გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყვარელში ავარიის შედეგად პოლიციელი, 52 წლის ქალი დაიღუპა | ინფორმაციას გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს და წერს, რომ ავარია ცოტა ხნის წინ იმ დროს მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მათივე ცნობით, სწორედ ამ მანქანაში იჯდა პოლიციელი, რომელიც შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები
„ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა, წლების წინ, პატრიარქთან საუბარი.
„მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო – გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე კიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ – ასე რომ ამბობენ, ქამარზე კიდია ეს გასაღებიო, აქ არის, თუ იქ არისო, მაგით მეტად აღარ დაინტერესდნენო, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია, თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
“მე-12 კლასი. სადაცაა სკოლას დავამთავრებთ. დირექტორმა გამოაცხადა, სანამ დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლე სამედიცინო შემოწმებას არ გაივლის, ატესტატს არავის მივცემთო. ასე რომ, იძულებული გავხდით, საავადმყოფოში წავსულიყავით.
ყველა ექიმი ჩამოვიარე და ბოლოსთვის შემოვიტოვე ყველაზე საინტერესო – ნაცხის აღება. შევდივარ კაბინეტში და ვხედავ: ზის ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი, სტუდენტი-პრაქტიკანტი. ბედი არ გინდა? – გავიფიქრე.
რას გავაწყობდი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე… დუმილია. სრულიად არაფერი ხდება. ვგრძნობ, როგორ მიყურებს ის ვიგინდარა! ჯანდაბაშიც წასულა!
უცბად ჩაახველა და სანდომიანი ხმით მომმართა: “ახალგაზრდა ქალბატონო, რომ იცოდეთ, ნაცხს ყელიდან ვიღებთ!”
სამართალდამცველების მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.
ცნობადობის მოხვეჭის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე. განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა.
გარდა ამისა, მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს, რადიკალური დაჯგუფების წევრები მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სძალავდნენ.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, მობილური ტელეფონები, ნიღბები და სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა.
„ეკლესიასთან დაახლოებულ პირებს შორის არსებობს არასწორი წარმოდგენა, რომ სიკვდილიანობა, ვირუსის მსგავსად, გადადის იმ საგნებით, რომლებსაც დაკრძალვასთან რაიმე კონტაქტი ჰქონდათ. ეს, რა თქმა უნდა, სიგიჟეა, მაგრამ რაც უფრო ნაკლები ცოდნა აქვს ადამიანს თავისი რწმენის საფუძვლების შესახებ, მით უფრო მეტ გიჟურ ცრურწმენას ფლობს. – განმარტავს ღვთის მსახური.
თუ არასწორად გამოთვალეთ და შეუკვეთეთ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე ქელეხის დროს გჭირდებოდა, თავისუფლად წაიღეთ ნარჩენები სახლში. ამ საკვებში არაფერია განსაკუთრებით წმინდა – ოლივიეს სალათს, თუნდაც ბარდით, არანაირი კავშირი არ აქვს სიკვდილის შემდეგ ცხოვრებასთან, აღნიშნა მღვდელმა.
„გლოვა გარდაცვლილისთვის მოწყალების ერთ-ერთი ფორმაა. თავდაპირველად, ქრისტიანული ტრადიცია გულისხმობდა, რომ გარდაცვლილის ნათესავები ამ დღეს ყველა მშიერსა და გაჭირვებულს გამოკვებავდნენ ღვთის სადიდებლად და სანაცვლოდ, განსაკუთრებით გარდაცვლილისთვის ილოცებდნენ“, – განმარტა მღვდელმა.