Blog

  • მარიამ მდივანის ემოციური ინტერვიუ პირად ტრაგედიაზე

    მარიამ მდივანის ემოციური ინტერვიუ პირად ტრაგედიაზე

    „იმ დღეების გახსენება არ მინდა. ეს არ არის უბრალოდ დანაკარგი… ეს არის სიცარიელე, რომელსაც არასდროს არაფერი შეგივსებს,“,- მსახიობისა და ინფლუენსერის, თამუნა მდივანის შვილი, მარიამ მდივანი გადაცემა „პრაიმ შოუში ძმის  შესახებ საუბრობს.

    მისი თქმით, ძმის დაკარგვა იმდენად მძიმე განცდაა, რომ ამის სრულად აღქმა მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ვინც მსგავსი ტკივილი საკუთარ თავზე გამოსცადა.

    „იმდენად მძიმეა, რომ სანამ ამას ადამიანი გვერდიდან უყურებს, ვერ აღიქვამს. ისეთი განცდაა, თითქოს საკუთარი სხეულიდან ნაწილი გწყდება,“ — ამბობს მარიამ მდივანი.

    როგორც ის იხსენებს, მისი ძმა, გიორგი, მაშინ დაიბადა, როცა თავად 4 წლის იყო და მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა.

    „ყოველი მისი დღე მახსოვს. ძალიან კარგი დაძმობა გვქონდა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. მისი პირველი მესაიდუმლე ვიყავი,“ — აღნიშნავს ის.

    მარიამ მდივანის თქმით, გიორგი საოცრად მზრუნველი ადამიანი იყო, რომელსაც ოჯახის წევრებისა და გარშემომყოფების ტკივილი გულთან ახლოს მიჰქონდა.

    „შეყვარებული არ ჰყავდა. საოცრად კარგი შვილი იყო. ძალიან მზრუნველი. ყველა აინტერესებდა და ანაღვლებდა,“- ამბობს იგი.

    მისივე თქმით, ძმის გარდაცვალების შემდეგ საკუთარი ემოციების სრულად განცდის შესაძლებლობაც არ ჰქონია, რადგან ოჯახის, განსაკუთრებით დედის გვერდით დგომა საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნია.

    „ჩემს ტკივილს ვერ განვიცდიდი, რადგან ვგრძნობდი, რომ დედაჩემს ვჭირდებოდი. მივხვდი, რომ მთელი პასუხისმგებლობა მე უნდა ამეღო. დედას აქვს ძალიან დიდი რწმენა. ეკლესიაში დადის და ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება. ჩვენ გვწამს, რომ გიორგი მარადიულ სასუფეველშია. გვინდა, როდესაც გარდავიცვლებით, მასთან მოვხვდეთ, რაც ძალიან რთულია,“- აცხადებს მარიამ მდივანი.

     

  • “ციტრამონი წამალი თუ საწამლავი” – კლინიკური ფარმაცევტი საგანგაშო მიმართვას ავრცელებს

    “ციტრამონი წამალი თუ საწამლავი” – კლინიკური ფარმაცევტი საგანგაშო მიმართვას ავრცელებს

    “ციტრამონი წამალი თუ საწამლავი” – კლინიკური ფარმაცევტის გაფრთხილება საზოგადოებას.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში – დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი კი დაშავდა

    ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში – დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი კი დაშავდა

    მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცოფში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

    არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • “ძალიან მაგარი ინიციატივაა ეს…” – რა განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა

    “ძალიან მაგარი ინიციატივაა ეს…” – რა განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა

    “თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე, რუსთავში განაცხადა.

    ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა „ქართული ოცნების“ მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი.

    „მე მგონი ყველანი მარტივად შევთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა არის „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან ცუდად განწყობილი. მე პირადად მაგალითად მეგობრებიც მყავს, რომლებთანაც რადიკალურად განსხვავებული პოზიცია შეიძლება მქონდეს ბევრ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის მიხარია მათთან კამათი, საუბარი. მანამდეც აღვნიშნე და გავიმეორებ ახლაც, რომ, ჩემი აზრით, თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია,“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

    ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წვერებს, თუ როგორ ხედავენ ისინი ახალგაზრდული კონფერენციების სამომავლო ფორმატს.

    „ჩემი აზრით, ამ ფორმატმა გააკეთა იმისი დემონსტრაცია, რომ დიალოგი მართლაც შეიძლება შედგეს ახალგაზრდებს შორის. მე მაინტერესებს როგორ ხედავთ ამ ფორმატის უფრო გრძელვადიან დაკანონებას? ძალიან მიხარია, რომ აპირებთ შემოიაროთ სრულიად საქართველო, მეც პირადად ძალიან მიხარია დღეს აქ ყოფნა. ძალიან მაგარი ინიციატივაა ეს.

