“დიმა, შენ მამაჩემის თვალში ნული ხარ და ასეც იქნები! შენ ყველაზე მთავარში ჩაიჭერი მამაჩემთან…” – და­ვით ერა­ძის შვილ­ი დიმა ობოლაძეს

Written by

in

სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, და­ვით ერა­ძის შვილ­ი ალექ­სან­დრე ერა­ძე სპორტულ ჟურნალისტს, დიმა ობოლაძეს მიმართავს.

ალექ­სან­დრე ერა­ძის განცხადება ეხება 2022 წელს ერთ-ერთ გადაცემაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ და­ვით ერა­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარ­ს და ამ კომენტარის გამო ატეხილ აჟიოტაჟს.

“იუთუბზე” ლაივი არხ “ლაი-ლაი”-ზე, რომლის წამყვანი ნოდარ სიმსივე და დიმა ობოლაძე არიან, ხალხი სთხოვდა აზრის დაფიქსირებას ამ მოვლენებთან მიმართებაში და დააფიქსირეს კიდევაც. თავიდან დიმა არ იყო მოსული და მისმა შვილმა და ნოდარმა ეს სიტუაცია ახსნეს და თქვეს, რომ მათ არ მოეწონათ არც “იმედზე” დადებული ქარდი და არც ის, რაც მამაჩემთან მიმართებაში ხდება ბოლო წლების განმავლობაში და ისიც კი თქვა დიმას შვილმა, რომ ეს უკვე მას აღარც კი უკვირს, რაც ძალიან სამწუხაროა…ასევე ახსნეეს “მეგობრობა”, “კოლეგები” და მოკლედ…

მოვიდა ბატონი დიმა და ფაქტობრივად, რაც ნოდარმა და დიმას შვილმა ისაუბრეს იმის საპირისპირო აზრი დააფიქსირა და თქვა, რომ არაფერი “დასაცავი” არ აქვს თურმე მამაჩემს და თურმე საგინებელი და “მიწადასაყრელიც” ყოფილა მამაჩემი და ღირსიც ყოფილა ამ ყველაფრის.

ასევე დიმამ თურმე უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ მას როდესაც “აბულინგებდნენ”, თურმე როგორ არ დაწერა მამაჩემმა სტატუსი და რატომ არ გამოექომაგა დიმას…

დიმას მე არ ვიცნობ ახლოდან და არც მაქვს სურვილი გავიცნო, თუმცა ვიცი ის მიზეზები, რატომაც შენ მამაჩემის თვალში ნული ხარ და ასეც იქნები! შენ ყველაზე მთავარში ჩაიჭერი მამაჩემთან, რაც კაცობა არის… მე აღარ გავაგრძელებ, რადგან მამაჩემის მაგივრად არ ვაპირებ ვისაუბრო…” – წერს ალექ­სან­დრე ერა­ძე სოციალურ ქსელში.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *