საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გარდაცვლილია 30 წლის დათო სამხარაძეა.

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გარდაცვლილია 30 წლის დათო სამხარაძეა.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. – ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„მაისის თვის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით ნორმაზე, 1 გრადუსით დაბალია. დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, +16, +19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, +15, +17 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში, +10, +12 გრადუსი.
ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება +29, +32 გრადუსამდე. მთიან რაიონებში, 27 გრადუსამდე.
ეს კვირა შედარებით გრილი იქნება, ხოლო კვირის ბოლოსკენ, პარასკევი, შაბათი და კვირა იქნება უნალექო ამინდი, ტემპერატურა + 29 გრადუსამდე მოიმატებს.
შავი ზღვის სანაპიროზე კი +27 გრადუსი. ნალექს რაც შეეხება, მთლიანად საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, ქართლში, +16 +17 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში +16 +17 გრადუსი. მთიან რაიონებში +13, +14 გრადუსი და მაღალმთაში +9, +11 გრადუსი. რაც ნორმის ფარგლებშია და 1 გრადუსით დაბალია.
მაისის თვე, საკმაოდ ცვალებადია, იწყება გრილად. კლიმატურად გაზაფხული წვიმიანია და განსაკუთრებით მაისი.
ცალკეულ დღეებში კი, ტემპერატურა +32 გრადუსამდეც მოიმატებს, თუმცა დასაწყისი წვიმიანი გვაქვს. იქითა კვირიდან პერიოდულად გამოიდარებს“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა დღეს, 6 მაისს, მარნეულის საავტომობილო გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა, რასიმ მამედოვმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.
ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 52 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავდა, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.


მძაფრი ინტუიციის მქონე ადამიანებს ხშირად შეუძლიათ აუხსნელი დისკომფორტის შეგრძნება გარკვეულ ოთახებში. უცნაური გრძნობა, რომ რაღაც არასწორად არის, შეიძლება იყოს პირველი სიგნალი, რომ ბინა დაწყევლილია ან გარშემორტყმულია უარყოფითი ენერგიით.
ყველგან არის ძაფები
იშვიათი არაა წინა მცხოვრებლების მიერ დატოვებული უცნაური ატრიბუტების პოვნა, როგორიცაა სარკეებზე ან ფანჯრის ჩარჩოებს შორის ჩამოკიდებული ძაფები. ეს ძაფები შეიძლება იყოს რიტუალების ან შელოცვების ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ბოროტი სულებისგან დასაცავად. ასეთი არტეფაქტების აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ წარსულში ამ ბინაში რაღაც უჩვეულო მოხდა და შესაძლოა ყურადღების ღირსი იყოს.
ჩამოკიდებული ხატები ან ჯვრები
მრავალი რელიგიური სიმბოლოს არსებობა, როგორიცაა ხატები ან ჯვრები, შეიძლება მიუთითებდეს წინა მცხოვრებლების მცდელობაზე, დაიცვან თავი უარყოფითი ენერგიისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი პრაქტიკა მორწმუნე ადამიანებისთვის, ასეთი სიმბოლოების სიჭარბე იმის ნიშანია, რომ რაღაც უჩვეულო ხდება სახლში.
ხშირი ძილიანობა და თავის ტკივილი
თილისმების აღმოჩენამ, როგორიცაა სიზმრის დამჭერი, შეიძლება მიუთითებდეს მცხოვრებლების მცდელობაზე, დაიცვან თავი ბოროტი სულებისგან და დაავადებებისგან. თუ განიცდით მუდმივ დაღლილობას, თავის ტკივილს და უძილობას, ეს შეიძლება იყოს ბინაში უარყოფითი ენერგიის ნიშანი.
ჩხუბი
თუ ახალ ბინაში გადასვლამდე თქვენს ოჯახში სიმშვიდე და წესრიგი იყო და გადასვლის შემდეგ თქვენ შეამჩნიეთ ხშირი ჩხუბი ყველაზე ამქვეყნიურ თემებზეც კი, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ბინაში რაღაც არასწორია.
მუდმივი მტვრევა
თუ მოწყობილობა და კომუნიკაციები ხშირად იშლება ბინაში, ეს შეიძლება იყოს უარყოფითი ენერგიის შედეგი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მიმდებარე სივრცეზე.
მწერები
მწერების მუდმივი გამოჩენა, როგორიცაა ტარაკნები ან ჭიანჭველები, შეიძლება იყოს ბინაში ჯადოს ან უარყოფითი ენერგიის ნიშანი. მოუსმინეთ მეზობლებს, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ გამოცდილება მსგავსი პრობლემების მოგვარებაში.

მკვლელობა მოხდა გურჯაანის, სოფელ კარდენახში. 36 წლის არსენ მარტაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე თვეა დაბრუნდა. მისი ცხედარი დღეს სოფლის მიმდებარედ ვენახში იპოვეს. მას პირველადი დათვალიერებით ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციითვე, მომხდარი შესაძლოა რამდენიმე დღის წინ დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.
ერთ-ერთ ვერსიით, არსენ მარტაშვილსა და სხვა სოფლის მაცხოვრებლებთან კონფლიქტი მანქანის სიჩქარესა და გადასწრებაზე დაიწყო, რის შემდეგაც მხარეები ერთმანეთს საქმის გასარჩევად შეხვდნენ. დაპირისპირების დროს კი არსენ მარტაშვილს გულის არეში ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ადგილობრივები AMBEBI.GE-ს უყვებიან, რომ მოკლული არსენს მარტაშვილი შვილებთან ერთად იმყოფებოდა ავტომობილში, რა დროსაც სწრაფად მოძრაობდა სხვა მანქანა და მარტაშვილმა შენიშვნა მისცა.
“კონფლიქტი სწორედ ამ მიზეზით დაიწყო. მოგვიანებით კი 36 წლის მამაკაცი სახლიდან გაიყვანეს საქმის გარჩევა გაგრძელდა.დაპირისპირების დროს მარტაშვილს ჭრილობა გულის არეში აქვს მოხვედრილი. სავარაუდოდ ის 5 მაისს უკვე გარდაცვლილი იყო და მის ცხედარი 6-ში იპოვეს სოფლის მიმდებარედ.

7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმიანი დღეა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +17, ღამით +3 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +19 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ნალექიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი დღეა, დღისით +14 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმა იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი ბაიერნის დამარცხებისა და ფინალში გასვლის შემდეგ:
“ძალიან ბედნიერები ვართ ფინალში გასვლით. ეს მეტად მნიშვნელოვანი მატჩია და მასზე ვართ ფოკუსირებულნი. „არსენალის“ წინააღმდეგ რთული თამაში გველის. მიუნხენის „ბაიერნი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მათთან ძალიან მძიმე, შესაძლოა, ამ სეზონში ყველაზე რთული შეხვედრა გვქონდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ასეთ გუნდებთან კონკურენცია შეგვიძლია.“

ირაკლი ლომაია სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს და წერს:
“ყურადღება! ეს ქალბატონი არის ჩემი უსაყვარლესი მამიდა – მზია ლომაია, იგი ცხოვრობდა მრავალი წელი იტალიაში ემიგრაციაში და 27 აპრილს დაბრუნდა საქართველოში.
მამიდა ცხოვრობს ქუთაისში, ფოთის ქუჩა N38-ში.
დღეს, გამთენიისას დაახლოებით 06:00 საათზე, სახლიდან გავიდა და ამ დრომდე აღარ დაბრუნებულა.
გთხოვთ, განსაკუთრებით ქუთაისში მცხოვრებლებო, ყურადღებით დააკვირდეთ ფოტოს და მაქსიმალურად გააზიაროთ ეს პოსტი. თუ ვინმემ სადმე ნახეთ ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ მისი ადგილსამყოფელის შესახებ, უმორჩილესად გთხოვთ დამიკავშირდეთ.
მივმართავთ თხოვნით ქუთაისის ადგილობრივ პოლიციას – უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმაროთ მის პოვნაში.
მზია ლომაია, ამ დრომდე არ არის ნაპოვნი და ჩვენ კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ მის ძებნას. ჩვენ ვიტოვებთ იმედს რომ ის ცოცხალია.
უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას, გვეხმარება და გულთან მიაქვს ჩვენი ტკივილი. აუცილებლად ვიპოვი ჩემს ძირფას მამიდას”, – დაწერა ირაკლი ლომაიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, 15 წლის გოგო 16-სართულიანი შენობიდან გადმოვარდა.
„ბავშვთა უფლებების“ დამცველის, მაკტინა ჯინჯოლიას ინფორმაციით, „რაიონის პროკურატურამ“ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო და მიმდინარეობს გარემოებების დადგენა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი სკოლა-ინტერნატის მოსწავლე იყო და მანამდე სუიციდური ქცევის ნიშნები არ დაფიქსირებულა.
„გოგონა იყო მოწესრიგებული და წარმატებული, კარგად სწავლობდა, იყო კალათბურთელი და შეჯიბრებისთვის ემზადებოდა. ის იზრდებოდა მოსიყვარულე ოჯახში, სადაც ორი შვილი ჰყავთ“, – აღნიშნა ჯინჯოლიამ.
მისივე ცნობით, შემთხვევის დღეს მოზარდი სკოლაში იმყოფებოდა, გაკვეთილების შემდეგ დაესწრო კონცერტს და შემდეგ სახლში უნდა დაბრუნებულიყო.