Blog

  • ამინდი უარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

    ამინდი უარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

    „23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

    ❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

  • 24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    დღე ენერგიული და აქტიური იქნება. კარგი დროა დაწყებული საქმის დასრულებისთვის. ემოციებში სიჩქარე მოერიდე — განსაკუთრებით ურთიერთობებში.

    კურო

    ფინანსურ თემებზე ყურადღება დაგჭირდება. შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღო. საღამოს დასვენება და კომფორტი განსაკუთრებით მოგინდება.

    ტყუპები

    კომუნიკაციის დღეა — ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი საუბარი წარმატებით ჩაივლის. იდეების გაზიარება კარგ შედეგს მოგიტანს.

    კირჩხიბი

    ინტუიცია გაძლიერდება. ეცადე საკუთარ თავს მოუსმინო და ზედმეტ სტრესს გაერიდო. ოჯახური თემები წინ წამოიწევს.

    ლომი

    ყურადღების ცენტრში იქნები. კარგი დროა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.

    ქალწული

    საქმიან და პრაქტიკულ საკითხებში წარმატებული დღეა. გეგმების დალაგება და ორგანიზება მარტივად გამოგივა.

    სასწორი

    ურთიერთობებში ბალანსის პოვნა მთავარი იქნება. შესაძლოა ვიღაცასთან გაუგებრობა მშვიდად დაასრულო.

    მორიელი

    ემოციურად ძლიერი დღეა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ნურავის ზეწოლას არ აჰყვები.

    მშვილდოსანი

    ახალი იდეები და მოტივაცია მოგემატება. მოგზაურობასთან ან სწავლებასთან დაკავშირებული ამბავი გაგახარებს.

    თხის რქა

    სამუშაო და პასუხისმგებლობები ყურადღების ცენტრში იქნება. შენი შრომა დაფასდება, თუ მოთმინებას შეინარჩუნებ.

    მერწყული

    შემოქმედებითი ენერგია მოიმატებს. კარგი დროა ახალი პროექტის, ჰობის ან საინტერესო გეგმის დასაწყებად.

    თევზები

    დასვენება და ემოციური განტვირთვა აუცილებელია. ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი სიმშვიდეს მოგიტანს.

  • ვრცელდება კადრები “ბოლო ზარიდან”, რომელიც ნახვების რეკორდს ხსნის

    ვრცელდება კადრები “ბოლო ზარიდან”, რომელიც ნახვების რეკორდს ხსნის

    სკოლის დიასახლისის მიერ შესრულებული ცეკვა “ბოლო ზარზე”. ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეო ფოთის წმინდა ნიკოლზის სლკოლაშია გადაღებული.

    1-1779555071.png2-1779555081.png

  • ვრცელდება ვიდეო “ბოლო ზარიდან”, რომელმაც ერთ დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა – “100-ჯერ ვუყურე”

    ვრცელდება ვიდეო “ბოლო ზარიდან”, რომელმაც ერთ დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა – “100-ჯერ ვუყურე”

    ვრცელდება ვიდეო “ბოლო ზარიდან”, რომელმაც ერთ დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა – “100-ჯერ ვუყურე”.

    “ძალიან ლამაზია”

    “100-ჯერ ვუყურე” – წერენ კომენტარებში.

  • “ჩემი მეჯვარე და შვილის ნათლიაა” – რა მოხდა ნანუკა გულუასა და სალომე შარვაძეს შორის?

    “ჩემი მეჯვარე და შვილის ნათლიაა” – რა მოხდა ნანუკა გულუასა და სალომე შარვაძეს შორის?

    მსახიობი ნანუკა გულუა “სარკასტიკას” სტუმრობდა. როგორც მსხიობმა თქვა,ის და სალომე შარვაძე წლებია მეგობრობენ, თუმცა ბოლო პერიოდში ურთიერთობა გაუფუჭდათ. მიზეზებზე მსახიობმა საჯაროდ საუბარი არ ისურვა.

  • “თუ ავტომობილს მართავთ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!” – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსახლეობას – სიახლე, რომელიც ივნისიდან ამოქმედდება

    “თუ ავტომობილს მართავთ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!” – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსახლეობას – სიახლე, რომელიც ივნისიდან ამოქმედდება

    სიახლე, რომელიც ივნისიდან ამოქმედდება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურებისსააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები არაგეგმური პრაქტიკული გამოცდები მხოლოდ შაბათ დღეს ჩატარდება, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოქალაქეები მხოლოდ გეგმური გამოცდით ისარგებლებენ.

    როგორც სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, ცვლილება მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებითა და სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ამოქმედდება.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.

    ცვლილების ამოქმედებამდე, თუ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც გეგმური, ასევე, არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. მოქალაქეებს არაგეგმური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათს ექნებათ.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს.”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “საცხოვრებელი კორპუსი ზანზარებს” – მოსკოვის გამზირიდან გავრცელებული კაადრები განხილვის თემად იქცა

    “საცხოვრებელი კორპუსი ზანზარებს” – მოსკოვის გამზირიდან გავრცელებული კაადრები განხილვის თემად იქცა

    თბილისს, საცხოვრებელი კორპუსის წინ გახსნეს ჯართის მიმღები პუნქტი, ასე პრესავენ დილიდან, ჯერ ხმაური, შემდეგ მტვერი და ამას დამატებული ის რომ საცხოვრებელი კორპუსი ზანზარებს. მერიაში დარეკილია სამეზობლოდან რამდენჯერმე და შედეგი 0. საცხოვრებელი კორპუსის წინ ზუსტად 15 მეტრში ხდება ეს მოსკოვის გამზირზე, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში და კადრებს აქვეყნებს.

  • მეცნიერებმა მამაკაცის პენისის იდეალური ზომა დაასახელეს, რომელიც ქალების უმეტეს ნაწილს აკმაყოფილებს

    მეცნიერებმა მამაკაცის პენისის იდეალური ზომა დაასახელეს, რომელიც ქალების უმეტეს ნაწილს აკმაყოფილებს

    როდესაც საქმე ინტიმურ ცხოვრებას ეხება, ზომაზე საუბარს ყოველთვის თან ახლავს მღელვარება და უამრავი მითი. თუმცა, ბოლო კვლევებმა გარკვეული სიცხადე შეიტანა — მეცნიერებმა დაადგინეს, პენისის რა ზომას თვლიან ქალების უმრავლესობა იდეალურად.

    კალიფორნიისა და ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტების მკვლევრებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხი არა სპეკულაციებით, არამედ მტკიცებულებებით დაემყარებინათ. მათ 18-65 წლამდე მყოფ ქალებს შესთავაზეს 33 სხვადასხვა 3D მოდელი მამაკაცის პენისის ფორმებითა და ზომებით და სთხოვეს აერჩიათ ის, რომელი იქნებოდა იდეალური როგორც ხანმოკლე შეხვედრისთვის, ასევე ხანგრძლივი ურთიერთობისთვის.

    შედეგებმა საინტერესო ტენდენცია გამოავლინა — ქალებს, ერთი ღამის პარტნიორის შემთხვევაში, შედარებით დიდი ზომა მოსწონთ: დაახლოებით 16.3 სმ სიგრძე და 12.7 სმ სისქე. უფრო ხშირი ურთიერთობის შემთხვევაში კი მოლოდინები ოდნავ შემცირდა — იდეალურ ზომად 16 სმ სიგრძე და 12.2 სმ სისქე დასახელდა.

    რაც შეეხება ხანგრძლივ ურთიერთობას, კვლევის მიხედვით 13,7 სმ სიგრძის პენისი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა სექსუალური მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

    აღსანიშნავია, რომ რეალურ ცხოვრებაში მამაკაცის პენისის საშუალო ზომა ერექციისას დაახლოებით 13.1 სმ სიგრძეა, სისქე კი 11.7 სმ. ამიტომ ქალების მიერ იდეალად მიჩნეული ზომა ცოტა უფრო დიდია, ვიდრე რეალობა — თუმცა არა რადიკალურად.

    მათი თქმით, ზედმეტად დიდი პენისი ყოველთვის არაა კომფორტული, ისევე როგორც ძალიან პატარა — და რომ არსებობს გარკვეული „ოქროს შუალედი“, რომლის მეშვეობითაც სიამოვნება მაქსიმალურად იზრდება.

    მეცნიერების თქმით, ასეთი შედეგები გვეხმარება, უკეთ გავიგოთ, რა განაპირობებს სექსუალურ მიზიდულობას და რამდენად მოქმედებს ზომა ქალების მოლოდინსა და სიამოვნებაზე. თუმცა ასევე დასძენენ, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და რიცხვებით სრული სიმართლის აღწერა შეუძლებელია. სიყვარული და სიახლოვე ხომ არა მარტო ზომაზეა დამოკიდებული, არამედ ემოციურ კავშირზე, გრძნობაზე და პარტნიორებს შორის არსებულ ქიმიაზე.

    წყარო: https://www.glamour.com/story/penis-size-study-3d-printer

  • “დღეს ამის გაკეთება ყოვლად დაუშვებელია” – 23 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი

    “დღეს ამის გაკეთება ყოვლად დაუშვებელია” – 23 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი

    ასტროლოგიური გვერდი, 23 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    „შაბათი – 23.05.2026

    ინდიკატორი – სტაბილურობა

    სტაბილურობის დღე აფიქსირებს და ამყარებს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს არის დღე, როცა ქმედება ხანგრძლივ ფორმას იძენს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო: დაიწყეთ მხოლოდ ის, რისი გაგრძელებაც ნამდვილად გსურთ.

    სასიკეთოა:

    გრძელვადიანი გეგმები;

    კონტრაქტების მომზადება;

    სისტემის შექმნა;

    მკურნალობის დაწყება;

    სწავლის გეგმა;

    საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები;

    სტაბილური პროექტები;

    არ გირჩევთ:

    იმპულსურ დაპირებებს;

    დროებითი სურვილის მუდმივ ვალდებულებად ქცევას;

    სესხის აღებას;

    ისეთი საქმის დაწყებას, რომლის გაგრძელებაც არ გსურთ. დღე: 丁酉 — ცეცხლის მამლის დღე. სახიფათო დღეა კურდღლისთვის. მეტი ყურადღება გამოიჩინონ კურდღლის წლებში დაბადებულებმა: 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023.

    სასიკეთო საათები:

    11:00–13:00

    13:00–15:00

    17:00–19:00

    23:00–00:59

    დღის ფერი: ლურჯი ან ნაცრისფერი

    ლურჯი და ნაცრისფერი ფერები დაგეხმარებათ სიმშვიდის, სტრატეგიული აზროვნების, ემოციური ბალანსისა და შინაგანი დისტანციის შენარჩუნებაში. კარგი არჩევანია, თუ გინდათ დღის ენერგია არა აჩქარებით, არამედ სიბრძნით გამოიყენოთ.“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი?

    რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი?

    მკვლე­ლო­ბა მოხ­და გუ­შინ თბი­ლის­ში. წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ერთ-ერთს გულ-მკერ­დის არე­ში ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს. ის სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა.

    არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ნან­სე­ბის გამო და­ი­წყო. “ტვ პირ­ვე­ლის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბულ­მა მუ­შებ­მა თან­ხა ვერ გა­ი­ნა­წი­ლეს, რა­საც კონ­ფლიქ­ტი და შემ­დეგ უკვე მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

    AMBEBI.GE-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და მოკ­ლუ­ლის ვი­ნა­ო­ბა. ის 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, 47 წლის თა­მაზ ნა­კა­ში­ძეა.

    შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

    “თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

    გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით მა­მა­კაცს გულ­მკერ­დის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა.

    სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი ცხელ კვალ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

    გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.