ძალიან მძიმედაა…მოწყდა კონსტრუქცია და თავში დაეცა.

Written by

in

“მოწყდა კონსტრუქცია და თავში დაეცა … ძალიან მძიმედაა …” – ამის შესახებ ადგილობრივებმა “Tv პირველთნ” 14 წლის მოზარდის შესახებ ჰანაცხადეს, რომელსაც

სკვერში საქანელას რკინის კონსტრუქციები დაეცა მოიყოლა.

მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაცია დღეს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ავრცელა.

“გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტს, რის

გამოც სხეულის დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა მოზარდმა. მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო ყველა სტანდარტის დაცვით, რაც გულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის. თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონით

სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები. ნაძალადევის რაიონის გამგეობა მუდმივ

კომუნიკაციაშია ოჯახთან და მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ყველა სავარაუდო კითხვას. მოვუწოდებთ ყველას, გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას, ნუ დააზიანებენ სკვერებსა და

ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურას, ნუ შეუქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *