‼ “ექი­მებ­მა ჩემი ლუკა მო­მიკ­ლეს” – რას წერს გარდაცვლილი მოსწავლის დედა იხილეთ პირველი კომენტარი👇

Written by

in

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რო­გორც AMBEBI.GE-ს ლუკა ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, ბიჭს ძვა­ლი ჰქონ­და გა­ტე­ხი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ცია იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი. ისი­ნი ექი­მე­ბის მკაც­რად დას­ჯას ითხო­ვენ.

“ოჯა­ხის პო­ზი­ცია ისა, რომ ყვე­ლა პა­სუხს აგებს. ბავ­შვი ახლა ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა და არა­ვის შერ­ჩე­ბა ის, რაც ჩა­ი­დი­ნეს. ლუკა რომ შე­იყ­ვა­ნეს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში, ნარ­კო­ზის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ რე­აქ­ცია მოხ­და, რო­გორც ვი­ცით. სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში რა გა­ა­კე­თეს, და­ნამ­დვი­ლე­ბით არ ვი­ცით. ორი სა­ა­თის მერე გა­მო­ვიდ­ნენ და თქვეს, რომ და­ი­ღუ­პაო. ექი­მე­ბი გა­ი­პარ­ნენ. წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო კვლე­ვე­ბიც ჩა­უ­ტა­რეს, მაგ­რამ რა კვლე­ვე­ბი ზუს­ტად არც ეგ ვი­ცით. ერთი ძვა­ლი ჰქონ­და გა­ტე­ხი­ლი, ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი და­ღუ­პეს” – გვიყ­ვე­ბა მო­ზარ­დის ახ­ლო­ბე­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის დე­დაც: “ექი­მებ­მა ჩემი ლუკა მო­მიკ­ლეს” – წერს ნინო სი­ხა­რუ­ლი­ძე.

ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს მისი დაც: “არ ვიცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ აღვწე­რო, ახ­ლაც ვერ ვი­აზ­რებ, რა მოხ­და. ჩემი ნერ­ვე­ბის მომშლე­ლი, ჯი­უ­ტი ბიჭი უკვე აღარ არის… სა­ში­ნე­ლი ზა­ფხუ­ლი დაგ­ვიდ­გა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ჩემი ჯან­მრთე­ლი ძმა უბ­რა­ლოდ მო­მიკ­ლეს თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში.ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით, ვკა­მა­თობ­დით, მაგ­რამ ახლა და­ვა­ფა­სე ძმის ფასი. მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი, ჩემო ან­გე­ლო­ზო!…”.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *