Blog

  • “ბევრმა არ იცის…” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

    “ბევრმა არ იცის…” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

    მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ხუთ სხვადასხვა ენაზე, თურქულად, ესპანურად, ფრანგულად, ინგლისურად და ქართულად ამღერდა.

    „ბევრმა არ იცით, რომ 5 სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობ და ახლა მინდა, რომ ხუთივე ენაზე გიმღეროთ“, – აცხადებს ნუცა ბუზალაძე.

  • უნდა ინახებოდეს თუ არა კვერცხი მაცივარში – ექსპერტების პასუხი

    უნდა ინახებოდეს თუ არა კვერცხი მაცივარში – ექსპერტების პასუხი

    კვერცხი შეიცავს ისეთ ბაქტერიას, როგორიც არის სალმონელა. ამ ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადება, თუ ის შედის საკვების მარაგში.

    ევროპის ბევრმა ქვეყანამ კვერცხის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა მიიღო. კვერცხის მაცივარში შენახვის ნაცვლად, ისინი ყურადღებას ამახვილებენ სანიტარული პირობების გაუმჯობესებაზე და ქათმების სალმონელას საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე. ეს მეთოდი უაღრესად ეფექტური იყო ინფექციის პრევენციაში და, შედეგად, ევროპის დიდ ნაწილში კვერცხი მაცივარში შენახვა არასაჭიროდ ითვლება.

    გასათვალისწინებელი კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ მაცივარს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული უარყოფითი მხარეები. ერთი რამ, კვერცხს შეუძლია მაცივარში არსებული სხვა საკვების სუნი და არომატი აითვისოს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ გემოზე. გარდა ამისა, ცივი კვერცხი შეიძლება არ იყოს საუკეთესო გამოცხობისთვის, რადგან ზოგიერთი მზარეული ამტკიცებს, რომ ოთახის ტემპერატურის კვერცხი ნამდვილად უკეთესია გარკვეული რეცეპტებისთვის.

    უნდა შევინახოთ თუ არა კვერცხი მაცივარში?

    პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობთ და ასევე თქვენს პირად პრეფერენციებზე. შეერთებულ შტატებში ყველაზე უსაფრთხოა კვერცხის მაცივარში შენახვა კვებითი მოწამვლის რისკის შესამცირებლად. თუმცა, თუ ევროპაში ან მსოფლიოს სხვა ნაწილში იმყოფებით, სადაც კვერცხი ტრადიციულად მაცივარში არ ინახება, ზოგადად კარგია მათი შენახვა ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში.

  • “ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?

    “ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?

    “ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?

  • “გაგიჟება შეიძლებააა!” – საქალაქთაშორისო მგზავრობის ტარიფი შეიცვალა რა ღირს ახლა

    “გაგიჟება შეიძლებააა!” – საქალაქთაშორისო მგზავრობის ტარიფი შეიცვალა რა ღირს ახლა

    თბილისიდან რამდენიმე მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. მგზავრობის საფასური დასავლეთის მიმართულებით 5 ლარით არის გაზრდილი.

    მაგალითისთვის, მგზავრობის ღირებულება მაისის ბოლოდან გაიზარდა ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და მარტვილის მიმართულებებით.

    როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ავტოსადგურ „ოკრიბაში“ განუცხადეს, მარტვილისა და ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობის ფასი 30 ლარია, იქამდე კი 25 ლარი იყო.

  • “რატომ გშურთ, ულამაზესია” – “ბოლო ზარიდან” გავრცელებული ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის

    “რატომ გშურთ, ულამაზესია” – “ბოლო ზარიდან” გავრცელებული ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის

    🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

    “რატომ გშურთ, ულამაზესია” – ანი ნაკაშიძის ვიდეოს “ბოლო ზარიდან” სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

  • დასახელდა ივნისის თვის ფავორიტი 3 ზოდიაქოს ნიშანი

    დასახელდა ივნისის თვის ფავორიტი 3 ზოდიაქოს ნიშანი

    2026 წლის ივნისში ყველაზე იღბლიან ნიშნებად ხშირად სახელდება:

    ტყუპები – ახალი შესაძლებლობები, კარიერული წინსვლა, ფინანსური ზრდა და წარმატებული კომუნიკაცია. ბევრ ასტროლოგიურ პროგნოზში სწორედ ეს ნიშანი ლიდერობს.

    კირჩხიბი – პიროვნული განახლება, თავდაჯერებულობის ზრდა და ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის შანსები.

    ლომი – პოპულარობის, შემოქმედებითი წარმატებისა და ახალი კავშირების პერიოდი.

    ასევე ხელსაყრელ ნიშნებად მოიხსენიებიან:

    კურო – ფინანსებისა და კარიერის მიმართულებით.

    თევზები – სიყვარულსა და შემოქმედებაში.

  • 12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებმა მთლიანად მიიპყროს თქვენი ყურადღება და გაგაღიზიანოთ, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენებთ აღებული საქმის, თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. იყავით წინდახედული და უფრო მეტად მოქნილი.

    კურო

    ნუ დაელოდებით ყველაფრის თავისთავად დალაგებას, თუმცა ზედმეტი შფოთი და აჟიოტაჟიც არაფერს გარგებთ, გულისყურით მოეკიდეთ საქმეს და იზრუნეთ ყველაფრის ხარისხიანად შესრულებაზე.

    ტყუპები

    მეტი იფიქრეთ და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. სხვათა დაპირებებსაც ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას, რადგან შეიძლება, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლონ მოცემული პირობის შესრულება.

    კირჩხიბი

    შესაძლოა, დღეს გაუმკლავდეთ ისეთ საკითხებს, რომლებზეც სხვებს გაბედულება და სითამამე არ ჰყოფნით, თქვენი შეუპოვრობა და ძალისხმევა თავადვე გაგაკვირვებთ, სხვები კი თქვენს შესაძლებლობებში ეჭვის შეტანასაც ვერ გაბედავენ.

    ლომი

    მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, საჭიროების შემთხვევაში, რჩევისთვის მეგობრებს მიმართეთ. ნუ შეგეშინდებათ გული გაუხსნათ ახლობლებს, მათი თანადგომა დაგეხმარებათ ნებისმიერი სიტუაციის დალაგებაში.

    ქალწული

    შესაძლოა, დღეს არაკეთილმოსურნეებს გადაეყაროთ, რომლებსაც სურვილი ექნებათ, თქვენი გეგმების რეალიზაციას ხელი შეუშალონ. ღირსეულად იბრძოლეთ თქვენი პოზიციების დასაცავად და ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ დასრულდება.

    სასწორი

    იმისათვის, რომ აღებული ვალდებულება პირნათლად შეასრულოთ, დიდი ძალისხმევა და ზედმეტი სამუშაოს გაწევაც შეიძლება, მოგიწიოთ. მაგრამ ამას ნუ იდარდებთ. შედეგები მრავლისმეტყველი და სასიამოვნო იქნება.

    მორიელი

    როგორი კარგი მიზანი, ან განზრახვაც უნდა გამოძრავებდეთ, შესაძლოა, დღეს ისეთ გარემოში მოხვდეთ, რომ უმჯობესი იქნება, თუ საკუთარი გეგმების განხორციელებაზე დროებით უარს იტყვით. მშვიდად დაელოდეთ უკეთესს დროს.

    მშვილდოსანი

    კარგი იქნება, თუ სამსახურებრივ კონფლიქტს გაერიდებით და არ ჩაერევით გაუგებრობებსა და გარჩევებში, სასურველია, გადახედოთ თქვენს გეგმებს და საქმე სანდო ადამიანებზე გადაანაწილოთ.

    თხის რქა

    ნუ იქნებით ზედმეტად პრაგმატული და ანგარიშიანი, მოდუნდით და გახალისდით, ცხოვრება სავსეა სასიამოვნო მოულოდნელობებით.

    მერწყული

    ნებისმიერი საკითხისადმი ფილოსოფიურად მიდგომა და სიტუაციების დადებითი მხრიდან განხილვა, დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებასა და წინსვლაში.

    თევზები

    დღეს, ზომიერების ფარგლებში, რისკი გამართლებულია, მთავარია, თქვენი სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდეს.