Blog

  • ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურებას ეხება‼️

    ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურებას ეხება‼️

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ.

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა – საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარშიც ჩატარდება. ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების კურსები.

    „მოგეხსენებათ, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. აღნიშნული მოთხოვნის მიზანი იყო მასწავლებლის კვალიფიკაციისა და საგნობრივი დატვირთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა.

    ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად – მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.

    გარდამავალ პერიოდში სამინისტრო მასწავლებლებს კვლავ შესთავაზებს დამატებით მხარდაჭერას. პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა – საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარშიც ჩატარდება. ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების კურსები.

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პრიორიტეტულად მიიჩნევს სასწავლო პროცესის ხარისხის თანმიმდევრულ ზრდასა და თითოეული მასწავლებლის პროფესიული სტაბილურობის, ღირსეული შრომითი პირობებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერას. მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზნებს ემსახურება: მასწავლებლებს მიეცათ დამატებითი დრო და მხარდაჭერა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად, ხოლო სკოლებს – შესაძლებლობა, მომზადებულად შეხვდნენ ახალ მოთხოვნებს ისე, რომ გარდამავალ პერიოდში არ შეიქმნას სასწავლო პროცესის უწყვეტობის რისკი.

    სამინისტრო მოუწოდებს მასწავლებლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ გარდამავალი პერიოდი, ისარგებლონ შეთავაზებული საგნობრივი მომზადების შესაძლებლობებით და მომავალი სასწავლო წლისთვის, პროფესიული განვითარების გზით, მოემზადონ გადავადებული მოთხოვნების ამოქმედებისთვის.

    პედაგოგთა მხარდამჭერი მექანიზმების დახვეწის პარალელურად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მასწავლებელთა საკადრო დეფიციტის პრევენციისა და მართვის ერთიან, გრძელვადიან, სისტემურ სტრატეგიაზე, რომელიც უზრუნველყოფს არსებული საკადრო საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებასა და შესაძლო დეფიციტების პრევენციულ თუ ინტერვენციულ მართვას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • “ვერ დაიტირებ, ვერ გააცილებ უკანასკნელ გზაზე… ამის ყველაზე მეტად მეშინოდა” – რას წერს პოლიტიკოსი?

    “ვერ დაიტირებ, ვერ გააცილებ უკანასკნელ გზაზე… ამის ყველაზე მეტად მეშინოდა” – რას წერს პოლიტიკოსი?

    თბი­ლი­სის ყო­ფილ მერს, პო­ლი­ტი­კოს გიგი უგუ­ლა­ვას დედა გარ­და­ეც­ვა­ლა. ამის თა­ო­ბა­ზე ის ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

    “გარ­და­იც­ვა­ლა დე­და­ჩე­მი, მა­ნა­ნა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი, რო­გორც მამა უძახ­და მან­ჩუ­ლი­კა, რო­გორც მას შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა შე­არ­ქვეს – ნა­ნა­კო. რა დავ­წე­რო არც კი ვიცი. ძნე­ლია მშობ­ლის და­კარ­გვა, მით უფრო როცა მას ვერ და­ი­ტი­რებ, ვერ გა­ა­ცი­ლებ უკა­ნას­კნელ გზა­ზე, ვერ გა­მო­ემ­შვი­დო­ბე­ბი. ამის ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ში­ნო­და და სამ­წუ­ხა­როდ ასეც მოხ­და. მად­ლო­ბა მან­ჩუ­ლიკ ყვე­ლაფ­რის­თვის, შენი სი­ცი­ლი მო­მე­ნატ­რე­ბა პა­ნაშ­ვი­დი 20-21 აგ­ვის­ტოს. გას­ვე­ნე­ბა – შა­ბათს 22 აგ­ვის­ტოს, 2 სა­ათ­ზე. მი­სა­მარ­თი, მთაწ­მინ­და, რი­წის ქ. 9.”, – წერს პო­ლი­ტი­კო­სი.

  • 🔴 “მე კაი ბიჭი ვარ, შენ ვინ ხარ? კაი ბიჭს ზურგი როგორ შეაქციე?!” – “ინფო იმერეთი” კადრებს ავრცელებს.

    🔴 “მე კაი ბიჭი ვარ, შენ ვინ ხარ? კაი ბიჭს ზურგი როგორ შეაქციე?!” – “ინფო იმერეთი” კადრებს ავრცელებს.

    ქუთაისში არასრულწლოვანებმა შუახნის კაცზე გონების დაკარგვამდე იძალადეს. ინფორმაციას და ვიდეოს ადგილობრივი მედია “ინფო იმერეთი” ავრცელებს.

  • ამის ყველაზე მეტად მეშინოდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

    ამის ყველაზე მეტად მეშინოდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

    გიგი უგულავას დედა გარადეცვალა. პოლიტიკოსი სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “გარდაიცვალა დედაჩემი, მანანა ქართველიშვილი, როგორც მამა უძახდა მანჩულიკა, როგორც მას შვილიშვილებმა შეარქვეს – ნანაკო. რა დავწერო, არც კი ვიცი.

    ძნელია მშობლის დაკარგვა, მით უფრო როცა მას ვერ დაიტირებ, ვერ გააცილებ უკანასკნელ გზაზე, ვერ გამოემშვიდობები.

    ამის ყველაზე მეტად მეშინოდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

    მადლობა მანჩულიკ ყველაფრისთვის, შენი სიცილი მომენატრება.

    პანაშვიდი 20-21 აგვისტოს. გასვენება – შაბათს 22 აგვისტოს, 2 საათზე. მისამართი, მთაწმინდა, რიწის ქ. 9″ – წერს უგულავა.

  • ზოდიაქოს 5 ნიშანს, 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

    ზოდიაქოს 5 ნიშანს, 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

    ზაფხულის დასრულება ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის ახალი შესაძლებლობების დასაწყისად იქცევა. 2026 წლის სექტემბერი განსაკუთრებით აქტიური და მნიშვნელოვანი პერიოდია მათთვის, ვისაც პროფესიულ ცხოვრებაში ცვლილებები, ფინანსური გაუმჯობესება, ახალი ნაცნობობა ან პირად ურთიერთობებში სასიამოვნო სიახლეები სურს.

    ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, სექტემბერი ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის განსაკუთრებით გამორჩეული იქნება. ზოგისთვის წარმატება კარიერულ სფეროში მოვა, ზოგისთვის – ფინანსური შესაძლებლობების სახით, ზოგიერთს კი ახალი იდეებისა და ადამიანების წყალობით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება:

    მორიელი – მნიშვნელოვანი გარდატეხის დრო
    მორიელებისთვის სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვე იქნება. ამ პერიოდში შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ მათ მომავალზე იმაზე გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე თავდაპირველად წარმოედგინათ.

    თვის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია ახალი საქმის დასაწყებად. თუ მორიელს დიდი ხანია, აქვს იდეა, რომლის განხორციელებასაც სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებდა, სექტემბერი მოქმედების დაწყებისთვის კარგი დრო იქნება. ახალი პროექტი, სამუშაო შეთავაზება ან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შესაძლოა, სწორედ ახლა გამოჩნდეს.

    მნიშვნელოვანი იქნება ადამიანებთან ურთიერთობებიც. მორიელებს შეუძლიათ, საკუთარი იდეების გარშემო გავლენიანი ადამიანების გაერთიანება და საჭირო მხარდაჭერის მოპოვება. მთავარია, შესაძლებლობა მხოლოდ იმის გამო არ გაუშვან ხელიდან, რომ შედეგი მაშინვე არ ჩანს.

