“ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს” – რას ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის შესახებ

Written by

in

ფე­ის­ბუქ­ში, 12 წლის წინ და­კარ­გუ­ლი და­დი­ა­ნი­ძის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა პოს­ტი ოსურ დი­ა­ლექ­ტზე Арцыд растаг, რაც ქარ­თუ­ლად ნიშ­ნავს – “დრო მო­ვი­და”.

  • ჯერ­ჯე­რო­ბით აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა გუ­რი­კას დე­დას, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვილს ქალი ამ­ბობს: “ვიცი, რომ გუ­რი­კას გვერ­დია და თუ ჩარ­თო, მა­შინ დე­და­საც მის­წერ­და და ეტყო­და, რომ მოვ­დი­ვარ და ცო­ცხა­ლი ვარო…”

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე tv-პირ­ველ-თან ამ­ბობს, რომ უკვე იცის რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან და­პოს­ტეს და­დი­ა­ნი­ძის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე.

“დედა, ცო­ცხა­ლი ვარო, ვინც და­პოს­ტა, რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან, მისი IP უკვე გარ­კვე­უ­ლი მაქვს, პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით. არ მინ­და ამის გამ­ხე­ლა, ხელი მეშ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა­ში” – უთხრა კა­კა­ბა­ძემ TV პირ­ველს.

  • ცნო­ბის­თვის, 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია, ვი­ნა­ი­დან გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ჩა­ერ­თო. იმ ად­გი­ლას და მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი თა­ვი­დან ჩა­ტარ­და, გა­მო­ი­ყე­ნეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, სკა­ნე­რი, თუმ­ცა და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის კვალს ვერ მი­აგ­ნეს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *