რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვა

Written by

in

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები და  მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით “მერსედესის”მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა მიკროავტობუსს. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი დაეჯახა მის წინ მოძრავ მიკროავტობუსს.

ბავშვები გარდაბნის მუნოციპალიტეტის, სოფელი ქესალოს საჯარო სკოლის მე-2-ე კლასის მოსწავლეები არიან.

თვითმხილველების თქმით მიკროავტობუსში 17-18 ბავშვი იმყოფებოდა და რამდენიმემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

დაშავებული ბავშვები და “მერსედესის” მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *