Blog

  • ბახმაროდან გავრცელებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის

    ბახმაროდან გავრცელებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის

    ბახმაროში დოღი გაიმართა და გამარჯვებულებიც გამოვლიდნენ.

    I ადგილი – გოგიტა კოწოწაშვილი; II ადგილი – ნიკა ფერაძე; III ადგილი – გიორგი ცინცაძე.

    ბახმაროდან გავრცელებული კადრები ვირუსუილად ვრცელდება.

    11-1787299338.png
    222-1787299384.png

    https://video.ambebi.ge/files-6/2026/08-21/mkhedari-608236

  • როგორი ამინდი იქნება უქმეებზე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში

    როგორი ამინდი იქნება უქმეებზე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში

    სინოპტიკოსის ინფორმაციით, 21-23 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, მათ შორის აჭარაში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

    „21, 22 და 23 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, მათ შორის აჭარის ტერიტორიაზე, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 32-33 გრადუსს მიაღწევს.

    24 აგვისტოდან ამინდი შეიცვლება. 24-25 აგვისტოს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი ნალექი, შესაძლოა, 27-დან 29 აგვისტოს ჩათვლით აღინიშნოს. დღის განმავლობაში მოღრუბლული ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

    არ არის გამორიცხული, 27, 28 და 29 აგვისტოს, ზღვაზე ტალღების სიმაღლეც გაიზარდოს. 30 აგვისტოდან პროცესების ინტენსივობა შესუსტდება, თუმცა 30-31 აგვისტოს ამინდი ჯერ კიდევ არამდგრადი იქნება და სრულ გამოდარებას არ ველოდებით“, – ამბობს  „პრაიმტაიმთან“ დოდო გვაზავა.

  • სექტემბრიდან ამოქმედდება და 60 წელს გადაცილებულ პირებს შეეხებათ! – რა ინფორმაცია ვრცელდება?

    სექტემბრიდან ამოქმედდება და 60 წელს გადაცილებულ პირებს შეეხებათ! – რა ინფორმაცია ვრცელდება?

    მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის – 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.

    „განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.

    ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.

    კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე. რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები – თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.

    რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს, მოახდინოს მისი ინფორმირება მომხმარებლის მიერ ინფორმაციის უკეთ გაანალიზების ხელშეწყობის მიზნით, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს.

    აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სებ-ის მიერ შემუშავებული ახალი წესი სექტემბრიდან ამოქმედდება და მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.

    აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს ფინანსურ სექტორში არსებული გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ფინანსურ სექტორში ნდობის, სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.

    ეროვნული ბანკი სამომავლოდაც განაგრძობს თაღლითობის რისკების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს ეფექტიან რეაგირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ავარიას ცნობილი მუსიკოსი ემსხვერპლა

    ავარიას ცნობილი მუსიკოსი ემსხვერპლა

    ცნობილი ირლანდიელი მუსიკოსი გლენ ჰანსარდი, დუბლინში, ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ის 56 წლის იყო.

    „ოსკარის“ მფლობელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ოთხშაბათს, დილით ადრე, სტრობერი ბედსის მახლობლად მომხდარ ავარიაში დაიღუპა. ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა. ინციდენტში სხვა სატრანსპორტო საშუალება არ ყოფილა ჩართული.

    პოლიცია ადასტურებს, რომ კაცს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაუწიეს, თუმცა მალევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. მას დარჩა მეუღლე და 4 წლის შვილი.

    ჰანსარდი დუბლინის ქუჩის მუსიკოსების წრეში მოღვაწეობდა, 1989 წელს კი ჯგუფი The Frames ჩამოაყალიბა, რომელმაც ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლაივ-ბენდის რეპუტაცია მოიპოვა. მსოფლიო პოპულარობა კი მას ფილმმა „ერთხელ“ მოუტანა, რომელშიც მან მარკეტა ირგლოვასთან ერთად მთავარი როლი შეასრულა და საუნდტრეკი დაწერა. მათმა დუეტმა Falling Slowly ოსკარი მოიპოვა.

  • საზოგადოება და ბანკები საზოგადოებას აფრთილებს

    საზოგადოება და ბანკები საზოგადოებას აფრთილებს

    საზოგადოება და ბანკები საზოგადოებას აფრთილებს:

    “ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა. თუ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ნივთებს ყიდით, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა, რომელიც უშუალოდ გამყიდველებზეა გათვლილი. როგორ მუშაობს თაღლითური სქემა?

    ・თაღლითები გიკავშირდებიან, როგორც დაინტერესებული მყიდველები.

    ・გიგზავნიან ცნობილი და სანდო გადახდის პლატფორმის ყალბ ბმულს, სადაც კომპანიის დასახელებაში, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ასო იყოს შეცვლილი.

    ・გთხოვენ ბმულზე გადასვლას და მონაცემების შეყვანას, თითქოსდა ნივთის ღირებულების ჩასარიცხად.

    ・მონაცემების შეყვანის შემდეგ, თანხის მიღების ნაცვლად, თქვენი ანგარიშიდან ფული იკარგება. არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანოთ გაურკვეველ ბმულებზე:◦ მობაილბანკის მომხმარებლის სახელი◦ პაროლი◦ SMS ერთჯერადი კოდი◦ საბანკო ბარათის მონაცემები მთავარი წესი, რომელიც უნდა გახსოვდეთ: როდესაც თანხის მიღება გსურთ, გადამხდელს მხოლოდ თქვენი ანგარიშის ნომერი (IBAN) სჭირდება. ყოველთვის ყურადღებით გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი და კომპანიის დასახელების თითოეული სიმბოლო.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • 29 წლის ტურისტი დათვმა კარვიდან გაიტაცა და დაგლიჯა; უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

    29 წლის ტურისტი დათვმა კარვიდან გაიტაცა და დაგლიჯა; უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

    რუ­სე­თის ალ­თა­ის მხა­რე­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. 29 წლის ნო­ვო­სი­ბირსკე­ლი სნეჟა­ნა კო­რო­ლი­ო­ვა, რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, და­სას­ვე­ნებ­ლად ალ­თა­ი­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მას დათ­ვი და­ეს­ხა თავს. ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე საქმრომ ხელი სთხო­ვა, ცო­ცხა­ლი ვე­ღარ დაბ­რუნ­და.

    ტრა­გე­დია სო­ფელ არ­ტი­ბაშ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ტუ­რის­ტულ ბა­ზა­ზე მოხ­და. თავ­დას­ხმის დროს სნეჟა­ნას საქმრო ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

    “მას ერთი ნა­კაწ­რიც კი არ აქვს“ – რას ჰყვე­ბა სნეჟა­ნას დედარუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ლიშ­ვი­ლის საქმრო დათვთან შეხ­ვედ­რი­სას შე­შინ­და და გა­იქ­ცა.

    “მას ერთი ნა­კაწ­რიც კი არ აქვს. არ ვიცი… რო­გორც ამ­ბობს, გა­იქ­ცა და ამით თით­ქოს მტა­ცებ­ლის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა სცა­და, შემ­დეგ კი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. სნეჟა­ნა ყვი­რო­და, ის კი დახ­მა­რე­ბას ეძახ­და, მაგ­რამ ვე­რა­ვინ გა­ი­გო­ნა“, – გა­ნა­ცხა­და ქა­ლის დე­დამ.

    მისი თქმით, ად­გილ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ნა­დი­რე­ე­ბიც მი­ვიდ­ნენ, თუმ­ცა სნეჟა­ნას გა­დარ­ჩე­ნა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

    გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი ასე­ვე კი­თხუ­ლობს, რა­ტომ არ იყო ტუ­რის­ტულ ბა­ზა­ზე სა­თა­ნა­დო დაც­ვა, მა­შინ როცა, მათი თქმით, რე­გი­ონ­ში დათ­ვე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობ­და.

    “თუ ასე­თი სა­ში­ში სი­ტუ­ა­ცია იყო, რა­ტომ არ იყ­ვნენ იქ მცვე­ლე­ბი? ია­რა­ღით მა­ინც შეძ­ლებ­დნენ ცხო­ვე­ლის დაფრ­თხო­ბას“, – ამ­ბობს სნეჟა­ნას დედა.

    “საქმრო შე­ში­ნე­ბულ­ი გა­იქ­ცა და ჩემს შვილს არ და­ეხ­მა­რა. “სნეჟა­ნას მამა კი­დევ უფრო მძი­მე ბრალ­დე­ბას უყე­ნებს ქა­ლიშ­ვი­ლის საქმროს. მისი თქმით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა ღა­მის გა­სა­თე­ვად უსაფრ­თხო სახ­ლი არ იქი­რა­ვა და თავ­დას­ხმის დროს ქა­ლიშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად არა­ფე­რი გა­ა­კე­თა.

    “საქმროს შე­ე­შინ­და და გა­იქ­ცა. ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბა არ სცა­და. თვი­თონ კი ერთი ნა­კაწ­რიც არ აქვს. სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც არ მოხ­ვედ­რი­ლა. ახლა ისევ ალ­თა­ი­ზეა – ჩვე­ნი მან­ქა­ნა და სნეჟა­ნას ნივ­თე­ბი მას­თა­ნაა“, – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მამა. განაგრძეთ კითხვა

  • ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა დ 8 ადამიანი დაიღუპა

    ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა დ 8 ადამიანი დაიღუპა

    🔻 დასავლეთ ალასკაში, შორ მანძილზე მოქმედი სამხედრო რადარის სადგურთან ახლოს, ორძრავიანი ჩარტერული თვითმფრინავი Cessna 441 ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა კეიპ ნიუენჰემის სამხედრო ბაზის მიმდებარედ მოხდა. კატასტროფის მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი.

    🔻 აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ალასკის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, კლინტ ჯონსონმა საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ ავიაკომპანია Security Aviation-ის მიერ მართულ ჩარტერულ რეისზე ორი პილოტი და ექვსი მგზავრი იმყოფებოდა.

    🔻 ალასკის სამხედრო სარდლობის განცხადებით, საჰაერო ხომალდი სამოქალაქო კონტრაქტით დაქირავებული რეისი იყო, რომელსაც 8 ადამიანი გადაჰყავდა.

  • “ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს” – კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

    “ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს” – კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

    ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა – ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის განმავლობაში ყველანი ვიამაყებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

    როგორც მერმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, ვინაიდან სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, სექტემბრიდან, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, თუმცა ეს დროებითი დისკომფორტია იმისთვის, რომ მომავალში დედაქალაქს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი ჰქონდეს.

  • „ზაფხულში ამ ერთ შეცდომას ბევრი ქალი უშვებს… შეიძლება იმოქმედოს შვილოსნობის ფუნქციაზე“ – ექიმის გაფრთხილება

    „ზაფხულში ამ ერთ შეცდომას ბევრი ქალი უშვებს… შეიძლება იმოქმედოს შვილოსნობის ფუნქციაზე“ – ექიმის გაფრთხილება

    საზღვაო სეზონზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ ვიდეო მიმართვაში „ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის“ კლინიკური დირექტორი, ემბრიოლოგი, ონკოფერტილობის ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო მუსერიძე საუბრობს.

    მუსერიძე იმ შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ქალების ნაწილი ზღვის სეზონზე უშვებს და რომელიც მისი თქმით, ხშირად ხდება ინფექციების გამომწვევი მიზეზი.

    „ზაფხულში ერთ შეცდომას ბევრი ქალი უშვებს, საათობით სველი საცურაო კოსტიუმით რჩებიან სანაპიროზე ან აუზზე. ასეთ დროს იზრდება ინფექციების განვითარების რისკი, რაც დისკომფორტს და ანთებით პროცესებს შეიძლება უკავშირდებოდეს. მაგალითად, ხშირია ვაგინალური, სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ვაგიზოზი და ზოგჯერ საშარდე გზების ინფექციებიც. როგორ მივხვდეთ ამას? – ქავილი, წვა ან უჩვეულო გამონადენი, უსიამოვნო სუნი ან ხშირი შარდვის სურვილი – ეს ის ნიშნებია, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ასეთი ინფექციები ხშირად მეორდება ან არ ხდება მკურნალობა, დროთა განმავლობაში შეიძლება იმოქმედოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და შვილოსნობის ფუნქციაზე…“, – ამბობს ექიმი.

  • ტანმოკლე მიხო და მაღალი ვირი

    ტანმოკლე მიხო და მაღალი ვირი

    მიხო დაბალია, ცოტა მაღალი ვირი ჰყავს და ყიდის.

    კლიენტი მივა, შეხედავს ცხოველს და ეკითხება:
    – რა ღირსო?
    – 1000 დოლარიო!
    კლიენტი გაოცდება:
    – იფ, ვერ შევწვდებიო…
    მიხო პასუხობს:
    – იი, მეც რომ ვერავწვები, იმიტომ ვყიდი, თორემ ამას რა კაცი გაყიდიდაო!