    ფინანსურ სფეროში კი სიფრთხილე საჭიროა. სექტემბერი შესაძლოა, ერთდროულად ახალ შანსებსაც ქმნიდეს და მოულოდნელ ხარჯებსაც. ამიტომ მორიელებისთვის საუკეთესო სტრატეგია იქნება – დიდი შესაძლებლობები გამოიყენონ, თუმცა გადაწყვეტილებები ემოციების ნაცვლად კარგად გააზრებული გათვლით მიიღონ.

    ქალწული – დროა, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ
    სექტემბერი ქალწულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს პერიოდი მათ საშუალებას მისცემს, საკუთარი შესაძლებლობები უფრო ნათლად წარმოაჩინონ.

    თვის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია პროფესიული მიმართულებით. შესაძლოა, ქალწულების შრომა საბოლოოდ დაფასდეს და მათ მიიღონ აღიარება, ახალი პასუხისმგებლობა ან ისეთი შეთავაზება, რომელიც კარიერულ მომავალს შეცვლის.

    სექტემბერი კარგი პერიოდია მათთვისაც, ვინც სამსახურის შეცვლაზე, ახალი პროექტის დაწყებაზე ან პროფესიული მიმართულების გაფართოებაზე ფიქრობს. მთავარი იქნება საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის ნაცვლად ინიციატივის გამოჩენა.

    პირად ცხოვრებაშიც ქალწულებს უფრო მსუბუქი და სასიამოვნო პერიოდი ელოდებათ. ისინი მეტად გახსნილები და კომუნიკაბელურები იქნებიან, რაც ახალი ნაცნობობის ან უკვე არსებული ურთიერთობის გაძლიერების შესაძლებლობას შექმნის.

    განსაკუთრებით საინტერესოა თვის შუა პერიოდი – შესაძლოა, სწორედ მაშინ გაჩნდეს შესაძლებლობა, რომელიც ქალწულებს აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში გაწეული ძალისხმევა უშედეგო ნამდვილად არ ყოფილა.

    მერწყული – ახალი კავშირები ახალ შესაძლებლობებს მოიტანს
    მერწყულებისთვის სექტემბრის მთავარი სიტყვა შესაძლებლობა იქნება. ეს შეიძლება, ეხებოდეს როგორც პროფესიულ საქმიანობას, ისე ადამიანებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდებიან.

    სექტემბერში მერწყულებს გაუჩნდებათ შანსი, საკუთარი იდეები უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ ან ისეთი ადამიანების მხარდაჭერა მიიღონ, რომელთა დახმარებაც მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.

    განსაკუთრებით წარმატებული შეიძლება, იყოს პროფესიული ურთიერთობები. ახალი თანამშრომლობა, საინტერესო შეთავაზება ან გავლენიანი ადამიანის გაცნობაც კი მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯის საფუძველი გახდეს.

    ფინანსური თვალსაზრისითაც მდგომარეობა თანდათან უფრო პერსპექტიული ხდება. თუ მერწყული დიდი ხანია, დამატებითი შემოსავლის წყაროს ეძებს, სექტემბერში შესაძლოა, საინტერესო ვარიანტი გამოჩნდეს. თუმცა, საუკეთესო შედეგს ისინი მაშინ მიიღებენ, თუ მხოლოდ სწრაფ მოგებაზე არ იფიქრებენ და გრძელვადიან სარგებელსაც გაითვალისწინებენ.

    პირად ცხოვრებაში კი მოულოდნელობების თვეა. ახალი ადამიანი შეიძლება, სწორედ მაშინ გამოჩნდეს, როცა ამისთვის საერთოდ არ ემზადებიან, სხვებისთვის კი უკვე არსებული ურთიერთობა სრულიად ახალ ეტაპზე გადავა…ვრცლად

  • „ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი…“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

    „ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი…“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

    ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს:

    „2025 წლის ჩანაწერების გაგრძელება!!! ეხება მომავალს 2028 წლამდე !! ძალიან ბევრი ლიდერია ლიკვიდირებული და უდიდესს თამაშს თამაშობენ ხალხის წინაშე… ახალი წინასწარმეტყველებით მოვედი თქვენთან!! ომები ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი!! საქართველო დაცულია!!! მეტად გიყვარდეთ და დააფასეთ ერთმანეთი. ბოლომდე ნახეთ!! გააზიარეთ!! ჩემთვისაც მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა და მერე თქვენამდე მოტანა მერწმუნეთ!!! ვერტმფრენი!!!”, – წერს გოგა მანია.

