Blog

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

    როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

    8 მაისს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.

    ნალექს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

    ბათუმში უნალექო ამინდია. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

    სოხუმში მზიანი დღეა, +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

    ახალქალაქში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +16, ღამით +1 დაფიქსირდება.

    ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +18 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

    წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ნალექიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი დღეა, დღისით +12 ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება დღეს თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

    წვიმა იქნება გურჯაანში, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

  • 8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    საყვარელ ადამიანს თქვენი ხასიათის იმ თავისებურებებთან შეგუება გაუჭირდება, რომლებიც დღეს იჩენს თავს. მოსალოდნელია უეცარი კონფლიქტი, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენთ ის სწრაფად და თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. ყურადღებას ნუ მოადუნებთ და მეორეხარისხოვან ამოცანებზე ნუ გადაერთვებით. იმის დაბრუნება, რასაც ახლა ხელიდან გაუშვებთ, მომავალში ძალიან რთული იქნება. საქმეს თავს კარგად ართმევთ, ჭკვიანი და გამჭრიახი ადამიანი ხართ, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი არ არის. ეცადეთ, პროფესიული უნარ-ჩვევები გაიუმჯობესოთ! ნაშუადღევს საგზაო შემთხვევების რისკი გაიზრდება. სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან ან ქუჩაზე გადასვლისას. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებმა შეიძლება საღამოს უსიამოვნო ამბავი მიიღონ. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენს ჯანმრთელობაზე წინა დღეების დაღლილობამ იმოქმედოს.

    კურო

    ზოგჯერ მეგობრული ურთიერთობა სიყვარულში გადაიზრდება, თუმცა მთავარია არ შეცდეთ — წარუმატებელი რომანი მეგობრობას სამუდამოდ გაანადგურებს. შესაძლოა, ნათესავები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და თქვენი დახმარება დასჭირდეთ. დღეიდან ძალების დაზოგვა დაიწყეთ და დიდი მიღწევებისთვის მოემზადეთ — მოქმედების დრო მოგვიანებით დადგება. მალე თქვენ წინაშე პიროვნული და კარიერული ზრდის ბრწყინვალე პერსპექტივები გადაიშლება. ბოლოს და ბოლოს იღბალი გაგიღიმებთ და იმ პროექტების განხორციელებას შეძლებთ, რომლებზეც დიდი ხანია ფიქრობთ. მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვას — ხშირმა სტრესმა შეიძლება კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს.

    ტყუპები

    როგორც ჩანს, საყვარელ ადამიანთან ერთად ცოტა მოიწყინეთ. სანამ “სიყვარულის ნავს” რუტინა ჩაძირავს, ეცადეთ ურთიერთობაში რაღაც შეცვალოთ. უახლოეს დღეებში ესტუმრებით სახლს, სადაც თქვენი დანახვა გაუხარდებათ.. ყველას ერთი ქალბატონის გარდა.. საქმიანი შეხვედრები და მუშაობა სჯობს სამომავლოდ გადადოთ. გარემოს შეცვლა შთაგონების პოვნასა და სამუშაო განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ. თქვენი მოხერხებულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი უახლოეს მომავალში ბევრს შეშურდება! თქვენ მიიღებთ უჩვეულო გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სიტუაციის რადიკალურად შეცვლა შეუძლიათ. დღის ბოლოს ბევრი ადამიანი ენერგიის მოზღვავებას და კარგ განწყობას იგრძნობს.

    კირჩხიბი

    დღეს შეგიძლიათ ინიციატივა პარტნიორს გადააბაროთ. ამით თქვენი ურთიერთობა გაუმჯობესდება, თქვენ კი დარწმუნდებით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ. თავი შეიკავეთ იმ ადამიანებთან კამათისგან, ვისაც აფასებთ. უარს ნუ იტყვით მივლინებებსა და საქმიან მოლაპარაკებებზე, ასევე ტრენინგებსა და სემინარებზე. ამ დღეს მარსის ენერგეტიკა შრომის ნაყოფიერების ამაღლებასა და შემოსავლების გაზრდაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები სწორად უნდა შეაფასოთ. მოერიდეთ ისეთი ვალდებულებების აღებას, რომელთა შესრულებასაც ვერ შეძლებთ.

    ლომი

    მარსისა და სატურნის არამდგრადი კავშირი პირად ურთიერთობებში სირთულეებს გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენას კბილი დააჭიროთ, რადგან შეიძლება რაღაც ისეთი წამოგცდეთ, რასაც დიდხანს ინანებთ. თქვენს გარემოცვაში ვიღაც თქვენზე უარყოფით გავლენას ახდენს — ეცადეთ, ამ ადამიანისგან თავი შორს დაიჭიროთ. შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად შეგიძლიათ ახალი ტექნოლოგიები გამოიყენოთ. მატერიალურ სფეროში სტაბილურობას არ უნდა ელოდოთ, ამიტომ ეცადეთ თქვენი შემოსავლები ხარჯებს შეუსაბამოთ. მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ გირჩევთ, არაჯანსაღ საკვებზე უარი თქვით და კვების მენიუ შეცვალოთ.

    ქალწული

    გირჩევთ, საკუთარ თავს და თქვენს გატაცებებს მეტი დრო დაუთმოთ. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით უფრო მიმზიდველი გახდებით პარტნიორისთვის. ეცადეთ, ცოტა ხნით ქალაქიდან გახვიდეთ — გარემოს შეცვლა თქვენს განწყობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. გამორიცხული არ არის, რომ მალე ხელმძღვანელობამ თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა დააფასოს. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს — კარიერული ზრდისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება. ამ ნიშნის წარმომადგენლებში შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოვლინდეს, რაც მენიუში უჩვეულო პროდუქტების გამოჩენით ან ახალი მედიკამენტით არის გამოწვეული.

    სასწორი

    გაუღეთ გული საყვარელ ადამიანს და გულახდილად დაელაპარაკეთ. უთქმელი სიტყვები და გულში შენახული საიდუმლოები თქვენი რომანისთვის დამღუპველია. ამ დღეს შეიძლება მოგეცეთ შანსი, რომ მეზობლებს ყველაფერი უთხრათ, რასაც მათზე ფიქრობთ, თუმცა ეცადეთ ურთიერთობის გარკვევა სკანდალამდე არ მიიყვანოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაში და პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი უამბოთ. შესაძლოა დღეს ძველი ვალები დაგიბრუნონ. ჰოროსკოპი გირჩევთ, ეს ფული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გადაინახოთ.

    მორიელი

    შეგიძლიათ, თქვენი შემოქმედებითი უნარები პარტნიორისთვის უჩვეულო სიურპრიზის მოსაწყობად გამოიყენოთ. ხელსაყრელი დროა ძველი კავშირების აღდგენისა და სხვადასხვა სახის თანამშრომლობისთვის. შესაძლოა ოჯახის მეგობართან საერთო საქმეები გამოგიჩნდეთ. ენერგიული და პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომელი ხართ, რასაც ხელმძღვანელობა დადებითად აღიქვამს. შესაძლოა ხელმძღვანელობამ თქვენი მატერიალური წახალისებაც გადაწყვიტოს. ნუ იჩხუბებთ ნათესავებთან, ეს თქვენს საფულეზე ცუდად აისახება. ეს პერიოდი კარგია გამაჯანსაღებელი სეანსების დაწყებისთვის.

    მშვილდოსანი

    ამ დღეს ზოგიერთი მშვილდოსანი მიხვდება, რომ მრავალფეროვნება და ახალი შთაბეჭდილებები სურს. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, ხანმოკლე ფლირტზე უარს ნუ იტყვით. დღის დასაწყისში ოჯახის წევრებთან კამათი გელით. სჯობს საყვარელ ადამიანებს ისეთი არაფერი უთხრათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. მოერიდეთ კოლეგებისთვის პროფესიული საიდუმლოებების გაზიარებას. შესაძლოა, თქვენი ნამუშევარი თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ, რაც ძალიან გაგაბრაზებთ. მოსალოდნელია დაპირისპირება მეგობრებთან კომერციულ სფეროში, სადაც თქვენი ფინანსური ინტერესები იკვეთება. შესაძლოა, მატერიალურ სარგებელსა და მეგობრულ ურთიერთობას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. გადაღლილობისგან თავის დაღწევაში აბანო ან საუნა დაგეხმარებათ. მოკლე გარბენიც ასევე სასარგებლო იქნება ჯანმრთელობისთვის.

    თხისრქა

    დღევანდელი დღე დაუსრულებელ მოძრაობაში, სირბილსა და ფუსფუსში ჩაივლის. იქნებ ეს წარმატებისა და სიყვარულის დევნაა? წვრილმანმა უსიამოვნებებმა შესაძლოა გუნება გაგიფუჭოთ, თუმცა მნიშვნელოვანი სანერვიულო არაფერია. გირჩევთ, შეცდომის გამოსარიცხად ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ. პირველ რიგში, ეს ეხება მას, ვინც საქმიან ქაღალდებთან მუშაობს. სამსახურში გამოცდილი კოლეგების რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი თავს ოდნავ შეუძლოდ იგრძნობს, ამიტომ დღის მეორე ნახევარში სტრესულ სიტუაციებსა და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოერიდოთ.

    მერწყული

    ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელს ვარსკვლავები სიყვარულში წარმატებას ჰპირდებიან, თუმცა ცოტა მეტი უნდა იაქტიუროთ. საყვარელი ადამიანები თქვენგან ყურადღებას ელოდებიან და იმედი არ გაუცრუოთ. ხელმძღვანელობა თქვენს დამსახურებას დააფასებს და შესაძლოა მომავალში საპასუხისმგებლო საქმე განდონ. რესურსებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იმას გამოიწვევს, რომ ადრე თუ გვიან ფინანსურ სირთულეებს შეეჯახებით. ამჟამად პოზიტიური ემოციები და დღის რეჟიმის მკაცრი დაცვა გჭირდებათ. სანამ სამსახურში სიმშვიდეა, ეცადეთ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

    თევზები

    ვარსკვლავები მარტოხელა თევზებს მალე ახალ ნაცნობობას უწინასწარმეტყველებენ — დროა გარეგნობა მოიწესრიგოთ! პროფესიულ სფეროში ძალიან წარმატებული დღე გელით. წარმატებით ჩატარებული მოლაპარაკება შესაძლებლობას მოგცემთ ახალი პროექტი წამოიწყოთ, რომელსაც დიდი ხანია ამზადებთ, მაგრამ სხვისმა რჩევებმა შეიძლება დაგაზიანოთ.
    ეცადეთ, საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. თუ დიდი ხანია დიეტის დაწყებას აპირებთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ — შიმშილობამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს. ამ დღეს არასასურველია ფულის გასესხება ან ვალის აღება. უარი თქვით ფიზიკურ დატვირთვაზე და ხალხმრავალი ადგილების მონახულებაზე. ახლა ყველაზე მეტად მოდუნება და დასვენება გჭირდებათ.

  • “წინამძღვარი მოულოდნელად გარდაიცვალა”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

    “წინამძღვარი მოულოდნელად გარდაიცვალა”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

    რუსთავის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

    დეკანოზი კახაბერის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის დამაარსებელი და 2004 წლიდან მისი წინამძღვარი იყო.

    დეკანოზი კახაბერი სამლოცველოშია დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდები 14 და 15 აგვისტოს გაიმართება, 16 აგვისტოს, შაბათს კი სამლოცველოს ეზოში დაკრძალავენ.

  • 2026 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება აღრიცხულთა შორის – რას ამბობენ მეცნიერები

    2026 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება აღრიცხულთა შორის – რას ამბობენ მეცნიერები

    წამყვანი მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ 2026 წელი დედამიწის ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იქნება. მათი შეფასებით, ამას კლიმატის ცვლილება და ელ-ნინიოს ძლიერი ეფექტი გამოიწვევს.

    ამჟამად რეკორდულად ყველაზე ცხელი წელი 2024-ია, როდესაც გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა ინდუსტრიალიზაციამდელ მაჩვენებელს 1,5°C-ით.

    სპეციალისტების განმარტებით, 2026 წლის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, დაიწყება ელ-ნინიოს ფაზა — ბუნებრივი კლიმატური პროცესი, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში წყლის ტემპერატურა იზრდება და მთელ პლანეტაზე დათბობას იწვევს. ზოგიერთი მოდელის მიხედვით, მოსალოდნელია განსაკუთრებით ძლიერი, ე.წ. „სუპერ ელ-ნინიო“.

    კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი James Hansen და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ ტემპერატურული რეკორდი შესაძლოა უკვე 2026 წელს დამყარდეს.

    მეცნიერების თქმით, ამჟამად პლანეტის ტემპერატურას ლა-ნინია ამცირებს, თუმცა ელ-ნინიოს დაწყების შემდეგ გლობალური დათბობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

    კვლევების თანახმად, ელ-ნინიოს ფონზე მსოფლიოში გაიზრდება ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკიც — მათ შორის, სითბური ტალღების, გვალვების, ტყის ხანძრებისა და ძლიერი კლიმატური ცვლილებების.

    განსაკუთრებული საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ავსტრალია, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ცენტრალური და სამხრეთი აფრიკა, ასევე ამაზონის ტყეები.

    თუმცა, ყველა მეცნიერი ერთ აზრზე არ არის. ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მოხსნის თუ არა 2026 წელი 2024-ის რეკორდს.

    მიუხედავად ამისა, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ელ-ნინიოსა და გლობალური დათბობის ერთობლიობა მსოფლიოსთვის უპრეცედენტო კლიმატურ გამოწვევებს შექმნის.

    ინფორმაცია გამოცემა New Scientist-ზე დაყრდნობით გავრცელდა.

  • შარდის შეუკავებლობით ვიტანჯებოდი, რა აღარ ვცადე, მაგრამ მხოლოდ ამან მიშველაა…

    შარდის შეუკავებლობით ვიტანჯებოდი, რა აღარ ვცადე, მაგრამ მხოლოდ ამან მიშველაა…

    შარდის შეუკავებლობა 8 წლის განმავლობაში მტანჯავდა. რა მეთოდი აღარ მოვსინჯე მაგრამ არაფერი დამეხმარა. ნამდვილად საშინელებაა, როდესაც ერთი ღამის განმავლობაში ტუალეტში ათჯერ გასვლა მაინც გიწევს.

    როდესაც ეს რეცეპტი წავიკითხე ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ ის ასეთი მარტივი მოსამზადებელია.

    გთავაზობთ რეცეპტს :

    უძველეს დროში უამრავი ადამიანი იტანჯებოდა შარდის შეუკავებლობისგან. მე და ჩემ ქმარს აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად ალუბლის ყლორტები დაგვეხმარა. მათი გამოყენება წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

    ალუბლის კვირტები ისე დატეხეთ, რომ თავისუფლად მოთავსდეს ჩაიდანში, ან ტაფაში. ჭურჭელი შეავსეთ წყლით ისე, რომ ძირი მთლიანად დაიფაროს. საერთო ჯამში, წყლის მოცულობა 4-ჯერ უნდა აღემატებოდეს მცენარის მოცულობას. მიიყვანეთ დუღილამდე და გააჩერეთ დუღილის ტემპერატურაზე 15 წუთით.

    მიიღეთ სასმელი იმდენჯერ და იმ დროს, რამდენჯერაც და როდესაც გსურთ. მისი დალევა რეკომენდირებულია ჩაის ან წყლის ნაცვლად. ერთი თვის შემდეგ შედეგი თვალსაჩინო გახდება. იგივე ყლორტების გამოყენებით შეგიძლიათ ნაყენი მრავალჯერ დაამზადოთ – იქამდე სანამ ალუბლის ყლორტები შეფერილობას არ დაკარგავს. ნაყენის დამზადებამდე სასურველია, ალუბლის ყლორტები ერთი ღამით წყალში ჩააწყოთ, რაც მათ გაწმენდს და მავნე ნივთიერებებს გამოდევნის.

    მე ამ სამკურნალო საშუალებას წყლის ნაცვლად ვიღებ, ხშირად კი ჩაის ან ყავის ნაძვლადაც. პირადად, ერთი თვის შემდეგ, როდესაც ღამით გავიღვიძე, შევნიშნე, რომ მოშარდვის სიხშირე 2-ჯერ შემცირებულიყო. ორი თვის თავზე კი ღამით მხოლოდ ერთხელ ვდგებოდი მოსაშარდად. ჩემს მეუღლესაც მოეხსნა აღნიშნული პრობლემა მას შემდეგ, რაც იგი ალუბლის ყლორტების ნათელს ერთი თვის განმავლობაში იღებდა. ეს საშუალება ნამდვილად ღმერთის მიერ ბოძებული სასწაულია.

    ამ რეცეპტის წაკითხვის შემდეგ, პირდაპირ ბაღში გავიქეცი.

    ალუბლის ხეები ჩემი სახლის გვერდით იზრდება. მაშინვე მივვარდი და ალუბლის ყლორტები დავტეხე, ზუსტად იმ ზომის, რაც ჩაიდანში ან ტაფაში ჩაეტეოდა. გავაცალე ტოტებს ფოთლები, ჩავაწყე თბილ წყალში და ერთი ღამე ასე დავტოვე.

    დილით ტოტები მტვრისგან დასუფთავებული დამხვდა. მე მათ წყალი დავასხი და მივიყვანე ადუღებამდე. 15 წუთი დაბალ ცეცხლზე დუღილის შემდეგ გადმოვდგი და გავაციე. ნაყენს მთელი დღის განმავლობაში შეუზღუდავად ვიღებდი.

    არ დამიჯერებთ, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ჩემი ტუალეტში ვიზიტები 2-ჯერ შემცირდა. მე კვლავ ვაგრძელებ ალუბლის ტოტების ნაყენის მიღებას და მჯერა რომ შარდის შეუკავებლობა მთლიანად მომიწესრიგდება. მე გირჩევთ ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, რომ მოამზადოთ ეს ნაყენი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის რომ ალუბლის ტოტების მოტეხვა წლის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ.

    ალუბლის როლი ხალხურ მედიცინაში

    ალუბლის სამკურნალო თვისებები ნამდვილად გამორჩეულია. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმელებში კენჭების დაგროვების დროს.

    ახლადმოკრეფილი ალუბლის ფოთლები სასარგებლოა ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად. ალუბლის ხის ყლორტებისგან დამზადებული ნახარში კი გამოგადგებათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების, დიარეის, კოლიტისა და ნაწლავების დაავადებების დროს.

    ალუბლის სამკურნალო თვისებები ნამდვილად გამორჩეულია. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმელებში კენჭების დაგროვების დროს.

    ახლადმოკრეფილი ალუბლის ფოთლები სასარგებლოა ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად. ალუბლის ხის ყლორტებისგან დამზადებული ნახარში კი გამოგადგებათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების, დიარეის, კოლიტისა და ნაწლავების დაავადებების დროს.

  • “ორივე მოხდება უეჭველი” – რას წერს ნიკა გავრამია ხვიჩა კვარაცხელიაზე?

    “ორივე მოხდება უეჭველი” – რას წერს ნიკა გავრამია ხვიჩა კვარაცხელიაზე?

    ნიკა გვარამია ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

    “კვარაცხელია ის არ ყოფილა, რაც გვეგონა. პირველი ქართველი ფეხბურთელი კი არაა, რომელიც ოქროს ბურთის შორტლისტში მოხვდა. პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ოქროს ბურთს აიღებს.

    პსჟ-ს ჩემპიონობა და ფინალში გოლის გატანა დარჩა ამისთვის. ორივე მოხდება უეჭველი.

    Update: სამართლიანად შემახსენეს კომენტარებში, რომ წელს მსოფლიო ჩემპიონატის წელია,” – წერს გვარამია.

  • „„არასოდეს გააკეთოთ ეს სასაფლაოზე“ — მიზეზი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა

    „„არასოდეს გააკეთოთ ეს სასაფლაოზე“ — მიზეზი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა

    ბევრ კულტურაში ფული და სიკვდილი განსაკუთრებულ თემებად მიიჩნევა, ხოლო მათი ერთმანეთთან დაკავშირება არასასურველად ითვლება. სწორედ ამიტომ არსებობს რწმენა, რომ სასაფლაოზე ფულის დათვლა ან სიმდიდრეზე საუბარი ცუდ ნიშნად ითვლება.

    ეზოთერული შეხედულებების მიხედვით, სასაფლაო დაბალი ენერგიის სივრცეა, რომელიც დასრულებას, სიმშვიდესა და ტრანსფორმაციას უკავშირდება. ფული კი, პირიქით, მოძრაობის, ზრდისა და სიუხვის სიმბოლოდ მიიჩნევა. ამ რწმენის თანახმად, როდესაც ადამიანი ასეთ სივრცეში ფულზე საუბრობს ან თანხას ითვლის, თითქოს სიუხვის ენერგიას დანაკარგისა და დასრულების ენერგიას უკავშირებს.

    ასტროლოგიაში სასაფლაოს ხშირად უკავშირებენ სატურნისა და პლუტონის პლანეტებს, რომლებიც შეზღუდვას, კარმასა და ტრანსფორმაციას განასახიერებენ. ფინანსური კეთილდღეობა კი ტრადიციულად ვენერასა და იუპიტერისთან ასოცირდება, რომლებიც სიუხვესა და წარმატებას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ზოგი მიიჩნევს, რომ სასაფლაოზე ფულზე საუბარი ფინანსურ ენერგიას „ამძიმებს“.

    ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ამას ემოციური მიზეზებიც აქვს. სასაფლაო ადამიანებში მწუხარებასა და ცხოვრების წარმავლობაზე ფიქრს იწვევს, ამიტომ ასეთ ადგილას მატერიალურ თემებზე საუბარი ბევრისთვის შეუფერებლად აღიქმება. შედეგად, ქვეცნობიერში შესაძლოა გაჩნდეს ფულისა და დანაკარგის ერთმანეთთან დაკავშირებული ასოციაციები.

  • მაისში სკოლები და საბავშვო ბაღები 4 დღე დაისვენებენ – დეტალურად

    მაისში სკოლები და საბავშვო ბაღები 4 დღე დაისვენებენ – დეტალურად

    განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025-2026 სასწავლო წლის კალენდრის მიხედვით, მეორე სემესტრის დასრულებამდე კიდევ 4 ოფიციალური დასვენების დღე იქნება.

    დასვენების დღეებია: 9 მაისი – გამარჯვების დღე, 12 მაისი – ანდრია პირველწლოდებული დღე, 17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე, 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

    სასწავლო წელი 15 ივნისს დასრილდება.

  • ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    თემურ მაისურაძე

    ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი თემურ მაისურაძე გარდაიცვალა.
    ინფორმაციას სოციალურ ქსელში ამირან ბუტურიშვილი ავრცელებს.
    პოსტს გთავაზობთ უცვლელად :
    გარდაიცვალა
    თემურ მაისურაძე
    (1959-2026)
    თემურ მაისურაძე დაიბადა 1959 წლის 24 ივლისს, ასპინძაში.
    1987 წელს დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახელობის აეროკოსმონავტიკის ხარკოვის უნივერსიტეტი (საავიაციო ინსტიტუტი) თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალობით.
    1990 წელს დაამთავრა ქალაქ როსტოვის საკავშირო კვალიფიკაციის ინსტიტუტი. 2014 წელს დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის სკოლის დოქტორანტურა. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „უპირატესობის მენეჯმენტი“. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი.
    2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე, აგრარული კომიტეტის წევრი, პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს წევრი.
    თემურ მაისურაძე იყო 167 ნოვაციის და გამოგონების ავტორი (ნოვაციების და გამოგონებების 80 % დანერგილია. მათი უმრავლესობა გამოყენებულია სამხედრო ავიაციაში. ამით ის მსოფლიოს ერთეულ მეცნიერთა შორის შედის). თემურ მაისურაძის გამოგონებები დაპატენტებულია მსოფლიოს 150 ქვეყანაში.1998-2000 წლებში მიწვეული იყო იორდანიაში, ერაყში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოში.
    1990-იან წლებში თანამშრომლობდა NASA-ს სამეცნიერო ჯგუფთან. იყო ასოციაციის „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“ ექსპერტი. ამჟამად, თემურ მაისურაძის უახლესი გამოგონებები რკინიგზის, მშენებლობის, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებით, განიხილება მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში.
    1980-90-იან წლებში თემურ მაისურაძე იყო მსხვილი მეწარმე და მეცენატი. მის სახელს უკავშირდება ბევრი სასიკეთო ქველმოქმედება საქართველოში: პირველი ეროვნული გვარდიის დაფინანსება სოლიდური თანხით; ბავშვთა და ხანდაზმულთა სახლების დაფინანსება; ამავე წლებში ათობით საჯარო სკოლის რეაბილიტაცია; სხვადასხვა კვლევითი ლაბორატორიის ტექნიკით აღჭურვა; საუკეთესო სტუდენტების წახალისება და ა.შ.
    თემურ მაისურაძე იყო ქართული ინჟინერიის აკადემიის აკადემიკოსი, ავიაციის ინჟინერი, ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბუნებრივი კატასტროფების კვლევითი ცენტრისა და “Fab Lab” -ის ხელმძღვანელი.
    თემურ მაისურაძის ღვაწლი ძალიან დიდია საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე.
    ___________
    პანაშვიდები: ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს ოჯახში.
    მისამართი: მუხიანი, იოსებ ნონეშვილის ქუჩა 10, მერვე სადარბაზო, პირველი სართული.
    დაკრძალვა შაბათს, 9 მაისს 14:00 სთ. სიონის საკათედრო ტაძრიდან.
    თემურ მაისურაძე დაიკრძალება მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

  • „ასფალტზე ყრია ყველი… ლარიან მარგარინს იყენებენ, რომელიც პირდაპირ არის კარცენოგენი ” – მეყველე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე საზოგადოებას აფრთხილებს

    „ასფალტზე ყრია ყველი… ლარიან მარგარინს იყენებენ, რომელიც პირდაპირ არის კარცენოგენი ” – მეყველე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე საზოგადოებას აფრთხილებს

    ყველი საქართველოში კვების კულტურისა და ტრადიციის განუყოფელი ნაწილია.  თუმცა, წარმოების ხანგრძლივი ტრადიციისა და ინტენსიური მოხმარების მიუხედავად, კვლავ აქტუალურია ფალსიფიკაციის პრობლემა და მომხმარებელს ყველის შეძენისას დიდი ყურადღების გამოჩენა მართებს.

    ამ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“  ქართული ყველის ისტორიის მკვლევარს – მეყველე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს დაუკავშირდა.

    „ის, რაც დღეს ხდება, შეურაცხყოფა კი არა, თაღლითობა და დანაშაულია. რძე არის ნედლეული, რომელსაც, მაქსიმუმ, 72 საათი აქვს სიცოცხლისუნარიანობა, როცა ის ჯერ კიდევ თხევადია. ჩვენი წინაპარი და საღად მოაზროვნე ადამიანი ახალმოწველილ რძეს  დააყოვნებდა. ცოტა ხანში,  შემოდგამდა ცეცხლზე და ოდნავ შეათბობდა. შემდეგ ისევ დააყოვნებდა და ისე ჩაასხამდა მასში კვეთს.

    ამ უძველეს ქვეყანას, რომელსაც უზარმაზარი ტრადიცია აქვს რძის მოპოვებისა და გადამუშავების. რძე არის ზემგრძნობიარე ნედლეული. ნახმარ კოკა-კოლას ბოთლში რომ ჩაასხამ რძეს – კატასტროფა დაემართება. მიმტკიცებენ ადამიანები – „ნატურალურია, ავადუღებ და არაფერი არ მოუვა“.

    ასეთ რძეს, რომელსაც ბაქტერიები გაუმრავლდა, კიდევ რომ დაუმატებ პლასტამასას (რომელიც ცხელი წყლის გამოვლებასაც კი არ ექვემდებარება) უფრო ცუდი შედეგი დადგება.

    ასე დაბინძურებულ რძეს ერთხელ ადუღებაც არ ყოფნის. რძე უნდა იყოს კამკამა, სუფთა. პირდაპირ ასფალტზე ყრია ყველი.

    ისე არ გაიგოთ, რომ გლეხს შეურაცხყოფს ვაყენებ. ძალიან ბევრი არარეგისტრირებული საწარმო არსებობს, რომლებიც ეფარებიან გლეხის სახელს. აქვთ საწარმოები სადღაც ჯურღმულებში. ერთხელ რომ დაიაროთ გული გაგისკდებათ ისეთებს ნახავთ. რომ ამბობენ, ქოქოსის ცხიმი არის გამოყენებულიო – პალმისა და ქოქოსის ცხიმი უძვირფასესია და დიდი თანხაც ღირს, ვინ გაღირსებს მაგას. ლარიან მარგარინს იყენებენ, რომელიც პირდაპირ არის კიბოს კარცენოგენი. ეს სიბინძურე, პლუს ეს გაურკვეველი ცხიმები.  ამ თაღლითობამ მთლიანად მოკლა ჩვენში კულტურა.

    მე თვითონ მაქვს მომატებული ნაწლავის ჩხირები. ნაწლავის ჩხირები ერთ-ერთი დაავადებაა რძის და ყველის. ჩნდება ჭუჭყისგან, ანტისანიტარიისგან, გაუსუფთავებელი ზედაპირისგან, ჭურჭლისგან.  როცა დავიწყე 27 წლის წინ კვლევა. მაშინ მეგონა, რომ ნატურალური იყო ყველაფერი. თუმცა, მას მერე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“-, ამბობს მეყველე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

    მეყველე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში ასევე იხსენებს ისტორიას, რომელიც მის შვილს გადახდა თავს.

    „რაც დაემართა ჩემს შვილს ეს იყო სტაფილოკოკური მოწამვლა. მან ღამით, ძილის წინ გამოიღო მაცივრიდან კარგად შეფუთული (გარედან არაფერი არ ჭირდა) გუდის ყველი.  წლები მივირთმევდი ამ ყველს და ვენდობოდი. ღამე გადაუვიდა სასულეში, სასწრაფომ ძლივს მოგვისწრო. 4 დღე იყო კომაში და როდესაც დაითესა შიგთავსი, აღმოჩნდა სტაფილოკოკური მოწამვლა. ორივე ფილტვი გაუჩერდა, დაიწვა მთელი ბრონქები. ექიმმა ჩემს უმცროს ვაჟს უთხრა – წადი და მონახეთ ეკლესია, სადაც გადაასვენებთ ან საფლავიო. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ჩემი, მეყველის შვილი კვდება ყველით“,- ამბობს ის.