სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ

Written by

in

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ყუ­ლიშ­კარ­ში. გუ­შინ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, მე­ზო­ბელ­მა, რო­მელ­მაც რო­გა­ვე­ბის სახ­ლთან ჩა­ი­ა­რა, სა­ში­ნე­ლი სუნი იგ­რძნო და მა­შინ­ვე გან­გა­ში ატე­ხა.

 

ეზო­ში შე­სულს რო­გა­ვე­ბის სახ­ლი­დან არც ერ­თმა იქ მცხოვ­რებ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ხმა არ გას­ცა, მიხ­ვდა რა­ღაც ხდე­ბო­და, რად­გან სახ­ლი­დან სა­ში­ნე­ლი სუნი გა­მო­დი­ო­და და სას­წრა­ფოდ 112-ში და­რე­კა. მალე მი­ვიდ­ნენ ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდათ. სა­მი­ვე და: დალი, ნა­ი­რა და რო­ლე­ნა რო­გა­ვე­ბი სახ­ლში, თა­ვი­ანთ სა­წოლ­ში გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იპო­ვეს. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი, რის შემ­დე­გაც დე­ბის ცხედ­რე­ბი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს. ახლა ექ­სპერ­ტი­ზამ უნდა გას­ცეს მთა­ვარ კი­თხვას პა­სუ­ხი, თუ რა გახ­და სამი დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცია გა­ნი­ხი­ლე­ბა.

 

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, დები ქუ­ჩა­ში ბოლო დღე­ებ­ში არ უნა­ხავთ, ამი­ტომ ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ისი­ნი რამ­დე­ნი­მე დღის გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან.

ზუგ­დი­დის სო­ფელ ყუ­ლიშ­კა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში ლადო შვე­ლი­ძე ,,კვირის პალიტრასთან” ამბობს:

 

– ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია მომ­ხდა­რი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი დები არი­ან. ტყუ­პი ნა­ი­რა და რო­ლე­ნა რო­გა­ვე­ბი 60 წლი­სა­ნი იყ­ვნენ, მათ ჰყავ­დათ სახ­ლში უფ­რო­სი და, დალი რო­გა­ვა, რო­მე­ლიც ტყუპ­ზე რამ­დე­ნი­მე წლით უფ­რო­სი იყო, 66 წლის იქ­ნე­ბო­და. სა­მი­ვე­ნი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, ერთ სახ­ლში. არც ერთი გა­თხო­ვი­ლი არ იყო. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ.

სულ სახ­ლში იყ­ვნენ, იქ საქ­მი­ა­ნობ­დნენ. ამ ოჯახ­ში სულ 6 შვი­ლი გა­ი­ზარ­და, მათი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბიც განაგრძეთ კითხვა

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *