Blog

  • ვრცელდება უმძიმესი კადრები – “სახლი წუთებში ფერფლად იქცა, სუნთქვაც კი რთულია ამ დროს”

    ვრცელდება უმძიმესი კადრები – “სახლი წუთებში ფერფლად იქცა, სუნთქვაც კი რთულია ამ დროს”

    🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

    “სახლი, რომელიც თაობებით იქმნება, წუთებში ფერფლად იქცა… სუნთქვაც კი რთულია ამ დროს… სიტყვები ფერს კარგავს, თუმცა მაინც ვერ უყრი თავს, რომ ოჯახი გაამხნევო… მაგრამ ზურაბ წურწუმია და მაია კობახიძე ბედნიერი ხართ, რადგან თქვენი შვილები და თქვენ უფალმა დაგიცვათ… მთელი ქუჩა და სოფელი გარინდული იყო… მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება”- ამის შესახებ დიანა წურწუმია სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს და ვიდეოს აქვეყნებს ჩხოროწყუდან.

  • VIDEO: “ამ წუთებში სუფსისკენ მატარებელი დაეჯახა მანქანას” – რა ხდება ადგილზე?

    VIDEO: “ამ წუთებში სუფსისკენ მატარებელი დაეჯახა მანქანას” – რა ხდება ადგილზე?

    “ამ წუთებში სუფსისკენ მატარებელი დაეჯახა მანქანას, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა…მატარებლის გადასასვლელზე ფრთხილად მეგობრებო !” – წერს მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” და ვიდეოს ავრცელებს.

     

  • ვაიმეე რამაზ…😭😭😱😱😱 “წამებში მოხდა ყველაფერი, ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა ისე გარდაიცვალა…” 💔😢 რამაზ ნოზაძე

    ვაიმეე რამაზ…😭😭😱😱😱 “წამებში მოხდა ყველაფერი, ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა ისე გარდაიცვალა…” 💔😢 რამაზ ნოზაძე

    რამაზ ნოზაძის და ხატია სიჭინავას ოჯახმა ცოტა ხნის წინ დიდი დანაკლისი განიცადა. რამაზის მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ, სპორტსმენმა “პრაიმ ტაიმს” უამბო.

    – ცოტა ხნის წინ ძალიან დიდი ადამიანი, მამა გამომეცალა ხელიდან. მან მაზიარა დიდ სპორტს, რომლითაც ჩემს ერს ვუყვარვარ. სულ ვცდილობ არ დავაზიანო ჩემი ოჯახი და ჩემი საქართველო. მე და მამას განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა გვქონდა. ამ დანაკარგს რაღაცნაირად ვუმკლავდებით.

    – რითი გარდაიცვალა მამა, ავადმყოფობდა?

    – არაფერი არ სჭირდა, არ უჩიოდა ჯანმრთელობას. ფილტვის ანევრიზმით გარდაიცვალა, იმ მომენტში დედასთან ერთად იყო, წამებში მოხდა ყველაფერი, ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა ისე გარდაიცვალა. დედა ძალიან ძლიერი ადამიანია, ჩვენც მის გვერდით ვართ და ვცდილობთ ეს ტკივილი ღირსეულად გადავიტანოთ.

  • თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა

    თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა

    თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრებმა კარადაში ქვეწარმავალი ნახა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ უყვებიან, ადგილზე გოგირდი დაწვეს და ქვეწარმავალი მას შემდეგ გამოძვრა კარადიდან.

    „მალევე მოვახდინეთ რეაგირება. არ გამოდიოდა, ძალიან შეგვეშინდა, შემდეგ გოგირდის სუნზე გამოვიდა და გავარიდეთ ტერიტორიას“.

  • მეხის გავარდნას გავს ეს სამწუხარო ამბავი. მერიის თანამშრომელი გარდაიცვალა. 🥹

    მეხის გავარდნას გავს ეს სამწუხარო ამბავი. მერიის თანამშრომელი გარდაიცვალა. 🥹

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

    ახალგაზრდა კაცს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

    მე ძალიან კარგი მეგობარი მყავდა. რთულია წარსულში თქმა, მაგრამ უნდა ყველამ იცოდეს,დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, მზრუნველი და ყურადღებიანი…იმხელა გული ჰქონდა, ყველას სიყვარულს იტევდა. შეხვედრამდე, ჩვენო მოსიყვარულე ბიჭო, ნიკოლოზ“, – წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.

    გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ კაპანაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.

  • საქართველოს საზღვართან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    საქართველოს საზღვართან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 99 კმ-ში დაფიქსირდა.

    ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.

    დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

  • “ყავა სასარგებლოა, მაგრამ არასდროს დალიოათ ასე” – არუნის სასარგებლო რჩევა

    “ყავა სასარგებლოა, მაგრამ არასდროს დალიოათ ასე” – არუნის სასარგებლო რჩევა

    “ყავა სასარგებლოა, მაგრამ არასდროს დალიოათ ასე” – არუნის სასარგებლო რჩევა

  • სტიქია კახეთში – ახმეტისა და თელავის სოფლები დაისეტყვა

    სტიქია კახეთში – ახმეტისა და თელავის სოფლები დაისეტყვა

    კახეთში სტიქია იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტში სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გრძელდებოდა.

    დღის განმავლობაში ორ მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა.

    ამ დროისათვის, ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

  • თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

    თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

    „დინამო არენაზე“ 12 ივნისს დაგეგმილ კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო, ასევე ავტობუსები – N306, N308, N315, N320, N311, N327, N351, N381, N384 და N386 გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

    „რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება „დინამო არენას“ მთავარი შესასვლელებისკენ. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით.

    12 ივნისის 13:00 საათიდან 13 ივნისის 02:00 საათამდე საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება: აკაკი წერეთლის გამზირზე – მეტროსადგურ „წერეთელის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე; დავით ყიფიანის ქუჩაზე – ქუთაისის ქუჩიდან შოთა იამანიძის ჩიხის კვეთამდე; წერეთლის გამზირზე მოსახვედრად ავტომობილები გადაადგილებას ვერ შეძლებენ ფოთისა და ბათუმის ქუჩებზეც.

    დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება დები იშხნელების (ვლადიმერ მაიაკოვსკის), გიორგი ცაბაძის, შოთა იამანიძის ჩიხში, არჩილ ქურდიანის, სლავა მეტრეველის, ფოთის, ბათუმისა და ფიფიების ქუჩებზეც.

    გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: დავით აღმაშენებლის გამზირზე – ცაბაძის კვეთიდან თამარ მეფის გამზირამდე; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე – თამარ მეფის გამზირიდან ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; თევდორე მღვდლის ქუჩიდან აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით; გორისა და ბათუმის ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.

    გარდა ამისა, ნაწილობრივ ჩაიკეტება ფოთის ქუჩა – ბათუმის ქუჩის შესახვევიდან წერეთლის გამზირამდე. ასევე, ფიფიების, ბათუმისა და გორის ქუჩებიდან შეზღუდული იქნება მოხვედრა წერეთლის გამზირზე; გადაადგილება დროებით შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებითაც.

    ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით წერეთლის გამზირის მიმართულებით და თევდორე მღვდლის ქუჩაზე; წერეთლის გამზირიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, ასევე, ქუთაისის ქუჩიდან დავით ყიფიანის ქუჩაზე მარჯვნივ გახვევით და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე; თამარ მეფის გამზირიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით; წერეთელის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით, შემდგომ კვინიტაძის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის გავლით.

    რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა გადაინაცვლებს ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.