“შეხვედრა 20 წლის შემდეგ მამიდასთან – ეს სიურპრიზი ერთი თვით ადრე იყო დაგეგმილი ჩემი მამიდაშვილი ქეთინოს მიერ.
Blog
-

თბილისში, ვაშლიჯვრის ჩასახვევთან მანქანა გადავარდა – რა ინფორმაცია ვრცელდება
ვაშლიჯვრის ჩასახვევთან გუშინ ჩასახვევთან მანქანა გადავარდა.
ავარიის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც ,,პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
-

“გაიგე რა “ცა” იყო გუშინ ასეთი” – ეზოტერიკოსი განმარტავს
თბილისის ცაზე გუშინ მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა ვიხილეთ. მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი ამ თემაზე საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
“გაიგე რა “ცა” იყო ეს … ა ხ ს ნ ა
თბილისის ცაზე გუშინდელი სანახაობა მართლაც შთამბეჭდავი იყო. აი, ამ მოვლენის ორი განსხვავებული ჭრილი:
ატმოსფერული ფიზიკა (პროფესიული აღწერა)
ამ მოვლენას რეილის გაბნევა ეწოდება. მზის ჩასვლისას სინათლის სხივებს ატმოსფეროს სქელი ფენის გავლა უწევთ, რა დროსაც ლურჯი და იისფერი (მოკლე ტალღის) სპექტრი იფანტება. ჩვენამდე აღწევს მხოლოდ წითელი და ნარინჯისფერი (გრძელი ტალღის) სპექტრი.
ასეთი მკვეთრი მეწამული ფერი მიანიშნებს ატმოსფეროში აეროზოლების (მტვერი, ტენიანობა) მაღალ კონცენტრაციაზე, რაც სინათლის გარდატეხას აძლიერებს.ახლა მეორე ვერსიაც:
ეზოთერული მნიშვნელობა
ეზოთერიკაში ასეთი „ალმოდებული“ ცა ტრანსფორმაციისა და გამოღვიძების სიმბოლოა.
ემოციური წმენდა: იასამნისფერისა და წითლის ნაზავი მიანიშნებს ძველი ენერგიების წვასა და ახალი ძალის შემოდინებაზე. ეს არის მომენტი, როდესაც სამყარო გვიბიძგებს ინტუიციის გააქტიურებისკენ.
ნიშანი: ბევრ კულტურაში მეწამული ცა მიიჩნევა კოსმიურ „პაუზად“, რომელიც ადამიანს მოუწოდებს შინაგანი სიმშვიდის პოვნისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისკენ.
… როცა ცა ასე იფერება, სამყარო ჩვენთან საუბარს იწყებს. ეს არის მომენტი, როცა ძველი ენერგიები იწვის და ადგილი ახალს, უფრო ძლიერსა და ნათელს ეთმობა. მეწამული ცა , ეს არის ნიშანი, რომ ტრანსფორმაციის დროა. იგრძენით ეს ძალა და გაუშვით ყველაფერი, რაც სიმძიმეს გმატებთ.
ბუნება ყველაზე დიდი მხატვარია. გუშინდელი თბილისის ცა შეხსენებაა იმისა, რომ ყოველი დღის დასასრული შეიძლება იყოს არაჩვეულებრივად ლამაზი. მაშინაც კი, როცა ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი გვეჩვენება, სამყაროს შეუძლია ასეთი საოცრებით გაგვაოცოს. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას ამ მეწამულ სიჩუმეში. #ცა
„ალმოდებული ცა — სულის გამოღვიძება. როცა ჰორიზონტი ასეთ ფერებს იღებს, სიტყვები ზედმეტია. უბრალოდ გაჩერდი, ამოისუნთქე და მიიღე ეს კოსმიური ენერგიაროგორც ლითოთერაპევტმა, ასეთ „ალმოდებულ“, მეწამულ ცასთან და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ტრანსფორმაციასთან ჰარმონიზაციისთვის, ადამიანებს შემიძლია ვურჩიო ატარეთ ქვა:
ამეთვისტოეს არის ნომერ პირველი რეკომენდაცია. რატომ: ის ეხმარება ადამიანს „გადაერთოს“ კოსმიურ ტალღაზე, ამშვიდებს გონებას და აძლიერებს ინტუიციას. ზუსტად იმ ტრანსფორმაციულ ენერგიას ატარებს, რასაც ასეთი ცა.„სამყარო ყოველთვის გვაძლევს ნიშნებს. დაწერე „მადლიერი ვარ“, თუ გჯერა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ ლაგდება შენს ცხოვრებაში!სიყვარულით შენი _ ფერია თამუნა”,წერა იოსელიანი.
-

“როგორ “გავანულოთ” სესხი?” – იურისტის რჩევა
როგორ “გავანულოთ” სესხი? – იურისტ ალექსი მერებაშვილის რჩევა.
-

ამინდი იცვლება – გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
-

ახალი გადაწყვეტილება: პენსიონერები ამოისუნთქავენ, როგორც იქნა ….” 😱😱ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა.
მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.
„კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა იქამდე, ვიდრე მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
-

“დარწმუნებული ვარ მისთვისაც…” – ქეთო თოფურიძე გახმაურებულ ამბავზე დუმილს არღვევს
ქეთო თოფურიძე პირველ კომენტარს აკეთებს ქალაქში მოარულ ჭორზე, რომელიც თბილისის მერთან და მასთან დაკავშირებით არსებობს.
,,მაგაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ყველამ იცის, რომ ეგ აბსურდული ჭორია. ძალიან არასასიამოვნო იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და დარწმუნებული ვარ, მისთვისაც და მისი ოჯახისთვისაც. კახის საერთოდ არ ვიცნობ. არანაირი გადაკვეთა არ მქონია, არასდროს”, – თქვა მან zmna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
-

„5-6 თვეში, ვხედავ…“ – გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
ეზოთერიკოსი, გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე საუბრობს.
მისი თქმით, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ის დაცულია.
„ერთი რამ შემიძლია, ზუსტად ვთქვა, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და რომ შემეძლოს კიდევ ერთხელ დაბადება, ისევ აქ დავიბადებოდი, რადგან ჩვენი ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე დაცულია. საქართველო ძალიან მაღალ ვიბრაციებზე დგას ენერგეტიკულად. თუ მოიძიებთ, წინა თვის ინტერვიუებში პირდაპირ ვსაუბრობდი მესამე მსოფლიო ომზე, რუსეთი რომ ძალის დაკარგვას დაიწყებს, პირდაპირ ევროპის ქვეყნებზე გადავა შეტევაზე-მეთქი.
– თქვით, საბრძოლო კუთხით, ჩვენი ქვეყანა დაცულიაო. თუმცა, გეოგრაფიულად სეისმოლოგიურ ზონაშია. ეკოლოგიურად რაიმე საფრთხე ხომ არ არის მოსალოდნელი?
– შიდა ნგრევები – მეწყერები, წყლის მოვარდნები, მიწისძვრები საქართველოში იქნება. ჩვენთან არა, მაგრამ უახლოეს მომავალში, დაახლოებით, 5-6 თვეში, თურქეთში ძლიერ მიწისძვრას ვხედავ“,- ამბობს გოგა.
-

პატრიარქის ბოლო გზავნილი – რა წერია ილია II-ის ანდერძში? ცნობილია
ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა, წლების წინ, პატრიარქთან საუბარი.
„მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო – გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე კიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ – ასე რომ ამბობენ, ქამარზე კიდია ეს გასაღებიო, აქ არის, თუ იქ არისო, მაგით მეტად აღარ დაინტერესდნენო, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია, თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

