­ო­რე მხრივ კი გა­ხუ­რე­ბულ ჰა­ერ­ში უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყლის ორ­თქლის შემ­ცვე­ლო­ბას.

    – რამ გა­მო­იწ­ვია ამინ­დის ასე­თი მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა?

    – ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, რაც დე­და­მი­წა არ­სე­ბობს, მი­ლი­არ­დო­ბით წე­ლია, კლი­მა­ტი სულ იც­ვლე­ბა – ზოგ­ჯერ იწყე­ბა გამ­ყინ­ვა­რე­ბა, ზოგ­ჯერ დათ­ბო­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩვენს კონ­ტი­ნენტზე მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წყო მცი­რე გამ­ყინ­ვა­რე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი, ვი­ღა­ცას ქარ­ხა­ნა არ აუ­შე­ნე­ბია და მერ­ქნის გაფ­რქვე­ვა არ და­უ­წყია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­წყო და დას­რულ­და მე-19 სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს. მერე და­ი­წყო დათ­ბო­ბის პე­რი­ო­დი, რო­მელ­შიც ახ­ლაც ვიმ­ყო­ფე­ბით, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი გა­ამ­ძაფ­რა ადა­მი­ა­ნის მოქ­მე­დე­ბამ, ანუ სათ­ბუ­რის ეფექ­ტის მქო­ნე აი­რე­ბის გაფ­რქვე­ვამ ატ­მოს­ფე­რო­ში. ეს გა­ამ­ძაფ­რა ურ­ბა­ნულ­მა გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა­მაც.

    ჰიდ­რო­ლო­გი­ა­შიც და კლი­მა­ტო­ლო­გი­ა­შიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ე.წ. ქვა­ფე­ნი­ლი ზე­და­პი­რის ფაქ­ტო­რი. რო­დე­საც მო­დის წვი­მა, რა ზე­და­პი­რი ხვდე­ბა წვი­მას დე­და­მი­წა­ზე? წყალ­გამ­ტა­რი თუ წყალ­გა­უმ­ტა­რი? მა­გა­ლი­თად, წყალ­გამ­ტა­რი ზე­და­პი­რია ნი­ა­და­გი, წყალ­გა­უმ­ტა­რი – ას­ფალ­ტი, ბე­ტო­ნი, ქვა და ასე შემ­დეგ. დღი­სით მზით გა­ხუ­რე­ბუ­ლი ას­ფალ­ტი ღა­მით დაგ­რო­ვე­ბუ­ლი სით­ბო­თი ახუ­რებს გა­რე­მოს, მა­შინ, როცა ბა­ლა­ხის შემ­თხვე­ვა­ში ის გრილ­დე­ბა… გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

  • ახლახანს უმძიმესი ავარია, არის მსხვერპლი – “საშინელი სანახავი იყო, შვილი ადგილზე დაიღუპა, სად მოხდა ტრაგედია ? ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    ახლახანს უმძიმესი ავარია, არის მსხვერპლი – “საშინელი სანახავი იყო, შვილი ადგილზე დაიღუპა, სად მოხდა ტრაგედია ? ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    სენაკში ავარიას 22 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანას, რომელიც ბეტონის ჯებირს შეეჯახა, სწორედ აღნიშნული ახალგაზრდა მართავდა.

    დაშავებულია ასევე, მანქანაში მჯდომი მეორე მამაკაციც, რომელიც სენაკის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

  • მეცნიერების თქმით, შესაძლოა ჩვენ ვიყოთ უკანასკნელი თაობა, რომელიც ციცინათელებს იხილავს: რატომ ქრებიან მანათობელი მწერები?

    მეცნიერების თქმით, შესაძლოა ჩვენ ვიყოთ უკანასკნელი თაობა, რომელიც ციცინათელებს იხილავს: რატომ ქრებიან მანათობელი მწერები?

    სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით, რომ ბავ­შვო­ბას­თან შე­და­რე­ბით, დღეს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ცი­ცი­ნა­თე­ლას ვხე­დავთ.

    National Geographic-ის ცნო­ბით, ამ სა­კითხს მი­უ­ძღვნა თა­ვი­სი დი­სერ­ტა­ცია ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის მკვლე­ვარ­მა რა­ფა­ელ დე კოკ­მა. ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ კვლე­ვას სა­მეც­ნი­ე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს, რად­გან ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში მცირ­დე­ბა.

    ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი მომ­ხიბ­ვლე­ლი მწე­რე­ბია, რომ­ლე­ბიც ზა­ფხუ­ლის ღა­მე­ებს თა­ვი­ან­თი ბი­ო­ლუ­მი­ნეს­ცენ­ტუ­რი კაშ­კა­შით ანა­თე­ბენ. ისი­ნი მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან Lampyridae-ს ოჯახს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 2000-ზე მეტ სა­ხე­ო­ბას, უმე­ტე­სო­ბა მათ­გა­ნი სი­ნათ­ლეს ას­ხი­ვებს.

    ეს რბი­ლი სხე­უ­ლის მქო­ნე ხო­ჭო­ე­ბი ცნო­ბი­ლი რო­გორც ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი. ისი­ნი ძი­რი­თა­დად შე­ბინ­დე­ბი­სას, პარტნი­ო­რე­ბის მო­სა­ზი­დად ანა­თე­ბენ.

    ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებს ოდით­გან­ვე ხიბ­ლავ­დნენ. მათი არ­სე­ბო­ბა სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რა­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პი­რო­ბე­ბის სიმ­ბო­ლოდ აღიქ­მე­ბო­და.

    • სამ­წუ­ხა­როდ, ეს ჯა­დოს­ნუ­რი მწე­რე­ბი ჩვე­ნი ლან­დშაფ­ტე­ბი­დან სწრა­ფად ქრე­ბი­ან.

    ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს, რომ შე­საძ­ლოა ჩვენ ბოლო თა­ო­ბა ვი­ყოთ, რო­მე­ლიც მათ მო­მა­ჯა­დო­ე­ბელ ბრწყინ­ვა­ლე­ბას იხი­ლავს.

    • და­კარ­გუ­ლი ჰა­ბი­ტა­ტი: გაქ­რო­ბის პი­რას მი­სუ­ლი ჭა­ო­ბე­ბი და ტყე­ე­ბი

    ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი ხში­რად გვხვდე­ბა ზო­მი­ერ და ტრო­პი­კულ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში და ძი­რი­თა­დად ისეთ ნო­ტიო გა­რე­მო­ში ცხოვ­რო­ბენ, რო­გო­რი­ცაა ჭა­ო­ბე­ბი და ნეს­ტი­ა­ნი ტყე­ე­ბი. ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მათი ლარ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბებს უზ­რუნ­ველ­ყოფს. ისი­ნი სი­ცო­ცხლის დიდ ნა­წილს ნი­ა­დაგ­ში ან ფოთ­ლე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის ქვეშ ატა­რე­ბენ.

    ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ამ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბამ და ტყე­ე­ბის გა­ჩე­ხამ ჰა­ბი­ტა­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, რაც ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბას სულ უფრო არ­თუ­ლებს.

    • გარ­და ამი­სა, ცი­ცი­ნა­თე­ლებ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ღა­მით, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ნა­თე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი.

    მწე­რებს შეჯ­ვა­რე­ბის­თვის მათი ბუ­ნებ­რი­ვი ბი­ო­ლუ­მი­ნეს­ცენ­ცია სჭირ­დე­ბათ, ხოლო ქუ­ჩის გა­ნა­თე­ბე­ბი, ბილ­ბორ­დე­ბი და სი­ნათ­ლის სხვა ხე­ლოვ­ნუ­რი წყა­რო­ე­ბი, ცი­ცი­ნა­თე­ლებს ერ­თმა­ნე­თის სი­ნათ­ლის და­ნახ­ვა­ში ხელს უშ­ლის და გამ­რავ­ლე­ბა ვერ ხდე­ბა.

    კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რია პეს­ტი­ცი­დე­ბი, რო­მე­ლიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ეს ქი­მი­კა­ტე­ბი არა მხო­ლოდ პირ­და­პირ კლავს ცი­ცი­ნა­თე­ლებს, არა­მედ ამ­ცი­რე­ბენ მათი საკ­ვე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ებს.

    გარ­და ამი­სა, პეს­ტი­ცი­დებს შე­უძ­ლი­ათ წყლის მა­რა­გე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა, რაც კი­დევ უფრო აზი­ა­ნებს მყი­ფე ეკო­სის­ტე­მებს.

    წყა­რო