     

  • გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა – რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა

    გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა – რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა

    უწყვეტი ხაზის გადაკვეთა მძღოლებისთვის აკრძალული მანევრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წესია, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ჩვეულებრივი თეთრი მონიშვნა მძღოლების გასაფრთხილებლად საკმარისი აღარ აღმოჩნდა.

    სწორედ ამიტომ, ესპანეთში სახიფათო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სქელი წითელი უწყვეტი ხაზის გამოყენება დაიწყეს. მისი მიზანია, მძღოლს განსაკუთრებით მკაფიოდ მიანიშნოს, რომ ამ მონაკვეთზე გზის საპირისპირო ზოლში გადასვლა და გასწრება დაუშვებელია.

    ინიციატივა განსაკუთრებით ცნობილია ანდალუსიაში, მალაგის პროვინციაში, A-355 გზაზე, კოინისა და მარბელიას მიმართულებებს შორის. აღნიშნული მონაკვეთი ავარიების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და მას ადგილობრივად „სიკვდილის გზასაც“ უწოდებენ.

    წითელი ზოლი დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიგანისაა და ჩვეულებრივ უწყვეტ თეთრ ხაზს აძლიერებს. მისი მკვეთრი ფერი მძღოლის ყურადღების მისაქცევად გამოიყენება — წითელი ფერი კი ფსიქოლოგიურად საფრთხესა და გაფრთხილებასთან ასოცირდება.

    რას ნიშნავს ეს მძღოლისთვის?

    თუ გზის ცენტრში წითელ უწყვეტ ხაზს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ გასწრება და საპირისპირო მიმართულების ზოლში გადასვლა აკრძალულია. ხაზის გადაკვეთა მხოლოდ იმიტომ, რომ გზა თავისუფალია ან წინ ნელა მოძრავი ავტომობილია, დასაშვები არ არის.

    ესპანეთში წესის დარღვევისთვის ჯარიმა შესაძლოა 400 ევროს შეადგენდეს და მძღოლს მართვის მოწმობის 4 ქულაც დააკლდეს.

    წითელი ხაზის გამოყენება ესპანეთში სხვა მაღალი რისკის მქონე გზებზეც გაფართოვდა. ხელისუფლების მიზანია, განსაკუთრებით სახიფათო მონაკვეთებზე მძღოლებმა აკრძალული გასწრების შესახებ უფრო მკაფიო ვიზუალური გაფრთხილება მიიღონ.

  • უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

    უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად.

    თბილისში, შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი), შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

  • 20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღეს თქვენი აქტიურობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ნუ იჩქარებთ – ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.

    კურო
    20 აგვისტო ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. მოერიდეთ სპონტანურ შენაძენსა და დაუფიქრებელ დაპირებებს. საღამოს სასიამოვნო ამბავი ან შეხვედრა გელოდებათ. სიყვარულში შესაძლებელია ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა.

    ტყუპები
    ინფორმაციით დატვირთული დღეა. ბევრი საუბარი, შეხვედრა და ახალი ამბავი გელოდებათ. შესაძლოა, მიიღოთ პასუხი საკითხზე, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. ყურადღებით შეარჩიეთ სიტყვები – დღეს ნათქვამმა ფრაზამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მომავალ ურთიერთობებზე.

    კირჩხიბი
    დღეს საკუთარ ინტუიციას ენდეთ. თუ გარკვეული ადამიანის ან სიტუაციის მიმართ ეჭვი გაქვთ, მოვლენები ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს. კარგი დროა ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. საღამოს შეეცადეთ დაისვენოთ და ემოციურად განიტვირთოთ.

    ლომი
    თქვენი დღეა – ენერგია და თავდაჯერებულობა განსაკუთრებით მაღალი იქნება. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ ან თქვენი იდეა სხვების მხარდაჭერას დაიმსახურებს. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი. მთავარია, სიამაყემ გულწრფელობას არ აჯობოს.

    ქალწული
    დღეს ორგანიზებულობა თქვენი მთავარი უპირატესობაა. დაგროვილი საქმეების დასრულებას შეძლებთ და შესაძლოა ახალი შესაძლებლობაც გამოჩნდეს. ფინანსებთან დაკავშირებით კარგი იდეა გაგიჩნდებათ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ.

    სასწორი
    ურთიერთობების დღეა. შესაძლოა, ძველმა ნაცნობმა შეგახსენოთ თავი ან საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. სამსახურში თანამშრომლობა უფრო მეტ შედეგს მოგიტანთ, ვიდრე ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთების მცდელობა. საღამოს სასიამოვნო ემოციები გელოდებათ.

    მორიელი
    მნიშვნელოვანი ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ. ნუ შეგეშინდებათ იმის დასრულება, რაც უკვე აღარ გაძლევთ განვითარებისთვის საჭირო სივრცეს. პროფესიულ სფეროში საინტერესო შეთავაზება ან ახალი პასუხისმგებლობაა შესაძლებელი. პირად ცხოვრებაში მოერიდეთ ზედმეტ ეჭვიანობას.

    მშვილდოსანი
    დღეს ახალი გამოცდილებისკენ მიგიზიდავთ. კარგი პერიოდია სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისთვის ან ახალი პროექტის დასაწყებად. მოულოდნელმა შეტყობინებამ შესაძლოა გეგმები შეგიცვალოთ, თუმცა საბოლოოდ ცვლილება თქვენს სასარგებლოდ განვითარდეს.

    თხის რქა
    პრაქტიკული მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურ ან საქმიან საკითხში შესაძლოა წინსვლა იგრძნოთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე საჭიროა. ახლობელ ადამიანს თქვენი ყურადღება დასჭირდება – ზოგჯერ უბრალოდ მოსმენაც საკმარისია.

    მერწყული
    უჩვეულო იდეებით სავსე დღე გელოდებათ. ერთ-ერთმა მათგანმა შესაძლოა მომავალში საინტერესო შესაძლებლობამდე მიგიყვანოთ. ურთიერთობებში მეტი თავისუფლება და გულწრფელობა დაგჭირდებათ. მოულოდნელი შეხვედრა ან შეტყობინება კარგ განწყობას შეგიქმნით.

    თევზებიემოციურად მგრძნობიარე დღეა, ამიტომ სხვისი სიტყვები ზედმეტად გულთან ნუ მიიტანთ. ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი გაქვთ და რთულ სიტუაციაში სწორ მიმართულებას სწორედ ის გაჩვენებთ. სიყვარულში თბილი და რომანტიკული მომენტებია მოსალოდნელი.

  • აი თურმე ვინ ყოფილა ნოე სულაბერიძეს ყოფილი ცოლი – ფოტოებმა მთელი ინტერნეტი ააფეთქა

    აი თურმე ვინ ყოფილა ნოე სულაბერიძეს ყოფილი ცოლი – ფოტოებმა მთელი ინტერნეტი ააფეთქა

    ნოე სულაბერიძის ყოფილი ცოლი ეკა სამხარაძეა, რომელთანაც ნოეს საერთო შვილი ლიზა ჰყავს.

    ეკა სამხარაძე პროფესიით ჟურნალისტია და ამჟამად ფორმულას ტელევიზიაში მუშაობს.