მიქაუტაძე “ბარსელონაში”?

Written by

in

გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის “ბარ­სე­ლო­ნა­ში” შე­საძ­ლო ტრანსფერ­ზე დიდი ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მე­ბიც ალა­პა­რაკ­დნენ – გი­ორ­გის გზა­ზე და იმა­ზეც, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი და ტაქ­ტი­კუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეს ნა­ბი­ჯი? – “სპორ­ტა­ლი” ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­და­ნაც ფრაგ­მენტს გთა­ვა­ზობთ:

გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის გზა სე­რე­ნის პა­ტა­რა მინ­დვ­რე­ბი­დან ევ­რო­პის დიდ სტა­დი­ო­ნე­ბამ­დე ასე და­ი­წყო: 2019 წლის 7 დე­კემ­ბე­რი, “ნი­ცას­თან“ მატ­ჩი. მა­შინ­დე­ლი 1-4 მარ­ცხი ვე­რაფ­რით შე­ლა­ხავ­და იმ პო­ტენ­ცი­ალს, რო­მე­ლიც “მეც­მა“ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდა­ში და­ი­ნა­ხა, რა­საც მოწ­მობს ისიც, რომ კლუბ­მა მას ზუს­ტად სამ დღე­ში, 10 დე­კემ­ბერს, პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი, ოთხწ­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­უ­ფორ­მა, თუმ­ცა, იმის­თვის, რომ ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი უფრო რე­ა­ლო­ბას მორ­გე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მის კა­რი­ე­რა­ში სა­ჭი­რო იყო ბელ­გი­უ­რი ზღა­პა­რი. 2020 წელს იჯა­რით ბელ­გი­ის მე­ო­რე ლი­გის “სე­რენ­ში“ გა­დას­ვლა მი­ქა­უ­ტა­ძის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა. 8 მატჩში გა­ტა­ნი­ლი 14 გოლი: აქე­დან 4 “ლო­მე­ლის­თვის“, 3-3 “ლი­ერსსა“ და “ბრი­უ­გე II-სთვის“ მი­უ­თი­თებ­და იმა­ზე, რომ იზ­რდე­ბო­და ფორ­ვარ­დი, რო­მე­ლიც დიდ სცე­ნა­ზე გა­სას­ვლე­ლად მზად არის.

საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით 2024 წლის ზა­ფხუ­ლი გი­ორ­გის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა. ევრო 2024-ის ბრწყინ­ვა­ლე და­სას­რუ­ლი­სა და ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე სამი გო­ლით თა­ნა­ბომ­ბარ­დი­რის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, მი­სით ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი კლუ­ბე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “მეც­მა“ “მო­ნა­კოს­თა­ნაც“ მი­აღ­წია შე­თან­ხმე­ბას, გი­ორ­გიმ გულს და­უ­ჯე­რა და ბავ­შვო­ბის კლუ­ბი, “ლი­ო­ნი“ აირ­ჩია. ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა Get French Football News აღ­ნიშ­ნავ­და, რომ 18.5 მი­ლი­ო­ნი ევრო ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვის­თვის სიმ­ბო­ლუ­რი ფა­სია. “ლი­ონ­ში“ დაბ­რუ­ნე­ბა ემო­ცი­უ­რი გა­მოდ­გა: სა­დე­ბი­უ­ტო მატჩში “რე­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ გა­ცუ­დე­ბუ­ლი პე­ნალ­ტი მან­დან­დას­თან მწა­რე გაკ­ვე­თი­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მალე და­ამ­ტკი­ცა, რომ გაკ­ვე­თი­ლი ის­წავ­ლა “ოსე­რის“ კარ­ში გა­ტა­ნი­ლი სა­დე­ბი­უ­ტო დუბ­ლით. ევ­რო­პა ლი­გა­ზე კი მი­ქა­უ­ტა­ძემ ბა­ქო­ში “ყა­რა­ბაღ­თან“ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე დუბ­ლით (9.2 შე­ფა­სე­ბით მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე) და გან­სა­კუთ­რე­ბით ბუ­ქა­რეს­ტის “სტი­ა­უ­ას­თან“ ის­ტო­რი­უ­ლი სა­ღა­მო­თი, სა­დაც მან ოთხი­ვე გოლ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (ორი გოლი და ორი სა­გო­ლე გა­და­ცე­მა), აჩ­ვე­ნა, რომ ქარ­თვე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი უმაღ­ლე­სი კლა­სის ევ­რო­პულ ფორ­ვარ­დად ყა­ლიბ­დე­ბო­და.

ეს­პა­ნუ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი 2025 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო. მი­ქა­უ­ტა­ძე “ვი­ლი­ა­რე­ალს“ 30 მი­ლი­ო­ნი ევ­როს სა­ნაც­ვლოდ შე­უ­ერ­თდა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს კლუ­ბის­თვის სარ­ე­კორ­დო ტრანსფე­რი იყო. მად­რი­დის “ატ­ლე­ტი­კოს­თან“ სა­დე­ბი­უ­ტო მატ­ჩი­სა და ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე “ტო­ტე­ნ­ჰემ­თან“ პირ­ვე­ლი გაბრ­წყი­ნე­ბის შემ­დეგ, მა­ლე­ვე მო­ვი­და პირ­ვე­ლი ეს­პა­ნუ­რი გო­ლე­ბის დროც: ჯერ “ოსა­სუ­ნას­თან“ ლა ლი­გა­ში და შემ­დეგ უე­ფას ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე ტუ­რი­ნის “იუ­ვენ­ტუ­სის“ (ტუ­რი­ნელ ბე­ბერ ქალ­ბა­ტონ­თან) კარ­ში გა­ტა­ნი­ლი ბურ­თი, რო­მელ­მაც “ვი­ლი­ა­რე­ალს“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქულა მო­უ­ტა­ნა. ამით გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძის, შოთა არ­ვე­ლა­ძის, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის გვერ­დით დად­გა და ჩვე­ნი ბომ­ბარ­დი­რი, რო­მელ­საც გო­ლე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს ლა ლი­გის ის­ტო­რი­ა­ში მე­ხუ­თე ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *