გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს‼

Written by

in

15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები

15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *