“ლორენი ვერავის პასუხობს, წუხელ ავარია მოუხდა და ზიანებულია ქვს ფეხი, ხელი და ასევე ტვინის შერყევა აქვს,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლორენა მასხულიას ფეისბუქ გვერდზე წერია.
Blog
-

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს‼
15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები
-

SOS! – ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც სასტიკი ძალადობის კადრებია ასახული
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
სოციალურ ქსელში ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც სასტიკი ძალადობის კადრებია ასახული.
ვიდეოში ჩანს როგორ ძალადობს კაცი ქალბატონზე.
როგორც გავრცელებული ჩანაწერიდან ირკვევა, შემთხვევა სავარაუდოდ, თურქეთში მოხდა.
ვიდეოს “ფეისბუქზე” გვერდი “მარიტა” აზიარებს.
-

ნაყინმა 8 წლის ბიჭი იმსხვერპლა – ფაქტს პოლიცია იძიებს
კანადაში ნაყინის ერთმა პორციამ ონტარიოს პროვინციაში მცხოვრები რვა წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ წერს Need To Know.
ოტავაში მცხოვრებ ლიამ გარტლანდს რძის პროდუქტებზე, კვერცხსა და არაქისზე მძიმე ალერგია ჰქონდა. გასეირნების დროს დედამ მას ნაყინი მას შემდეგ უყიდა, რაც წინასწარ დარწმუნდა, რომ ის არ შეიცავდა რძესა და სხვა ინგრედიენტებს, რომლებიც მისი შვილისთვის საშიში იყო. თუმცა, როგორც კი ბიჭმა ნაყინი გასინჯა, მაშინვე უთხრა დედას: „მგონი, აქ რძეა“.
ბავშვს მყისიერად დაეწყო მძიმე ალერგიული რეაქცია. ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში იბრძოდნენ ლიამის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამჟამად პოლიცია იძიებს, როგორ აღმოჩნდა რძის პროდუქტები დესერტში, რომელიც, წესით, ალერგიის მქონე ადამიანებისთვის უსაფრთხო უნდა ყოფილიყო.
-

🔴 გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
“15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” | წერია გავრცელებულ ინფორმაციაში -

სოფო ბიბილაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს
სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„მოგიკვდეს ჩემი თავი შენ… შვილო, რას არ გაბრალებენ დე… გამოჩნდი და ყველას მე გავცემ პასუხს ჩემო ერთადერთო“, – წერს სოფო ბიბილაშვილი.
-

ნახეთ მისამართები, სადაც შუქი გაითიშება
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას ამის შესახებ თელასი ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
„საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების, სამხედრო გზატკეცილის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ბაგრატ მესამეს, ჭანდრის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, რაზმაძის, სტივენის, თავდადებულის და გეხტმანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“.
-

დატბორილი ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები – რა ხდებოდა თბილისში წუხელ და რა განცხადებას აქვეყნებს თბილისის მერია არსებულ ვითარებაზე
თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გართულებული იყო საავტომობილო მოძრაობა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინებოდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები თბილისის და მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც მოქალაქეები ქუჩების დატბორვის შესახებ წერენ, მათ შორის წყნეთში.
- დედაქალაქში მოსული უხვი და ინტენსიური ნალექის შედეგად შექმნილ პრობლემებზე თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. მერიის თანახმად, ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები – “რუსთაველი” და “ვაჟა-ფშაველა”.
მერია აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი იყო თამარაშვილის გამზირზე.
“საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები.
“თბილსერვის ჯგუფის” მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.
ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით – 0322 722222″, – წერია განცხადებაში.