    იმის შემდეგ, რაც შემოივლით სრულიად საქართველოს, მე როგორც მახსოვს, დასკვნითი ღონისძიება იქნება თბილისში. ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა გაგრძელდეს მსგავსი ტიპის ფორმატი ახალგაზრდებთან და თუ ფიქრობთ, აპირებთ მართლაც ამის გაგრძელებს როგორ ხედავთ უფრო მუდმივ, გრძელვადიან ფორმატს, იმას, რომ დიალოგი დაკანონდეს ახალგაზრდებს შორის, აღმოვფხვრათ ეს ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია ქვეყანაში,“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

  • როგორ ეხმაურება მაია ასათიანი “პროფილის” ფორმატის გადაცემის დაწყებას “რუსთავი 2”-ზე, რომელსაც სალომე გოგიაშვილი წაიყვანს?

    როგორ ეხმაურება მაია ასათიანი “პროფილის” ფორმატის გადაცემის დაწყებას “რუსთავი 2”-ზე, რომელსაც სალომე გოგიაშვილი წაიყვანს?

    სალომე გოგიაშვილი რუსთავი2-ზე “პროფილის” ფორმატის გადაცემის წამყვანი ხდება. სატელევიზიო შოუს სახელია “ამბავი”.

    “ამბავი, რომელმაც შეცვალა, ატკინა, გააძლიერა და შექმნა ის ადამიანი, ვინც დღეს ხარ სწორედ აქ არის სივრცე, სადაც ნამდვილ ისტორიებს ხმამაღლა ჰყვებიან!” – ნათქვამია გადაცემის აღწერაში.

    ახალი გადაცემის დაწყებას ტელეწამყვანი მაია ასათანი გამოეხმაურა, რომელიც “პროფილის” ავტორი და წამყვანი წლების განმავლობაში იყო.

    444-1779566034.png

  • ტემპერატურა +27 -მდე აიწევს – ამინდის განახლებული პროგნოზი

    ტემპერატურა +27 -მდე აიწევს – ამინდის განახლებული პროგნოზი

    24 მაისს – კვირას

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი  10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +15, +20°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°.

    25 მაისს – ორშაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  ზოგან  ძლიერი. დასავლეთის  ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი და  სეტყვა.  დასავლეთის  ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +16, +21°;  მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +11,+16°.

    26 მაისს – სამშაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით  +16, +21°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +11, +16°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა.  დასავლეთის  ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით  +10, +15°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +16, +21°;  მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +11,+16°.

    მომდევნო 10 დღის ამინდის პროგნოზი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსთვის კი ასე გამოიყურება:

  • 🔻 საბერძნეთში საქართველოს მოქალაქემ ავტომობილში ბერძენი ქალი მოკლა – დაკავებულია 40 წლის კაცი

    🔻 საბერძნეთში საქართველოს მოქალაქემ ავტომობილში ბერძენი ქალი მოკლა – დაკავებულია 40 წლის კაცი

    🔻 საბერძნეთში საქართველოს მოქალაქემ ავტომობილში ბერძენი ქალი მოკლა – დაკავებულია 40 წლის კაცი | ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და წერს, რომ 40 წლის ქართველმა ავტომობილი ავტოსტოპით გააჩერა, მგზავრობისას კი ქალს სასიკვდილო დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, სისხლიანი ტანსაცმელი კი ნაგავში გადაყარა. პოლიციამ ის მალევე დააკავა, ქართველმა კაცმა დანაშაული აღიარა და მკვლელობის რამდენიმე მოტივი დაასახელა. ჩხრეკისას მას 1505 ევრო აღმოაჩნდა. თავდაპირველად დაკავებული კაცი საქმესთან კავშირს უარყოფდა. გავრცელებული ცნობებით, გამომძიებელმა მკვლელობისთვის გამოყენებული დანა ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულს სამედიცინო შემოწმებისას ხელებზე ნაკაწრები და სისხლის ლაქები აღენიშნებოდა. 40 წლის კაცს ბრალი 4 მუხლით აქვს წაყენებული, მას განზრახ მკვლელობას, ყაჩაღობას, იარაღის ტარებასა და სხვისი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავებიან

  • ბოლო ზარის კადრები – ვიდეო საქართველოს სკოლებიდან, რომელმაც დიდ ინტერესი გამოიწვია

    ბოლო ზარის კადრები – ვიდეო საქართველოს სკოლებიდან, რომელმაც დიდ ინტერესი გამოიწვია

    “გავიმარჯვებთ სახელოვნად” – ასე ეწერა “ბოლო ზარზე” 20 წლის თეკლა თვალიაშვილს პერანგზე. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა თანატოლებს და იქ მისულ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

    “არ ვიცი ვინ არის, ვისი შვილია, მაგრამ მინდა საჯაროდ მადლობა მოუხადო ამ მაგარი გოგონას მშობლებს! მშობლის მოვალეობა მარტო შვილის გაზრდა არაა! მთავარი, აღზრდაა და მადლობა თქვენ, ვინც ეს ულამაზესი გოგო ასე რომ აღზარდეთ. ასე მოაზროვნე ახალგაზრდებით მოვიდა აქამდე საქართველო, და მჯერა რომ ასეთები კიდევ ბევრი იქნებიან” – წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები