Blog

  • 24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სამსახურში საინტერესო შეთავაზება ან ახალი იდეა შეიძლება გაჩნდეს. პირად ურთიერთობებში კი მოთმინება საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.

    კურო
    ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დღეა. კარგი დროა ხარჯების გადახედვისა და სამომავლო გეგმების დასაწყებად. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელით.

    ტყუპები
    თქვენი კომუნიკაციის უნარი დღეს განსაკუთრებით გამოიკვეთება. მოლაპარაკებები, შეხვედრები და ახალი ნაცნობობა წარმატებით დასრულდება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასაც.

    კირჩხიბი
    დღეს ემოციები შესაძლოა განსაკუთრებით მძაფრი იყოს. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. ოჯახური გარემო სიმშვიდესა და ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

    ლომი
    თქვენი დღეა! თავდაჯერებულობა და ენერგია სასურველი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგი დროა საკუთარი იდეების წარმოსაჩენად და ახალი პროექტების დასაწყებად.

    ქალწული
    დღე დაგეგმვასა და ორგანიზებას მოითხოვს. ყურადღება დეტალებს მიაქციეთ — სწორედ ისინი იქნება წარმატების გასაღები. საღამოს დასვენება აუცილებელია.

    სასწორი
    პარტნიორული ურთიერთობები დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. კომპრომისი და მშვიდი საუბარი ნებისმიერ დაძაბულობას შეამცირებს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.

    მორიელი
    ენერგიული დღე გელით. შეგიძლიათ გადაჭრათ ის საკითხებიც, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურ რეაქციებს.

    მშვილდოსანი
    ახალი იდეები და მოულოდნელი შესაძლებლობები შეიძლება გამოჩნდეს. მოგზაურობის ან სწავლის დაგეგმვისთვის კარგი პერიოდია. სიყვარულში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.

    თხის რქა
    სამუშაოსა და ოჯახურ საქმეებს შორის ბალანსის დაცვა მოგიწევთ. ნუ გადაიტვირთებით — მცირე შესვენება ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

    მერწყული
    დღეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია და ახალი კონტაქტი გელით. კარგი დროა საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

    თევზებიინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერი იქნება. ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას, განსაკუთრებით ფინანსურ და პირად საკითხებში. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

  • ექიმის საგანგებო გაფრთილება საზოგადოებას

    ექიმის საგანგებო გაფრთილება საზოგადოებას

    როგორ დავადგინოთ სოკო საკვებად ვარგისია თუ არა. კითხვა რომელიც ათეულობით წლებია, სოკოს მოყვარულებს აწუხებს.

    სოკოს შესახებ ინფორმაცია წლების განვალობაში საკმაოდ მწირი იყო, აქედან გამომდიარე შეიქმნა უამრავი მითი.

    გავრცელებულ ხალხურ მითებს შორის განსაკუტრებით პოპულარულია უსაფრთხოების ვერსცხილ კოვზით, ხახვითა და ნივრით დადგენაა.

    ჩვენ დავინტერესდით რამდენად რეალურია მისი ვარგისიონობის ამ მეთოდებიტ გარკვევა.

    პირველ შემთხვევავში ვერცხილის კოვზი, ფერს სოკოში შემავალი გოგირდის გამო იცვლის, რაც საერთოდ არ გამოდგება ზოგად წესად, რადგან ექსპერტების თქმით, არსებობს კონკრეტული სოკოს სახეობა, რომელიც შხამიანია, თუმცა გოგრდს არ შეიცვას. რაც შეეხება ხახვსა და ნიორს, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. სოკოსთან ერთად მოხარშივ შემდეგ , ხახვი ყავისფერდება ნიორი კი ლურჯდება- რაც ფერმენტის ხარჯზე ხდება.

    როგორც აღმოჩნდსა არ არსებობს ზოგადი წესები რომლის მიხედვითაც ზუსტად განსაზვრავთ პროდუქტის ვარგისიამობას.

    პროდუქტი რთულად მოსანებელია, განსაკუთრებით მაშინ თუ მასში ბვევრი ტოქსნიკებია. ზოგჯერ შემთხვევა ლეტალურადაც სრულდება. ამიტომ ტოტქსიკოლო ეკა ქურდაძე მოქალაქეებს, ურჩვს პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მიმართონ კლინიკას.

  • 🔻წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი – გარემოს ეროვნული საააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი – გარემოს ეროვნული საააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

    მათივე ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. ამასთან, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • 🔻ინტერვიუ დაკავებული ნიკა კაპანაძის დედასთან – ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻ინტერვიუ დაკავებული ნიკა კაპანაძის დედასთან – ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე – 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და კიდევ 3 პირის დაჭრისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ მის შვილს მასზე ძალადობის მცდელობისთვის შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

    დოდო ოდიშარიამ “პირველებთან” საუბარი თავად ისურვა. ქალი ყვება, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები წლებია აქვს – ამის გამო კლინიკაშიც კი იწვა.

    როგორც მშობელი ამბობს, ამის შესახებ წლების წინ მის სახლში მისულ პოლიციასაც უთხრა და იარაღების ჩამორთმევაც თავად სთხოვა.

    “წაიღეს ეს იარაღები, მაგრამ მერე ისევ დაუბრუნეს” – ეუბნება ქალი “პირველებს”

    დედის თქმით, ნიკა კაპანაძეს მის სახელზე რეგისტრირებული სამი იარაღი ჰქონდა.

    შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე, რომელიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.

  • ტრაგედია იმერეთში – კედლის ჩამონგრევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

    ტრაგედია იმერეთში – კედლის ჩამონგრევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

    იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უბედურ შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

    არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს, კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 21 წლის ახალგაზრდა დაშავდა.

    დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის გარდაიცვალა.

    მომხდარ უბედურ შემთხვევას ადასტურებს სოფლის რწმუნებული. მისი თქმით, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

    „პრაიმტაიმი“ შსს-ში დეტალებს არკვევს.

  • 🔻 ნანუკა ჟორჟოლიანი ვერაზე, გუშინ მომხდარ მკვლელობას ეხმაურება – ვიდეო იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 ნანუკა ჟორჟოლიანი ვერაზე, გუშინ მომხდარ მკვლელობას ეხმაურება – ვიდეო იხილეთ კომენტარებში ⤵️

    “უმძიმესი დიაგნოზი ჰქონდა და იარაღი სახლში ჰქონდა, თქვენი აზრით, ამას ვინ უნდა აკონტროლებდეს?!” – ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეომიმართვა ვერაზე, გუშინ მომხდარი მკვლელობის შესახებ.

  • რატომ ჰქონდა თითი ამპუტირებული ვერაზე მომხდარ ტრაგედიაში ბრალდებულს?! – რას ამბობს ექიმი

    რატომ ჰქონდა თითი ამპუტირებული ვერაზე მომხდარ ტრაგედიაში ბრალდებულს?! – რას ამბობს ექიმი

    ექიმის თქმით, ბრალდებული კლინიკაში უკვე ამპუტირებული თითით შეიყვანეს და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

    „კატასტროფის სამედიცინო ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი, მარცხენა ხელის მეორე თითის ამპუტაციით. პაციენტი შემოყვანისას იყო უკვე ამპუტირებული თითით, შესაბამისად, სრული შეფასება, რით იყო ამპუტირებული, ახლა არ შემიძლია. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, გაუკეთდა ოპერაცია.

    ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება პალატაში, ქირურგის, ტრავმატოლოგის, ანგიოქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ და მისი მდგომარეობა არის სტაბილური, არის ნათელი ცნობიერებით, კონტაქტური და ადეკვატური. ის ამჟამად იმყოფება პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაც, შესაბამისად, სხვა ინფორმაციის მოწოდება მე არ შემიძლია“, – განაცხადა ლევან ბესელიამ.

    ცნობისთვის, ვერაზე სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.

    წყარო: ,,ინტერპრესნიუსი”

  • “გაუფრთხილებია ბავშვები, ნუ იცინითო, გამოიტანა იარაღი და ცეცხლი გაუხსნა… ამათ დაძრეს მანქანა და…” – თბილისის ცენტრში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები

    “გაუფრთხილებია ბავშვები, ნუ იცინითო, გამოიტანა იარაღი და ცეცხლი გაუხსნა… ამათ დაძრეს მანქანა და…” – თბილისის ცენტრში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები

    • მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი

    თბი­ლი­სის ცენ­ტრში გუ­შინ 17 წლის ბიჭი მოკ­ლეს. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა ახალ­გაზ­რდებს, რის შე­დე­გა­დაც ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. სრო­ლის დროს დაჭ­რი­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

    • გარ­დაც­ვლი­ლი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლია. მან სკო­ლა წელს და­ამ­თავ­რა, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა და ცხოვ­რე­ბის ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლას აპი­რებ­და, თუმ­ცა არ აცა­ლეს.

    მკვლე­ლო­ბა­სა და დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნიკა კა­პა­ნა­ძეა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა. კა­პა­ნა­ძემ და­კა­ვე­ბის დროს, პო­ლი­ცი­ას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია – ის ამ დრო­ის­თვის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი ხელ­ზე მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო.

    მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი:

    არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ლა­პა­რა­კე­ბა და­კა­ვე­ბულ ნიკა კა­პა­ნა­ძის დე­და­სა და დაჭ­რი­ლებს შო­რის მოხ­და. კერ­ძოდ კი, კა­ფი­დან გა­მო­სულ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თა ავ­ტო­მან­ქა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ იდგა, ქალ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­კა­ვე­ბულ­მა გას­რო­ლა.

    რო­გორც ირ­კვე­ვა, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ოთხი პი­რი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვია სამს მოხ­ვდა, მძღო­ლი კი არ და­შა­ვე­ბუ­ლა.

    რას ჰყვე­ბი­ან და­ნა­შა­უ­ლის თვითმხილ­ვე­ლე­ბი?

    “4-5 გას­რო­ლის ხმა იყო, მერე ბავ­შვე­ბის კი­ვი­ლი გა­ვი­გე. გად­მო­ვი­და ბავ­შვი, მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა, არც ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ, არა­ფე­რი. თავ­დამ­სხმე­ლი არც და­მი­ნა­ხავს, ძაღ­ლი მყავ­და გა­მოყ­ვა­ნი­ლი და გო­გო­ნებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. ამ­ბო­ბენ, რომ უბ­რა­ლოდ გა­ი­ა­რა და მან­ქა­ნა­ში ის­რო­ლაო. მა­ნამ­დე ჩხუ­ბი არ ყო­ფი­ლა, აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიმ­შვი­დე იყო. სის­ხლი რომ და­ი­ნა­ხეს ბავ­შვებ­მა მერე შე­შინ­დნენ. ერთი უფრო მძი­მედ იყო. და­ნარ­ჩე­ნე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ და მერე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მხარ­ში დაჭ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ტაქ­სი­ში დაჭ­რილ ქალს, ამ­ბო­ბენ, რომ ზე­ვით რომ წა­ვი­და მერე ეს­რო­ლაო. შოკ­ში იყ­ვნენ ბავ­შვე­ბიც. ის, ვინც მძი­მედ იყო, თა­ვი­დან გონ­ზე იყო, მე მგო­ნი და­აგ­ვი­ა­ნა სას­წრა­ფომ მოს­ვლა. ხალ­ხი ყვი­რო­და სად არის სას­წრა­ფოო. სა­კა­ცით გა­და­იყ­ვა­ნეს ბავ­შვი”

    “ტყუ­ილ-უბ­რა­ლოდ ქალს შვი­ლი მო­უკ­ლეს, ნეტა გა­ნა­ხათ, რა ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. ვიცი, რომ ვი­ღაც გიჟ­მა ეს­რო­ლა. მოწ­მე ჰყავთ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი, მის თვალ­წინ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, თა­ვად მი­მარ­თა პო­ლი­ცი­ას და­კი­თხვა­ზე. ბავ­შვებს ზე­ვით ეს­რო­ლეს და ქვე­ვით ჩა­მო­ვიდ­ნენ, გვიშ­ვე­ლე­თო. ის კაცი არა­ნორ­მა­ლუ­რი იყო, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ია­რა­ღი ჰქონ­დეს დღე­ვან­დელ დღეს. რა ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, ორ­მეტ­რი­ა­ნე­ბი, კალ­მით და­ხა­ტუ­ლე­ბი” – ჰყვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი “ტვ პირ­ველ­თან”.

  • აქ ვიდექი… ბავშვი მუხლებზე დაეცა…

    აქ ვიდექი… ბავშვი მუხლებზე დაეცა…

    “აქ ვიდექი… ბავში მუხლებზე დაეცა, მანქანაში ისხდნენ.. შოკში იყვნენ, ბავშვებმა სისხლი რომ დაინახეს, მერე შეშინდნენ” – რას ჰყვება ვერაზე მომხდარი დანაშაულის თვითმხილვევლი?

    https://newnews.com.ge/wp-content/uploads/2026/07/50580