ჯარიმა 20 000 ლარამდე გაიზარდა! – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

Written by

in

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება.

მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრა.

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრა.

აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი იქნება.

აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *